ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                                        ქალი თეთრი ვარდებით

    ამბობენ, რომ თებერვლის თვეში დაბადებული ადამიანები, სიახლეების დაუცხომელი წყურვილით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ, ახალ-ახალი ნაცბობის გაბმა და აფსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. ამ თვეში დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ. ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეულიდისტანცია. ეს ადამიანები ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ისინი არასოდეს ცდილობენ ვინმეს საკუთარი შეხედულებები მოახვიონ თავს. როდესაც გავიგე, რომ თებერვლის თვეში შვილი, მეყოლებოდა მე მასზე უკვე ვიცოდი ყველაფერი. ვიცოდი, როგორი ხასიათი და დამოკიდებულება ექნებოდა ამა თუ იმ საქმეში. მე ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი აირჩევდა იმ პროფესიას, სადაც თავს კარგად იგრძნობდა. მე ყვალანაირად შევეცდებოდი მისთვის მხარი დამეჭირა. თებერვლის ღამე 27 წლის წინ, ისეთივი ცივი იყო მიუსაფარი, როგორც ქალაქი. გაყინულ ლამპიონებს, კიდევ უფრო ჰქონდათ თავი ქვემოთ დახრილი. ვერ ანათებდა ცარიელ ქუჩებს. თეფერვლის იმ ღამეს, მარტოსული ვიჯექი ფანჯარაში და მჯეროდა, რომ ჩემი ქმარი დაბრუნდებოდა. დაბრუნდებოდა და მეტყოდა, რომ გადაიფიქრა და ის მზად არის ბავშვს, მამობა გაუწიოს. 19 წლის წლის ასაკში ვიყავი შეყვარებული კაცზე, რომელმაც უარი მათქმევინა ყველაფერზე, ოჯახზე, სწავლაზე ავიღე ხელი, არადა ძალიან წარჩინებული მოსწავლე ვიყავი არ უნდოდათ მშობლებს, არ მოსწონდათ ჩემი ურთიერთომას მისდამი. ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა მჯეროდა, რომ ის ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო, მჯეროდა, რომ მის გვერდით ვერავინ ვერაფერს დამიშავებდა. ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, როდესაც გაიგო, რომ მისგან ბავშვს ველოდებოდი. მიყვირა, მითხრა: _ მე რატომ არ შემითანხმდი? მე არ მეკითხებოდი, ეხლა მინდოდა თუ არა შვილი? აბორტის გაკეთებას მაძალებდა. მე წავედი საავადმყოფოში, ვუთხარი, რომ აბორტი გავიკეთე, მაგრამ მასთან ცხოვრებაზე უარი ვთქვი, მის სიყვარულზე ვთქვი უარი. მთელი ცხრა თვე მუცლით ვატარა ბიჭი. ექიმები, არ მეუბნებოდნენ სქესს, რადგან ფული არ მქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში, მაინც მჯეროდა, რომ მუცლით ბიჭს ვატარებდი. ვცხოვრობდი ნაქირავებში, ვერც მშობლებს შეურიგდი. სახლში, რომ მივედი მშობლებს, ვუთხარი ფეხმძიმობის შესახებ მამამ, კარები უხეშად მომიხურა. სწორედ იმ დღიდან მივხვდი, რომ მე უნდა დამეწყო ზრუნვა ჩემზე და ჩემს შვილზე, რომელსაც მუცლით ვატარებდი. ო, რა რთული იყო თებერვლის ღამე. ტკივილები მთელი ღამე მაწუხებდა. გარშემო მეზობლებს არ ვიცნობდი. საავადმყოფოში, ჩემი ერთერთი ახლობელი მუშაობდა. წვალებით ავიარე გაყინული ქუჩები, ლამპიონებიც არ ანათებდნენ კარგად ისინიც გაყინულან. რამოდენიმე კილომეტრის გავლა რამოდენიმე საათი დამჭირდა. აი, უკვე საავადმყოფოსთან ვარ, გამიხარდა, მაგრამ გონება დავკარგე, როცა თვალები გავახილე, თავზე ორი მედდა დამსრტრიალებდა. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. : _ საწყალი, ეს ის ქალიო, გუშინ მაღაზიაში ნისიად პური, რომ არ მისცესო. მედდა, შეწუხდა. მოგვიანებით სამშობიარო ბლოკში ექიმი, შემოდის და ხმამაღლა ამბობს: _ რით ვერ გაიგეთ მათხოვრები, შიგნით ნუ შემოგყავთ! მედდა გაჩერდა, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, იცის, რომ ხმას თუ ამოიღებს სამსახურს დაკარგავს და სახლში ორი შვილი ჰყავს სარჩენი. თვალებს, ნელ-ნელა ვახელ და ექიმს ვეკიხები: _ ბავშვი კარგად არის? ექიმი, მაღალი ტონით მპასუხობს: _ ფული გადაიხადე, რომ გიპასუხო? არადა რისი გადამხდელი ხარ, ერთი შენს თავს შეხედე. გაბრაზებული ექიმი, ბლოკიდან გადის, ტკივილი უფრო გაუსაძლიერესი ხდება. მტკივა და ყვირილის საშუალებაც არ მაქვა, მეშინია, ისევ გარეთ არ გამაგდონ. ო, რა რთული იყო თებერვლის ღამე. გარეთ ყინვა იყო, მაგრამ მე მცხელოდა ვიგუდებოდი. _ დაეწყო! მედდამ, იყვირა ამ ხმაზე, მეორეც შემოვიდა, მესამეც შემოყვა. თვალები წამიარად დამიბინდდა, გარშემო ვერ ვხედავდი ვერაფერს. მედდამ ექიმს უთხრა: _ ცოდოა, ამას ვერ გადაიტანს იქნებ გაუტკივარება გავუკეთოთ. მესმის ექიმის ყვირილი: _ გააგვრძელეთ არაფერი მოხდება! ზუსტად 12 საათსა და 20 წუთზე დაიბადა ჩემი ბიჭი. მედდამ ახალი სიცოცხლე ჩემს გულზე დააწვინა, თუმცა მე ისევ მქონდა ტკივილები. შევიგრძენი მისი სურნელი ხელით მის უსუსურ პატარა ხელს მოვეჭიდე. დაუჯერებლად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, რადგან ერთად, ძალიან დიდი გზა გავიარეთ. ეხლა ერთად ვართ. ამ უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, თებერვლის ღამე, თურმე ყველაზე დიდ განსაცდელს მიმზადებდა. თვალები დამიბინდდა, გარშემო მხოლოდ სითეთრეს ვხედავდი, მეტს არაფერს. მედდა, ყვირს : _ უშველოდ მათხოვარი კვდება! ექიმს, ხელში არკოჰოლით სავსე ჭიქა უჭირავს და ამბობს. :_ დაანებეთ თავი, ოხერია მაგასაც გადაიტანს. ჩემი ბიჭის, ტირილის ხმა გონებაში ჩავიბეჭდე მის შემდეგ ვიგრძენი, რომ განსაცდელი სწორედ ახლა იწყებოდა. გონს მოვედი დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, როდესაც თვალი გავახილე ჩემი ბიჭი ჩემს გვერდით აღარ იყო. მედდას ვეკითხები :_ სად არის ჩემი შვილი? მედდამ, ზურგი შემაქცია, შევატყე, რომ ჩემთვის პასუხის დაბრუნება არ უნდოდა. ისევ ვაგრძელებ: _ ძალიან გთხოვთ მითხარით სად არის ჩემი შვილი? მედდა მიბრუნდება, ფთხილად მიახლოვდება და მეუბნება: _ თქვენ არ ინერვიულოთ შენი ბიჭი, საიმედო ხელშია. დავიწყე ყვირილი: _ სად წაიყვანეთ ჩემი შვილი? დამიბრუნეთ ჩემი შვილი! სასოწარკვეთილი ვყვიროდი, ყურადღებას არავინ მაქცევდა. მედდამ, დამამშვიდებელი გამიკეთე და პალატიდან გავიდა. მოგვიანებით ექიმი, ისევ შემოდის და ამბობს:_ გაწერეთ! მედდამ, ხელიდან სისტემა მომხსნა და მითხრა, რომ სასწრაფოდ იქაურობა უნდა დამეტოვებინა. სასოწარკვეთილი ისევ ვაგრძელებ ყვრლს: _ სად არის ჩემი შვილი? დამიბრუნეთ ჩემი შვილი! მედდა კვლავ მიმათრევს წინ. რამოდენიმე წუთში ახლად ნამშობიარებელი ქალი, ისევ თებერვლის ცივ და გაყინულ ქუჩებში აღმოვჩნდი. გადიოდა დღეები, წლები, მე, იმ საავადმყოფეს ეზოში ვათენებდი და ვაღამებთი დღეეებს, რომ ვინმერ რამე მოაეწვდინათ ჩემს შვილის შესახებ. ენერგია, ძალა, ყველაფერი უშედეგოდ დავხარჯე, მაინც არავინ არაფერს მეუბნებოდა. ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან პატარა. ბევრჯერ ვცადე ცხოვრება თავიდან დამეწყო. ვიშრომე, ვიწვალე, სწავლის ფული მოვაგროვე, ვისწავლე და ეხლა პროფესიით ის ვარ რაც მინდოდა. პროფეესიის პროკურორი ვარ. წლები დამჭირდა, რომ ნამდვილი დამნაშავები მეპოვნა. 10 წლის შემდეგ, გავიგე, რომ ის ექიმი, გარდაცვლილა და მედდა, რომელმაც მამშობიარაიქ აღარ მუშაობდნენ. სიმართლე მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა. გამოვიყენე ჩემი ძალაუფლება გავარკვიე, რომ მედდა, ეხლა არის 52 წლის. მის ახლანდელ მისამართსაც მივაგენი. სახლის კარი შვილიშვილმა გამიღო, მითხრა, რომ ბებია ძლიერ არის ავად. მინდოდა მივსულიყავი, თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი შვილი, სხვა ადამიანზე გაყიდეს და ამაში ძალიან დიდი თანხა აიღეს. მასაც ხომ შვილები, სახლში ელოდებოდნენ. როგორ ამის გაკეთება ოთაში შევედი თუ არა შეშინდა, საწოლიდან სწრაფად წამოდგა და ზურგით უკან მიეკრო. მკითხა: _ აქ რა გინდაო? აქ ტყუილად ხართ. მე არ ვიცი სად არის თქვენი შვილი, ეს მხოლოდ ექიმმა იცოდა. ისტერიკული კანკალი დაეწყო. შვილისვილი შემოვიდა და მეუბნება: _ აქედან უნდა წახვიდეთ, ასე შეიძლება მოკვდეს.

* * *

- დეტექტივო, ბოდიშს გიხდით. პატარა პრობლემაა მალე გაგიშვებთ.

- პროკურორო, შეგიძლიათ მითხრათ რა დავაშავე?

- აბა ჯიბეები ამოატრიალე.

- არ მესმის ეს რა საჭიროა?

- გააკეთე რასაც გეუბნები.

- გგონიათ ჯიბით ნარკოტიკს ვატარებ?

- დეტექტივო, თუ შეიძლება მეტი სერიოზულობა გმართებთ.

- ეს რა არის?

- აი სწორედ მაგ მედალიონის გამო ხართ აქ.

- ეს რა არის ვისი მედალიონია?

- ჩემია, ჩემი მედალიონია! დამიბრუნეთ!

- ვინ არის ეს ქალი? მოიცადე მე თქვენ გიცნობთ... გუშინ გზაზე გადაყვანაში დაგეხმარეთ. ქალბატონო, არ ვიცი ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან, მაგრამ მე არ მომიპარავს თქვენი მედალიონი.

- აიღეთ თქვენი მედაიონი. კიდევ მოითხოვთ რამეს, განცხადებას უკან გაიტანთ?

- კი გავიტან, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. ბიჭო, არ არის ეს შენი საქმე თავს დაიღუპავ და გარშემო ყველას დაღუპავ.

- ქალბატონო, ამას რატომ მეუბნებით?

- დედაშენი, არ ისურვებდა ასე.

- სასაცილოა, სწორედ დედაჩემს უნდოდა ასე.

- აიღე ეს ვარდი, საყვარელ ქალს მიეცი.

- რას მიყურებთ? მომხსენით ბორკილები!

- დეტექტივო, კიდევ ერთხელ გიხდით ამ გაუგებრობის გამო ბოდიშს.

- ვიღაც ქალმა, ჯიბეში თავისი მედალიონი ჩამიდო და მერე ქურდობაში დამდო ბრალი. პროკურორო, თქვენ კიდევ გერტოდით, რომ მეტი ყურადღება გმართებთ.

- გაბრიელ!

- გისმენთ.

- გავიგე, რომ რთული სიტუაცაში ხარ. გინდათ, რომ დაგეხმაროთ?

- დამცინით ალბათ...

- არა, სერიოზულად ვამბობ.

- გმადლობთ, მარტოც უკეთესად გავართმევ თავს.

* * *

    სოფიამ, სახლში ვერ მოიცადა და თომას გამოყვა და ისე მელოდება თითქოს და წლობით ვიჯექი ციხეში. თომა დამცინის. _ ძმაო, ყველაფერი შენ როგორ გემართება? გზიდან ორივე ჩამოვიშორე და სახლისკენ გავემართეთ. გზაში ისევ შევნიშნე წითური ქალი. თომას, ვუყვირი: _ გააჩერე მანქანა! მანქანიდან სწრაფად გავავედი. ვცადე მას დავწეოდი და აი, როგორც იქნა მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე.

* * *

- ვინ ხართ, რა გინდათ ჩემგან?

- შვილო, მე მხოლოდ კარგი მინდა შენთვის.

- ვინ ხართ, რომ ჩემთვის კარგი გინდოდეთ?

- ჩათვალეთ, რომ თქვენთვის მხოლოდ კეთილმსურველი ვარ. მე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. იცით რას ნიშნევას თეთრი ვარდი?

- არა არ ვიცი.

- თეთრი ვარდი – გამოხატავს უმანკოებას, სიწმინდეს, სისპეტაკეს და გულწრფელობას. სუფთა გრძნობების სიმბოლოა.

- მერე ეგ ჩემს ცხოვრებასთან რა კავშირშია?

- მიყევი გზაზე ამოსულ თეთრ ვარდს, ის ყოველთვის სწორ გზაზე გატარებს. ყოველთვის მიგიყვანს იქ, სადაც შენი ადგილია.

- ისე გამოდის, რომ დღეს ჩემი ადგილი პროკუტურაში იყო?

- დიახ, შვილო სწორედ მიხვდი. ეხლა უნდა წავიდე. მალე ისევ შევხვდებით.

* * *

    პირველი ქორწინებიდან გავიდა 10 წელი. 29 წლის ასაკში მე გავთხოვდი მეორედ. ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი აქ პროკურატურაში, მაშინ აქ სტანჟირებას გავდიოდი. ზვიადი კი იყო ერთერთი თანამშრომელი, რომელიც ამ ყველაფერში მეხმარებოდა. ჩვენი შეუღლებაც, რამოდენიმე თვეში მოხდა. ზვიადის ვუამბე ჩემი წარსულის შესახებ, გაიგო რომ მე ვეძებ დაკარგულს შვილს, მან გამიგო გვერდში დამიდგა და მითხრა, რომ ერთად აუცილებლად შევძლებდით მის პოვნას. ზუსტად ერთ წელში მეყოლა შვილი, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ზვიადი, გვერდიდან არ მშორდებოდა. მეშინოდა, მეშინოდა, რომ იგივე ისევ განმეორდებოდა. შემხვდებოდა ისეთივე უხეში და უსამართლო ექიმი, თვალწინ წარმოვიდგენდი თებერვლის ცივ და მიუსაფარ ღამეს, ვშიშობდი, რომ იგივე ისევ განმეორდებოდა და შვილს წამართმევდნენ. მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. უფალმა ისევ მაჩუქა შვილი. ჩემი ბიჭი ეხლა 17 წლის არის სკოლას ამთავრებს და სტუდენტობისთვის ემზადებაა. ძალიან ნიჭიერია და თვლის, რომ პროფესიას ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს. ტკივილი, რომელიც თებერვალმა, იმ ბნელ სამშობიარო ბლოკმა მომაყენა არასდროს დამავიწყდება. ოჯახმა, რომელმაც ბავშვი წაიყვანა ყველაფერი გათვალა. გათვალა, რომ კვალი არსად გამოჩენილიყო. მე დღემდე ვიბრძვი, ვიპოვო ჩემი პირველი შვილი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ვატარე. ფეხით გავიარე, თოვლიანი ცივი თებერვალი. ტკივილები არ მაძლევდა საშუალებას, რომ გამართულს მევლო. სამშობიარომ, რომელმაც მიწოდა მათხოვარი, გამიყიდა შვილი და შემდეგ უგზო უკლოდ ახალი ნამშობიარებელი ქუჩაში გამომაგდეს. ამ ყველაფრის შემდეგ მე არ დამიკარგავს იმედი, რომ ადრე თუ გვიან შევხვდები ჩემს შვილს.

* * *

- პროკუროლო, საქმეები უკვეე დავასრულე ეხლა შეიძლება წავიდე?

- ერთი წამით მოიცადე, რაღაც მინდა გკითხო.

- გისმენთ.

- ის, დეტექტივი გაბრიელ დუმბაძე ხო?

- დიახ, უფროსო ეგ არის. ძალიან ჭკვიანია ამბობენ, რომ ძალიან რთული საქმისთვის მოუკიდავს ხელი.

- კი ეგ მეც ვიცი, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ბიჭი სჩანს არა?

- უფროსო, ყველა დეტექტივი ეგეთია. ეგენი მცდარ ინფორმაციებზე დაყდნობით არასდროს საუბრობენ.

- საქმეს მომაცდნიეს ან ის მეყვავილე ქალი ვინ იყო, საიდან მოვიდა?

- არ ვიცი ვინ არის, მაგრამ აქაც ხშირად მინახავს ეგ ქალი.

- ხვალ მაგ ქალზე, გამირკვიე ყველაფერი.

- გასაგებია უფროსო.

* * *

    სახლში შესვლისას რატი, წინ გადამეღობა მეკითხება როგორ ვიგრძენი თავი, როდესაც ხელზე ბორკილები მეკეთა? მელანო, კუთხეში დგას და დამცინის ამხელა დედექტივი კაცი, ასეთი სისულელის გამო რატო დამიჭირეს? გუგამ, ხელები აწია და თქვა, რომ მე ვერაფერს ვიტყვიო. მაკამ, მითანაგრძნო მითხრა ძალიან შეგვაშინეო. ყველას ეგონა, რომ ეს ვახტანგის ნახელავი იყო, მაგრამ რატომ? ვახტანგი, თავისი ფეხით პროკურატურაში არასდროს მივიდოდა. ყველას ბოდიში მოვუხადე და დასასვენებლად ოთახში ავედი. სოფია, ცდილობს უკან გამომყვეს, მაგრამ ლუკა აკავებს. ხმამაღლა ვიკითხე: _ ქრისტი სად არის? რატი მპასუხობს:_ ოჯახი მოენატრა და მასთან წავიდა. აი, უკვე ჩემს ოთახში ვარ, საწოლზე გულაღმა დავწექი და ვგრძნობ, რომ ყველაზე კარგად ეხლა ვისვენებ. მაკას, უკვე ვასაუბრე, ვთხოვე, რომ გაეხსენებინა მისი ქმრის, გარდაცვალების დღე. სანამ ოთახში ვარ და ვისვენებ, ამასაც გიამბობთ.

* * *
    ვიცი, რომ ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, ისიც ვიცი, რომ ჩემი შეცდომის გამო ეხლა ჩემი შვილები, იტანჯებიან. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა, მეტიც მასზე ძალიან დამოკიდებული ვიყავი. ტრადიციების მოყვარული კაცი იყო. მას უნდოდა, რომ შვილები მე გამეზარდა. მასწავლებელი ვიყავი სკოლაში ლიტერატურას ვასწავლიდი. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. სოფიას, გაჩენის შემდეგ სამსახური მივატოვე, რადგან ძიძის აყვანის საშუალება არ მომცა. ჩემი იმედი არასდროს ჰქონდა, ყოველთვის ეგონა, რომ ვუღალატებდი. ყოველთვის ვიღაცას აბარებდა ჩემს თავს. არ მაძლევდა საშუალებას, რომ მეგობრებთან ერთად დიდი დრო გამეტარებინა, ისინი თუ მოვიდოდნენ ჩემთან ისიც რამოდენიმე საათით. ყოველი კვირის ბოლოს დადიოდა რესტორანში სავახშმოდ ამბობდა, რომ საქმიანი შეხვედრაზე მიდიოდა, არასდროს არავის აცნობდა ჩემს თავს. როდესაც სამუშაოდ ორი წლით წავიდა სხვა ქვყანაში, ჩემი თავი ვახტანგს ჩააბარა, უთხრა: _ ეხლა შენ გაბარებ მათ ისე უნდა მიხედო, როგორც შენს ოჯახს. ვახტანგი, აკეთებდა იმ ყველაგერს, რასაც არ აკეთებდა ჩემი ქმარი. ანებივრებდა ჩემს შვილს, მეც ხშირად მივყავდი სავახშმოდ რესტორანში. იმ ორი წლის განმავლობაში დავიბრუნე მეგობრები, ოჯახთან უფრო მეტ დროს ვატარებდი. ჩემი ქმრის ჩამოსვლამდე დარჩენილი იყო ერთი კვირა. ვახტანგი სიყვარულში გამომიტყდა, მითხრა, რომ არ იქნებოდა დანაშაული თუ ჩვენ ერთად გადავწყვეტდით ცხოვრებას. თავიდან უარი ვუთხარი, შემდეგ დამემუქრა. მითხრა თუ არ გავყვებოდი ჩემს ქმარს, მოუყვებოდა ყველაფერს, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ვაკეთებდი, ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ამ ყველაფერს სათავისოდ აკეთებდა. შემეშინდა და გავყევი. ხოლო, როცა გაიგო, რომ ჩემი ქმარი უკან დაბრუნებას აპირებდა სახლში გამომიშვა. ისე თითქოს არაფერი. წლები გავატარე ტყუილში. ჩემს თავს ვადანაშაულებდი. ქმარს წესივრად თვალებსიც კი ვერ ვუყურებდი. ბევრჯერ ვცადე, რომ სიმართლე მეთქვა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ძალიან ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო, რომ ბიჭი ყავდა. ყველა გეგმას მასზე აწყობდა, მის მომავალზე ფიქრობდა. ლუკა, მაშინ 18 წლის გახდა. ჩემს ქმარმა, ძალიან დიდი დაბადებს დღე გადაუხადა საჩუქრად მანქანაც უყიდა. ლუკა, ძალიან ბედნიერი იყო და ცდილობდა, ეს სიხარული ყველასთვის გაეზიარებინა. ლუკამ, ის ღამე მეგობრებთან ერთად გაატარა. არც სოფია იყო სახლში. ვახტანგი, წლების განმავლობაში არ ჩანდა. უკვე გვეძინა, იმ ღამეს ვახტანგი, ძალიან მთვრალი მოვიდა ჩვენთან. ჩემს ქმარს დაუწყო ყვირილი. _ შენ მე საყვარელი ქალი წამართვი. ამას არ გაპატიებ! გაოცებული ჩემი ქმარი მე მიყურებდა და ამბობდა. _ ძვირფასო, გეფიცები არ მახსოვ ვისზე ამბობს, იქნენ ახალგაზრდობაში გამოგვეპარა რამე. გაუხარდა ჩემს ქმარს, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარი დაბრუნდა და სიხარულით ძლიერ ჩაეხუტა. ვახტანგიმ ხელი კრა, ძალიან მთვრალი იყო და წაიქცა. ჩემ ქმარმა, ხელი მოკიხა და გარეთ ბაღში გაიყვანა, რათა სუფრთა ჰაერი ჩაესუნთქა. შეშინებული გავყევი უკან, მე ხო ვიცოდი არაა, რაზეც იყო საუბარი. ვახტანგი, ისევ აგრძელებ ყვირის. _ ბრმა ხარ მეგობარო, ბრმა ხარ! ჩემი ქმარი, ისევ აგრძელებს სიცილს, უხარია მეგობრის ნახვა. ვახტანგიმ, მე შემომხედა და მეკითხება. _ იცის შენს ქმარმა, რა თბილი ხარ საწოლში? ამ სიტყვების შემდეგ ვახტანგს, ხელი დაარტყა. _მთვრალი ხარ მეგობარო, მაგრამ სიტყვებს დაუკვირდი! როგორ ბედავ ჩემს ცოლზე, ასეთ საუბარს? გავშრი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ცალი ხელით ქმარს ვაკავებდი, ვეხვეწები მთვრალია, თავი დავანებოთ სახლში შევიდეთ. თითქმის სახლამდე შევიყვანე და ვახტანგი იძახის.

- შენ, რომ ორი წლით წასული იყავი შენი ცოლი, ჩემთან იყო ჩემს საწოლში.

- მაკა, რას ამბობს ეს კაცი?

- სიმართლეს მეგობარო. ბიჭი, რომელიც გგონია, რომ შენი შვილია, შენს ცოლს, ჩემგან ყავს.

- საკმარისია! ნუ ურტყავ შეიძლება ასე შემოგაკვდეს! ძალიან გთხოვ შეწყვიტე!

- ერთ მხარეს ჩემი მეგობარი, მეორე მხარეს ჩემი ცოლი. არ მჯერა, გეფიცებით არ მჯერა! მაკა, ეს როგორ გამიკეთე? ამის გაკეთება, როგორ შეგეძლო?

- მაპატიე... ბევრჯერ ვცადე შენთვის მეთქვა, მაგრამ ისეთი ბენიერი იყავი. ლუკას დაბადება ძალიან გიხაროდა. გაგიხარდა, რომ ბიჭი შეგეძინა.

- რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა, რომ ეს ჩემი შვილი არ იყო, არ გავზრდიდი. გული მერევა, თქვენზე გული ძალიან მერევა.

კარებთან თურმე ლუკა იდგა და ეს ყველაფერი გაიგო. ბავშვს, თვალები ცრემლებით აევსო, რადგან მამამისისგან ამ სიტყვებს არ ელოდე. ამ დაძაბულ სიტუაციას კიდევ ლუკას, მოულოდნელი ემორციები დაემატა.

- მაკა, მამაჩემმა, რომელმაც ეხლა გაიგო, რომ მისი შვილი არ ვარ, ნანობს ჩემს გაზრდას. გესმის?! გესმით მამაჩემი რას ამბობს?!

- არა, შვილო არასწორად გაიგე. ის, რაც ეხლა მოისმინე ტყუილია. მოდი ჩემთან!

- არ მოვალ! ვნანობ, რომ დავიბადე და შენი შვილი მქვია!

ამ სიტყვების შემდეგ ჩემს ქმარს გული გაუჩერდა. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი, ცდილობდა ლუკასთან, ურთიერთობა დაემყარებინა, მემუქრებოდა, რომ შვილს, წამართმევდა. სწორედ ამის შემდეგ თავი გიჟად გამოვაცხადე. ჩემს შვილებზე, ვიგებდი ყველაფეს ამაში ჩემი მეგობარი მეხმარებოდა. ის მაწვდიდა ინფორმაციებს მათზე. სოფიას, ხშირადაც ეხმარებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ლუკას და მიუტოვებია და საცხოვრებლად სხვა ქალაქში წასულა. ვიცოდი ყველაფერი, მაგრამ არ ვსაუბრობდი.

* * *

- გაბრიელ, შვილო ქვემოთ ჩამოდი შენთან, ვიღაც ქალია და შენ გკითხულობს.

- მაკა, ვინ არის?

- არ ვიცი შვილო, სახელს არ ამბობს.

- კიდევ თქვენ, რა გინდათ ჩემგან?

- შვილო, მე 27 წლის წინ, ვმუშაობდი საავადმყოფოში დამლაგებლად. იქ, სადაც შენ დაიბადე.

- დაასრულეთ რისი თქმა გინდათ.

- მე დავინახე, როგორ გაყიდეს ბავშვი...










                                                                    ტილოზე გადატანილი სიმართლე



    ჩემი შემოქმედება არის მტკიცებულება იმისა, რომ მე თავისუფალი ვარ. ჩემი სტიქია არის ცეცხლი, ოღონდ მშვიდი, ბუხარში დანთებული. ვარ ემორციული გაცილებით მაშინ თუ საქმე ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებათ. ბავშვობიდან შემეძლო განსხვავებული ხასიათების ადამიანთან, დამემყარებინა მშვიდი, გაწონასწორებული ურთიერთობები. მიყვარს ახალი ადამანების გაცნობა და ყოველთვის ვცდილობ, მასში აღმოვაჩინო, რაღაც განსაკუთრებული, რაც შეიძლება ნებისმერს არ ქონდეს. ბავშვობაშვობაში ძალიან ძუნწი, ეგოისტი ადამიანი ვიყავი, როდესაც მამა, საჩუქარს ჩემს დას უყიდიდა რამოდენიმე საათში მას ნაკუწებად ვანადგურებდი. სოფია, იწყებდა ისტერიკულ ტირილს და გარბოდა მაკასთან, რომ რაც შეიძლებოდა ცუდი ეთქვა ჩემზე. მე კი ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ მამაჩემს, ჩემი დაეჯერებინა. ამაზე სოფია, უფრო განრისხდებოდა და რაც ხელში ხვდებოდა იმას მესროდა. ჩვენი მშობლები, ყოველთვის ჩვენს შორის იდგნენ და აგვარებდნენ ყველა იმ პრობლემებს, რასაც ჩვენი ხასიათებიდან გამომდინარე ხდებოდა. ვერასდროს, ვერაფერს ვერ ვიყოფდით, ჩხუბს ყოველთვის ან ჩემი საყვარელი ნივთი შეეწირებოდა ან მისი, შემდეგ კი იწყებოდა ომი. ომში გამარჯვებულს ყოველთვის მეტი იარა ჰქონდა სახეზე, მუხლზე, ერთხელ ნეკნებიც კი ჩავიმტვრიე. ასეთი იყო ბავშვობა. სოფიას, სასწავლებლად ცოტახით ქალაქიდან გასვლა მოუწია. აი სწორედ იმ პერიოდში ვიგრძენი ძალიან დიდი დანაკლისი. ვხვდებოდი, რომ რთული იყო მის გარეშე ცხოვრება. ერთხელ როცა მონატრებამ ძალიან შემაწუხა. შევედი მის ოთახში, ჩავიცვი მისი საყვარელი კაბა და ვიდეო ზარის მეშვეობით დავურეკე. სოფიამ, თავდაპირველად მისი საყვარელი წითელი კაბა დააფიქსირა, რომლის ღირებულებაც 250 ევრო ღირდა. ყველაფერს ველოდებოდი, რომ დაიწყებდა კივილს, ყვირილს, ისტერიკულ ტირილს, მაგრამ ამას, ნამდვილად არ ველოდი.

* * *

- ეს რა არის ლუკა, რა ჩაგიცვამს?

- არ მოგწონს?

- თავისდროზე უფრო ლამაზი იყო.

- მოიცადე შენ... არც ყვირი, არც ტირი, არც კივილს აპირებ?

- არა, არც ყვირილს ვაპირებ და არც კივილს. დედა როგორ არის, მამა დაბრუნდა?

- ყველანი კარგად ვართ. შენ როდის დაბრუნდები?

- არ ვიცი, შეიძლება აღარ დავბრუნდე.

- არ მითხრა, რომ ისევ პირველი სიყვარული გაგახსენდა.

- აქ, რომ მოვდიოდი აეროპორთში, სხვა ქალთან ერთად დავინახე.

- კარგი რა, სოფია, ძალიან დიდი დრო გავიდა მის შემდეგ. შენი გამკვირვებია კიდევ როგორ გახსოვს მისი სახე.

- თვალები უცინის და ტუჩის კუთხეში ხალი აქვს. ეს ნებისმიერს არ აქვს.

- სოფია, უნდა გავთიშო ბიჭები მეძახიან...

- კარგი მიდი, ოღონდ მანამდე კაბა გაიხადე, ეგრე გარეთ არ გახვიდე...

* * *

    ეს პირველი, ყველაზე თბლი საუბარი იყო ჩვენს შორის, რაც მახსენდება. სოფია, იმ საუბრის შემდეგ სახლში, ერთ თვეში დაბრუნდა. მისმა მეგობრებმა, იდიალური დახვედრა მოუწყეს. მამამ, ფოტოაპარატი აჩუქა, რადგან სოფია, გიჟდება მოგზაურობებზე. ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. პირველად 13 წლის ასაკში, ჩემი ნახატები გამოფენაზე გავიტანე. ჩემი მშობლები, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რადგან ჩემი, რამოდენიმე ნახატიც გაიყიდა. მოგრევებული თანხით ავისრულე დიდი ხნის სურვილი და ვიყიდე ველოსიპედი. იმ დღიდან უფრო გამიჩნდა იმის სურვილი,რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. მე ყოველდღე ტილოზე, გადამქონდა ჩემი ემორციები, სამყაროს მიმართ ადამიანების მიმართ, ტკივილსაც ვხატავდი. ყველაზე მეტად მამის გარდაცვალების გადატანა გამიჭირდა თაბახზე. გამიჭირდა საზოგადოებამდე მიმეტანა ყველა ის ემორცია, რაც იმ ღამეს ჩვენს სახლში მოხდა. მამაჩემი, ჩემთვის იყო ადამიანი მაგალითი. ყველაფერი, რაც ურთიერთობებში არსებობს ყველაფერი ვისწავლე მამაჩემისგან. მამაჩემისგან ვისწავლე, რომ უნდა ვიყო თავმდაბალი ადამიანი და არასდროს არავის არ უნდა ვუყურო ზევიდან სხვას. დავიბადე და ვიცხოვრე 18 წელი. მე მის შემდეგ ვერ ვხედავდი სიცოცხლეს. ვერ ვხედავდი თუ იმის შემდეგ, მამაჩემის დაკრძალვის შემდეგ, არსებობდა სამყარო. იბადებიან და კვდებიან მუდამ, მაგრამ სიცოცხლეშიც? არა! სიცოცხლეში არავი არ არის კვდარი, უბრალოდ ადამიანში, კვდება იმედის ნაპერწკაცი, კვდება! კვლავ და დავიწყებაც მიეცემა ის დღეები, რაც მანამდე იყო.

    იტალიში ჩასვლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, როდესაც გავიგე, რომ საყვარელ ადამიანზე უნდა მეზრუნა. ელენა, დაიბადა და გაიზარდა იტალიაში. დედამისი, მასზე მშობიარობას გადაყვა. მასზე ზრუნვა ვახტანგმა, საკუთარ თავზე აიღო. ელენა, ყველაზე უდარდელი, თბილი გოგონაა. ძალიან მალე ჩემი გული დაიპყრო. სწავლობს, მაგრამ სამუშაოს მისთვის ძალიან დიდი ადგილი უკავია. ურთიერთობები იმაზე მალე ავაწყეთ ვიდრე გვეგონა და ეს ელენას დამსახურებაა.

* * *

- მეგობარო, მე უნდა წავიდე.

- მოიცადე ლუკა, სად მიდიხარ?

- გაბრიელ შვილო, მომისმინეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ქალბატონო, იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ. ჩემთვის ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლუკა, დამელოდე მეც მოვდივარ.

- არამგონია კარგი აზრი იყოს.

- რატო?

- ელენა, ახლა ვახტანგის ხელშია. მე აქ მშვიდა ვერ ვიქნები.

- მესმის შენი, მაგრამ დამიჯერე მას შენი გამოწვევა უნდა. უნდა, რომ ამ ხერხით მასთან მიხვიდე და მერე ისე გატრიალოს, როგორც მას უნდა.

- რა გეგმა გაქვს?

- ეხლა ესე ვერ გაგიშვებ. თომას დაველოდოთ მალე მოვა. სასმენ აპარატს დაგიმაგრებთ.

- არ მენდობით თუ რა ხდება?

- სწორად მიხვდი. კიდევ ერთ გაუთვალისწინებელ შეცდომას აღარ დავუშვებთ.

- აი, მეც მოვედი! ბიჭებო, ელენა რა საყვარელი გოგოა, ძალიან მშვიდია და გაწონასწორებული. ლუკა, მამაშენს შენი ნახატები ჩამოუტანა.

- რა ქნა?

- წავიდეთ მამიკოსთან?

- მოიცადეთ სად მიდიხართ. თომა, მოიტანე რაც დაგაბარე?

- იცით რა მაინტერესებს, წინასწარ, როგორ გაქვთ ყველაფერი გათვლილი, მე ხო ახლახანს გითხარით ელენას, ჩამოსვლის შესახებ?

- ძმაო, ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ.

- კი მაგაში გეთანხმებით.

- ლუკა, თომა იქ იქნება შენს გვერდით. შენ კი, ყველანაირად ეცდები ვახტანგის, ალაპარაკებას. უნდა დაფქვას ყველაფერი.

- ძმაო, გასაგებია, მაგრამ ამას, როგორ მოვახერხებ არ ვიცი.

- ლუკა, თამაში არ მოგიწევს, მოიქეცი ჩვეულებრივად, უბრალოდ ცოტა თბილი იყავი მის მიმართ.

- კარგით, ვეცდები ყველანაირად.

- თომა შენ რა ქენი, დაამონტაჟე სასმენი აპარატი ვახტანგის კაბინეტში?

- კი ძმაო, მაგრამ როგორც ჩანს კაბინეტი, არ არის ადგილი სადაც საიდუმლოდ საუბრობს.

- ილაპარაკებს ძმაო, მალე ალაპარაკდება.

- კარგი მაშინ ჩვენ წავედით მამიკოსთან. გაბრიელ, შენ რას იზამ ჩვენს დაბრუნებამდე?

- მაგიდას გასაყიდად წავირებ.

- ჩემი და გაიყოლე დამიჯერე არ წააგებ.

-ლუკა სერიოზულად? სოფია, ბაზარში გამომყება?

- კი ძმაო, წაიყვანე და ნახავ იქ, რაც მოხდება.

- უნდა მეშინოდეს?

- არა ძმაო, პირიქით წინ ძალიან სახალისო დღე გელოდება. ჩემგან განსხვავებით.

- წადით უკვე დროა და წუწუნს შეეშვით!

* * *

    გაბრიელი ყველაზე მიზანდასახული ადამიანია ვინ კი აქამდე შემხვედრია. ზოგჯერ მაოცებს კიდეც. მან, ზუსტად იცის, რის შემდეგ რა მოყვება. დამარცხების არასდროს სჯერა, რადგან ბოლოს ყოველთვის გამარჯვებული ეს არის. თითქოს ჩრდილშია არ ჩანს, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ეხლა ჩემი ოჯახი, მშვიდად იძინებს და იღვიძებს. დიდი ტრაგედიის შემდეგ გაბრიელმა, მოახერხა და ისევ ერთად შეგვყარა, მე, დედა და სოფია. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ნებისმიერთან შეუძლია გამონახოს საერთო ენა, დაუჯდეს და საათობით ესაუბროს. აი მაგალითად მაკას, არ უყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ როცა გაბრიელს, ხედავს საათობით იწყებენ საუბარს. რამოდენიმე დღე დამჭირდა გამეგო ვინ იყო გაბრიელი, სინამდვილეში, რადგან მის მიღმა კიდევ იმალებოდა ვიღაც, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. შემდეგ დედამ, მითხრა, რომ გაბრიელი, სწორედ ის ბიჭია, სოფია, რომ მთელი ბავშვობა მოთქვამდა და ამბობდა:_ ,,მენატრება!“ მომღიმარი თვალები და ხალი ტუჩის კუთხეში. ძალიან სასაცილო იყო, რადგან მაკასან, საუბრის შემდეგ გაბრიელს, დავსდევდი და ვაკვირდებოდი.

- ლუკა, მოხდა რამე, ეგრე რატო მიყურებ?

- არა არაფერია.

- ლუკა, თუ ღმერთი გწამს, ფეხებში რატო მებლანდები?

- ე, ბიჭო, გაჩერდი რა ერთი წუთი!

- რას აკეთებ? ლუკა, გაიწიე თუ შეიძლება!

- მოიცადე ძმაო, რაღაცას ვეძებ.

- რას ეძებ?

- ხალს.

- აქ რა ხდება? ბიჭებო, მაპატიეთ, მაგრამ აქ ძალიან უხერხულია გოგოები გვიყურებენ.

- რატი მოკეტე! ლუკა, შენ კიდევ გამიშვი ხელი.

- ვიპოვე! ძმაო, ვინ ყოფილხარ შენ მოდი უნდა ჩაგეხუტო!

- არა, არ გინდა!

- ბიჭებო, აქ რა ხდება რა ხმაურია?

- სოფია, ეგ შენს ძმას კითხე.

- დაიკო, ვიპოვეთ! ეს ის ხალიანი ბიჭია, დაკარგული!

- ძმაო, ეგ ხალი მე, დიდი ხანია ვიპოვე უკვე.

- რაც დაა, ის ძმა! მგონი ორივეს გაგიფრენიათ. წავედი უნდა დავიძინო.

- მეც წამოვალ! იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი...

- ლუკა, სხვა დროს იყოს.

* * *

    გაბრიელი, გაოგნებული მიყურებდა ჯერ არ მოვასვენე და უკან დავსდევდი, შემდეგ სახეში დაუწყე ყურება, ხალს ვეძებდი. მოგვიანებით კი ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნდა. რატი, მოვიდა და კვდებოდა სიცილით, გაბრიელს დასცინოდა. ვერავინ ვერაფერს მიხვდა გარდა სოფიასი, მხოლოდ ის მიხვდა მე რას ვეძებდი. სოფიამ, გამიყვნა გვერდით და მიამბო ყველაფერი, რაც ერთად გადაიტანეს. დაგვათენდა კიდეც. თავიდან მეგონა, რომ რომელიმე სცენარის დაწერილ მოქმედებებს მიკითხავდა, მაგრამ არა! ყველაფერი სიმართლე იყო. ჩემ დამ, თავიდანვე იცოდა ვინ იყო გაბრიელი. მარტოობა მობეზრდა და ასეთი მარტივი ხერხით სცადა მასთან დაახლოება, მედალიონიც სპეციალურად დააგდო მანქანაში, რომ მასაც ეცნო ანა. ტყეში გაუჩნარება, ნამდვილ პარანორმარულ ამბებს გავდა, ღამე იყო და თხრობის დროსაც კი შემეშინდა და წარმომიდგენია ის, რადღეში იქნებოდა. სოფია, ფეხბურთს ვერ იტანს, დაიზეპირა გაბრიელის, საყვარელი ფეხბურთელების სახელები, ყველა მისი წარმატებული თამაშები და ასე დაადგა გვიან ღამით სახლში. იცოდა, რომ გავბრაზდებოდი და ამომჭრა ის პერიოდი, როდესაც მასთან გადავიდა საცხოვრებლად. საუბარი, რომ დაასრულა მე ვუთხარი, რომ ვიცოდი იმ ერთ კვირაზეც ვიცოდი ყველაფერი. როდესაც ერთაც ცხოვრობნენ, ოღონდ ამჯერად გაბრიელისგან. არ ვიცი მათი ურთიერთობა ბოლოს, როგორ დასრულდება, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი, ბედნიერებას იმსახურებენ.

* * *

- ელენა, რატომ არ მითხარი, რომ ჩამოსვლას აპირებდი დაგხვდებოდი.

- ძამიკო, როგორ მომენატრე.

- შემომხედე, აბა როგორ ხარ, არ მითხრა, რომ ისევ დიეტაზე ხარ?

- არა ძმაო, ყველაფერს ვჭამ. ხო იცი არ მიყვარს ზედმეტად ცხიმიან საკვებს ვერ ვჭამ. მამამ, მითხრა, რომ აქ არ ცხოვრობ, რატომ?

- ხო იცი თავისუფლება მიყვარს.

- ბავშვებო! როგორ მიხარია ორივეს ერთად, რომ გხედავთ. ლუკა, ელენე, რომ არა, არ მოხვიდოდი მამის სანახავად ხო?

- სააქმეები მქონდა, ეხლაც ცოტახნით ვარ. ელენას, წავიყვან ქალაქი, მინდა დავათვარიელებინო.

- კარგი ოღონს, უკან ჩემი კაცი გამოგყვებათ.

- არ არის საჭირო. ელენას, მეც კარგად დავიცვავ, არაფერი არ მოხდება. საღამოს უკან დავბრუნდებით.

- კარგით შვილო. ლუკა, იცოდე ელენას, ბურგერები არ აჭამო, ხო იცი კუჭის პრობლემები აქვს.

- კარგი გასაგებია.

* * *

- სოფია, მოიცადე სად მიდიხარ?

- გაბრიელ ძვირფასო, მოდი აქეთ დავდგეთ. ვერ ხედავ, აქეთ, არავინ დგას. ჩვენი მაგიდა განსაკუთრებულია, სხვებთან ერთად რატომ უნდა ვიდგეთ?

- ვითომ რატომ?

- აი ნახე, ჯერ ყველა შორიდან დაგვიწყებს ყურებას და მერე ყველა, ჩვენთან მოვა.

- რა ღირს თქვენი მაგიდა?

- 350 ევრო ქალბატონო.

- რა ამბავია 350, ასეთს მაღაზიაშიც კი ვიყიდით.

- ქალბატონო ხელნაკეთია, ამაზე ბიჭებმა, რამოდენიმე დღე იწველეს. მაშინ აქ რატომ ხართ? წადით და უკეთესი მაღაზიაში იყიდეთ!

- ქუჩაში დგახართ და გინდათ 350 ევროდ გაიყიდოთ? შვილო, ძალიან ძვირს აფასებთ 100 ევროზე მეტს არავინ გადაგიხდით.

- ეხლა ამას რაღაცას ვესვრი...

- ძვირფასო დამშვიდდი არ ღირს ყველას გამო ნერვების აშლა. იქნებ მართლა ძვირია 350?

- გაბრიელ, მესმის ძალიან გიყვარს, რასაც აკეთებ, მაგრამ შენი შრომის ფასი უნდა ისწავლო, ასე არ შეიძლება.

- ბავშვებო, რაო რა ღირს თქვენი მაგიდა?

- 350 ევრო ბიძია.

- ვყიდულობ. დაშლა შეიძლება?

- კი, როგორ არა. გილოცავთ მშვიდობაში მოიხმარეთ, სულ ბედნიერი სუფრები გაგეშალოთ.

- შვილო, დააფასე, გვერდით ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ცოლი გყავს.

- მადლობა, მაგრამ...

- იმედია არაფრის თქმას არ აპირებ?

- კარგი ხო ჩუმად ვარ...

- 100... 150, 250 და აი, 350 ევროც. ეხლა რას ვაპირებთ?

- ბავშვთა სახლში წავიდეთ, რადგან იმდენში გავყიდეთ ვიდრე ვვარაუდობდით ბავშვებს, ტკბილეული ვუყიდოთ.

- წამოდი, მე კარგი მაღაზია ვიცი.

- ესეიგი დღეს ჩემ გოგოზე ვარ დამოკიდებული.

- რაო, რა თქვი? გაიმეორე!

- ჩემი გოგო...

* * *

    ელენა, პირველად არის ჩემ ქალაქში, ყველაფერს დაკვირვებით აკვირდება. ამბობს, რომ აქ, გაცილებით ბევრი ხალხია. თავდაპირველად ელენა, ჩემს უბანში წავიყვანე, იქ, სადაც დავიბადე. მე მართალია ბევრი რამ კარგად არ მახსოვს, მაგრამ სოფია, ამაზე ბევრს მიყვებოდა. ალბათ ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ ამ ქვეყანაზე, რადგან მყავს უფროსი და, რომელიც ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა და მყავს უმცროს და, რომელზეც მე უნდა ვიზრუნო. ეხლა ისღა დამრჩენია ისინი, ერთმანეთს შევახვედრო და ერთმანეთს გაუგონ. როცა ყველაფერი დასრულდება და გეგმას სისრულეში მივიყვანთ იქნებ მოხდეც კიდეც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მათი შეხვედრა. არ ვიცი მაკა, ამას, როგორ შეეგუება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ელენას, ხელს არ კრავს. ელენამ, მაინც დაიჟინა და მთხოვა, რომ ბურგერს, მხოლოდ ეხლა შეჭამს და ვსიო. მეც ცდუნებამ ვერ გამიძლო და დავთანხმდი. ბარში შესვლისას მელანო, მომხვდა თვალში, ვიღაც ბიჭთან ერთად იჯდა და ბედნიერი სახით საუბრობნენ. მერე მე რა? უკან გამოსვლა მინდოდა, მაგრამ ელენა, უკვე შიგნით იყო და შეკვეთას აძლევდა.

- ვაა, ლუკა შენ აქ რას აკეთებ?

- შენც, როგორც ჩანს დაკავებული ხარ.

- მელანო ძვირფასო, ეს ბიჭი ვინ არის?

- მაპატიე, გაგაცნობ ეს ლუკაა. ჩემი...

- მეზობელი, მე მელანოს მეზობელი ვარ.

- ლუკა, სად წახვედი? მე შეკვეთა უკვე მივეცი.

- ლუკა, ეს გოგო მეცნობა. მოიცადე... ეს იტალიაში, ბარში არ მუშაობდა?

- გამარჯობა, მელანო მე ელენა ვარ.

- ლუკა, ერთი წუთით გამომყევი რა.

- მელანო, სირცხვილია ბიჭი გელოდება. თან შეხედე, შეხედა რა როგორ გიყურებს.

- მოიცადე, ამ გოგოს აქ რა უნდა?

- რა შენი საქმეა.

- ძამიკო, მოდი შეკვეთა მზად არის!

- რაო, რა თქვა? ელენა შენი...

- ელენა ჩემი დაა. არაფერი მკითხო დანარჩენზე სახლში ვისაუბრებთ.

- ისე, რომ იცოდე ის ბიჭი, ჩემი ბიძაშვილია.

- კარგია, მაგარიაა...

- რაა?

- არაფერი, საღამოს შვხვდებით.

* * *

    აი, უკვე საღამოს 7 საათია. მე და ელენამ, უკვე ვჭამეთ და ვახშმობაზე უარი ვთქვით. ეხლა კი დროა გეგმის განხოციელება დავიწყოთ. ცნობილი მხატვარი_პაბლო პიკასო ამბობდა: _ ,, ფერწერა ბრმების საქმეა. მხატვარი ხატავს არა იმას, რასაც ხედავს, არამედ იმას, რასაც გრძნობს.’’ ტილოზე გადატანილი სიმართლე. ასე დავაქვი ჩემს ცხოვრებას. ვინმეს ჩემს სარდაფში, რომ ენახა ისტორია, რომელიც ტილოზე მაქვს გადატანილი დღეს სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებდა. ბევრჯერ ვცადე ეს სააშკაროზე გამომეტანა, მაგრამ ყოველთვის იყო ვიღაც, ვის გამოც თავს ვიკავებდი. ელენა, გიჟდება მამამისზე, ისე როგორც, ერთ დროს მე ვგიჯდებოდი მამაჩემზე. ელენა, ეხლა სწორედ იმ ასაკშია, როდესაც მე ვიყავი მამის, გარდაცვალების დღეს. ელენა, ყველაზე უდანაშაულო ადამინია, ამ, არეულ-დარეულ, კრიმინალურ საქმეში. ვახტანგი, კაბინეტშია შესვლა არ დამჭირდა თავად დამიძახა.

* * *

- შემოდი ლუკა უნდა ვისაუბროთ.

- საინტერესოა რაზე უნდა ვისაუბროთ. რა უნდა მითხრა, რაც აქამდე არ გვითქვამს.

- ვიცი, რომ შენს დეტექტივს, შეეკარი და ჩემი დაპატიმრება გინდათ. აიღე! გამომართვი ეს სასმენი აპარატი და გაბრიელს გადაეცი, რომ ციხეში ჩაჯდომას არ ვაპირებ.

- აპარატი გამორთულია, ეხლა კი შეგვიძლია ვისაუბროთ.

- შეხედე ელენას, რა ბედნიერია მამასთან ერთად და შენ გინდა, რომ ეს ბედნიერეა მას წაართვა.

- ორი წლის წინ, მე რო წამართვი ბედნიერება ეს არაფერს ნიშნავს?

- ის უბედური შემთხვევა იყო. მამაშენი მე არ მომიკლავს.

- საკმარისია... გაჩუმდი! ჩემი თვალით დავინახე, რომ მამას, სასმელში წამალი ჩაყარე. იცოდი, რომ იმ წამლის შემდეგ ექიმი, იტყოდა, რომ გულით გარდაიცვალა. მამაჩემი, შენ მოკლალი! მკვლელი ხარ!

- შვილო, ტონს დაუწიე! ძალიან გთხოვ ელენა, გაიგებს. მამაშენმა, საყვარელი ქალი წამართვა. მამაშენი, მაკას ღალატობდა, სხვა ქალი ჰყავდა. მას ზედაც არ უყურებდა. მაკა ჩემთან ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ქმრის ეშინოდა. ხო, მოვკალი მამაშენი, მე მოვკალი, მაგრამ მაშინ მე, უგონოდ მთვრალი ვიყავი, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. მაკა ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი, როცა მის გვერდით სხვას ვხედავდი.

- საკმარისია... მე მივდივარ!

* * *

- აბა რა ხდება?

- ვახტანგმა, კაბინეტში აპარატს მიაგნო, მაგრამ ყველაფერი ტელეფონით ჩავიწერე.

- ძალიან კარგი. თომა, პროკურორს დაურეკე. უკვე დროა...

- გაბრიელ, ისე გააკეთეთ, რომ ელენა არ დაზარალდეს.

- ლუკა შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები