ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2019


ჩემი პროფესია

ნაწილი მეთხუთმეტე

რამოდენიმე დღის შემდეგ!

* * *

      გაბრიელ დუმბაძემ, უკვე მიაღწია სიკვდილის ჟამს. ყოველთვის ამბობდა, რომ რთულია ცხოვრება, სანამ ცოცხლაი ხარ, თორე კვდარსაც მარტივად მოგიტანენ წყალს. წააქცევენ თითო წიქა ღვინოს, ზედ მოაყოლებენ ერთი ორად სიტყვას და იტყვიან. დაღუპულაო საწყალი, კეთილი კაცი იყოვო, ყველასთვის სიკეთე უნდოდაო. იქვე შორიახლოს მდგომი, ქალი ალბათ დედაჩემია, ხელში ხერსახოცი უჭირავს და სახეზე შემშრალ ცრემლს იწმენდს. დადგა ჟამი გამომშვიდობების. მე ეს დღეები ყელში ბურთივით დაგროვილმა სიბრაზებ, სინანულმა, სიამაყემ იმან, რომ ის ჩემთვის ღირსეული ბაბუა იყო, ყველაფერმა ამან ერთდროულად ამოხეთქა ჩემში. გარშემო წაიშალა აბსოლიტურად ყველაფერი. ხეები, რომელის ახლო მახლო დგას, სასაფრაოები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით არის, აუარებელია, ზოგიც მიტოვებული. გარშემო ვერ ვხედავდი მეგობრებს, ოჯახს. ვხედავვდი მხოლოდ იმ წლებს, რომელიც ბაბუასთან ერთად გავატარე მხოლოდ ეს ყველაფერი წარმომედგა თვალწინ. ყელში კვლავ დაგროვებული სინანულია, სიბაზე, რომელის რამოდენმიმე დღეაა ვიგროვებ ერთიანად ამოვიღე. ჩავიკეცე, ძალა გამოცლილი მიწაზე დავეცი, ვემხვიე ბაბუას ხელებს. ის ასეთი ცივი არასდროს მახსოვს, ბუმბერაზი კაცი იყო ბაბუაჩემი, ის სიბრაზეს გულში არასდროს იგროვებდა, უსამართლობა არ უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა ჩვენთვის ესწავლებინა, ბრძოლა. ბრძოლო რწმენით და იმედით აღსავსე. უკან ვგრძნობ, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი ნაზად დამადო და ცდილობს ჩემს აყენებას. მე კი არ მინდა! არ მინდა ავდგე! ეხლა დედაჩემმის ტირილი უფრო ხმამაღლა მესმის, მესმის, რომ ამბობს _ მათი სიყვარული ძალიან ძლიერი იყო. არავის ვუსმენ, მისი ღიმილი მჭირდება ეხლა, ისე, როგორც არასდროს. რატია ჩემთან, ისიც გვერდით მიზის და ხელით საათი უჭირავს. ეს საათი ბაბუამ, მაშინ გვაჩუქა, როდესაც პირველ კლასში შევედით. ეხლა რატია, ჩემზე ცუდად. _ ბაბუ, ეს საათი პატარა მაქვს თორე ისევ შევძლებდი მის ტარებას... გვაპატიე, ყველა ის იმედგაცრუელბა გვაპატიე, რაც ჩვენს გამო გადაიტანე. ხალხს, ეხლა ორივე გაუხდით ფეხზე წამოსაყენებელი. რატიმ, მე შემომხედა და მეუბნება: _ უკვე დროა. გავეცალეთ იქაურობას რამოდენიმე ნაბიჯიც კი გავიარე მანქანებისკენ. რატი, მე მომყვება, არ მშორდება, თითქოს და ერთად ვატარებდით ამ სიმძიმეს და ეს მე, ძალიან მეხმარება. მელანო და გუგაც, აქ არიან ჩვენს უკან მოდიან. წინ კიდევ ბრბოაა საზოგადოების, რომელის უმეტეს ნაწილს, არც ვიცნობ. ცდილობენ ჩემთან ახლოს მოსვლას, მაგრამ მე არ ვაძლევ ამის საშუარებას. არ მიყვარს, ჩემს თავს, რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ და ვიცი, რომ არც ბაბუა, ისურვებდა ამას. არ მიყვარს ის ტრადიციები, რაც ამ დროს ხდება. დაკრძალვის შემდეგ, ქალაქის პატარა კუნძულზე წავედით. ეხლა ყველაზე მეტად სოფიას, ღიმილი მჭირდება. ბაბუას, გარდაცვალების შემდეგ ვერც ამ საქმეს მივხედე. სოფია და მისი ოჯახი, ჯერ კიდევ აქ არიან ამ ქალაქში. მანქანა გავაჩერეთ და ყველა გადავიდა ჩემს გარდა. მე მანქანაში დავრჩი არ ვიცი რატო. სოფიამ ეს რომ დაინახა მოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. მეუბნება _ მანქანა დაქოქეო. მე ძალაგამოცლილი ვუყვურებ, არც მანქანის დაქოქვა არ შემიძლია. სოფია, არც ამან შეაჩერე მანქანიდან გადავიდა და ცდილობს ჩემს გადმოყვანას. _ მიდი დამიჯექი გვერდით, მანქანას მე წავიყვან. არაფერი ვთქვის და ხმის ამოუღებლივ მოვირგე მგზავრის როლი. მაკა, ხმამაღლა კითხულობს: _ ბავშვებო სად მიდიხართ? სოფიამ კი უპასუხა: _ დედა, არ იდარდო მალე დავბრუნდებით. სოფიამ, მანქანა დაქოქა და ქვიანი ადგილიც სწრაფად გაიარა. გულში ვიძახდი_ საწყალი ჩემი მანქანათქო, მაგრამ მანქანა ვის ადარდებდა ეხლა. სოფიაც, განიცდის ჩემს მდგომარეობას და ყველაფერს, აკეტებს, რომ ძველებურ განწყობას დავუბრუნდე. მივდივართ გრძელი და სწორი გზაა. გაზაფხულის ამინდები ყველაზე მეტად მიყვარს. წვიმს, მაგრამ თბილა, აი ესეთი ამინდები მიყვარს. სოფიამ მანქანა მოულოდნელად გვერდზე გადააყენა, ხელი ჩამკიდა და მეუბნება _ წამოდი წავიდეთ! ეს ყველაფერი სიგიჯეს გავდა, წვიმა უფრო ძლიერად წამოვიდა ვგრძნობ, რომ დავსველდით, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეხლა ყველაზე კარგად ვარ. სოფიამ, ხელი გამიშვა. სახით, ცას უყურებს ყვირის და მეუბნება: 

- მიდი გაბრიელ, იყვირე! თქვი ის, რაც გინდა. გაინთავისუფლდი!

- შეყვარებული ვარ! ძალიან ვარ შეყვარებული ქალზე...

- მმმ, როგორი ის ქალი?

- ის ქალი, მშოფლიოში ყველაზე ლამაზია, შავი ფერის თმა აქვს...

- იდიოტი!

- კარგი საკმარისია! ნუ მირტყამ... ქერაა, ქერა თმა აქვს და ყოველთვის გაწეწილია, ერთი შეხედვით წიწილას გავს.

- ვინაა ბიჭო წიწილა? ამ სიმაღლე ქალს შეურაწყოფას, რომ მაყენებ.

- მერე ვინ გითხრა, რომ შენზე ვთქვი.

- საკმარისია! მე მივდივარ...

- მოიცადე სად მიდიხარ? მოდი ჩემთან! შენ ხარ, ის ერთადერთი ქალი, ვინც ყველაზე, ყველაზე ლამაზია.

- რას ვაკეთებთ?

- არ ვიცი, მაგრამ მგონი ძალიან დავსველდით.

- წამოდი, გზა გავაგრძელოთ. იქ, სადაც ეხლა მივდივართ გაშრობასაც შევძლებთ.

  ხელი ისევ უეცრად ჩამკიდა და დიდი სისწრაფით, მანქანისკენ გავიქეცით. სოფია, უკვე კანკალებს, ძალიან ცივა და ამის აღიარება არ უნდა. ძალიან სასაცლოდ გამოიყურება. თეთრი პერანგი, რომელიც აცვია, სულ სველი აქვს და მთელ ტანზე აქვს მიკრული.

- ეგრე ნუ მიყურებ.
***
- კარგი ხო, საკმარისია მეტს აღარ ვიზამ.

- შენ მე დამცინიხარ, აი კიდე.

- მაპარიე, უბრალოდ ძალიან სასაცილოდ გამოიყურები.

- ხო არა, არც შენ გამოიყურები კარგად. სარკეში, მაინც ჩაიხედე.

- რა გინდა მე კიდევ კარგად გამოვიყურები.

- ხედავ? შენი გაღიმება, მაინც შევძელი.

- კი, ნამდვილად გამოგივიდა.

***
  სიცივისგან კანკალი, ეხლა მეც დამეწყო. საინტერესოა სად მივდივართ? უკვე 45 წუთია გზაში ვართ. გზა სულ პირდაპირ მიდის დაუსრულებლად, როგორ ერთი გადასახვევიც არ არის? ვფიქრობ და აი ესეც გვეღირსა. მიუწდომელი ადგილია, არც სოფელს ჰგავს, არც სახლებია გარშემო. მხოლოდ სიმწვანე და სიცარიელეს ვხედავ. მგონი გზა აერია, ამისგან ყველაფერია მოსალოდნელია, ესაც ვიფიქრე, მაგრამ სოფია, მამშვიდებს და ამბობს._ ცოტაც და მივალთ. აი ამ სიტყვების შემდეგ, ალბათ კიდევ ნახევარი საათი გავიდა, ტანსაცმელი უკვე ზედ შეგვშრა. ძალიან უსწორმასწორო გზაა, გზაც არაა მგონი, ეხლა სოფიამ, ჩემი მანქანით გაკვალა ეს გზა. ვეუბმები: _ იქნებ ჯობია უკან დავრუნდეთ. დამცინიც და ამბობს: _ არ მეგონა თუ ასეთი მშიშარა იყავი. თავი დავიფასე _ რა სისულელა, მე მშიშარა არ ვარ. მერე ჩემი ბავშვობა გაგვახსენდა და ორივეს გაგვეცინა ამაზე. ბევრი კითხვის და ძიების შემდეგ მივედით. გარშემო სიცარიელია, მანქანა გავაჩერეთ და გზა ფეხით გავაგრძელეთ, ორ კილომეტრში, პატარა ხის სახლი მოჩანს. ერთი შეხედვით აქაურობა, ზღაპრებში გადმოცემულ, პატარა თავგადასავალს დამსაგავსებულა. სოფია, ბედნიერია და ამბობს: _ მიხარია, რომ აქ კიდევ შევძელი მოსვლა და თანაც მარტო არ ვარ. გაბრიელ, მეც შენს მსგავსად ვეზებდი ადგილს, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი და ჩემდაუნებურად ვიპოვე კიდეც. აი, იმ გზაზე, საიდანას მოვედით. წლების წინ კაცი შემხვდა, დაჭრილი იყო და დახმარებას მთხოვდა, როდესაც მანქანიდან გადმოვედი ვეძემდი მის ჭრილობას და მითრხა: _ არა შვილო, მე გული მაქვს დაჭრილი. მოხუცი იყო დაახლოებით 80 წლის იქნებოდა. მის დამშვიდებასთან ერთად, მიყვებოდა მის წარმატებულ ცხოვრებაზე. ის, ღირსეულად იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის, ორი შვილი მყავსო ამბობდა და ორივე დავაბინავეო. ორივეს სახლი ვუყიდეო, ამას ამბობდა. მანქანა გზიდან ნაპირზე გადავაყენე და აი ამ სახლში მომიყვანა. შვილებმა მამა, სახლიდან გარეთ გამოაგდო და თავშესაფარი აქ იპოვა. მის შემდეგ მისთვის საჭმელი და საჭირო ნივთები მომქონდა ერთხელაც, როდესაც მოვედი მითხრეს, რომ დაღუპულაო. იცი აქ რატომ მოვედით? გაყუჩებული ვუსმენ და კითხვას კითხვით ვუბრუნებ: _ რატო? პატარა სახლის კარი შევაღეთ, შიგნით მხოლოდ ერთი საწოლი და პატარა მაგიდა იდგა, ეტყობოდა იქაურობას, რომ დიდი ხანია არავის უცხოვრია, ან ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს? სოფიამ, სველი მოსაცმელი გაიხადა იქვე საწოლზე დადო და საუბარს აგრძელებს. _ გაბრიელ, ჩვენ ადამიანებს, იმხელა ძალა შეგვწევ, რომ ერთდროულად შეგვიძლია გაუძლოთ საყვარლი ადამიანების დაკარგვას და შემდეგ ისევ შევძლოთ სიცილი. ეს კი იმზელა ძალა, რომელიც შეიზლება ნებისმერს არც ჰქონდეს. ამ ადამიანმა კი სიცოცხლეშივე დაკარგა ოჯახი, შვილებმა მიატოვეს, სახლი, რომელიც თავისი ოფლით ააშენა, გამოაგდეს და ეხლა, შენც ხედავ რა პირობებში უწევდა ცხოვრება. ერთი რამ
***
კარგად დაიმახსოვრე. გაბრიელ დუმბაძე იყო ადამიანი, რომელსაც ღირსეული შვილი და შვილისვილი ჰყავდა, რომელმაც არცერთი წუთით არ მიატოვა. ნუ იდანაშაულებ თავს, რომ იმ დროს შენ მის გვედით არ იყავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან შენი ხმა გაიგო და დაგემშვიდობა კიდეც. გაოცებული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა, ცხოვრებაში პირველად, ქალმა, შეძლო ჩემი დამშვიდება აქამდე უკვე ბევრმა სცადა, მაგრამ სოფიას გარდა ეს არავის გამოუვიდა. უკვე საღამოა, მალე დაღამდება უკან დაბრუნებას კი ვერ შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ სოფიამ, ესაც გათვალა და მანქანიდან ყველა ის პროდუქტი ამოიღო, რაც გვჭირდებოდა. წამოსვლისას, მე ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ვერც შევამჩნიეე პროდუქტები საბარგულში როგორ ჩააწყო. რამოდენიმე სალათა, ხორცი, ხილი და ღვინო, პატარა მაგიდაზე დააწყო. მე შეშის მოსატანად გარეთ გავედი, დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ მგონი ცეცხლის დანთებასაც შევძლებ. ცოტა ვინერვიულე კიდეც, მაგრამ თურმე არ დამვიწყბია. სოფია, მოულოდნელად ამბობს, რომ სახლიდან უნდა გავიდე. არადა გარეთ ძალიან ცივა.

- შეგიძლია გარეთ გახვიდე?

- კარგი რა, გარეთ ძალიან ცივა.

- უნდა გამოვიცვალო.

- რის ჩაცმას აპირებ აქ არაფერია.

- არის, სკივრში ვიპოვე, ერთი შენც მოგიხდება.

- არა, მადლობა არ მინდა.

- მოიცადე, მოდი გაიხადე ეს ზედა.

- სოფია, რას აკეთებ?

- ვცდილობ გაციებას გადაგარჩინო.

- საკმარისია, მომეცი მე ჩავიცმევ.

- გიხდება რა გინდა.

- კარგი რა, პატარა მაქვს, ასე ხელების აწევასაც ვერ შევძლებ.

- არაუშავს, ცოტახნით სანამ ეს გაშრება.

- ეხლა შენი ჯერია, მოდი ჩემთან...

- გაბრიელ, სერიოზულად? გადი გარეთ!

- კარგი ხო, გავდივარ.

***
  არ იფიქროთ, რომ მისი გაბრაზება მინდოდა, უბრალოდ სიბრაზე ძალიან უხდება. მე გარეთ გამომაგდო, მაცვია ყავისფერი ნაქსოვი ჯემპრი, ბეწვიანია და ყელზე მაწუხებს ძალიან. ერთი სული მაქვს როდის გავიხდი. ღამეა, უკვე ძნელად თუ გავარჩევ გარშემო რა ხდება. ვიდექი და ვაკვირდებოდი ყველაფერს. ჩემი ყურადღება თეთრ შუქმა მიიქცია, როცა მას მივუახლოვდი დავინახე, რომ ვარდი იყო, თეთრი ვარდი გამიკვირდა და ჩემს თავს ვკითხე: _ რა საოცარია არა, ამ მიტოვებულ ადგილზე მხოლოდ ერთი ვარდი იყო ამოსული. ცდუნებამ ვერ გამიძლო და მოვწყვიტე. ამასობაში სოფიამ, კარები გააღო და დამიძახა. სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე. აცვია მამაკაცის, ორი ზომით დიდი შარვალი, წელზეც დიდი აქვს და რაღაცით დაუმაგრებია, მგონი ბაწარია, ზემოდან მასაც ნაქსოვი ჯემპრი აცვია და სულ აღარ ჩანს მისი სახე. თმა აწუხებს და მალ-მალე გვერდზე იწევს. ჯიბიდან მისი თმის სამაგრი ამოვიღე და მივაწოდე, გამიღიმა და მკითხა: _ ეს შენ საიდან გაქვს? მე ვუპასუხე, რომ მისი ნივთების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ჩემს სახლშია. სოფია, ხელში სასაჩუქრე პარკს მაწვდის.

***
- აიღე, ეს შენთვის არის.

- ეს რა არის?

- გახსენი და მიხვდები.

- ეს ხო ბაბუას ალბომია შენ საიდან გაქვს?

-იქამდე მომცა, სანამ შენ მოხვიდოდი.

- პირდაპირ მე რატო არ მომცა?

- არ მიეცა ამის შესაძლებლობა.

- კიდევ რამე გითხრა?

- მითხრა, რომ დაესიზმრე...

- არ გააგრძელო!

- რა გჭირს, რა დაგემართა, რატომ ყვირი?

- სოფია, გახსოვს რამოდენიმე დღის წინ გითხარი სიზმარი ვნახეთქო?

- კი მახსოვს.

- მეორე დღეს, რაც ხდებოდა ყველაფერი წინა ღამეს დამესიზმრა. სრული არეულობა იყო. ბაბუას, თქვენი გადარჩენისთვის ვიბრძოდი, როდესაც გავიღვიძე ყველაფრის შეცვლა დავიწყე, მაგრამ ბაბუა, მაინც ვერ გადავარჩინე.

- ძვირფასო, დამშვიდდი... იქნებ ასე ასე უნდა მომხდარიყო.

- იქნებ არაფერი არ უნდა შემეცვალა...

- ეხლა რაც არ უნდა მოხდეს წარსულს უკან ვერ დააბრუნებ.

***
  ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც ბედნიერი, ვარ რადგან გვერდით მყავს ქალი, ვისაც შეუძლია ყველაზე მძიმე მომენტში, გულიანად გამაცინოს, გამამხნევოს, გვერდში დამიდგეს. მითხრას, რომ არა გაბრიელ, საკმარისია ამდენი დარდი! ცხოვრება გრძელდება. რამოდენიმე დღის წინ დავკარგე საყვალელი ადამიანი, ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე. წამიარმა ტკივილმა, რომელმაც გულში გამიელვა, იყო მამაჩემის, სატელეფონი ზარი, რომელმაც ტრაგედიის შესახებ შემატყობინა. იმ დღის შემდეგ დღემდე კარგად არაფერი მახსოვს. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ფიქრებში მხოლოდ, მე და ბაბუა დავრჩით. ეს დღეები იმ წარსულით მოგზაურობაში გავატარე, სადაც მე და ბაბუა ტყიდან გამხმარ ბალახს ვაგროვებდით, შემდეგ ამას, ურიკაზე ვაწყობდი და სახლში მიგვქონდა, რათა მთელი ზამთარი საქონელი გამოგვეკვება. ბებია, როცა საქონელს მოწველიდა რძეს მანამდე მასმევა სანამ აადურებდა. ბაბუა ამბობდა: _ ასე უფრო სასარგებლოაო. შემდეგ ვიხსენებ და ანას ვუყვები: _ დილა მთაში ყოველთვის დილით 6_ზე იწყებოდა. ბებიას ღუმელში, ყოველთვის იყო ტკბილი ფუნთუშები, რომელსაც თავად აცხობდა. ძალიან ჭირვეული ბავშვი ვიყავი, დილით ჭამა არ მიყვარდა, მაგრამ ბაბუა, მაინც მაძალებდა, ფუნთუშაზე, კარაქს მისმევდა და ასე მაჭმევდა, შემდეგ კალთაში ჩამისვავდა და რჩევებს მაძლევდა. მეუბნებოდა, რომ ღირსეული უნდა გამოვსუიყავი, წარმატებული და მოსიყვარულე, არასდროს წყენა გულში დიდი ხნით არ უნდა ჩამეტვებინა, არც არავინ არ უნდა დამემცირებინა, პირიქით, სხვების დახმარებით ცხოვრება უნდა მესწავლა. ვიზრდებოდი და ამაყობდა, რომ მის რჩევებს ვითვალისწინებდი. არ ვნანობ, რადგან ბაბუას არ დავემშვიდობე. მე ზუსტად ვიცი, რომ ის სიზმარი, ძალიან ახლოს იყო ჩემთან და ის საუბარი, რაც ჩვენს შორის იყო ძალიან გურწფელი იყო. სოფიამ, კარგა ხანს მისმინა. თვალი ოდნავ გვერდზე გავიხედე და ვხედავ, რომ ჩასძინებია. დაღლილია, იმედი აქვს გადაწურული. ლუკამ, უამბო მხოლოდ ის, რაც ჩემგანაც იცოდა. მაკასაც, ეშინია სიმართლის თქმის. ეშინიათ, რომ სოფია, ამის შემდეგ ოჯახს მიატოვებს. ლუკა, ჩემი კონტროლის ქვეშ არის, უკვე ვეღარ ბედავს ვახტანგისთან, დარეკვას ან შეტყობნების გაგზავნას, რადგან მისი ნომერს ჩვენ ვუკონტროლებთ. ცა ვასკვლავებით მოჭედილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ მზიანი ამინდი იქნება. ვერ ვიძინებ, უყურებ მძინაზე ანას, თმაზე ხელს ვუსმევ და წარმოვიდგენ, რა იქნება მომავალში, როგორები ვიქნებით ჩვენ, როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, ან დასრულდება საერთოდ? გვერდით დავუწექი, თვალები დავხუჭე, დაძინებას ვცდილობ, მინდა, რომ ეს წუთები საუკუნოდ ვაქციო. გული ეხლა მშვიდად უცემს, ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით არ ფიქრობს სირთულეებზე, არც იმაზე, რომ ეხლა ოჯახს გამოვექეცით და სადღაც ტრიალ მინდორში, ხის სახლში ჩახუტებულებს გვძინავს. სინათლე, ისევ სინათლე მაღვიძებს, თვალს მიჭირს, წუწუნი დავიწყე, კიდევ მინდა ძილი შევაბრუნო და მოულოდნელას მესმის სოფიას ხმა. გათენდა და ის არ წევს ჩემს გვერდით.

***
- დილამშვდობის ძვირფასო!

- მშვიდობიანი დილა იქნებოდა, ასე ადრიანად, რომ არ გაგეღვიძებინე.

- იცი რომელი საათია?

- არა, რომელი?

- შუადღის პირველი საათია.

- რაა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ!

- მოიცადე ერთი წამი, სად გარბიხარ? გაგეხუმრე ცხრა საათია.

- ძალიან კარგი, მოდი ისევ დავიძინოთ.

- არა გაბრიელ, წასვლის დროა.

- კარგი რა, ასე მალე სრულდება ბედნიერი დღეები?

- რას ვიზამთ, ოჯახი გველოება.
***
ნახევრად მძინარე, მაინც ქალაქში მივდივართ. იქ, სადაც ყველაფერი ძველებურად დამხვდება. ქალაქიდან, საიდანაც პრობლემებს გამოვექეცით. მთელი ღამე ტელეფონები არ იჭერდა და გათიშული იყო. ტრასაზე, როგორც კი გამოვედით. დედაჩემის, 49 ზარი დამხვდა მამაცემის, 12 აი მაკას, კი მხოლოდ ერთი შეტყობინება მოუწერია. ,,სადაც არ უნდა იყოთ, იცოდე ჩემს გოგოს გაუფთხილდი" არ ვიცი, ამან დამამშვიდა თუ პირიქით, შემეშინდა, მაგრამ ყველაზე დიდი ნებისყოფა მაინც მაკას შესძლებია. გზაში ლუკა, სოფის ურეკავს: _ დროზე მოდით, აქ გაბრიელის, დედაა მოსული და გიჟს ჰგავს. სოფიამ, არაფერი მითხრა მანქანას უფრო აუჩქარა შემეშინდა და ვეკითხები.

- სოფია, ძვირფასო შეანელე სწრაფად მიდიხარ!

- კუნძულზე მალე უნდა მივიდეთ.

- რატო რა მოხდა?

- ძვირფასო, შენ დამშვიდდი. აი, შეხედე სწრაფად რა კარგად დავდივარ?

- აშკარად... ფთხილად წინ მანქნაა!

- არაუშავს ხო ავაცილე?

- ააცილე კი არა, რამის ავარიაში მოვყევით. გააჩერე მანქანა, საჭესთან მე დავჯდები.

- კარგი ხო, აი შევანელე.

***
  ნახევარი საათში მანქანა, ეზოში გავაჩერეთ და ყვირილი, სახლიდან აქამდეც კი ისმის. სოფიას, ვეკითხები: _ რატო არ მითხარი, რომ დედაჩემი აქ იყო? სწრაფად სახლში შევედი და ვხედავ, რომ დედაჩემი, მაკას უყვირის, ლუკა, მამაჩემს ელაპარაკება და ეუბნება, რომ აქ გაბრიელმა მოგვიყვანა. ქრისტის და რატის, საერთოდ ვერ ვხედავ. გუგაც მამაჩემთან დგას და ამშვიდებს, მელანო კი, დედაჩემს ამშვდებს. მოკლედ სახლში სრული ქაოსია, რამოდენიმეჯერ დავიძახე, მაგრამ ყურადღემას მე არავინ მაქცევს. ,,ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა." სოფიამ, შემომხედა და თვალი ჩამიკრა. მე მათ დამშვიდებას ისევ ვაგრძელებ და მოულოდნელად ვხედავ, რომ სოფიამ დაშტვინა. წამებში ყველა გაშეშდა, ხმას აღარავინ იღებს, მე ვცდილობ სიცილისგან თავი შევიკავო, მაგრამ ვხვდები, რომ ეხლა ამის ადგილი არ არის. ხანმოკლე პაუზის შემდეგ საუბარს ისევ დედაჩემი იწყებს.

- გიჟი ხარ შვილო? გული რამის გამისკდა.

- ერთი კვირა მოხალისედ ვიყავი ჯარში.

- დაო, სერიოზულად?

- კი ძმაო, შენი წასვლის შემდეგ იყო ეგ.

- საკმარისია! ოჯახური საქმეები, მერე გაარკვიეთ სხვა დროს. გაბრიელ, ამიხსენი აქ რა ხდება?

- დედა, გაიცანი ეს მაკაა, ეს კიდე ლუკა, სოფიას ძმა. ახლახანს ჩამოვიდა იტალიიდან, ისინი დღეს ჩვენი სტუმრები არიან.

- შვილო დამცინი? რა უნდათ ამათ ჩემს სახლში?

- დედა, გეშლება ეს შენი კი არა, ჩემი და ჩემი მეგობრების სახლია. 

- შვილო დედაშენს, როგორ ელაპარაკები?

- მამა, აბა დედას საქციელია სწორი, მოვიდა და ყვირილი დაუწყო ჩემს სტუმრებს.

- აუ, კიდევ თავიდან დაიწყო... კიდე დავშვტვინო?

- არ გინდა!

- კარგით ხო, რა ყველამ ერთდროულად თქვით, მეც მაქვს გული.

- აი ჩვენც მოვედით! შეხედე ცუნცულ, ჩვენს დასახვედრად რამდენი ხალხი შეკრებილა.

- ქრისტი რატი, თქვენ სადღა დადიხართ? გაიწიე!მთვრალები ხართ?

- კი გაბრიელ ძმაო, ცოტა დავლიეთ. აქვე ახლოს იცი რა მაგარი ბარი ვიპოვეთ? აუ რა ქალები იყვნენ... იფფ!

- საკმარისია! გუგა, რატი შენ წაიყვანე, მელანო, შენ კიდე ქრისტის მიხედე.

- ყოჩაღ შენ გადანაწილებაში. ეხლა რას აპირებ? აუუ, კიდე დაიწყეს.

- მოდი არ გინდა კარგი. ამას მე მივხედავ. მამა დედა, გარეთ გამომყევით.

- შვილო, მე ბერჯერ გაგაფთხილე, რომ ამ ოჯახისგან თავი შორს დაგეჭირა.

- გაბრიელ, ერთი წამით თუ შეიძლება. დედაშენისგან, თუ გავიგებ სიმართლე. გააგვრძელეთ, რისი თქმა გინდათ?

- შვილო, არანორმარული ხარ? გამატარე!

- არა! არ გაგიშვებთ სანამ ბოლომდე არ იტყვით იმას, რისი თქმასაც წეღან აპირებდით. გაბრიელს, რატო უკრძალავდით ჩემთან ურთიერთობას.

- ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჩვენს უბანში ცხოვრობდით ყველა თქვენს ოჯახზე საუბრობდა...

- დედა საკმარისია!

- ნინო, გაჩუმდი წამოდი, აქედან წავიდეთ.

- არა, გივი ბიძიაა აცადეთ სათქმელი ბოლომდდე თქვას.

- დედაშენი მოღალატეა, მამაშენს უღალატა. შვილი, სხვა კაცისგან ჰყავს...

გაგრძელება იქნება!



კიდევ ერთი, ახალი ნაწილი ჩემი პროფესიიდან.

არ გამოტოვოთ, წინ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თავგადასავალი გელით. მე_16 ნაწილი სრულიად ნახეთ აქ.

ნაწილი მეთექსვმეტე

- სასაცილოა, ძალიან სასაცილოა.

- შვილო, რა გაცინებს?

- ეგ სიმართლე არ არის, სიმართლე ვერ იქნება!

- ღმერთო, ამ ოჯახში, ყველა გიჟი როგორ არის?

- დედა, საკმარისია! 

- ეხლა, აქედან მივდივარ, მაგრამ უფლებას არ მოგცემთ ჩემს შვილს, ცხოვრება დაუნგრიოთ.

- სოფია, მაკა გაემზადეთ, აქედან მივდივართ!

- მოიცადე, ძმაო სად გეჩქარება? ჯერ კიდევ ბევრი რამ გასარკვევია.

- სოფია, ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. ვერ ხედავ, ჩვენი აქ ყოფნით ამ ხალხს, საფთხეში ვაგდებთ?

- მაკა, მიდი გისმენ. თუ ღმერთი გწამს ხმა ამოიღე! თუ ისევ მოაჩვენებ თავს, რომ საუბარი არ შეგიძლია?

- სოფია, საკმარისია დედას ნუ უყვირი?

- გაბრიელ, გაიყვანე შენი ოჯახი და ცოტახნით მარტო დაგვტოვე.

- იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ.

  გამოვედი, სახლი დავტოვე და ეზოში, მშობლებთან ერთად ვარ. დედაჩემი, მაინც არ ჩუმდება ამბობს, რომ აქაურობა საბომჟეთია. ეს საქმეს კი არა გართობა და დროს ტარებას გავს. მითხრა, რომ ბაბუაზე, სულ არ ვდარდობ არ განვიცდი. გაბრაზდა, რომ სასაფლაოდან სახლში დავბრუნდი და მათ ტრადიციებს პატივი არ ვეცი. სოფია, ოჯახთან ერთად უკან ეზოში ვერანდაზე საუბრობენ. გაიგო სიმართლე, თუმცა არ სჯერა. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მამამ, დედა როგორც იქნა სახლში წაიყვანა მე კი მითხრა: _ შვილო, შეეცადე რაც შეიძლება მალე მოაგვარო ეს პრობლემა. მანქანი კარი დედაჩემმა, ძალიან უხეშად მიიხურა, მისი გამოხედვაც იმას მეუბნება, რომ ამ საქმეს ესე არ დატოვებს. მე უკვე დავიღალე, რამდენჯერაც მისი გაფთხილება ვცადე, მაინც იგივეს იმეორებ. ეხლა ყველაზე მეტად მაინტერესებს სოფია, როგორ არის? ამ ყველაფერს, როგორ შეეგუება? მინდა მივიდე, გერდში დაუდგე, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ყველაფერი, რასაც ეხლა გაიგებს წარსულია, რომელსაც ვეღარ შევცვლით. სახლში გაცილებით სიმშვიდეა, ქრისტიმ და რატიმ უკვე დაიძინა. მელანო, მე მიახლოვდება და მეუბნება: _ გაბრელ, ეხლა რა იქნება? იმედი მაქვს სოფია, ამას გადაიტანს. ის ძლიერი გოგოა. მე ვპასუხობ, : _ კი, სოფია ძალიან ძლიერია. გუგას, ყველაზე მეტად რატის, დაძინება გაუჭირდა. გაოგნებული და დაღლილი გუგა, ეხლა მე და მელანოს გვიახლოვდება. : _ ძმაო, როგორც იქნა დაიძინა. მგონი ამას ქრისტი, მოსწონს იმდენი ილაპარაკა რამის თავში, რაღაც ჩავარტყი, რომ გათიშულიყო მაინც. თავი ძალიან ამატკია. დაუვიწყარი ღამის შემდეგ, პრობლემები ჩემ ქალაქმა, ისევ დამხახვედრა, რაც დრო გადის ეს საქმე უფრო იხლართება, უფრო იძაბება. ცოტახანში თომას, უნდა შევხვდე, მაგრამ იქამდე მინდა სოფიამ, სიმართლე სრულყოფილად გაიგოს. უკანა ეზომდე, პატარა წითელი კარი, ჩემს პირდაპირ არის, ვდეგავრ და ვხედავ. სოფია, ზურგით დგას მაკას, ესაუბრება. ნეტა თუ ტირის? ეხლა ყველაზე მეტად მინდა მის გვერდით ვიყო. ამ ფიქრებში გართული ვარ და სოფიამ, თავად დამიძახა. გამიხარდა! სოფის, სახე ისეთი უცხოა, მიუსაფარი, თითქოს და თეთრი სახე, კიდევ უფრო მიტკალივით თეთრს დამსგავსებულა. თვალებში, იმედის ნაპერწკალი სულ დაუკარგავს. მიყურებს, მაგრამ ეს გამოხედვაც სხვანაირია, აღარ გავს გუშინდელს, როცა მე და ანა ამ სამყაროსგან ძალიან შორს, მარტო ვიყავით, ციოცა, მაგრამ ერთმანეთს ვათბობდით. ეშინოდა, მაგრამ ჩემთან ერთად არა. გახურებულ ცეცხლთან ვისხედით, ფეხებზე თბილი პლედი გვეხურა და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს წასრულის. იმ წარსულს, სადაც ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. არ დამავიწყდება ანას, აღტაცებული საუბარი მამაზე, რომელსაც ასე ძალიაან ენდობოდა. მამა, მისთვის პრინცად ითვლებოდა, მის თვალში მამა, ყველა მამაკაცისგან განსხვავებული იყო და თვლიდა, რომ მეორეს მის მსგავს ვერასდროს იპოვიდა და ასეც მოხდა. ანა, დღემდე იძახის, რომ მამა, მისთვის ერთადერთი განსაკუთრებული მამაკაცი იყო. ,,ძალიან უყვარდა ბავშვები, განსაკუთრებით უბნის ბავშვები. ყოველთვის ცდილობდა მათ განებივრებას. იმ პერიოდში, როდესაც ქალაქში, ძალიან გაჭირვება იყო მამაჩემი, მათ საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდა. მას შეეძლო, სამოსი ტანიდან გაეხადა და გამვლელისთვის, სხვისთვის მიეცა. ერთხელ, როცა მამა სახლში დაბრუნდა ტანზე ძალიან დახეული სამოსი ეცვა, როდესაც ჩვენ ვკითხეთ: _ მამა, რა მოხდა, ასე რატომ ჩაგიცვამს? მან გვიპასუხა: _ შვილო, გზაში მათხოვარი, შემხვდა, ძალიან სციოდა, საკვებიც არ ჰქონდა და გადავყვიტე, რომ ჩემი სამოსი მისთვის მიმეცა. ეხლა, როცა მე მისი სამოსი მაცვია, მივხვდი, რამხელა ტვირთს ატარებენ ისინი." ისტორია, რომელიც ანამ, ხის სახლში მიამბო ძალიან ამაღელვებელი იყო. ეხლა კი, ვდგევარ სულგანაბული. მაკას, ვუყურებ და შვილების წინაშე თავი ქვემოთ აქვს დახრილი, უყურებს მიწას. ლუკაც, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ აქამდე სიმართლე, დას ვერ უამბო. სოფია, მე მიბრუნდება და მეკითხება:

- გაბრიელ, შენც იცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი მითხარი.

- კი, ვიცოდი... უბრალოდ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ოჯახისგან უნდა გაგეგო და არა ჩემგან.

- ესე, ჩათვალე საჭიროდ არა?! გაბრიელ, მე და შენ, ერთად რამდენი რამ გადავიტანეთ. გაბრიელ, მე შენ გენდობოდი! ყველამ მიმატოვა, ოჯახმა მიმატოვა, მაგრამ შენ, მაინც იყავი ჩემს გვერდით. არ მეგონა, რომ შენც ასე გამიცრუებდი იმედს...

- სოფია, მოიცადე სად მიდიხარ?

- აქ, გაჩერებას აღარ ვაპირებ, სადაც არავის ვენდობი.

- სისულელეებს ნუ ამბობ, უკან დაბრუნდი!

- მელანო, მანქანის გასაღები სად არის?

- დაიკო, თუ ღმერთი გწამს ეხლა გარეთ, რომ გახვიდე შეიძლება ვახტანგმა გიპოვოს.

- ლუკა, კარგი იქნება შენს მამიკოს პირადად თუ გავიცნობ.

- სოფია, ის მამაჩემი არ არის გესმის?!

- შვილო დაბრუნდი! ის კაცი, არანორმარულია, შეიძლბა რამე დაგიშავოს.

- დედა, შენ მაინც ნუ იღებ ხმას... მცხვენია, ძალიან მცხვენია შენი საქციელის გამო.

- დედას როგორ ელაპარაკები?

- ძმაო, არ მითხრა, რომ შენ, ამ ყველაფერს შეეგუე. ეს ყველაფერი მის გამო ხდება, მისი შეცდომის გამო ხდება. 

- დაიკო, შენ ჯერ კიდევ არ იცი ყველაფერი.

- ამ ყველაფრის შემდეგ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არ არის? მაკვირვებთ, ძალიან მაკვირვებთ...

- ძვირფასო, გადმოდი მანქანიდან.

- არ გადმოვალ.

- გადმოდი თორე იძულებული გავხდები ძალით გადმოგიყვანო.

- გაბრიელ, მაგას ვერ იზამ...

- აი ნახე, თუ ვერ ვიზამ...
*  *  *

    სოფია, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, გამეტებით მირტყამს ხელებს და მთხოვს, რომ დაბლა დავსვა, რამოდენიმე წუთში, მის სახეზე ღიმილი დავინახე და მომეშვა. ასე გავიარეთ ბაღის ბოლომდე გზა. იქ, საქანელაა. მეგობრებმა გავაკეთეთ, ეს ყველაზე მეტად მელანოს, უხაროდა და ბიჭებს ძალით გაგვაკეთებინა. სახლიდან ოდნავ მოშორებით არის, თუმცა მშვიდი და წყნარი ადგილია. გარშემო მხოლოდ, ფოთლების შრიალი ისმის. ქარიც, თითქოს მშვიდია, თუმცა ამინდსაც ეტყობა დარდი. ღრუბლებიც გამუქებულა, დიდი სისწრაფის ჩვენსკენ მოისწრაფიან. ისევ გაწვიმდება ვიცი, მაგრამ რა უყო ამ გაბრაზებულ გოგოს, რომელიც ეხლა ჩემს წინ დგას და ცდილობს, რომ გაბრაზება გამოხატოს. ამ შემთხვევაში, მისთვის მე, ძალიან სუსტი წერტილი ვარ მიყურებს და გაბრაზება არ შეუძლია ვიცი. მიყურებს და ცდილობს, რომ თავი დაიჭიროს, ისე თითქოს არ მელაპარაკება. წამებში დაავიწყდა ყველაფერი, დაინახა საქანელა და სისწრაფით მისკენ გაიქცა. არა რა, ხო ვამბობდი ქალებს, უბრალოდ დაანახე ის, რაც უყვარს და ყველაფერი ავიწყდებათ. აქაც სწორედ ამიტომ ამოვიყვანე. ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე, როცა სიტუაცია რთულდება და ყველაფერი ძალიან იძაბება. სწორედ იმ მომენტში არ უნდა დაკარგო კონტროლი, არ უნდა დაიბნე, ეგრევე მოქმედებაზე უნდა გადახვიდე, იმაზე სწრაფად ვიდრე ხალხი, მოვა ლამის აზრზე. ერთერთი შემთხვევაც ეხლა მოხდა. სოფია, იმდენარ არ მოელოდებოდა ჩემს მოქმედებას, რომ მანქანის დაქოქვაც ვერ მოასწრო და ეგრევე აქ აღმოჩნდა. საქანელაზე ზის, ყვირის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვკრა უკნიდან ხელიი, რაც უფრო ნერლება მით უფრო ყვირილს იწყებს. ქარი მის თმაბს, ჰაერში უფრიალებს. სოფიას, ერთერთი განთავისუფლების გასაღები ყვირილია. ყვირის მაშინ, როცა რაღაც ძალიან აწუხებს, გულში არასდროს იტოვებს დარდს. _ მამა მაპატიე, მაპატიე, რომ რთულ მომენტში, არ ვიყავი შენს გვერდით! გაწუხებდა, მაგრამ მე არაფერს მიყვებოდი. მე გიყვებოდი ჩემი დარდის შესახებ, მაგრამ შენ არა! მამა, ჩემო ძვირფასო მამა... საქანელა შეანელეო მითხრა და მუხლებით, დაბლა დაეშვა, თვალებით ცას შეხედა, თითქოს ვირაცას ეძებსო, მაგრამ როცა დაინახა შავი ღრუბლები, წარმოსთქვა სიტყვები. ,, მიბრაზდებაო, მამა მიბრაზდება." არადა ვიცი ეს ყველაფერი მარტის შეშლილი ამინდების ბრალია. მჯერა, რომ გამოიდარებს და ერთხელ და სამუდამოდ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. უკვე წვიმას აპირებს, ქარმა უფრო ძლიერ დაუბერა. ვცდილობ სოფიას, წამოყენებას, მაგრამ არ მომყვება. წადიო მაგდებს, მარტო მინდაო ყოფნა, მაგრამ ამას მე არ დაუშვებ, ქარი ძლიერ უბერავს და შეიძლება გაცივდეს. დავემუქრე თუ არ წამოვიდოდა უკანა გზაზეც ისე წავიყვანდი. წამოდგა თავისი ნებით გამომყვა. გვერდით მომყვება, ხმას არ იღებს, კანკალი დაიწყო. ცოტახანს შევჩერდი, ორივე ხელით ჩემსკენ მოვწიე და ჩავეხუტე.

























*  *  *
- ასე კიდევ გცივა?

- გაბრიელ, რატომ ხდება ესე?

- რაზე მეკითხები?

- მაკას, შეცდომის გამო, ჩვენ რატომ ვისჯებით? მე, რატომ ვაგებ ამ ყველაფრის გამო პასუხს?

- ძვირფასო, მესმის, რომ შენთვის ძალიან რთულია, ამ ყველაფრის შეგუება, მაგრამ დამიჯერე, შენ არაფერში ხარ დამნაშავე. გპირდები დამნაშავე მალე დაისჯება.

- იქამდე რა იქნება?

- იქამდე იქნები ჩემს გვერდით, გაქცევა აღარ გაბედო გასაგებია?
*  *  *

    სოფია, თავის ოთხში ავიდა მითხრა დასვენება მინდაო და ცოტას დავიძინებო. კარები შიგნიდან ჩაკეტა, რადგან არც მაკას და არც ლუკას, ნახვა არ უნდოდა. რამოდენიმე საათში ყველა, ისევ თავის საქმიანობას დაუბრუნდა. ლუკა, გუგას ეხმარემა მელანო კი, მაკასთან ეთადაა და მის გამხნევებს სცდილობს. მე, თომას ველოდები, იქამდე კი განმარტოვება მინდოდა და ჩემს სახელოსნოში ჩავედი. მგონი უკვე დროა, ჩემს საიდუმლო საქმიანობაზე გიამბოთ. მე წლებია ვმეგობრობ ბავშვთა სახლის ბავშვებთან, მეტიც თავისუფალ დროს, მათთან ერთად ვმუშაობ კიდეც. მე დურგალი ვარ, ესეც ჩემი საუდუმლო საქმიანობის შესახებ. ბავშვებთან ერთად, ხის მასალისგან, ვამზადებთ მაგიდებს, სკამებს შემდეგ ამას ვყიდით და გაყიდული ავეჯის თანხას, ვრიცხავთ ლეიკემით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში. მე ვამაყობ იმ მეგობრებით, რომლებიც მშობლების სიყვარულს მოკლებულები არიან. ზოგისც უკვე 18 წლისაა და მომავალზე ფიქრობს, სწავლაზე და განვითარებაზე. ბევრნი არიან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ერთმანეთი გამოზარდეს. მათი იდეა იყო, რომ იმ ბავშვებს, სჭირდებათ ფინარსები, რომ ისევ დაუბრუნდეთ სიცოხლის წყულვილი. დაუბრუნდნენ სახლს, ოჯახს და იცხოვრონ ისე, როგორც ადრე. დავალება მაქვს, რომ რამოდენიმე დღეში, ერთი მაგიდა უნდა დავამზადო, რომელიც დიდია და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სახელოსნო, სახლის დაბლაა სარდაფში. აქ, ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, უფრო მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, რომ შემდეგ უფროს სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ჩემი პროფესიიდან გამო ყოველთვის გვერდზე ვდებდი საყვარელ საქმეს. სოფიას, გამოჩენამ ჩემი ცხოვრება, რადიკალურად შეცვალა. მართალია ჩვენ ძალიან რთული გზას გავდივართ, თუმცა მაინც ვუმკლავდებით. წარმოდგენაც არ მინდა ნინოს, რა რეაქცია ექნება, როდესაც გაიგებს, რომ სოფია, ჩემი საყვარელი ქალია. ამის წარმოდგენაც არ მინდა. ჩვენ ურთიერთობას ხელს ჩვენი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ უშლიდნენ, როდესაც ბავშვები ვიყავით. ბავშვობიდან, ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულობა გვქონდა, რაც მშობლებზე, ცუდად აისახებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მაკას და მისი ოჯახს, მეზობლების ხელმოწრების და მოთხოვნის შემდეგ დაუტოვებით საცხოვებელი სახლი. მისი ოჯახი, ძალიან წყნარი და მშვიდი იყო. ჭორები, რომელიც ძალიან მალე, მის ოჯახზე, გავრცელდა მეზობლებზე, ცუდად იმოქმედა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, მათი იქიდან გასახლების. ის იყო თაობა, რომელიც ყოველთვის წესრიგს ამყარებდა უბანში, ის იყო თაობა, რომელიც შვილების მომავალს წყვეტდნენ, უნდოდათ თუ არა ბავშვებს ასე. თაობა, რომელმაც უდანასაულო მოსახლეობას საცხოვრებელი სახლი დაატოვებინა. სათავეში კი დედაცემი იდგა. ხალხს აწვდიდა იმ ინფორმაცია ისე მძაფრად, ისე დამაჯერებლად, რომ ისინიც იჯერებდნენ. ნინო, იმ პერიოდში უბნის გამგებელი იყო და საკუთარ თავზე იღებდა იმაზე მეტს ვიდრე ევალებოდა. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, მაშინ, როცა ეს ყველაფერი ასე არ დამტავრებულიყო, რომ დედაცემს, მისი ოჯახი, იქიდან არ გაესახლებინა. მე ანასთან ერთად, გავატარებდი ძალიან დიდ დროს, მე ეხლა ანაზე, მეცოდინებოდა ყველაფერი და ალბათ მის გაგებასაც უფრო მარტივად შევძლებდი. ვფიქრობ და თან ვცდილობ საქმეზე ვკონცენტრილზე, რომ გაცილებით ლამაზი გამომივიდეს არ მინდა მეგობრები ისევ გავანაწყინო. მოულოდნელად უკნიდან თომა დამადგა. მან იცის ჩემი საიდუმლო ადგილი და პირდაპირ აქ მოვიდა.
*  *  *

- აბა, როგორ მიდის სააქმეები?

- არ ვიცი ძმაო, იმდეია მოვასწრებ.

- მოვასწრებთ, მოიცა ხელთათმანებს გავიკეთებ.

- რა ხდება, მარი როგორ არის?

- კარგად არის, ყოველდღე სახლში მხედავს და მშვიდად არის. გაბის, ორი კბილი უჩანს და სიცხეებიც აღარ აქვს. წუხელ ისე ეძინა მისი ტირილი არ გაგვიგია. გეფიცები ძმაო, თავმა დაისვენა. აქ, რა ხდება?

- ნინო და ზურა იყვნე აქ. ქალბატონმა ნინომ, იყოჩაღა და სოფიას, სიმართლე უთხრა.

- მოიცადე და ყველაფერი უთხრა?

- არა, მადლობა ღმერთს ყველაფერი არა. ისიც საკმარისია რაც გაიგო. შენ გაარკვიე, რაც გთხოვე?

- მართალი იყავი ძმაო. გოგოს, რომელსაც ლუკა გამუდმებით ურეკავს მისი ნახევარ დაა, როგორც ჩანს ვახტანგი, შვილებს იტალიაში საგულდაგულოდ მალავდა. 

- ეგრეც ვიცოდი. ლუკას, ოთახი სულ ოჯახის ნახატებით არის სავსე, მათ შორის ეგაც იყო. ბარიდან, როდესაც გამოვედით მას განსაკუთრებულად დაემშვიდობა, უთხრა რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა და უცხოსთვის ხმა არ გაეცა. რა ქვია, ვინ არის გაარკვიე?

- მარიტა ქვია, ბარში ლუკასთან ერთად მუშაობს. ლუკამ, იქ ჩასვლის შემდეგ გაიგო, რომ ნახევარ და ჰყავდა. ამ საქმეში, ყველაზე უდანაშაულო ეხლა ეს გოგოა.

- ძმაო, აქ ვახტანგის გარდა დამნაშავე არავი არ არის.

- აპირებ, რომ სოფიას, მამამისის გარდაცვალების შესახებ ესაუბრო?

- კი, მინდა, მაგრამ ეხლა ისე აქვს გული დამძიმებული არ მინდა კიდევ დავუმატო. 

- აქ რა ხდება?

- ლუკა, შენ აქ რას აკეთებ?

- ხმაიური შემომესმა შეიძლება მეც შემოგიერთდეთ? თან სალაპარაკო მაქვს თქვენთან.

- კი, როგორ არა. მოდი ერთ კეთილ საქმეში, შენც მიიღე მონაწილეობას.

- არ მეგონა დეტექტივებს, ხელობაც თუ შეეძლოთ.

- დეტექტივებს კი არა. მე მგონია, რომ ადამიანებს, ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ თუ მოინდომებენ. ეს მე პატარა მეგობრებმა მასწავლეს.

- თუ საიდუმლო არ არის რას, რისთვის ან ვისთვის ვაკეთებთ ამას?

- ბავშვებისთვის, ვისაც ეხლა ფული, ჯამთელობის ფასად სჭირდებათ. რამოდენიმე დღეში ეს უნდა დავასრულო... იმედია მოვასწრებ.

- მეც აქ ვარ ძმაო! ერთად აუცილებლად დავასრულებთ.

რატის, იმედი არ გვქონდეთ, გულწასულს სძინავს.

- გუგა, მოდი ძმაო. ბიჭებო, მადლობა დახმარებისთვის, ნამდვილად კეთის საქმეს ვეწევით ეხლა.

- ლუკა, მოყევი იტალიალი ქალების შესახებ, როგორები არიან?

- რთულები ძმაო, ქალები, ყველგან რთულები არიან. გინდა მოეფერო, ჩაეხუტო, სიყვარული იგრძნო. ისინი კი, მაინც იმას ითხოვენ, რაც აბედნიერებთ. ფულს, შოპინგისთვის.

- მარიც, ასეთი იყო თავიდან, მაგრამ რა გაბი, გვეყოლა ეხლა მისი ტანსაცმელისთვის მთხოვს ფულს. ვეუბნები ბავშვი, იზრდება მერე ვის ჩააცმევ, მარგამ არ მიჯერებს. გაბის, კარადაში უკვე აღარ ეტევა თანსაცმელი, ეხლა ჩვენ კარადაში აწყობს.

- სოფიაც ასეთია...

- რაა, ძმაო ჩემი და ახსენე?

- კი, უბრალოდ სოფია, როდესაც ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩემი ტანსაცმელის მოძებნა ძალიან მიჭირდა.

- ბიჭებო, რადგან ყველანი აქ ვართ, რაღაც უნდა გითხრათ.

- მიდი გუგა ძმაო გისმენთ.

- ცოლი მომყავს!

- რაა? ხუმრობ არაა?

- არა, არ ვხუმრობ, იმ თამაშმა მთაში გაჭრა. მის შემდეგ ჩემს უფროსს ვხვდები და ეხლა სერიოზულად გადავწყვიტე დაოჯახება, მგონი დროა არაა?

- ეხლა გეტყოდი ცოლი არ მოიყვანო ქალის ატანა სახლში რთულიათქო, მაგრამ უკვე გადაგიწყვეტია.

- თომა, ამას რატო ამბობ? რთულია, მაგრამ, როცა გიყვარს რატომაც არა. ამას ეხლა უნდა ამბობდე? მოდი ჩაგეხუტო ავოიეე! გილოცავ ძმაო. მოდი ეს უნდა ავღნიშნოთ! ლუკა, მიდი ვისკი ჩამოიტანე კოლეექციიდან, ხო იცი სადაც არის?

- კი, ვიცი ეხლავე მოვიტან...
*  *  *

  ასეთია ბიჭების საღამო, როცა ერთად ვართ. ლუკა, ცდილობს, რომ ადგილი დაიმკვიდროს ჩვენთან ერთად. საქმე, რომელიც, რამოდენიმე დღეში უნდა დამესრულებინა უკვე თითქმის სისრულეში მივიყვანეთ. უკვე საღამოს 7 საათია, ვახსამის დროა და საძინებლიდან, ყველა გამოვიდა ვისაც ეძინა. მელანომ და მაკამ, ვახშმად უგემრიელესი ხორცის წვნიანი მოამზადეს, სუფრა თითქმის გაშლილი იყო და ყველა ჩვენ გველოდება. რატის, თავი უსკდება და გაზიან სასმელს ითხოვს. ქრისტი, ამბობს, რომ საერთო არ იყო მთვრალი უბრალოდ დაღლილი იყო. სოფიაც, უკეთესად გამოიყურება, თუმცა ვახშმობა არ ისურვა. სამზარეულოდან ფორთოხლის წვენი ჭიქაში ჩამოასხა და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა. მაკა, ამბობს: _ ასე თუ გააგრძელებ კუჭის პრობლემები დაგეწყება. სოფია, არ უსმენს გზას ისევ აგრძელებს თავისი ოთახისკენ. დავუძახე, ვთხოვე, რომ ჩვენთან ერთად ევახშმა. ძალიან მოწყენილი სახით, შემომხედა, დუმილით მითხრა, რომ წვნიანი არ უნდა, თანაც მაკას გაკეთებული. ბოდიში მოვიხადე და იქაურობა დავტოვე. მივდივარ, რომ უყიდო ის, რაც ეხლა სოფიას, ყველაზე მეტად დაეხმარება. არ მინდა პიცა შევუკვეთო რადგან შეკვეთა, რომელიმე ჩვენთაგანის სახელზე დაფიქსირდეს. ამიტომ მე გადავწყვიტე წასვლა. მიწევს იგივე გზის გავლა, ისევ ბევრი მანქანაა სვერაფორებთან, ძნელია ასეთ დროს თავი დააღწიო. აი, როგორც იქნა გავედი და წინ ვხედავ ქალს, რომელიც ჩაკეცილია. არცერი მანქანა არ აჩერებს, გადავედი, რომ მისთვის დახმარება მეთხოვა. ხელები, სავსე ჰქონდა თეთრი ვარდებით, გრძელი ტალღოვანი წითელი თმა ჰქონდა, სახეს იფარავს. ვგრძნონ, რომ ამ ადამიანს, ადრეც შევხვედრილვარ, მაგრამ გახსენება მიჭირს. მინდა მოვკიდო ხელი, რომ გზიდან შევძლო მისი გადაყვანა. ვეძახი: _ ქალბატონო, ადექით აქედან უნდა წავიდეთ. ქალი, კვლავ სახეს მალავს,წამოდგა, სახეზე შარფი აიფარა, რომელიც თავზე, ჰქონდა მოხვეული. ვეკითხები: _ დახმარება, ხომ არ გჭირდებათ, კარგად ხართ? მისგან პასუხიც კი ვერ მოვისმინე მანქანებმა სიგნალი ატეხეს, რადგან მანქანა შუა გზაში გავაჩერე და მოზრაობა შევაფერხე. მანქანაში დავბრუნდი, მინდოდა გზიდან გადამეყენებინა, რომ ისევ მასთან მივსულიყავი, როგორც კი მანქანაში დავბრუნდი ის ქალი, გაქრა ისე თითქოს იქ არ ყოფილა. საოცარია, უცნაურია. ჩემს თავს ვესაუბრები. პიცერიაში შევედი, მინდოდა სოფიასთვის, სწორედ ის პიცა მეყიდა, რომელიც უყვარს. მაშინ იმდენი ყუთები ეყარა ჩემს სახლში, რომ სახელის დამახსოვრებაც შევძელი. თანხის გადასახდელად ჯიბიდან საფულე, როდესაც ამოვირე, მას სურათიც ამოყვა, ფული სწრაფად გადავუხადე და მანქანაში დავბრუნდი. სურათის უკან წარწერაა, წელი აწერია და ადგილი, თუ სად და როდის არის გადარებული. სურათს, ჩემი დაბადების წელი და რიცხვი აწერია. ,, 1992 წელი 15 თებერვალი, " როდესაც სურათი გადმოვატრიელი ვხედავ, რომ ქალია, ბავშვით ხელში. ეტყობა, რომ სამშობიაროშია გადაღებული, ირგვლივ ძველი დანადგარებია. სურათში ქალი, ბედნიერია. ის, არც ჩემი ახლობელია, არც ჩემი ნათესავი. უცნაურია, იქნებ იმ ქალს, დაუვარდა, როდესაც გზიდან გადამყავდა. სახლში მისვლას აღარ დაველოდე, იმ ქალის, მოძებნა დავიწყე, მინდოდა მეკითხა: _ ვინ ხარ და რა უნდა ამ სურათს ჩემს ჯიბეში? თუმცა ეს ყველაფერი უშედეგოდ, იმ ქალის კვალი აღარ იყო. სახლში დავბრუნდი ყველამ უკვე ივახშმა. სოფია, ისევ ოთახშია კარს არ აღებს. დავუძახე, უთხარი, რომ მისთვის სიუპრიზი მაქვს ამის თქმა უყო და კარები გააღო კიდეც. პიცის ყუთი დაინახა თუ არა, მე არც შემამჩნია ისე გამომართვა და ოთახში შევიდა, საწოლზე დაჯდა და ჭამა დაიწყო. ეხლა ისეთი ბედნიერია, გარშემო პიცის გარდა ვერაფერს ამჩნევს. ოთახში შევედი, კარები ფთხილად დავხურე და მის გვერდით ჩამოვჯექი.

*  *  *

- სოფია, უნდა ვისაუბროათ.

- კიდევ არის, რაღაც რაც არ ვიცი?

- არის და ამაზე უნდა ვისაუბროთ.

- მოკლედ არ შემარგეთ რა...

- კარგი მაშინ გავჩუმდები.

- არა, არ გაჩუმდე ილაპარაკე.

- მამაშენის გარდაცვალებას ეხება, მინდა რამოდენიმე კითხვა დაგისვა.

- გისმენ.

- სად იყავი, როცა მამაშენი გარდაიცვალა?

- სამსახურში ვიყავი, მაკამ დამირეკა, რომ სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა მივსულიყავი. მამას, გული აწუხებდა და შეტევა ჰქონდა იმ დღეს. გარდაცვალების, ამბავიც მაშინ გავიგე, როცა იქ მივედი, მერე არაფერი მახსოვს.

- მაინტერესებს ლუკა იმ დროს სად იყო?

- ლუკა, მოგვიანებით მოვიდა არც მაგან იცოდა არაფერი.

- არ მინდა, დაგრთგუნო, მაგრამ ვარაუდობ, რომ მამაშენმა იცოდა სიმართლე იმის შესახებ, რომ მაკამ უღალატა, მაგრამ ლუკა, რომ მისი შვილი იყო გარდაცვალების დღეს გაიგო. სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზიც ეს გახდა ამის თქმა მინდოდა.

- რა თქმაუნდა მამა, ლუკას ისე ზრდიდია, როგორც მე. დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდა, მაგრამ ვინ უთხრა ამის შესახებ?

- სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ.

- ისე გამოდის, რომ მამაჩემი მოკლეს?

- ყველანაირად ვცდილობ, რომ საბოლოოდ, ამ დასკვნამდე არ მივდე.

- დაგეხმარები, ყველაფერში მე დაგეხმარები. მინდა, რომ დამნაშავე დაისჯოს.

- რა ხდება გარეთ რა ხმაურია?

- პოლიციას აქ რა უნდა?

- გაბრიელ დუმბაძე, თქვენს სახელზე განცხადებაა შემოსული.

- რა განცხადება, ვის სახელზე?

-დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ.

- დამშვიდდით! სოფია, თომას დაურეკე ადვოკატი გამოგზავნოს. აქედან არცერთმა ფეხი არ გაადგათ. მალე დავბრუნები!

- გაბრიელ, მიყვარხარ!

- ანა, მეც ძალიან მიყვარხარ!



გაგრძელება იქნება!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები