ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2019


დათვლა

დღე ფარდასავით უნებლიეთ ჰკიდია გარეთ
და ფოთლებივით შრიალებენ ფრთები მტრედების.
ვდგები. სიწყნარეს საკუთარი ხმაურით ვურევ;
თმები შევიჭრა, თუ ჯობია ნეტავ დრედები?!
ვფიქრობ და აქით ჩემს ჩაიდანს უშფოთავს გული,
ვაქრობ გაზქურას და ვუჩნდები, როგორც ფუღურო
ამ ჩემს განწყობებს და ამიტომ გვერდს ჩუმად ვუვლი.
ვამბობ, დრო არის რომ საყვარელ შოუს ვუყურო.
ახლა სიბნელე ეფინება მაღალ სვეტებად
და კორპუსები ემგვანება ჩიტის ბუდეებს.
სხვა არაფერი, წვიმს და მინა ოდნავ სველდება
მე კი ვთვლი წვეთებს, როგორც წამალს გადაუდებელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები