ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2019


იუდას ამბორი

შუქმოკლებული ბანერებივით ციმციმებენ
დაგლეჯილ ფირებად მორონინე მოგონებები,
მონდრიანის წითელ ხესთან
მილეული საღამოები,
აკოლადებად მოფარფატე თოლიები
და უდედოფლო სასახლეებში
ლანდებივით მოხეტიალე ნაფეხურები,
მთვარის ბილიკზე დაკრეფილი ბეგონიები
შენს კაბაზე ნაქარგებად ამოპარული,
დაშაშრულ ზღვასთან ქვიშნარიან სასთუმალებში
ღამენათევი დედის ჩაფლული გულის ფიქრები,
ქარიშხლებისას წერილმობმული ზარნაშოები,
უკუნჩაღვრილი ღამეებისას
ვამპირული ტრფიალებანი,
მასკარადებზე შეუმოსავი პირსახეები
შემობურვილი ღალატისფერი პირბადეებით,
ღამის სიზმარი თეთრ კაბაში, თეთრი ვუალით
და ზმანებაში აღმოხდენილი უტყვი უარი
შენი ბაგედან ცხადოვნებაში შხამად ჩაღვრილი,
მე მითრიდატე ევპატორივით თასცარიელი
სასახლის ქვებით ამოყორილ ლანდად ვიქეცი.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები