ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 ივნისი, 2019


Александр Олейник - Звезда

https://www.youtube.com/watch?v=8pnppeP1YXc

ალექსანდრე ოლეინიკი - ვარსკვლავი

ლურჯ ცაზე ბრწყინავს ერთი ვარსკვლავი,
მას არ სმენია ჩემზე რატომღაც,
შორეთში, სადღაც დასაკარგავში,
ღრუბლიან მხარეს, მარტოდმარტოა,

თვისი ბედ-იღბლის არმომდურავი,
გამოუკვლეველ შორეთს მიარღვევს,
გზას გამინათებს ცაში მცურავი
და გამიქარვებს მოწოლილ ნაღველს.

მისთვის ერთია, რაში სჭირდებათ
და არც ქედს იდრეკს ვინმეს წინაშე, 
მზერით მიდევნა არ მომყირჭდება,
სანამ დამნათის სხივმომფინარე

და თუ დაუდგა ჟამი გარდაცვლის,
კომეტებს შორის გაუქრა ნაშთიც,
ვიტყვი, კვლავ კრთება სადღაც ვარსკვლავი
და მერწმუნება უქრობი ნათლის.


11 ივნისი, 2019 წ.


Александр Олейник - Звезда

Одна звезда на небе голубом
Живет не зная обо мне
За три-девять земель в краю чужом
Ей одиноко в облачной стране

Но не жалея о судьбе ничуть
Она летит в неведомую даль
И свет ее мой освещает путь
И гонит прочь безвольную печаль

Кому нужна она - ей все равно
Нет никого над ней, она вольна
И я, конечно, следую давно
За ней одной пока светла она

И даже если в небе без следа
Ей суждено пропасть среди комет
Я стану утверждать, что где-то есть звезда
Я верить буду в негасимый свет





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები