ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2019


გამოღვიძება

თენდება,დრამატულ ფერს იცვლის სამყარო,
მიუვალ ტევრებში მზის სხივი იღვრება ,
ღვივდება იმედი ამ გზაგასაყარზე,
და სულაც არ მახაოვს ბოლო შებინდება...

წარსული დღეების უმიზნო მსვლელობამ ,
დაკარგა ხიბლი და ჩვეული ფანტომი,
თავისუფლდებიან როდესაც მკვლელები,
როცა კვლავ იწყებენ ფერფლიდან აღდგომას...

მეც წეღან გავცოცხლდი,უკვე ფრთებს დავეძებ,
ერთ ლუკმად ჩავყლაპავ თველუწვდენ ჰორიზონტს,
გლობუსზე ვაერთებ გრძედებს და განედებს,
მე მაინც ვიფრენ და სულ მარტოც რომ ვიყო,

მე მივალ ფინიშთან ლაღი და ამაყი,
დავამსხვრევ მითებს და ყოველგვარ კარიბჭეს,
მე მზემდე მივაღწევ,ჯვარზეც რომ გამაკრან,
ვერც ცა და ეგ ბასრი ლურსმნები დამიჭერს.

მე ვი(ა)ფრენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები