ნაწარმოებები



ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2019


* * *

ქალაქში უცბად ჩამოწვა ნისლი
დგანან მდუმარედ ლამპიონები
ვიღაც ახვარმა ნამწვი ისროლა
და გადაცალა შამპანიური
ვზივარ მოწყენით თითქოს დაღლილი
თითქოს რა აღარ მიკეთებია
ძაღლმა პიჟაკის ღილი დამიღრღნა
და დამიკაწრა მუხის პარკეტი
ქალაქში უცბად ნისლი ჩამოწვა
ცა შეიშმუშნა იდუმალებით
და უძრაობის ცეცხლში ჩამწვარი
ღამე არიგებს ინდულგენციებს
აივნის კიდეს იდაყვებს ვაბჯენ
და არაფერზე ფიქრისგან ვდარდობ
ალბათ ოდესმე ამდენი გარჯა
დამიფასდება...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები