ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ივნისი, 2019


მე გელოდები

სამი კვირაა  გზას გავცქერი
ოღონდ  ეს გზა
ისეთია
გზასაც ვერ ვარქმევ...
ეკრანს ჩავცქერი
მის ანთებას
რომ  წავიკითხო
საფრენ ბილიკს ასცდი ,
რომ ბოლო მესიჯია,
რომ უკვე თვითმფრინავში ზიხარ,
და შენი ფრენა დაიწყო
ჩემი მიმართულებით.
წელიწადია ამ ფრენას ვუცდი
და  ეს ლოდინი იმდენს  გამოყოფს
ადრენალინის სახით,
დანარჩენი...
დახვედრა
ან ჩახუტება
ამ ლოდინთან არაფერია.
მე გხვდები
ერთი წლით დაბერებული
მაგრამ არა დაღლილი,
რადგან მე  გხვდები!

წუხელაც ასე დამესიზმრე
შენ მოფრინავ
მე გხვდები







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები