ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2019


მალაყი (ქამარი 7)

ნერწყვის ყლაპვაა ყველაფერი რაც გამოგივა,
რაც გამოგიტანს შიგნიდან გარეთ;
გაგიმრუდდება ბედივით გზები,
გაგიფითრდება ის ყველა სახე,
რომლითაც სარკის ნატეხს ეჩვენე.
ამით გეგონა შეიგუებდი
იმ მნიშვნელობის ცვალებადობას,
საკუთარ სიზმრებს რომ გაუტოლე
და სიმწრის თრიმლით ამოიგანგლე,
როგორც გზის პირას ფოთლები მტვერში.
ნერწყვის ყლაპვაა ყველაფერი რაც გამოგივა,
რაც გამოგფიტავს მხოლოდ ეს არის;
წაიფორხილებ, კვირისტავზე წაიყრი ნაცარს,
აგედევნება - დანის მლესავი,
ნახშირის მღრნელი სიტყვით, ორჭოფი
წამოგეწევა, შეგიმოწმებს დაშოშმინებას
და დაგივიწყებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები