ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: თარგმანი
17 ივნისი, 2019


  ჩამოტვირთვა

Pink Floyd - Echoes

ალბატროსის ფრთა-ხატების მიღმა
ქვადქცეულობა ამძიმებს ნიავს
და ზანზალაკად მჟღერი ზვირთების
ბილიკმიუვალ მარჯნის მღვიმეში
გამოძახილი შორეულ ჟამთა
ტალღებად ნამავს ქვიშიან შარას
და გაზაფხული სვამს ზღვიურ შარბათს.

სიცარიელე გვიხმობს მიწაზე,
ვერ დაიჯერებ თუ არ იწამე,
უცნაურია და ვიღაც ლამობს
გადაეკონოს სინათლის ამბორს.

ქუჩაში უცნობს უცნობი ხვდება,
შემთხვევით ორი მზერა ერთდება,
შენში საკუთარ ანარეკლს ვხედავ,
უნდა ჩავჭიდოთ ხელები ნეტავ,
უნდა წაგიძღვე მეგზურად ნეტავ
და თუ ასეა, ეს უმეცრება
შეცვალე ჩემში დიდ შემეცნებად.

სიცარიელე გვიხმობს მიწაზე,
უსულდგმულობა სიცოცხლედ ვანობს,
ქვად უქცევია ბაგე სიზანტეს,
არავინ ეტრფის ზეციურ მნათობს.

უღრუბლობისას ეშვები ციდან
მილულულ თვალზე სიზმრების მიღმა,
მომალანდე რომ ცაში მელიან,
და კედლებს შორის, რომ სარკმელია
მნათობის ფრთიდან ეღვრება შუქი
ურდავი სინათლის მოციქულის.

არვინ მიგალობს მე იავნანას,
არვინ მაფარებს ქუთუთოს საბანს,
დაე სარკმელი შეაპოს ქარმა,
რომ დაგიძახო ღრუბლების გაღმა.


Pink Floyd - Echoes:

Overhead the albatross
Hangs motionless upon the air
And deep beneath the rolling waves
In labyrinths of coral caves
An echo of a distant time
Comes willowing across the sand
And everything is green and submarine

And no one called us to the land
And no one knows the where\'s or why\'s
Something stirs and something tries
Starts to climb toward the light

Strangers passing in the street
By chance two separate glances meet
And I am you and what I see is me
And do I take you by the hand
And lead you through the land
And help me understand
The best I can

And no one called us to the land
And no one crosses there alive
No one speaks and no one tries
No one flies around the sun

Cloudless everyday you fall
Upon my waking eyes
Inviting and inciting me To rise
And through the window in the wall
Come streaming in on sunlight wings
A million bright ambassadors of morning

And no one sings me lullabies
And no one makes me close my eyes
So I throw the windows wide
And call to you across the sky







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები