ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2019


სახლი ნაგავსაყრელთან

მათი სახლი ნაგავსაყრელთან დგას. ნაგავსაყრელი დღითიდღე ივსება და ერთ დღეს სარკმელსაც შელეწავს.
იმ ფარდაგით ცოლი, რომ მოიტაცა ახლა ტალახიანი ფეხსაცმლებით დაიარება ხალიჩის ფერად ორნამენტებზე. შვილები დაღუპულ როკერს მისტირიან, როდესაც დედის საფლავი უდაბნოს ქვიშასავით მშრალია. დედინაცვალი ყოველ ღამით ბრუნდება სახლში მკერდთან კაბაშემოგლეჯილი, ყანებით სავსე მდელოსავით ნაირფერ პერანგზე ეხვევა ალკოჰოლით გაჟღენთილ მეუღლეს და ფსიქოტრიასავით აბურცული ტუჩებით ეამბორება ეჭვებს. ვაზებში ყვავილები სიყვარულივით ხელოვნურია, ფანჯრის შუშები სულივით დალაქავებული, კედლები სინდისივით ცარიელი, არცერთ ოჯახურ ფოტოსურთს, რომ არ იკარებს, როგორც ათეისტის სახლი ღვთისმშობლის ხატებს. მამა ტოვებს ნაფეხურებს და შვილებიც მიჰყვებიან კვალს.
შორს, დედის საფლავი მცენარეოულობამ ჩაყლაპა.
ისევ სიკვდილი თუ მოთელავს ბალახებს ცელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები