ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                            განშორება

    ჩემი პროფესია სკოლის დასრულების შემდეგ ავირჩია. მაშინ ვიცოდი, რომ უბრალოდ ვიქნებოდი ძალიან წარმატებული. შევძლებდი ხალხის დახმარებას და იმ საქმის ბოლომდე მიყვანას, რომელსაც დავიწყებდი. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი პროფესიით ზიანს ჩემს საყვარელ ადამიანებს მივაყენებდი. საკუთარ თავზე წერა დიდი ხანი არაა რაც დავიწყე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროსაც ამას სხვების მოისმენს, სხვაც წაიკითხავს. წერის დროს გრძნობებს, ემორციებს, საკუთარ თავს, გაცილებით კარგად ვხედავ. არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს თუ პირიქით, მაგრამ თომას, გეგმამ გაამართლა და გუშინ ღამით ვახტანგი, საკუთარ სახლში მკვლელობის მუხლით დააკავეს. უკვე 24 საათია დაკითხვაზე ჰყავთ. ამაში მონაწილეობა პროკურორმაც მიიღო. ვიდეო, რომელიც თომამ, ლუკას ტელეფონში წაშალა, სამუდამოდ არ გაუნადგურებია. მან ვიდეო მნეხსიერების ბარათზე შეინახა. ვახტანგის, დანაშაულობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მას, უკანონოდ გადააქვს საქონელი საზღვარზე, ატყუებს უამრავ მოვაჭრეებს. სტუდენტებს ფულს უხდის და როცა ბავშვები ხვდებიან, რომ ეს დანაშაულია. ვახტანგი, მათი მშობლების მოკვლით, ან მისი პატარა და ძმით ემუქრებოდა. ამბობს, რომ ასეთი მხოლოდ მაკას, დაკარგვის შემდეგ გახდა, თუმცა ამ ყველაფერს არანაირი გამართლება არ აქვს. პროკურორმა ხელი ჩამომართვა და მითხრა:_ ბრავო დეტექტივო, საქმეს კარგად გაართვით თავი. მადლობა გადავუხადე და ლუკასთან ერთად დავტოვე პროკურატულა. ლუკა, დათრგუნულია, თუმცა თავს გაცილებით მშვიდად გრძნობს. ეხლა ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე. თითქმის ყველა, კუნძულს ტოვებს. ყველა თავ-თავის თავის საქმეებს უბრუნდებიან. გუგას, ორ კვირაში ქორწილი აქვს და მშობლებს ელოდება. მელანო, მივლინებით პარიზში მიდის. რატიმაც, იყიდა ბილეთები და საღამოს მიემგზავრება. სოფია, ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდება. საოცარია არა? ყველაზე რთულ პერიოდმა ერთად გაგვაერთიანა და ეხლა, როცა ყველაფერი კარგად არის არ გვინდა განშორება. სახლში შევდივარ და ვხედავ, რომ მაკამ, ვახშამი კიდევ ერთხელ მოამზადა, თუმცა ამჟამად გამოსამშვიდობებელი. მაკასგან გავიგე, რომ სახლში, დიასახლისები თავადაც ამზადებენ ვახშამს. ნინოსგან ეს დიდი ხანია მიგვრძვნია. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ, მაკა, ყოველ დილით ცდილობდა, რომ ბიჭებისთვის, მოწესრიგებული პერანგები დაეხვედრებინა და ამასთანვე გემრიელი საუზმე. დავჯექი მაგიდასთან, ყელში ისევ ვგრძნობ ბურთივით დაგროვილ დარდს. ო, რა ძნელია განშორება. ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს. ჩვენ ერთად, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. ლუკა, დანახვის დღიდან ცივი იყო ჩემს მიმართ, თუმცა როცა გაიგო, რომ მეც ერთ-ერთი ვიყავი მისი უბნიდან, ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალა. ქრისტის, თმის დაბრუნებასთან ერთად ყოვედღე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ისეთი აღარ არის შეიცვალა. სოფიას, ნდობაც კი მოიპოვა. ეხლა ისინი მაგიდასთან გვერდიგვერდ ზიან და დუმილით ერთმანეთს უღიმიან. გუგა, გაუდმებით ტელეფონს უყურებს და მის საცოლეს სწერს. გაგიკვირდებათ და რატიც, გაირინდა ხმას აღარ იღებს. ყველამ ვიცით, რომ ვახშამობის შემდეგ ავდგებით და წავალთ. ასეთი დუმილი მხოლოდ განშორების დროს არის. არ იცი, ასეთ დროს რა უნდა თქვა. ზიხარ ჩუმად და სიტყვებს ვერ პოულობ, რამის ასახსნელად. უკვე ათი წუთი გავიდა, რაც სავახშმოდ დავჯექით, თუმცა ყველას თეფში, ჯერ კიდევ სუფრთაა. მაკა ამბობს:_ კარგით რა ბავშვებო, ჭამეთ რამე საჭმელი უკვე გაცივდა. დუმილს რატი არღვევს და საუბარში ერთვება:_ კარგი რა, ეს რა სახეებია? ვიცით, რომ ძალიან მოგენატრებით, მაგრამ ასეც ნუ დაიღლით თავს. უახლოეს მომავალში ისევ ვაპირებ დაბრუნებას.

* * *

- მართლა? უკან მართლა დაბრუნდები?

- კი ქრისტი, თუ ჩემი უფროსი, თქვენს ქალაქში გამომიშვებს ინტერვიუს ჩასაწერად. თორე ისე ნამდვილად აღარ ვაპირებ აქ დაბრუნებას.

- მოიცადე ძმაო, რა გამოდის შენ ჩემს ქორწილში ვერ იქნები?

- ქორწილი, რომელიც მინიმუმ 200 კაცისგან შედგება, სადაც უმრავლესობას შენც კი იცნობ, შემდეგ ყველა შენს საკოცნელად წამოვა, ლოყებზე კოსმეტიკის აუვარებელი ნაკვალევი გექნება, შემდეგ თამადა მოვა და პირში ჩაგამთქნარებს, გეტყვის: _შვილო, რამხელა გაზრდილხარ, არადა მახსოვს ტიტველი დარბოდი ეზოში, შემდეგ შენი ნათესავები გაიხსენებენ შენს უბედურ ბავშვობას... არაა! ღმერთო, წარმოვიდგინე... მადლობა, მაგრამ ჯობია წავიდე.

- ჩემთვის ყველაფერი სულერთია. მთავარია, რომ მალე ნატა, ჩემს გვერდით იქნება.

- როგორ არ შემიძლია ეს რომანტიკა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჭამას ვიწყებ ძალიან მშია.

* * *

  შენს ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც თავიდან იწყებ ცხოვრებას. ერთი ეტაპიდან გადადიხარ მეორეზე, შემდეგ მესამეზე და ასე გრძელდება იქამდე სანამ არ მოიკოჭლებ, თუმცა არის შენ ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტები, რომელიც ხშირად გახსენდება და სურვილიც გიჩნდება, რომ დაბრუნო. გიჩნდება სურვილი უკან დააბრუნო დრო და გააჩერო იქ, სადაც ყველაზე კარგად გრძნობი თავს. განშორებამ კი ყველაზე მეტად შემაყვარა ისინი დამანახა, რომ ისინი, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფას ადამიანებად იქცნენ. ისინი, ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ. ეხლა კი, როცა ვხედავ, როგორ წამოდგა ყველა მაგიდიდან სოფიას გარდა ის მჭირდოდ მიეკრო სკამს და ადგომის სურვილი არ აქვს. ბიჭებმა, ჩემოდნები უკვე მანქანაში ჩააწყვეს. ყველაზე ემორციული მაინც მაკაა, ცრემლები წამოუვიდა და ამბობს:_ ბავშვებო, არ ვიცი თქვენს გარეშე რას ვიზამდი. გაბრიელ, მადლობა შვილო შენ, რომ არა ეხლა ჩემი შვილები ასე მშვიდად ვერ იქნებოდნენ. შენ, რომ არა სოფია, არ მაპატიებდა ვერ გამიგებდა. მეტიც შეიძლებოდა ის ჩემგან წასულიყო. საჭმელი მაცივარშია თუ მოგშივდება ჭამე. ჩვენთანაც ხშირად მოდი არ დაგვივიწყო. მელანო, გუგა, რატი, ქრისტი ბავშვებო, თავს გაუფთხილდით. ყველანი, ძალიან შემიყვარდით. მის სიტყვებზე გოგოებმაც ტირილი დაიწყო მელანო, გაიქცა და მაკას ჩაეხუტა. :_ მაკა, დეიდა დაგვპირდით, რომ ხილის ტორტს ისევ გამოგვიცხობთ. მაკა, ცრემლს თვალებიდან იწმენდს და ღიმილით პასუხობს:_ ჩემო ლამაზო, გპირდები შენი ნიშნობისთვის ტორტს, მე მოვამზადებ. მელანომ ლუკას გადახედა და ორივეს გაეღიმათ. ქრისტი, რატისთან ერთად დგას და არ ვიცი რაზე საუბრობენ. აი, უკვე ყველა მანქანაში ჩასხდნენ და მხოლოდ სოფია დარჩა. ნელი ნაბიჯებით მე მიახლოვდება და ამბობს:

* * *

- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. შეხედე ყველა დათრგუნლია.

- მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

- ცოლად მომიყვანე.

- რაა, ხუმრობ ალბათ არა?

- არა, არ ვხუმრობ. გასაგებია, შენ არ გინდა.

- არა, მე მინდა, მაგრამ... ესე არა.

- კარგი მაშინ მე წავედი.

- მიდიხარ?

- კი, გაბრიელ მივდივარ.

- არ გინდა ცოტახანს ისევ დარჩე?

- ძვირფასო, აქ, თითქმის ორი კვირაზე მეტია, რაც ვართ.

- მერე რა, ცოტახანს კიდევ დარჩი.

- სოფია, წამოდი მივდივართ!

- წავედი, ლუკა მეძახის.

- მიყვარხარ და იცოდე მალე გნახავ.

- მეც მიყვარხარ.

* * *

  შემოვტრიალდი და მხოლოდ, მე და სიცარიელე დავრჩით. მესმის მხოლოდ წყლის ხმა, ვხედავ მხოლოდ ცარიელ სახლს და კარებთან დატოვებულ ბურთს. ბურთი, რომელიც ბიჭებმა, სარდაფიდან ამოიტანეს და ყოველ საღამოს ვთამაშობდით. ცარიელ სახლში ისევ ტრიალებს მაკას, მომზადებული გემრიელი ვახშამის სურნელი. ჩამოვიარე ყველა ოთახის კარი, დაკეტილია, ვეცადე შემეღო და ყველა სათითაოდ მენახა. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ მოხურული კარის მიღმა აღარავინ დარჩა. ამაში მინდოდა დავრწმუნებულიყავი. განა როგორი არის განშორება? საყვარელი ადამიანების განშორება. სულ რამოდენიმე წუთი გავიდა, რაც ყველამ ეს სახლი დატოვა, ყველაფერი კარგად არის. მთავარი დამნაშავე დაკავებულია და მალე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მის განაჩენზე. თუმცა მე, გულის სიღრმეში არ ვარ მშვიდად, მაინც მგონია, რომ კიდევ, რაღაც მოხდება და ეგრევე მათზე ვიწყებ ფიქრს. წასვლისას სოფიამ მითხრა, რომ მეც დამეტოვებინა აქაურობა და ქალაქში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე, მაინც აქ დარჩენა ვარჩიე. აი, შევაღე პირველი ოთახის კარი. ამ ოთახში, მაკას და სოფიას ეძინათ. ოთახში სოფიას, სუნამოს სურნელი ისევ ტრიალებს. სარკესტან პატარა წერილები მიუკრია წარწერებით: ,, ვიცოდი, რომ პირველად, ჩვენს ოთახში შემოხვიდოდი.“ ,, ეს განშორებაც მალე გაივლის და მალე, ისევ ერთად ვიქნებით.“ ,, არ დაგავიწყდეს მე შენი საცოლე ვარ.“ ,, ანა, მხოლოდ გაბრიელისთვის.“ აქ, კიდევ ბევრი წერილებია ყველას ვერც დავწერ. შემდეგი ოთახი ბიჭების იყო. აქ, ლუკას და რატის ეძინათ. გუგა იშვიათად რჩებოდა ჩვენთან. ეს მელანოს ოთახია მართალია დიზაინერია, მაგრამ მან, თავისი ოთახი, სახლის აშენებამდე გათვალა. ქრისტიც, როცა რჩებოდა მელანოსთან ერთად იყო ოთახში. მე? მე სად მეძინა? მე, როგორც ყოველთვის მისაღებში დივანზე. სიმარტოვე ყველაზე ცუდი განცდაა, რაც კი რამ არსებობს. გვერდით გყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მაგრამ შენ მაინც მარტოსულად გრძნობ თავს.

  ამბობენ, რომ მაისში დაბადებულები ადამიანები, არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას. ამ თვესი დაბადებულებს, კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზიის, წარმოსახვის, ასევე ქვეცნობიერის წვდომის უნარი. ვარდობისთვე ტყუილად კი არ შეარქვეს, ამ თვეს, ჩვენმა წინაპრებმა, ზუსტადაც რომ ვარდთან ასოცირდება წმინდა, გულწრფელი და ამაღლებული გრძნობები, მაისია ის კულმინაცია, როცა გაზაფხულის შემობრძანებით გამოღვიძებულ და გაძლიერებულ რომანტიკულ განწყობას ვიმკის, სითბოთი, სიხარულითა და სიყვარულით გაჯერებულს, გულიც რაღაცნაირად სხვანაირად, მართლაც განსაკუთრებულად, დადებითი ემოციებით აღსავსე გვიცემს ყველას, უფრო მეტად იმედიანი განწყობით ვიმუხტებით და მთელი შემართებით ვაგრძელებთ ბედნიერი მომავლის აშენებას. წვიმები უხდბა მაისს, ვარდებს უხდება წვიმა, შეფოთლილ ხეებს უხდება წვიმა. ამ დროში ჩვენ, ადამიანებს, კარგად შეგვიძლია გრძნობების აღრთქმა, ამაში კი ბუნება ძალიან გვეხმარება. მე მიყვარს, შეყვარებული ვარ ქალზე, თანაც ძალიან დიდი ხანია. ანა, არის ადამიანი, რომელმაც ეს სამყარო კიდევ უფრო შემაყვარა და დამანახა, რომ რატომაც არა ყველას შეგვიძლია, რაღაც ისეთის გაკეტება, რაც ოდესრაც აბსურდად მიგვაჩნდა. ეხლა დავრწმუნდი, როცა შეყვარებული ხარ არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს ზომა, წონა. შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ, რადგან შეყვარებული ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალზე, რომელსაც ქვია ანა. არ წარმოგიდგენია დღე მის გარეშე, არ წარმოგიდგენია დილი მის გარეშე, ჭამა და საერთოდ არსებობა არ წარმოგიდგენია მის გარეშე. მაისმა კიდევ ერთხელ მასწავლა სიყვარული. სიყვარულმა კი მეტად თავდაჯერებული გამხადა. საქმის, ურთიერთობების წინაშე. ისევ დივანზე ჩამძინებია უკვე ღამის 10 საათია. დრო ისე გავიდა ვერ მივხვდი. ტელეფონზე თომას, რამოდენიმე გამოტოვებული ზარი ვნახე. გადარეკვა დავაპირე თუ არა ის, უკვე ჩემთან იყო ჩემს სახლში.

* * *

- სად ხარ? გირეკავ რამდენი ხანია.

- რა ხდება, ხო მშვიდობაა?

- კი მშვიდობაა, ჯერჯერობით მშვიდობაა.

- რას ქვია ჯერჯერობით?

- ვახტანგი, ციხიდან გაიქცა.

- რაა, ეგ როგორ მოხდა?

- არ ვიცი, მაგრამ ამაში ვიღაც დაეხმარა. ამას მარტო ვერ იზამდა.

- სოფია! სოფიას უნდა დავურეკო.

- არ გინდა უკვე ველაპარაკე ისინი, კარგად არიან.

* * *

- ძვირფასო, როგორ ხართ? ვინმე ხო არ გემუქრებათ?

- გაბრიელ ძვირფასო, რა ხდება მშვიდობაა?

- ვახტანგი ციხიდან გაიქცა...

- ხელი გაუშვი! ჩემს შვილს ხელი გაუშვი!...

- ალო... სოფია, რა ხდება? ხმა ამოიღე! თომა, ის იქ არის მათთან არის სახლში.

- კარგი დამშვიდდი, რამეს მოვიფიქრებთ.

- ძმაო, მოსაფიქრებლად დრო არ გვაქვს ის, იქ არის გესმის?!

* * *

  ჩვენ ვფიქრობთ, რომ განშორება ერთი ნაბიჯით გვაახლოებს, იმ ადამიანთან, ვინც გვიყვარს. გულის სიღრმეში, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი, ასე მშვიდად არ ჩაივლიდა და კიდევ მოხდებოდა რაღაც. ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო? ვახტანგი, ციხიდან გაიქცა და ტყვედ სოფია, აიყვანა. სოფიას სახლში მისულს სასოწარკვეთილი მაკა დამხვდა. ლუკა, ადგილს ვერ პოულობს ცდილობს თავი ხელი აიყვანოს, მაგრამ არ გამოსდის. ტელეფონზე ვიდეო ზარია, როგორც კი ვუპასიხე სოფიას, სახეს ვხედავ ის სკამზეა მიბმული და პირი აქვს აკრული. ცდილბს, რაღაცის თქმას, მაგრამ არ გამოსდით. თვალები ცრემლებით აქვს სავსე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სახელს წარმოსთქვამს. დახმარებას ითხოვს და ვერ ვეხმარები. ვახტანგი, კამერას მისკენ ატრიალებს და მეუბნება:

- დეტექტივო, ყველაფერი არასწორად, რომ არ გაგეთვალათ ეხლა ყველაფერი ასე არ იქნებოდა.

- იცოდეს სოფიას ერთი თმის ღერიც თუ ჩამოუვარდება...

- მშვიდად დეტექტივო, მშვიდად... ეხლა ყველაერს ისე გააკეთებ, როგორც მე ვიტყვი.

- რა გინდა, რომ გავაკეთო?

- ყველანაირ ჩანაწერს გაანადგუბ, რაც ჩემს წინაარმდეგ არის და გააკეთებ ყველაფერს, რომ სუფრთა გამოვჩნდე.

- მამაჩემი, შენ მოკალი რა სისუფთავეზე საუბრობ! სოფიას, თავი დაანებე ის არაფერ შუაშია...

- ლუკა არ გინდა...

- მე ჩავიწრე შენი საუბარია, ჩემი ბარლია მე გადავეცი შენი თავი პოლიციას.

- შვილო, მამას ეს რატომ გაუკეთე?

- შენ მამაჩემი არ ხარ! მამაჩემი მოკვდა.

- ბევრი დრო არ მაქვს. დეტექტივო 24 საათი გაქვთ დრო ან გააკეთებთ ყველაფერს ან სოფია მოკვდება.

- კარგი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. არ გათიშო! სოფია დამანახე... ჩემო ლამაზო, არ იტირო ყველაფერი კარგად იქნება. მალე მოვალ და წამოგიყვან გესმის?! არ იტირო გთხოვ...

* * *

- როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ლუკა დამშვიდდი, მართალია დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა მოვასწროთ. ერთი წუთით გარეთ გამომყევი.

- გარეთ რატომ გამოვედით?

- ოთახში კამერაა, ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს მის დავალებას ვასრულებთ.

- გაბრიელ, მის დავალებას თუ არ შევასრულებთ ჩემს დას მოკლავს.

- კი, კი მის დავალებას შევასრულებთ, მაგრამ ძალების თანხლებით. მას დაუმტკიცებთ, რომ მის დავალებას პირნათლად ვასრულებთ. ვიდეოში მატარებლის ხმა ისმოდა სავარაუდოდ ახლოს არის შორს ვერ წავიდოდა სკინიგზის სადგურთან მიტოვებული ვაგონები, რომ არის იქ იქნებიან. თომა, შენი დახმარება დამჭირდება პროკურორს დაურეკე და ამ ამბის შესახებ შეატყობინე, უთხარი, რომ მის დახმარებაც დამჭირდება. სოფია, იმ არანორმარულისგან უნდა დავიხსნათ.

- გასაგებია ძმაო, მაგრამ მაგას, როგორ უნდა დაუმტკიცოთ, რომ ჩანაწერებ განადგურებულია.

- სწორედ ამიტომ მჭირდება პროკურორის დახმარება. ვახტანგმა, ოთახში კამერა დაამონტაჟა ჩვენც ამის საშუალებით დაუმტკიცებთ, რომ ჩანაწერებს ვანადგურებთ.

- კარგი მაშინ მე წავალ პროკურორს მოვიყვან.

- წამოდი ლუკა, ჩვენ შიგნით შევიდეთ და როგორც შევთანხმდით.

- ყველაფერი გასაგებია.

* * *

  დრო უფრო იწელება თავჩაღუნული ვზივარ და არ ვიცი რა ვქნა. გამუდმებით წარმოვიდგენ იმ სურათს რაც 20 წუთის წინ იყო. ვხედავ სოფია, როგორ ცდილობს ჩემი სახელის წარმოთქმას. პირი აკრული აქვს და თვალებში ცრემლები აქვს შიშის. ეშინია, რომ ეს არის მისი დასასრული, გონია, რომ ვეღარ ნახავს მის ოჯახს. წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს თუ ყველაფრი უარესეობისკენ წავიდა. ვზივარ და ვფიქრობ დიდი ხანია გეძებდი და ეხლა, ესე მალე ვერ დაგკარგავ. ვზივარ და შენი გადარჩენისთვის ვფიქრობ. ნუთუ შეიძლება ასეთ ადამიანის ხელში წყდებოდეს ჩემი საყვარელი ქალის სიცოცხლე? ნუთუ შეიძლება ყველაფერი 24 საათის განმავლობაში გადაწყდეს მისი სიკვდილს სიცოცხლის საკითხი? შეუძლებელია! ჩემს თავს ხმამაღლა დაუწყე ყვირილი და ამასობაში თომამ პროკურორიც მოიყვანა, როგორც ჩანს გზაში უკვე გააფთხილა.

* * *

- პროკურორო, გავიგე დამნაშავე ციხიდან გაქცეულა.

- კი და უკვე ვეძებთ. აქ, რატომ მომიყვანეთ?

- კარგი კითხვაა... ჩვენ გვინდა, რომ საჩივარი უკან გავიტანოთ.

- ეგ არ მოხდება.

- საჩივარი მის სახელზე ამ ოჯახმა შემოიტანა და ამ ოჯახის სურვილია საჩივარი უკან გააქვთ.

- გასაგებია, მაგრამ საქმე სასამართლოს უკვე გადავეცით.

- დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

- არ ვიცი, მაგრამ ვეცდები. შეგიძლიათ კომპიუტერი მათხოვოთ?

- კი რათქმაუნდა.

- საქმე ჯერ კიდევ ჩვენთან იყო პროცესი უკვე შევაჩერე, მაგრამ დეტექტივო, გაფთხილებთ ეს თამაში არ არის.

- პროკურორო, ვინ გითხრათ, რომ მე ვთამაშობ. ანუ, თქვენ ამბობთ, რომ საქმე მოგვარებულია?

- დიახ, მის სახელზე, არანაირი მტკიცებლება აღარ არსებობს.

- კარგით მაშინ გაგაცილებთ.

- მე მგონი დამაჯერებელი ვიყავი არა?

- კი, ნამდვილად გამოგვიდათ. გმადლობთ დახმარებისთვის.

- ხალხი იქ უკვე გაუშვით ეძებენ, თუ რამეს ვიპოვით შეგატყობინებთ.

- დამელოდეთ, მეც თქვენთან ერთად წამოვალ. თომა, შენ აქ დარჩი მაკა, მარტო არ დატოვო.

- მეც მოვდივარ!

- ლუკა, არამგონია კარგი აზრი იყოს.

- სოფია ჩემი დაა, აქ, ასე მშვიდად ვერ ვიჯდები.

- მოიცადეთ ვახტანგი რეკავს.

* * *

- დეტექტივო, როგორც ჩანს სწრაფი ტემპით მიიწევთ წინ.

- ჩანაწერები წაშლილია, ჩვენებაც უკან გამოვიტანეთ. ეხლა შენი ჯერია გვითხარი სად არის სოფია?

- ამ კითხვაზე პასუხის მიღება ესეთი მარტივი არ არის. ჩემთვის, კიდევ უნდა გააკეთოთ რაღაც.

- თავში ძალიან ხო არ აგივარდა?! მითხარი დროზე, სად გყავს სოფია?

- გეტყვი თუ მაკაც, შენთან ერთად წამოვა. არ გაბედოთ, პოლიციის უკან გამოყოლა არ გაბედოთ! თორე ხო იცით ამას, რაც მოყვება.

- კარგი მითხარი მისამართი სად ხართ?

- მისამართს შეტყობინების სახით მოგწერ. შეხვედრამდე...

- ეს რა არის? ეს არ არის სწორი მისამართი კიდევ მეთამაშება. ძებნა გააგრძელეთ დრო ცოტაა. ლუკა, თომას დაურეკე მაკა სახლიდან გამოიყვანოს და უბრალოდ მანქანაში ჩაჯდეს კამერას მოშორდება და დარწმუნდება, რომ მის დავალებებს პირნათლად ვასრულებთ.

- უფროსო იმ ვაგონში სინათლე ანთია.

- მივდივარ!

- მოიცადე გაბრიელ, მარტო ვერ წახვალ სახიფათოა.

- პროკურორო, ჩემზე ნუ იდარდებთ კარგად ვიქნები.

- ბიჭეებო, აქეთ! აქ ვიღაც არის!

- ღმერთო, ეს სოფიაა... გამატარეთ! სისხლისგან იცლება, სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ.

- ძმაო, ჩემი და ცოცხალია?

- ლუკა, ცოცხალია გესმის ცოცხალი! სოფია, არ მიგვატოვებს ის ძლიერია. ვინმე რეკავს სასწრაფოში?! არა ამას ვერ დაველოდები საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ.

- ეს როგორ მოხდა მან ხომ 24 საათი ხომ მოგვცა დრო.

- ლუკა, ეხლა ამაზე სასაუბროდ დრო არ არის! ის უბრალოდ... მანიაკია ყველაფერი უკვე ჩადენილი ჰქონდა და ჩვენ გვეთამაშებოდა. მას, მაკას გარდა არავინ სჭირდება, არ შენ...

* * *

  სარდაფი, კიბეები, სკამზე მიბმული ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გონება დაკარგული ჰქონდა, მაშინ სოფია მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ძლიერია ამასაც გაუძლებს. გვერდიდან არცერთი წუთით არ მომშორებია. ჩემივე ხელებით, საკეცზე, ამჯერად საყვარელი ქალი დავაწვინე. მისი სისხლი ჩემს მაისურსაც აქვს. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. ექიმები, ძლივს ცდილობენ ჩემს დაკავებას. მინდა შევიდე მის გერდით ვიყო. ისევ წყეული თეთრი დერეფანი და გამჭვირვალე მინა სოფიამდე. ექიმები, აწვალებენ ვერც კი ვხვდები, რას აკეთებენ. თვალები დამიბინდდა, თვალწინ მხოლოდ სოფიას, მომღიმარი სახეს ვხედავ. ჩემი მაისური აცვია და ჩემს გამოწვევას ცდილობს მე ვუახლოვდები და ვეუბნები. ,, ანა, შენ არ გაქვს სიკვდილის უფლბა! გიპოვე და შენს დაკარგვას არ ვაპირებ.“ მოგვაინებით ექიმი გამოდის და ამბობს, რომ ტყვია საკმაოდ ღრმად არის და ოპერაციაა საჭირო. ჩუმად ვარ ვუსმენ, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროა. სოფია უნდა გადარჩეს! აი, უკვე გამოიყვანეს. მოკუმული ხელი გაშალა და გვერდზე გადააგდო. დავიწყე ყვირილი. უშველეთ, დაეხმარეთ! სოფია ცუდად არის! ჩემს დაკავებას კვლავ ექიმები აგრძელებენ დამამშვიდებელი გამიკეთეს და მითხრეს, რომ მალე კარგად იქნება. ლუკა, წავიდა ვახტანგის ეძებს მისი მოკვლა უნდა. ეხლა ის ძალიან სასოწარკვეთილია და ყველაფერზეა წამსვლელი. დერეფანში ჩემი მეგობრების ხმა შემომესმა, ხელით მაკა მოჰყავთ, ძალაგამოცლილია, თვალები ტირილისგან ჩასიებია. მოდის და მეკითხება: _ შვილო მითხარი ჩემი გოგონა, კარგად იქნება? ამასობაში ექიმით გამოვიდა და ამბობს:_ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მდგომარეობა სტაბილურია ეხლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებულია. ღრმად ჩავისუნთქე და ვთქვი: ,,ჩემი გოგო“ განშორება ყველაზე ძლიერია განსაკუთრებით კი საყვარელი ქალის. განვთავისუფლდი ოპერაციიდან რამოდენიმე საათი უნდა იყოს გასული, რომ მისი ნახვა შევძლოთ. მე ვეღარ მოვითმინე და მის სანახავად შევედი. რა ლამაზია, თვალები დახუჭული აქვს, ავად არის, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ხელი როგორც კი შევახე მისი სითბო ვიგრძენი და ამან დამამშვიდა. ვცდილობ ხელზე, კიდევ უფრო მჭიდროდ მოვკიდო, მაგრამ მეშინია რამე არ ვატკინო. ეხლა ისეთი სუსტია დარწმუნებული ვარ, როგორც კი თვალებს გაახელს პიცას მომთხოვს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, როგორც კი გაიღვიძებს მას აღარსად გავუშვებ. ფთხილად შუბლზე ვაკოცე და ყურში ჩავრჩუჩულე. ,,ანა, ცოლად გამომყვები? მზად ხარ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაატარო? თორე უკვე ნამეტანია, რამდენჯერაც ჩემგან მიდიხარ, ყოველთვის საფთხეში ხარ. ესე გაგრძელება აღარ შეიზლება...“ საუბარი დასრულებული არ მქონდა და სოფიას თვალებიდან ცრემლი შევნიშნე. გამიხარდა, რადგან გონს მალე მოვა და განშორება აღარ იარსებებს. პალატაში მაკა შემოვიდა მე კი მეგობრებთან გარეთ გავედი.

* * *

- რატი, შენ კიდევ არ წასულხარ?

- ხო ასე მოხდა. მე და ქრისტიმ, ცოტა დავლიეთ.

- ქრისტი, შენს ნახვას აქ, ნამდვილად არ მოველოდი.

- კარგი რა გაბრიელ, ყვლაფერი წარსულსი დარჩა. სოფია ეხლა ჩემი მეგობარიც არის.

- გუგა, ნატა თქვენც ძალიან დიდ მადლობას გიხდით.

- კარგი რა ძმაო, არაგცხვენია?

- მელანო სად არის?

- ეზოშია, ლუკას გამხნევებას ცდილობს.

- ლუკა, აქ არი იყო ვინ იპოვა?

- მელანომ, მხოლოდ მას უთხრა მისი ადგილსამყოფელი.

- და სად იყო?

- მამამისის სასაფლაოზე.

* * *

- გაბრიელი ხო, ეს წერილი თქვენთვის არის.

- რა წერილია, ვისგან არის?

- არ ვიცი თომა.

- ,, დეტექტივო, თქვენი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. სხვი ცხოვრების დალაგებას ცდილობ და ისიც კი არ იცი, რომ საკუთარი ცხოვება მიწაში გაქვს ჩაფლული. შენს გარშემო არიან ადამიანები, ვისაც ენდობი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ადამიანი გატყუებს უნდა ვთქვათ, რომ დაბადებიდან გატყუებს....“

- შეჩერდით! ნუ კითხულობთ...

- მეყვავილე? თქვენ, აქ რას აკეთებთ?

- წერილი მომეცით, ეს ესე არ უნდა გაიგოთ.

- წერილი, თქვენ რატომ უნდა მოგცეთ, ვინ ხართ?

- ბავშვებო, მოდით აქ! სოფია გონს მოვიდა...

გაგრძელება იქნება!



                                        მე ჟურნალისტი ვარ
  მწერლობას და ჟურნალისტიკას ბევრი ადამიანი მიჯნავს ერთმანეთისგან. ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მწერალი, მწერალიც ვერ გახდება ჟურნალისტი. ასე ჰგონია ხალხს, თუმცა, ალბათ ამ დროს ავიწყდებათ ისეთი ადმიანების არსებობა, როგორებიც იყვნენ ენესტ ჰემინგუეი, ტრუმენ კეპოტი. მარტივი არ არის, ნიჭი უნდა ამ პროფესიას, ისევე, როგორც მწერლობასა და პოეტობას უნდა ნიჭი, თუმცა დიდი ხნის სწავლა არ სჭირდება. რასაკვირველია, უნდა გქონდეს დიდი ცოდნა, მაგრამ თვითონ პროფესიის ხერხების სწავლას, პროფესიის კანონებისა და ეთიკის სწავლას არ სჭრდება დიდი დრო. ბევრი უნდა იცოდე, რომ რაღაც გქონდეს ადამიანებისთვის სათქმელი და ცოტა იმას გასცდე, რასაც ჰქვია კონკრეტული ფაქტის მოყოლა- „რა, სად, როდის“ უნდა ეძიო ისიც, როგორ და რატომ. ეს არის ჟურნალისტიკა.
გამარჯობათ, მე რატი ვარ და ვეცდები ცოტა რამ ჩემს თავზეც მოგიყვეთ. დავიბადე და ვიზრდებოდი პატარა უბანში. გაბრიელს, თავდაპირველად შევხვდით 4 წლის ასაკში, როდესაც ნინომ,  ბაღში მოიყვანა. იმ დღიდან დღემდე ერთად მოვდივართ. ვიცით ერთმანეთზე აბსოლიტურად ყველაფერი. რა გვწყინს, რა გვიყვარს, ისიც კი ვიცი გაბრიელი,  მდგომარეობიდან, როგორ უნდა გამოვიყვანო.  მეგობრებში, ყველაზე მეტად კარგი ხასიათით გამოვირჩევი. არ მიყვარს, ნეგატივი და ამას ყოველთვის ვარიდებდი თავს. ამბობენ, რომ მომღიმარი ადამიანების მიღმა, შეიძლება სულაც სხვა ადამიანი დაგხვდეს. მელანო, ყოველთვის ცდილობდა დაენახა ჩემი მეორე მხარე. ცდილობდა გაეგო, როგორი ვარ სინამდვილეში. საკუთარ თავზე, არსდროს მიყვარს საუბარი, მეტიც არასდროს არავის ვუყვები ჩემი გეგმების შესახებ. ჩემი დევიზია_გაიღიმეთ! _ როდესაც სახეზე რამოდენიმე წუთით შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ სხვები არასწორად გაიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ, თქვენს აზრებს, ოცნებებს იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად. მოუსმინეთ მუსიკას_ მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას. კითხვას და მუსიკას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ოცნებებიც განსხვავებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში წამოსვლაზე არასდროს მიოცნებია, ვთვლი, ცხოვრებაში ამაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყოველ დილით, გაღვიძებისას ვხვდები რომ ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო, სადაც ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ყველა ოცნების ახდენა ძალიან მცირე დროში შეგიძლია.ვერასდროს ვიფიქრებდი ამერიკელები ასეთი თბილები და მზრუნველები თუ იქნებოდნენ. აქ ყველა თანასწორია, არ აქვს მნიავნელობა მენეჯერი იქნები თუ მიმტანი. იმდენ პოზიტივს გასცემენ, რომ შეუძლებელია შენ მოწყენილი იყო. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ყველა ის ემოცია რასაც აქ ყოველ წამს იღებ, ეს უბრალოდ უნდა განიცადო.. აქ მუშაობაში გატარებული თითოეული წუთი გიფასდება და ვთვლი, რომ საუკეთესო ადაგილია შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის საპოვნელად. ჩემი ცხოვრები მეორე ეტაპი ამერიკაში წამოსვლის შემდეგ დააიწყო. აქ, ცხოვრებით მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მივხვდი, რომ იქ, მარტო ვიყავი და საკუთარ თავზე თავად უნდა მეზრუნა. ამაშიც ქალაქმაც ძალიან შემიწყო ხელი. ჩემი ერთი ჩვეულებრივი დილა იწყება, მაღვიძარასთან ერთად. ეს პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, სანამ ხელში მაღვიზარა არ შემომემტვრევა. დილით უზმოზე ძალიან მიყვარს ყავა და ამასაც გზაში ძლივს ვასწრებ სანამ რედაქციაში მივალ. ყოველ უბრალო რედაქტორს თავის განყოფილება აქვს გაზეთში მინდობილი. საზოგადოთ დიდ გაზეთებში ასეა, რომ რამდენი განყოფილებაც აქვს გაზეთს, იმდენი ცალკე რედაქტორი ჰყავს. ყველა ამ გაზეთის განყოფილებას თავის საკუთარი რედაქტორი ჰყავს, რომელთაც თვითეულს სახელათ ჰქვიან: მოწინავე სტატიების რედაქტორი, პოლიტიკური რედაქტორი, შინაგანი საქმეების რედაქტორი და სხვა. როგორც სწორად მიხვდით ერთ-ერთ რედაქციაში ვმუშაობ მეც. უფროსი მაინცდამაინც ჩემს დაგვიანებას ამჩნევს და სიმწრის ნაყიდ ყავას მართმევს. არაუშავს თუ დაწყებული მაქვს, მაინც იწყებს დალევას. სამუშაო საათები დილის 08:00 დან 18:00 საათამდე გრძელდება. მართალია თუ საქმე არ არის, მე და ჩემი მეგობარი, იქამდე ვცდილობთ გაპარვას, თუმცა თუ უფროსი კაბინეტშია ეს შეუძლებელია. რთული ღამის შემდეგ ეხლა ძლივს შევძელი ამომესუნთქა. სოფია, გონს მოვიდა, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ კიდევ არის პრობლემა, რომელიც ჯერ არ იციან. ლუკა, გუშინ კი დავაკავეთ, მაგრამ მგონი შეიშალა და მართლა აპირებს მანიაკის მოკვლას. თავიდან მეგონა, რომ ეს უბრალოდ გამწარებულ გულზე თქვა, თუმცა გუშინ ღამით მოულოდნელად გაუჩინარდა მოგვიანებით კი ვნახეთ, რომ გაბრიელის იარღი თან წაიღო. წითური ქალი, მთელი ღამე კლინიკას არ მოშორებულია შორიახლოს იდგა და გვაკვირდებოდა. გაბრიელს, ერთი ორჯერ კი ვკითხე:_ ვინ არის ეს ქალი? და მიპასუხა:_ არ ვიცი ძმაო, მაგრამ მალე გავარკვევ.
* * *
- საყვარელო, ასე ადრე რატომ ადექი?
- ქრისტი, დაიძინე ჯერ ადრეა.
- რომელია საათი?
- პირველია.
- რაა, ადექი ჩაიცვი საავადმყოფოში მივდივართ. ნეტა სოფია, როგორ არის ძალიან ვნერვიულობ.
- მე კი მაცვია, მაგრამ აბა შენს თავს შეხედე.
- კარგი, წყალს გადავივლებ და ნახევარ საათში მზად ვიქნები.
- ქრისტი, უნამუსოდ  მაინც ნუ მატყუებ.
* * *
    შეყვარებული ვარ? რა სისულელაა... მე სიყვარულის მარტო მაშინ მჯეროდა, როცა ოჯახი გვერდით მყავდა. დედაჩემის მიტოვებიშ შემდეგ ეს შეგრძნება გამიქრა, მეტიც დამავიწყდა. ჩემი აზრით სიყვარულს მშობლები, უნდა გინერგავდნენ. მე კი ეს არ მისწავლია. ქრისტისთან ერთად უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ. პირველად გაბრიელის სახლთან, ატირებული ვიპოვე. დახმარებას მე მთხოვდა და მოთქვამდა ამაზე. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ის, მიხვდა რა მჭირდებოდა. მითხრა, რომ არასდოს დაულევია ამდენი და იმ დღეს, ჩემთან ერთად დალია ბარში. კარგად არაფერი მახსოვს, მაგრამ როცა კუნძულზე, ქრისტისთან ერთად გავიღვიძე. ქრისტიმ მითხრა: _ არ ვიცი ეს როგორ მოხდა... მე მელანომ, თავის ოთახში დამაწვინა, შენ კი გუგამ, შემოგიყვანა აქ. არაფერი მსგავსი, უბრალოდ ქრისტი, სამზარეულოში წყლის დასალევად გამოვიდა და უკან დაბრუნებულს ოთახები აერია. გონზე მოსვლის შემდეგ ქრისტიმ, მოულოდნელად დატოვა ჩემი ოთახი.
* * *
- შენ კიდევ მზად არ ხარ?
- ქრისტი რა გინდა? შარზე ხარ...
- არა, ძვირფასო, მაგრამ გვაგვიანდება.
- შენ წადი, მე არ მოვდივარ.
- შენ რატომ არ მოდიხარ?
- მოიცადე, იქ რა ერთად უნდა წავიდეთ, როგორც შეყვარებულებმა? არა, მადლობა არ მინდა.
- რატი, მერე ვინ ამბობს, რომ როგორც წყვილი ისე მივდივართ. ვინმეს ელოდები?
- არა არავის. ვინ არის?
- მელანოა.
- არ მჯერა...
- მელანო რა არ გჯერა? მე, რომ ქალთან ერთად ვარ სახლში, თუ ის ქალი, რომ ქრისტია?
- ორივე. გაბრიელი, რადღეშია და შენ ამ დროს რას აკეთებ?!
- მელანო, ძალიან გთხოვ დილიდან ლექციებს ნუ მიკითხავ გთხოვ.
- სხვათაშორის უკვე შუადღეა საათისთვის, მაინც შეგეხედათ.
- მელანო, გეფიცები უკვე გამოვდიოდით. სოფია, როგორ არის, რა თქვა ექიმმა?
- ხერხემალი აქვს დაძიანებულია და შეიძლება ამას ცუდი შედეგები მოყვეს.
- სერიოზულად? აუ ცოტოა ეე...
- რატი, კარგი იქნება მაგ დროს მეგობრის გვერდით ყოფილიყავი და საკუთარი ფუფუნება ცოტახნით, მაინც გვერდზე გადაგედო.
- მელანო რა გინდა? ძილის უფლებაც არ მაქვს? ისედაც მთელი ღამე თეთრი კედების გარემოცვაში გავატარე, საშინელი აურა იყო იქ.
- იცი რა, ჯობია საერთოდ აღარ მოხვიდე კარგი?
- ღმერთო, ეს ქალები, რა ყველაფერს არასწორად იგებთ.
- მე მივდივარ!
- მოიცა მელანო, სად მიდიხარ?
- ქრისტი, გაუშვი წავიდეს... ეგ კიდევ ვერ მიხვდა, რომ დედამიწა მის გარშემო არ ბრუნავს. მოვიდა და ლექციებს მიკითხავს.
- კარგი რა, ისეთი არაფერი უთქვამს.
- ყოველთვის მასეთი იყო. თუ სამივე ვაშავებდით მელანო, ყოველთვის მე განკითხვდა.
- იქნებ იმიტომ, რომ შენ ყველაზე მეტად უყვარხარ?
- რაა, მეე? რა სისულელეა სიცოცხლეს მიმწარებდა მთელი ბავშვობა. ერთხელ მისი დღიური მოვიპარე, მან კი ადურებული წყალი გადამასხა. მკლავზე ეხლაც მაქვს შრამი.
- ღირსი ყოფილხარ.
- აი, მესმის ქალური სოლიდარობა. იცით რა, შენც წადი და მარტო დამტოვეთ.
* * *
    აი, მეგობრებო როგორ იწყება ჩემი დღე, როცა მელანო, ჩემთან სახლში, დაუპატიჟებლივ მოდის, აღებს კარს, პირში მომახლის ყველაფერს და ისევ მიდის. ასე ხდებოდა ყოველთვის და ყველაზე მეტს ჩვენ ვკამათობდით. ბიჭები კი გამუდმებით ჩვენს შორის იდგნენ. ისე ყოველთვის მაინტერესებდა ამით მელანო, სიამოვნებას იღებს? ან რატო მაინდამაინც მე? ფუჭია ამ შეკითხევბზე ბევრი ვიფიქრო იგივე, მაინც განმეორდება. ნეიტრალრში ყოველთვის იყო გუგა, ეხლა მითუმეტეს ცოლი მოყავს და არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება. იმედია ისიც ტრადიციული ბიჭივით, არ გაქრება და არ მიეყდნობა ფეღმძიმე ცოლს. ჯერ აქედანვე ეტყობა, რომ ყველაფერს მას ათანხმებს და მერე წარმომიდგენია რა იქნება. საინტერესოა ეხლა საავადმყოფოში რა ხდება?
* * *
- გაბო, როგორ ხარ? სოფია, როგორ არის?
- მელანო, არ ვიცი ჯერ. რედგენზე ჰყავთ ჩაყვანილი.
- ლუკა, ხო არ გამოჩენილა.
- დილიდან ეძებს თომა, მაგრამ ჯერ ახალი არაფერია.
- იმედია რამე ცუდს არ ჩაიდენს.
- იმედია...
- საინტერესოა, როგორ წავიდა, რომ ჩვენც ვერ მივხვდით.
- ექიმი, ესაუბრებოდა მაკას, სოფიას მდგომარეობაზე. მას ეს გაუგია და მის შემდეგ წავიდა. მართლა რატი სადაა? არც ეგ დამინახავს.
- ნუ ნერვიულობ რატი, თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- ხო, დამავიწყდა ეგ ხო ცუდად არასდროს არის.
- აი ექიმი მოდის. ექიმო, რა მდგომარეობაა?
- პაციენტი, ამბობს, რომ ტკივილები წერის არეში აქამდეც ჰქონია. ეს ოპერაციაციას არ გამოუწვევია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და არანაირი გართულებები არ მოყოლია. სერიოზული არაფერია, უბრალოდ მას დავუნიშნავთ დიეტას და შემდეგ ერთ კვირაში დაიწყებს მსუბუქ ვარჯისებს.
- ანუ სერიოზული არაფერია?
- არა, ქალბატონო თქვეენი შვილი, მალე კარგად გახდება. დავაკვირდებით მის მდგომარეობას და რამოდენიმე დღეში გავწერთ.
* * *
    ამ სახლში გავატარა ჩემი ცხოვრების 12 წელი. მშობლების წასვლის შემდეგ საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ბებიაც, ავად იყო და რამოდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. დავრჩი სრულიად მარტო. 13 დან 15_წლამდე შემიფარა გაბრიელის ოჯახმა. სახლი, სადაც ეხლა ვარ, არის ჩემი მშობლების. ვფიქრობს და მახსენდება, რომ აქ მხოლოდ 12 წელი მიცხოვრია და გასახსენებელიც არაფერია. ვუყურებ ნივთებს, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მშობლებმა, წარმართვეს ბავშვობა, რადგან მე ვიყავი უფროსი, დამტოვეს და თან წაიყვანეს ჩემი უნცროსი და. მე ვიჯექი და გამუდმებით ველოდებოდი ფოსტიდან წერილს. ველოდებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემი, მომწერდა წერილს. მეტყოდა, რომ შვილო, არ იდარდო მე მალე დავბრუნდები შენს წასაყვანად. მამაჩემი ბევრს სვამდა. არკოლზე დამოკიდბული ადამიანი იყო. მამაჩემი, როდესაც სახლში ბრუნდებოდა მე, ჩემს დას, მოვკიდებდი ხელს და ოთახში კარადაში ვმალავდი, არ მინდოდა, რომ მას ენახე, როგორ სცემდა დედას. დედაჩემა, თავს უშველა სალომეს, მოკიდა ხელი და ქვეყნიდან წავიდა. მამაჩემი კი დღემდე არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი. 15 წლის ასაკში, მუშაობა თონეში დავიწყე. გახსოვთ საათობით გატარებული დრო პურის რიგებში? სიცივეში და სიცხეში? გახსოვთ ის საოცარი დრო, დედა რომ შვილს ცვლიდა რიგებში, ძმა დას და ბებია -ბაბუას. ,, ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბებიას, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინო-მსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს“ აი, მე უკვე მზად ვარ საავადმყოფოში წასასვლელად.
* * *
- სოფია, ძვირფასო როგორ ხარ?
- კარგად ვარ, მაგრამ მშია.
- ვიცი საყვარელო, მაგრამ  კარგი მენიუ გვაქვს. შეხედე... სუხარი და მხოლოდ უშაქრო ჩაი.
- უგემურია, თუ ეგეთი კარგია შენ დალიე.
- აი, მეც დავლევ შენთან ერთად.
- აბა, როგორ ხარ?
- მელანო, ეგ შენს მეგობარს კითხე. აი, შეხედე რას მაჭმევს.
- ვიცი ძვირფასო ძნელია, მაგრამ უნდა გაუძლო.
- აი, მეც მოვედი!
- რატი, ეს რა არის?
- პიცები ძმაო, ერთი პეპერონია, ერთი ორმაგი ყველით, ეს კიდევ...
- რას აკეთებ?
- არაფერს ძმაო, ვიფიქრე მოშიებულები იქნებოდით და თქვენზე ვიზრუნე.
- შენ არ იცი, რომ ახალ ნაოპერაციებელს პიცის ყუთები წინ არ უნდა უფრიალო? თანაც სოფია, გიჟდება ამაზე.
- მოიცა ერთი რა... გამატარე! სოფია, დაო მიდი აიღე შეჭამე.
- რატი, არ ხარ ნორმარული!
- მელანო, შენ გაჩუმდი... აბა, როდემდე აპირებთ გოგოს, სუხარი  აჭამოთ.
- აქ რა ხდება?
- არაფერი ექიმო, ვაბირჯავებთ.
- ეს რა ყუთებია? აქ, საკვების შემოტანა არ შეიძლება, მითუმეტეს პაციენტისთვის, თუ შეიძლება დატოვეთ პალატა.
- ექიმო, ასე შეიძლება პაციენტი უფრო დაავადდეს. აქ, იმდენია დანარჩენებსაც ეყოფათ.
- რატი, გამოდი გარეთ.
- კარგი მელანო, საკმარისია ნუ მექაჩები. ჩემითაც კარგად წამოვალ.
- რას აკეთებ, რას გავს შენი საქციელი?
- მელანო, მოდი თავი დამანებე რა...
- არა, მოიცადე სად მიდიხარ?
- ბებო, აიღეთ დღეს პიცის საერთაშორისო დღეა გილოცავთ.
- მადლობა შვილო, ღმერთმა დაგლოცოთ. იხარეთ და გამრავლდით.
- რატი, შენ გელაპარაკები შემომხედე!
- რა გინდა მელანო, პრობლემებს ეძებ? წადი რა, ლუკა, დაამშვიდე ეგ, გაცილებით კარგად გამოგდის, ვიდრე ჩემი ნერვების მოშლა. ეს ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს.
- ლუკა, რა შუაშია?
- გგონია ვერ ვხედავ? რაც ჩამოვიდა სულ უკან დასდევ.
- მერე შენ რა?
- დიახ, გავყევი, რადგან დახმარება სჭირდებოდა. შენ კიდევ ვიღაც ქალის, გამო გაბრიელი მიატოვე.
- იცი პრობლემა რაშია? შენ, ძალიან ეგოისტი ხარ. იმდენად, რომ ვეღარ ხვდები,  გავიზარდეთ და უკვე ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს. აი, შეხედე გუგა, მალე ცოლს მოიყვანს და მერე ზდიეთ უკან. ძვირფასო, ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ბავშვობაში. გავიზარდეთ გესმის! ჩვენს შორის აღარ არსებობს ჩაბმული მატარებელი, რომ ვთამაშობდით. არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ჩაერიო. გაიგე აღარ მჭირდება შენი დაცვა.
- რა ხდება რა გაყვირებთ? თქვენი ყვირილი მთელ საავადმყოფოში ისმის.
- გაბრიელ, ეგ ქალბატონს ჰკითხე. მე არაფერ შუაში ვარ. მშვიდობიანად მოვედი, ეს კიდევ ყოველთვის ეძებს მიზეზს, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანოს.
- კარგით რა, ბავშვები ხო აღარ ხართ.
- მე არა, მაგრამ მგონი მელანო, ისევ ბავშვია.
- ამ ცრემლებს არ გაპატიებ.
- ჩემი ბრლი არაა, შენ დაიწყე.
- კარგი მელანო, საკმარისია ნუ ტირი.
- მიდი გაბრიელ ძმაო. ქალბატონი, დაამშვიდე მსხვერპლის როლს ყოველთვის ეგ თამაშობდა და ბოლოს დამნაშავე მე გამოვდიოდი.
- აქ, რა მოხდა, რატი  და მელანო, რატო მიდიან?
- არ მკითხო გუგა. მელანომ და რატიმ ისევ იჩხუბეს.
- ისევ?
- კი, როგორც ჩანს ჯერ არ გაიზარდნენ.
* * *
- პროკურორო, აქ რას აკეთებთ?
- გაბრიელ, თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
- მიდი გისმენთ რა ხდება?
- გავარკვიეთ ვინ დაეხმარა ვახტანგს, ციხიდან გაქცევაში.
- ეგ უკვე ვიცი, ქრისტი იყო. თვითონ მითხრა.
- მერე რას აპრებთ?
- ნუ ნერვიულობთ კონტროლის ქვეშ მყავს აყვანილი. ის ბიჭი ვინ არის? თქვენ გელოდებათ.
- ილია, ჩემი შვილია. შვილო, მოდი ჩვენთან დეტექტივი, მინდა გაგაცნო.
- პროურორო მარიამ, კარგად ხართ?
- კი კარგად ვარ, უბრალოდ...
- დედა, რა მოხდა რატომ გაშეშდი?
- არ ვიცი, შვილო უცნაური შეგრძნება მაქვს, გული ამიჩქარდა მგონი წნევა დამივარდა.
- მოდით აქ ჩამოჯექით მე წყალს მოგიტანთ.
- მეც გამოგყვებით.
- დედაშენს, ასე ხშირად ემართება?
- არა, მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი ძმა ახსენდება.
- რა დაემართა შენ ძმას, გარდაიცვალა?
- არა, დაიკარგა.
- აი, ინებეთ... ეხლა კარგად ხართ?
- კი კარგად ვარ გმადლობთ. ილია, წამოდი შვილო მივდივართ.
- მოვდივარ დედა. დეტექტივო, დედაჩემმა მითხრა, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. მეც მინდა პროფესიით დეტექტივი გამოვიდე.
- არა, სხვას ნუ მიბაძავ, რაც შენ გინდა ის უნდა იყო პროფესიით.
- ნახვამდის.
- კარგად იყავი ილია.
* * *
  უშვეულოდ ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ, თუმცა ამას მეტნაკლებად ვიმჩნევ. ძალიან მიყვარს გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა. მძულს მარტოობა და მოწყენილობა. ამიტომ ნებისმიერი სახის მოწვევას გასართობ ღონისძიებაზე ან საინტერესო ივენთზე სიამოვნებით ვიღებ. ჩემი დადებითი მხარე არის ის, რომ მე ვარ ძალიან პოზიტიური ენერგიის მატარებალი,  რითიც ნებისმიერი ადამიანის დაინფიცირება შემიძლია. ხოლო უარყოფითი - იმდენად ამაყი და საკუთარ თავზე შეყვარებული ვარ, რომ თუ მისგან ვიგრძენი, რომ მე არ მაფასებს, მაშინვე საშინელ მონსტრად გადავიქცევი. აი, სწორედ ეს მოახერხა ეხლა მელანომ. გავბრაზდი არც კი ვიცი რეები ვუთხარი. არ მიყვარს, როდესაც ქალები ტირიან, რადგან მერე მახსენდება მამაჩემი, როგორც სცემდა დედას და შემდეგ საკუთარი თავი მეზიზღება. მელანოს, ვუთხარი, რომ ისევ ბავშვია მე კი თავშესაფარი სკოლის ეზოში ვიპოვე. ეხლა აქაურობა სხვანარირია. ჩემს დროს უფრო დანგრეული კედლები იყო და საპირფარეშოც, სკოლიდან ოდნავ მოშორებით. თუ მოასწრებდი ხუთ წუთიან შესვენებაზე იქამდე მისვლას. უკან დაბრუნებულს მანსწავლებელი, კუთხაში გვაყენებდა. დაფასთან ყოველთვის იდო ტილო, რომელიც ცარცით იყო გაჟღენთილი. 15 წუთიან შესვენბაზე თუ არა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მაინც ვესროდით ერთმანეთს. ორ კაციანი გასასაშლელი მაგიდები და კალამისთვის განკუთვნილი ადგილი. მაგიდებზე ყოველთვის იყო ბევრი წარწერები, რადგან იმ მაგიდებმა გამოზარდა ბევრი თაობა, შეიძლება მამაჩემიც. აქ, ყევლაფერი ბეტონში მიდის, მაშინ კი აქ ყველაფერი სიმწვანეში იყო. სკოლაში, თუთითაც კი გაგვშავებია ხელები. თუ იყო შემთხვევა და მთლიანი გაკვეთილი გაგვიცდენია დამრიგებელმა, ზუსტად იცოდა ჩვენი ადგისამყოფელი და იცით ეს სად იყო? სტადიონზე_ ძალიან დიდ დროს ვატარებდით. ბიჭები თუ ფეხბურთის სათამაშოდ წავიდოდით, იქ მელანო ყოველთვის იყო. ეხლაც ვზვარ სტადიონზე, რომელიც დიდი ხანია მიატოვეს. ჩემსავით მიატოვეს და ვფიქრობ, ვბრაზდები საკუთარ თავზე. ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მინდა მამაჩემს ვგავდე, არ მინდა მამაჩემივით მეც ავატირო ქალი.
* * *
- მეყვავილე, თქვენ ისევ აქ ხართ?
- ახლახანს მოვედი, მაინტერესებდა გოგონა როგორ არის?
- კარგად არის, მეც ეხლა ვაპირებდი სახლში წასვლას. უი, მართლა წერილს არ დამიბრუნებთ?
- არა, ეხლა ასეა საჭირო.
- ის მაინც მითხარით, ვინ დაწერა?
- წერილი დაწერა მედდამ გარდაცვალებამდე.
- მედდა ჩემთან რა კავსირშია.
- გახსოვთ გესაუბრებოდით ბავშვის გაყიდვის შესახებ.
- დიახ, გამახსენდა.
- მე დავინახე, როგორ გაყიდეს ბავშვი 27 წლის უკან.
- ქალბატონო, მაპატიეთ, მაგრამ ეხლა მე ვერანაირად დაგეხმარებით. საქმე უკვე აღებული მაქვს.
- არა, არასწორად გამიგეთ. წერილი მედდამ, შენ მოგწერა.  მხოლოდ სამმა ადამიანმა, იცოდა იმ ბავშვის შესახებ. შვილო, დედას დაელაპარაკე ის უკეთესაც აგიხსნის.
- მოიცადეთ! სად მიდიხართ, რა უნდა ამიხსნის დედაჩემმა?
* * *
- მელანო მითვართვალებ?
- რა სისულელეა, აქვე ვიყავი და შემოვიარე.
- შემოიარე არა?
- კარგი, ასე თუ არ გაგიხარდა ჩემი ნახვა, მაშინ მე წავალ.
- არა, არ წახვიდე მოდი ჩამოჯექი.
- გახსოვს თამაშის დროს ფეხი, რომ მოვიტეხე?
- კი მახსოვს და ეგ შენი შეყვარებულის ბრალი იყო.
- ვინ ვატო? არა, ეგ არ იყო ჩემი შეყვარებული, მაგას მხოლოდ თქვენთან ვიძახდი.
- და რაში გჭირებოდა ეგ ყველაფერი? ა, გამახსენდა მაშინ ხო გიყვარდა, ვიღაც ჩვენ სამში. ისე მართლა ვინ იყო?
- არ გეტყვი.
- აქ დიდ ხანს აპირებ ყოფნას?
- კი აი, ეხლა წეროები აფრინდებია და მალე ნადირობას დავიწყებ.
- როგორ ახერხებ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნას?
- არ ვიცი, იქნებ იმიტომ ძალიან ტრაგიკული წარსული მაქვს.
- რას გულისხმობ?
- ქალბატონო, ეგ უკვე მეორე შეკითხვა.
- პრობლემა ჩემში კი არა, შენში იყო. არასდროს საუბრობდი საკუთარ თავზე.
- აი, კიდევ ვიწყებთ?
- არა, არაფერს ვიწყებ, უბრალოდ მჭირდება პასუხი შენგან. რატო არაფერს ამბობ შენზე?
- არაფერი მაქვს მოსაყოლი, მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებს გავიგე, რომ ვიღაც ჩვენზე წერს და რო დასრულდებს, ერთად წავიკითხოთ.
- კიდევ დამცინი არა?
- არა, რატო სერიოზულად ვამბობ. მალე შეიძლება ჩვენზე წიგნიც კი გამოვიდეს.
- საკმარისია! შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და მგონი შენ მეგობრებიც, არ გჭირდება.
- იქნებ მე მეგობარზე მეტი მჭირდება.

გაგრძელება იქნება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები