ნაწარმოებები



ავტორი: მათემარიტა
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2019


შავი ვარდები

      წვიმა მიყვარს,ის მოგონებებს მიღვიძებს,დეპრესიულ დღეებს ძენს ჩემს ცხოვრებას...აი ასე ფანჯრის რაფაზე ხელებდაყრდნობილი ვუმზერ წვიმის დაცემას და ცრემლების მორევში ვიხრჩობი ...
ვარსკვლავებმა ზურგი მაქციეს,უზარმაზარი მთვარეც სადღაც დაიკარგა . ირგვლივ შემზარავი წყვდიადია . ჩემს სულზე უფრო ცეკვავენ წვიმის წვეთები ვიდრე მიწაზე...
ვნატრობ ცას დაეკიდოს რამდენიმე მოკაშკაშე ვარსკვლავი და მათმა ციმციმმა მაინც გადამატანინონ აღელვებული ფიქრები.
წყვდიადში გამოკეტილი კვლავინდებურად ვდუმვარ.დუმილის მიღმა ტივტივებს ფიქრები შენზე,როგორც სანუკვარზე,ერთადერთზე და შეუხებელ აზრთა შორის საუკეთესოზე.
ვწერ შენზე ,თუმცა ვერ ვბედავ შენი სახელი თამამად ვახსენო.სული მეხუთება იმაზე ფიქრით თუ რა ვუპასუხო მათ...
არ ვიცი  როგორ განვაგრძო წერა...
ჩემს ბინაში ფრთამოტეხილი ანგელოზივით დავარდნილი ,სიკვდილის პირას მისული შენზე ვფიქრობ. ალისფერი სისხლი მეწვის, უსუსური გავხდი ხელების დაყრდნობის ძალაც გამომეცალა. ჩემს გარშემო შავი ვარდები ყრია და მებედნიერი ვარ  რადგან შეძელი და მაჩუქე შენი  დანაპირები ჩვენი სიყვარულის სიმბოლო შავი ვარდები(თუნდაც სიზმარში)... ახლა ვხვდები ძვირფასო თურმე რა ახლოს ყოფილა სიკვდილი და სიყვარული ერთმანეთთან...
მივხოხდები ჩემს გარდერობთან ჩავიცვამ შენთვის ნაყიდ წითელ კაბას , მოვუსმენ ტანგოს, დავეყრდნობი ფანჯრის რაფას , ქუჩის ბოლოს ვუმზერ დიდი იმედით. იმედით,რომ დაბრუნდები შავი ვარდებით ხელში და ჩემს პატარა , ცარიელ ოთახში ვიცეკვებთ ტანგოს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები