ნაწარმოებები



ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2019


უილიამ

გადაჭრითაც არვინ იცის, არც თხრობით და არც ზეპირად,
ეს სიტყვები ხომ არ გაჩნდა ქვეყნად, მხოლოდ საშექსპიროდ?
როცა იგი იძახოდა: სიტყვებს, სიტყვებს, ისევ სიტყვებს,
მაშინ სიტყვებს ხომ არ დაცდათ პირიქითაც, შექსპირ, იქვე?
ერთი ხელით მიჰყვებოდა ვენეციას და ვერონას,
ერთი ხელით კომედიას, მეორეთი-სივერანეს,
ერთი ხელით მიჰყვებოდა იმედების უგზოდ კარგვას,
მეორეთი ვენერას და ადონისეს ვნების ქარგვას,
ერთი ხელით კეისარზე, ჰამლეტზე და ლირზე წერდა,
მეორეთი პერიკლეზე, ხან ჭირვეულს არჯულებდა,
არც ჰენრიზე არ გაჩერდა, არც რიჩარდზე, ოტელოზე,
მთელ მსოფლიოს აკითხინა, დეზდემონამ თუ ილოცა,
გადაჭრითაც არვინ იცის, არც თხრობით და არც ზეპირად,
ეს სიტყვები ხომ არ გაჩნდა ქვეყნად, მხოლოდ საშექსპიროდ?
როცა იგი იძახოდა: სიტყვებს, სიტყვებს, ისევ სიტყვებს,
მაშინ სიტყვებს ხომ არ დაცდათ პირიქითაც, შექსპირ, იქვე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები