ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2019


* * *

სიტყვას  წინაპრის  ხმალივით  ლესავს,
ღიმილით სულის ჭრილობებს  მალავს,
მერე  ტკივილი იქცევა  ლექსად,
ძარღვებში  ლექსის  დაუდის  ძალა
და  არსებობის  ნება  თუ  დართეს,
დაჯილდოვებულს  ღვთიური  მუზით,
ის,  ვინც  სიცოცხლეს  ჩუქნის  და  ართმევს,
მელანგამოცლილ კალამზე  უზის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები