ნაწარმოებები



ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2019


ბოშური სიზმარი

მთვარე მოელავს ციდან,
ჩაეშვა მრუმე ჭაში,
ღამის ლანდები ციდა
მოდიან ლეგა რაშით.
ბოშებად მოსილ ლანდებს
მთვარე ამოჰყავთ სათლით,
სიხარბეს ბედი ანდეს,
ალღობენ მნათობს სანთლით.
გადმოღვენთილი ბროლით
გამოადნობენ ბეჭდებს
ქარბუქოვანი ქროლით
ფრთებს შეასხამენ ბეჭებს.
ქუთუთოს საბანს თვალებს
მოახურებენ ჰანგით,
კენჭები ვერცხლად თვალეს,
რომ შეზარხოშდნენ ბანგით.
ყურთან რიალებს ოქრო,
იგავმიუწვდენ ზღაპარს
გალობს ბოშათა ქორო,
ბულბულს სიმღერა ზაფრავს.
ქურაზე მოვარვარე
ბეჭდად, საყურედ, ბროშად
გამოდნობილი მთვარე
დადაღავს მჭედელ ბოშას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები