ნაწარმოებები



ავტორი: ჭაობისფერი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ივნისი, 2019


მდააჰ...

"ყველანი ვიბადებით,ვიზრდებით და ვკვდებით.ყველა რაღაცისთვის ვჩნდებით, ვიღაცისთვის,გამიზნული საქმისთვის, საჭირო დროით.უნდა მივხვდეთ ამას და დრო არ უნდა დავკარგოთ იმის ძიებაში და კეთების მცდელობაში,რაც არაა ჩვენთვის,ან რაც უკვე ჩვენთვისაა გაწერილი,მაგრამ ამავდროულად უსულო არსებებად არ უნდა ვიქცეთ,რომლებიც მხოლოდ არსებობენ და არა ცხოვრობენ... ყველაფერი მაინც ისე იქნება,როგორც "უნდა" და ყოველთვის ის იქნები,ვინც უნდა იყო.ღამის საათია 00:15.მძიმეა ამ დროს მარტოობა,სულიერი მხოლოდ...ფიქრობ ყველაფერზე იმ დროს,როცა უნდა გეძინოს და ფიქრობდე არაფერზე.
მგონია,რომ ჩემში გასვენების ცერემონიალი მიმდინარეობს.რა მოხდა,ეგ არ ვიცი ოღონდ.ვინ დავკარგე,ვინ მოკვდა ჩემში, ეგ მეც მაინტერესებს.უცნაურია სამყარო,ისეთი მინიმალური რაღაცები მაბედნიერებს,ისეთი მცირედიც მამწუხრებს..რავიცი.ზღვის წარმოდგენა მამშვიდებს,ქარი მათბობს,წვიმა მაშრობს და მხოლოდ ჩემს ემოციებს ასველებს.ახლაც მინდა ემოციების დასველება.მინდა იწვიმოს და ამ დროს დედიშობილა სადარბაზოს თავზე ვიწვე.შევიგრძნობდე თითოეულ წვეთს,ზეცის მიერ ჩემთვის გამეტებულს...მინდა მეხებოდეს თითოეული მათგანი და დედას მონატრებული ბავშვივით ეხუტებოდნენ ჩემს ფიქრებს.ასველებდნენ,ალბობდნენ,ათბობდნენ,აგრილებდნენ,აციებდნენ და მე მასვენებდნენ.მინდა,რომ ოდესმე რამენაირად ვინმემ ცოოტა,სულ ცოტა ხანს დამცალოს ყველაფრისგან და დამასვენოს.მინდა,დამცალონ და ჩემი "შინაგანი" რომელიმე ლამაზ,ვინტაჟურ ჭურჭელში ჩაკეტონ,რომ შემოვდო კარადაზე მანამ,სანამ არ მომინდება მათი ისევ "გაჩემება"...მანამდე იყვნენ იქ,სანამ არ მომენატრება ფიქრებით ატკიებული თავი,გრძნობებით გადავსებული გული და ემოციებით დაღლილი სული...უჭირს სულს უკვე,ზედმეტად იზრდება მგონი უკვე და მეტი აღარ უნდა..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები