ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2019


იოჰან

ჩემო იოჰან,
მეგობარო შორი მხარიდან!
ერთხელ გითხარი, რომ დღეები ჰგვანან ყვავილებს,
რომლებიც ველად ვიღაცისთვის უნდა მოწყვიტო,
უნდა იცოცხლო და სიკვდილიც ისე შეგეძლოს,
რომ ერთი წუთით მაინც გახდე სამაგალითო.
შენ არ გჯეროდა,
რომ თაიგულს ჩემი ცხოვრების,
შენთვის ვაჭკნობდი, უშენობით ავად სრულიად...
ჩემო იოჰან,
ისე გვიან მიხვდი ჩემს გრძნობებს,
რომ ყოველივე, სამწუხაროდ, დაკარგულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები