ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ივნისი, 2019


არდაბადებული გოგონები

კარიდან ზარებს ვხსნი... ვამაგრებ ცოდვებს,
წელს საგრძნობია ნაწნავების ფორმის ვენები...
არდაბადებულ გოგონებს ჰგვანან,
ისე ბორგავენ,დაშრიალობენ ჩვენს სისხლში,თითქოს ბრძანებით
ვუწილადოთ ცოტაოდენი ცოდვები ჩვენი ცხოვრებიდან,
უფრო ცოტა-ბედნიერება(დაბრამავებული)
-მკვლელების პატიება მკვლელობის ხელშეწყობაა!
ვერ დავხოცეთ... სინდისში ჩაგვისახლდნენ პატარა წყლულით
...................................................................
ორთავ ვზიდავთ ერთიბეწო
ცოდვით სავსე ულუფას,
გავიყავით ბავშვის სისხლის
ყველა წვეთი გულუხვად!
..................
ასე დასრულდა ამბავი,არდაბადებულ ბავშვებზე...
წელს საგრძნობია ნაწნავების ფორმის ვენები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები