ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2019


***

იცოცხლე ჩემთან ერთად,
თუნდაც მკერდიდან სატრფო გყავდეს ჩამოსახევი.

მაშინ მივხვდი შენი მკლავების სიმსუბუქეს,
პალატაში გამომშრალი პირით ტუჩები რომ დამინერწყვე.

ჯერ შორია აორთქლება,
ზამთარი ჩვენი სხეულით იღიმის
და გვხმარობს ნიღბად.

იფხანს ხელისგულებს გაზაფხული,
ყოველ სიცივეს ოფლად გამოგვადენს.

არომატებს ძაღლებიც მიაგნებენ,
ჩვენ ერთმანეთის სხეულები გვაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები