ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2019


-----

ტანში შეზრდილი
განცდა,
სულზე კვირტები მომდის.
არსად ვიყავი არსად,
და თავს სულ ყველგან ვგრძნობდი.

მთა-მთა ვირბინე, ველად,
ფხიზელ სახით თუ ბნედით,
ყველამ დამტოვა ყველამ
თუმც ბევრი მყავდა გვერდით.

სევდას ვეძებდი ორ დიდ,
თვალს რომ ჩრდილივით ახლდა,
მოვკვდი, რა ხნის წინ მოვკვდი,
ნაღდად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები