ნაწარმოებები



ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2019


მელევა :)

ტალახში გაწოლილი ბავშვის მშობელივით,
ვატყობ ნებისყოფა მელევა,
სიზმრებმა გამაღვიძეს, ღმერთისკენ მომაბრუნეს,
თუმცა ეს წამებიც მელევა.
სითბო მონატრებულ ობოლი ზამთარივით ,
ფიფქი მეშლება და მელევა,
გალიას მიჯაჭვული ფერმკრთალი აფთარივით,
ხმაც გამქრობია და მელევა.
კლავიშს მინდობილი კომპოზიტორივით,
აკორდი გამიცივდა,მელევა,
ფიქრებს მინდობილი რომანტიკოსივით,
ცრემლებიც აღარ შემრჩა მელევა.
რითმების მოყვარული ურითმო პოეტივით
ვხვდები ეს რითმებიც მელევა,
მიყვარხარ,მეყვარები,სულ შენთან ვიქნები და მგონი აქ სიტყვებიც მელევა....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები