ნაწარმოებები



ავტორი: ზაალ ჯიქიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2019


გადარჩენა

შენ დაანებებ თავს ღრუბლებზე მაღლა ფრენას,
ბრმა ლტოლვილების არსაიდან გამოსახლებას..
ვიცი ოდესღაც მომინახავ ერთ კუთხეს სადაც,
ნაგავზე მეტად, ფაიფურივით დამსხვრეული ცრემლები ყრია.
გადავაბიჯებ ფოთლებივით დაფლეთილ სახეს
და გვამებიდან აღარავინ გამომადევნებს
დახუჭულ თვალებს, რომ გაიგონ რომ არ ნახონ ისე იტირონ
ღამის აჩრდილად გადაქცეულ ბედთან დაისი...
ხო მართალია, რომ ვერ გხედავ რომ ვერ განგიცდი,
მაგრამ უშენოდ მე არასდროს არ მიცხოვრია,
შენი არსება იმაზეა ჩემში ნათელი,
რომ მე არსდროს მიგლოვია გარდაცვალება,
გარდა არსების,
გარდა სუნთქვის,
გარდა ტკივილის,
გარდა შენამდე მოსასვლელი გზების სიმძიმის
და მაინც ასე ტკივილების გულში დამარხვით
სალი კლდეების ნამსხვრევების ჭაობში ჩამაქვს
ყოველი სტროფი ღამისფერი სისხლით ნაწერი
რომელიც ვიცი გამივლის და ისევ იფეთქებს
ამიტომ ვამბობ,
რომ ბოლომდე არა, ყოველთვის წავალ
იქითკენ სადაც ვერასოდეს მომეკარებით,
იქითკენ, სადაც  ღმერთის  სჯერათ,
სანამ იტყვიან უფალო შეგვიწყალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები