ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ივნისი, 2019


❤❤❤

ღმერთს ვკითხე, ჩემთვის ის ვინ არის-მეთქი და ცამ უჩვეულოდ მეტყველი სილურჯე გადაიფინა მკერდზე, გულმა კი უცნობი, უცხო სურნელით დაიწყო ღიმილების ფრქვევა.
-პასუხი ნათელი იყო!
მერე, მზესაც ვკითხე იგივე, სითბოს მოუმატა დღის საოცრებამ, სხივები ჩემს თვალებში გადაანაწილა და სიახლით განცდილი სიმორცხვე  წამწამებზე გადამიფანტა.
-პასუხი გასაგები იყო!
მთვარე აღარ დაელოდა კითხვის დასმას, ბაგე გავხსენი თუ არა, სინათლე გაასმაგა, თავად ვარსკვლავებმა კი მჭიდრო ტანგო გამართეს ანგელოზებთან...
-პასუხი გამჭვირვალე იყო!
მე ის მიყვარდა...უმიზეზოდ...სავსედ... მიყვარდა სხვანაირად...სხვანაირად და ბევრის მსგავსადაც... თუმცა მაინც  განსხვავებული მსგავსებით... მე ის  ბევრნაირად მიყვარდა!..
მიყვარდა ისე, როგორც უყვართ მხატვრებს- ფერადად...ცისარტყელასავით უიშვიათესად და ულამაზესად...
ისე, როგორც უყვართ მომღერლებს- სუფთა, ანდაც ჩახლეჩილი, ვნებისგან ათრთოლებული ბგერებივით ჟღერადად...
ისე, როგორც მოცეკვავეებს- წყვილებისგან ოდნავი, მაგრამ მაინც დაშორებული მანძილივით მიუღწევლად
და ისე, როგორც უყვართ მწერლებს- შიშვლად, ფაქიზად, წმინდად, კალამში მელნად ჩაღვრილი სულის უსასრულოდ არსებობამდის...
მე ის ჩემებურად მიყვარდა...ჩემს მიერ გამოგონებული, ნაგრძნობი და განცდილი ემოციებით.
და როცა უკვე ვიცოდი ვინც იყო ჩემთვის, ვუთხარი კიდეც მას ამის შესახებ, მაგრამ...
რთულია ალბათ დაიჯერო დაუნახავი, შეუხებელი,
საკუთარ თავზე განუცდელი სასწაულის არსებობა.
რთულია ალბათ  მართალი, უნაკლო ფანტაზიის შორეული სურნელის შეგრძნობა...
რთულია ალბათ...
მე კი თავად ღმერთმა და ცის ბინადრებმა მაცნობეს მისი უჩვეულო ჩემიანობის ამბავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები