ნაწარმოებები



ავტორი: ტასო
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2019


მყავდე

ფერი უცვალოს ყველა სიზმარს,
წაიღოს წყალმა და გამორიყოს იმ ნაპირზე,
ალვის ხეებთან, რომლებიც დგანან უნაყოფო,
უბადლო ტანით და შრიალებენ.

ქარმა წაიღოს ამ ფოთლების ყველა ჩურჩული,
მოასმენინოს ყველა ობოლს, მარტო დარჩენილს.
ოღონდ შენ მყავდე,
თუნდაც ვზრდიდე ტკივილს,
დათესილს მუცლის არეში,
ვეფერებოდე ორსულივით ხელით გარედან.

გელოდებოდე.
მოდიოდე ჩემთან დაღლილი
და მიყვებოდე ფერად ზღაპრებს უცხო მხარიდან.
ოღონდაც მყავდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები