ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                                      დედა

    ქვეყნად მრავალი შედარებაა. დედაზე, ამბობენ ერთადერთიაო, ძლიერი ქალიაო, სიყვაული მათზე მეტად არავის შეუძლიაო. ცნობილი მწერალი ნოდარ დუმბაძე ამბობდა: ,, დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . .“ როდესაც ეზოში წავიქცეოდი და მუხლს გადავიკვლეფდი დედაჩემი, ძალიან მალე დაპანიკდებოდა, ეგრევე ყვირილს იწყებდა. შეყრიდა მეზობლებს და ცდილობდა დამნაშავე სხვებში მოეძებნა. არადა მე თუ წამოვკრავდი ლოდს ფეხს და წავიქცეოდი, სხვა არაფერი. დედჩემის, ისე ეშინოდათ ბევრს, ჩემთან ვერც მეგობრობდა. დედისერთა ვარ, არადა ძალიან მინდოდა მყოლოდა ძმა. მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ყველაფერი, როდესაც ცხრა წლის ვიყავი მახსოვს მე ვკითხე დედას: _ დედა, არ შიძლება რატისავით, მეც და ან ძმა მყავდეს? დედაჩემს, ამაზე ძალიან გაიცინა, გულში ჩამიკრა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი, როცა გავიზარდე გავაცნობიერე, რომ დედაჩემს შვილი აღარ ეყოლებოდა. არ ვიცი როგორი ტკივილია, როცა ქალი, წლების განმავლობაში ელოდება შვილს, მაგრამ დედაჩემი, მე მელოდებოდა 5 წელი. მამაჩემი, ხშირად მიყვებოდა დედას ფეხმძიმობის შესახებ მეც ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და ხშირად ვუსმენდი შეკითხვებს. ეხლა ძალიან დაბნეული ვარ. მეყვავილეს სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა. არ ვიცი რა ვიფიქრო. ის ქალი, ჩემს ცხოვრებაში, აჩრდილივით გამოჩნდა. თითქოს ჩემს დახმარებას ცდილობს, თუმცა ფაქტია, რომ მან, რაღაც იცის. მასზე არც ისე ბევრი რამ გავარკვიე. გავიგე, რომ მარტო ცხოვრობს არც ქმარი გყავს და არც შვილები. მისამართიც ვერ დავადგინე, როგორც ჩანს ძალიან გასაიდუმლოებული ცხოვრება აქვს. ერთი შეხედვით არის ქალი, რომელიც ქუჩაში ყიდის ყვავილებს, თანაც მხოლოდ თეთრ ვარდს. მეყვავილემ, ბოლო საუბარში მითხრა, რომ დედაჩემს, უნდა დაველაპარაკო ის, გაცილებით უკეთესად ამიხსნის. იმ საუბრიდან რამოდენიმე დღე გავიდა. სოფიაც, სახლში გამოწერეს და თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს, თუმცა ჯერ მისთვის სიარული არ შეძლება მალე ვარჯისებსაც დაიწყებს და უკეთესად გახდება. ლუკა, რამოდენიმე დღეა არ გამოჩენილა. თომა, ეძებს თუმცა კვალს ჯერ ვერ მიაგნო. მელანო და რატი, ისევ ნაჩხუბრები არიან. გუშინ საღამოს ჩემთან მოვიდნენ. არ ელოდნენ, რომ ერთმანეთს დაემთხვეოდნენ. მელანო, კარებიდან უკან აპირებდა გაბრუნებას. საბოლოოდ კი, ერთი ფინჯანი ვერ გაიყვეს, ბოლოს გატეხეს კიდეც. ყველაფერი ისევ ძველებურად არის. რატის ჩამოსვლის შემდეგ ისევ ბავშვობაში დავბრუნდით. ეხლა სახლში ვარ მოგვიანებით კი დედაჩემთან ვაპირებ წასვლას მინდა, რომ დაველაპარაკო. კარზეა ზარია, ნეტა ამჯერად ვინ არის? არადა არავის ველოდებოდი.

* * *

- სოფია, ძვირფასო აქ რას აკეთებ? შენთვის ჯერ კიდევ არ შეიძლება სიარული.

- კარგი რა, მომენატრე და მოვედი.

- კი, მაგრამ კარგად ხარ?

- კარგად ვარ ძვირფასო. ამის მოსატანად მოვედი ვიღაცამ კართან დამიტოვა.

- ეს რა არის?

- წერილია, არ ვიცი რა წერია მე არ გამიხსნია.

- ეს წერილი, მეც რამოდენიმე დღის წინ მომივიდა, საინტერესოა შენთან რატომ დატოვეს?

- არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ იცოდა შენ მოგიტანდი.

- ხო, ეგ ლოგიკურია. ეს წერილი...

- რა იყო რატომ გაჩუმდი?

- ეს წერილი მე, ბოლომდე არ წამიკითხავს. მეყვავილემ შემაჩერა. ეხლა კი შემიძლია ბოლომდე წავიკითხო.

- ვინ არის მეყვავილე?

- წითური ქალი.

- ძვირფასო, ნორმარულად ამიხსენი ვერაფერი გავიგე.

- სხვა დროს, წამოდი სახლში წაგიყვან.

- მოიცადე! არსადაც არ მივდივარ, აქ მინდა შენთან.

- ძვირფასო, მეც ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ საქმეები მაქვს.

- კარგი მაშინ აქ დავრჩები და დაგელოდები.

- შეიძლება დამაგვიანეს შენ კიდევ აქ, მარტო ვერ დაგტოვებ.

- მარტო არ ვიქნები მალე მოლანოც მოვა.

- აჰა, დაგიგემავთ ყველაფერი...

- კარგი რა, რატო ბრაზდები?

- იმიტომ, რომ თავს არ უვლი. წამლები თან გაქვს? კიდევ ხო არ გამოტოვე?

- არა, ყველაფერი რიგზეა მაკამ, განრიგი უკვე დამიწერა.

- მაკას რატომ ეძახი და არა დედას?

- არ ვიცი, ალბათ არ შემიმჩნევია. რატომ მეკითხები?

- აი, მეც მოვედი! ძლივს გამოვაღწიე სააგენტოდან თავი, რაც უარი ვთქვი საფრანგეთიდან შემოთავაზებაზე აქ, საქმე უფრო დამიგროვდა.

- მოდი შემოდი. გოგოებო საჭმელი მაცივარშია. მელანო, შენ გაბარებ აკონტროლე ჩიფსები არ შეჭამოს.

- მიდი, მშვიდად იყავი აქაურობას მე მივხედავ.

- წავიდა?

- კი, მანქანა უკვე დაქოქა.

- აბა რას ვაპირებთ წავიდეთ სუპერმარკეტში?

- რას ვყიდულობთ?

- რაც შიძლება ბევრ საჭმელს...

- გაბრეილ, ძმაო იმ ქალის ნომერი უკვე გავარკვიე... უი, გოგოებო თქვენც აქ ხართ? გაბრელმა, დამიბარა ამოდი მარტო ვიქნებიო სახლში.

- რატი, ვის გულისხმობდი? ვინ არის ის ქალი? ქრისტია ის ქალი? კიდევ გაუჩინარდა?

- გოგოებო, დამშვიდდით... რიგრიგობით, მაინც დამისვით შეკითხვები. მოტყუება, რომ მოვასწრო.

- რატი, ნუ ცვლი თემას და პირდაპირ საქმეზე გადადი.

- მელანო, მე შენთან არანაირი საქმე არ მაქვს.

- საკმარისია! ისევ თავიდან ნუ დაიწყებთ. მეყვავილეს ეძებთ?

- ხო სოფია, შენ საიდან მიხვდი? წერილი, შეთანაც მოვიდა?

- მოიცა რა გამოდის, რომ იმ ადამიანმა, წერილი, ყველას გამოგვიგზავნა?

- ასეა, მაგრამ რაში უნდა სჭირდებოდეს ეს?

- არ ვიცი, სოფია შენ კი არა მეც დავიბენი.

- ვინმემ წაიკითხა წერილში, რა წერია?

- არა, მე არ შემიძლია.

- მეც ვერ შევძლებ...

- არა, მელანოს მართლა არ ეყოფა გამბედაობა.

- მოდი ერთად წავიკითხოთ...

* * *

* მელანო, სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის…_ გოდერძი ჩოხელი

* რატი, თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… _ ოთარ ჭილაძე

* სოფია, დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. – ოტია იოსელიანი

* * *

- ეს რა ხდება, ხუმრობაა?

- აზრი ერთია, ყველგან წერია დედა.

- კარგით რა, დედაჩემი ბოლოს როდის ვნახე აღარც მახსოვს.

- იქნებ ეს ნიშანია იმის, რომ ისინი უნდა დავაფასოთ.

- ვინ სოფია? ქალმა, რომელმაც მიმატოვა და დღემდე არც ვიცი სად არის? სისულელეა ეს ყველაფერი, მე მივდივარ!

- კარგი მოიცადე სად გარბიხარ? უნდა გავარკვიოთ ამ წერილებს ვინ აგზავნის.

- რა გარკვევა მაგას უნდა. ეხლა ვიღაცა შორს დგას და ძალიან დაგვცინის.

- შეხედეთ! წერილის უკან მისამართია.

- გოგოებო, იმედია წასვლას არ აპირებთ?

- რატი, იმედია მარტო არ გაგვიშვებ.

- არაა, მადლობთ, მაგრამ არ მინდა.

- კარგი მაშინ ჩვენ წავალთ. სოფია შენ სიარული შეგიძლია?

- კი მელანო, წამოდი ჩემი მანქანით წავიდეთ.

- ჯანდაბა! კარგი ხო, მეც მოვდივარ.

* * *

    უბანი, ბავშვობა, ანა და ატირებული მაკას, თვალწინ წარმოვიდგენ იმ წარსულს, რომელსაც ბავშვობა ჰქვია. დედაჩემს, წამოსვლამდე დავურეკე ძალიან ბედნიერი ხმა ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მის სანახავად მივდიოდი. მითხრა, რომ ჩემს საყვარელ კერძს მოამზადებდა. დაბნეული ვარ თავში ათასი ფიქრი მიტრიალბს. არ მინდა დავიჯერო ის რასაც ვარაუდოდბ. ამის ხმამაღლა თქმისაც მეშინია. გზაში თომამ დამირეკა და მითხრა: _ ძმაო, ტყუილია მეყვავილე, საავადმყოფოში არ მუშაობდა. მისი სახელით და გვარით იქ არავინ ფიქსირდება. 27 წლის წინ, არანაირი მსგავსი ისტორია არ ფიქსირდება იმ საავადმყოფოში. არც დაკარგულია არავინ. არ ვიცი ძმაო, რა ხდება, მაგრამ ვიღაც ძალიან დაგცინის. რაც შეეხება პროკურორ მარიამს, კი, ის ეძებს დაკარგულ შვილს, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის. თომას, ზარმა კიდევ უფრო დამაბნია. მივდივარ უნდა ავიარო აღმართი, რომელიც ბავშვობაში, არ მიყვარდა. სკოლიდან მობრუნებულს ძალიან მღლიდა ამ აღმართზე ასვლა. ვგრძნობდი, რომ ზურგით ძალიან მძიმე ტვირთს ვატარებდი. სანამ კორპუსთან მივიდოდი რატი, უკვე იქ იყო და დამცინოდა. რატი, ყოველთვის ჩემზე სწრაფი იყო. კორპუსთან მისულს, რამოდენიმე მეზობელი, თავაზიანად მესალმება, ზოგიც თვალს მაყოლებს ისე თითქოს მისი მტერი ვიყო. დედა, აივანზე დგას და მელოდება. ასე ხდებოდა ყოველთვის, როცა იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი. ავდივარ კიბეებზე და უცებ გამახსენდა, რომ დედაჩემს, აქვს სკივრი, რომელიც დაკეტილია და არავის აძლევს უფლებას, რომ გახსნას მათ შორის არც მამას. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ დედაჩემს ჰქონდა საიდუმლო, რომელიც მამაჩემმაც არ იცოდა. ერთხელ მე და რატიმ, სკივრის გახსნაც კი დავაპირეთ, მაგრამ მამამ შემოგვისწრო და არ მოგვცა ამის უფლება. როგორც კი ავიარე კიბეები, დედაჩემს კარი უკვე გაუღია და მელოდება.

* * *

- როგორ ხართ, მამა სად არის?

- მამაშენი, მთაში ავიდა რაღაცეებია დასალაგებელი. კარგი იქნებოდა შენც ასულიყავი მიეხმარებოდი.

- ხო კარგი იქნბოდა, მაგრამ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.

- გავარკვიე, რომ ოფისში თითქმის არ დადიხარ.

- კარგი რა დედა, ოფისის მიღმაც ბევრი საქმეა.

- წამოდი სამზარეულოში, გშია?

- არა, არ მშია. შენთან სალაპარაკოდ მოვედი.

- გისმენ, მოხდა რამე?

- შეხედე ამ სურათს, იცნობ ამ ქალბატონს?

- საიდან გაქვს ეს სურათი? შენ საიდან იცნობ ამ ქალს?

- დედა, კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.

- კი ვიცნობ. ის ჩემი მეგობარი იყო, საუკეტესო მეგობარი. ძალიან დიდი დრო გავიდა მის შემდეგ.

- რა ქვია?

- ვიქტორია.

- არის რაღაც შენზე, რაც მხოლოდ მან იცის.

- ვიქტორიამ, ჩემძე ძალიან ბევრი რამ იცის.

- ის ამბობს, რომ 27 წლის წინ, საშობიაროდან დაიკარგა ბავშვი, ამის შესახებ არაფერი იცი?

- არა არ ვიცი, რატო ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე არ მესმის. მიდი გადაიღე საჭმელი გაცივდა უკვე.

- დედა, თემას ნუ მიცვლი. შემთხვევით მე ხო არ ვარ ის დაკარგული ბავშვი?

- არა! ღმერთო შვილო, რა სისულელეებს ამბობს თუ გესმის საერთოდ? ცხრა თვე გატარე მუცლით, დაიბადე. ჩემი ორსულობა ყველას ახსოვს შეეკითხე ვისაც გინდა.

- დედა, მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ, რომ არავის ვგავდი. მეგონა კიდეც, რომ ნაშვილები ვიყავი.

- არასწორად გეგონა. შენ ჩემი შვილი ხარ გესმის! ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო.

- კარგი დედა, დამშვიდდი... მაპატიე, შენი ანერვიულება არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან დაბნეული ვიყავი და მჭირდებოდა ამ კითხვებზე პასუხი.

- შვილო, ძალიან გთხოვ ყველას ნუ დაუჯერებ.

- და სკივრი... რა იმალება იმ სკივრში ისეთი, რაც არ გინდა ვინმეს ანახო.

- იმ სკივრში ჩემი წარსულია, ჩემი მძიმე წარსული და არ მინდა უბრალოდ ვინმემ ნახოს. ყველას ადამიანს, აქვს თავისი საიდუმლო, რაც არ უნდა ვინმემ გაიგოს, მათ შორის მეც.

- გასაგებია... წვნიანი გემრიელია. ეხლა მე უნდა წავიდე დროებით. კიდევ შემოგივლით.

- შვილო, ძალიან გთხოვს თავს გაუფთხილდი.

    დედაჩემი ავანერვიულე, ფერი დაკარგა, როცა ვკითხე მე ვარ ის დაკარგული ბავშვი? თავდაპირველად ზურგი მაქცია ფანჯრისკენ შებრუნდა სიგარეტს მოუკიდა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ მობრუნდა და მეუბნება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა და მე მისი შვილი ვარ. ბავშვობაში ატირებული ნინო, ხშირად მახსოვს. მას შეეძლო საათობით ჩაკეტილიყო სააბაზანოსი და ეტირა. იქიდან, როცა გამოვიდოდა გამიღიმებდა და გულში ძლიერ ჩამიკრავდა. მაძალებდა, რომ წიგნები ხშირად მეკითხა. არდადეგებზე ბაბუასთან, როცა ჩამოვიდოდა ჩემს სანახავად რამოდეენიმე წიგნი, თან მოჰქონდა. მეუბნებოდა, რომ წიგნით ძალიან ბევრ რამეს გავიგებდი. მიყვებოდა მწერლების ავტობიოგრაფიებს, მათ ცხოვრებაზე მიყვებოდა ბევრს. ნინო, როცა დაინახავდა, რომ წიგნის მიმართ გულრილი ვიყავი. ან, რომელიმე ფურცელს დავაზიანებდი, ან წიგნს სადრაც კუთხეში მივაგდებდი. ამისთვის მსჯიდა. მეუბნებოდა, რომ:_ ,, შვილო, ეს ცხოვრება ისედაც გადაშლილ წიგნს ჰგავს, ათასჯერ წაკითხულს წინა თაობის მიერ, მაგრამ დღეისთვის მაინც გაუგებარსა და ამოუცნობს. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც კითხულობს იმისთვის, რათა ამაღლდეს საკუთარ ცხოვრებაზე და ჩასწვდეს სხვისას. ლიტერატურაში წვრილმანიც ხომ მკითხველისთვის აშკარა და ნათელი ხდება. ავტორი ამაყობს თავისი შემოქმედებით, ის ბედნიერია, როდესაც ხვდება, მისი ნაწარმოები საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიყვარა, როცა ადამიანები ერთხელ წაკითხულს კვლავ უბრუნდებიან ხოლმე, ეს უკვე მწერლის გამარჯვებაა, რევანშია. წიგნი, რომელიც ორჯერ წაკითხვის ღირსი არ არის, არც ერთხელ წაკითხვის ღირსი ყოფილა, რადგან როცა წიგნი მოგწონს, გხიბლავს, როცა მისი კითხვისას უდიდეს სიამოვნებას განიცდი, ლოგიკურია, გიჩნდება სურვილი, დაუბრუნდე განვლილ წუთებს და კვლავ განმეორდეს ის თრთოლვა, წაკითხვამ რომ მოგგვარა ერთხელ.“ მართალია ბავშვობაში თამაში მერჩივნა, ვიდრე წიგნის კითხვა, მაგრამ სწორედ დედაჩემის დამსახურებაა, რომ მე დღეს ძალიან მიყვარს წერა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროსაც მკითხველი, ჩემს შემოქმედებას ჩაუღრმავდება და ემორციებით წაიკითხავს, როგორც მე ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. ნინო, ძალიან პრინციპული ადამიანია. არ უყვარს, როდესაც მის რეპუტაციას შელახავენ. ტყუილი არ უყვარს, თუმცა კარგად შეუძლია საიდუმლოს შენახვა. რაც არ უნდა მოხდეს ის არასდროს გაამხელს თავის საიდუმლოს. დავიჯერე, რომ ის რაც მე ვიფიქრე უბრალოდ სისულელეა, თუმცა ფაქტია, რომ ნინო, რაღაცას მალავს. ვეძებ მეყვავილეს, მინდა სიმართლე მისგან მოვისმინო. უკვე სახლში ვბრუნდები და ტელეფონზე, რატის შეტყობინება დამხვდა. :_ გაბრიელ ძმაო, არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ეს არის მისამართი_ ,,*******_ ** N 26“ ძალიან გთხოვ გადამარჩინე. გოგოებიც აქ არიან. ოფ, სოფია ოფფ. მაინც ვერ მოისვენა. ერთი საათი, მაინც ვერ მოისვენა და თავგადასავლების ძიებისთვის წავიდა. საინტერესოა ეხლა რას გეგმავენ?

* * *

- ეს რა ადგილია, მგონი არასწორად მოვედით. გოგოებო, წამოდი აქედან წავიდეთ.

- ვაუ, ეს სახლი კი არა სასახლეა.

- მელანო, ზუსტად ნახე ეს მისამართია?

- კი, სოფია სწორად მოვედით.

- გამარჯობათ! ვინმეს ეზებთ?

- კი მეყვავილეს, ძალიან მაგარი ქალისთვის მინდა თაიგული. მელანო, გააფრინე რატო მირტყამ?

- შემოდით ბავშვებო, ქალბატონი უკვე გელოდებათ.

- ძმაო, აქედან ფეხით უნდა წავიდეთ? იმხელა გზაა იქნებ სკუტერი მოგეყვანათ?

- რატი, მოკეტე...

- ღმერთო, რა სილამაზე. ასეთ სახლს სიზმარში თუ ვნახავდი. რამხელა ბაღია. ეზოც როგორი სწორია და მოწესრიგებული. ბავშვებო, დარწმუნებული ხართ, რომ სწორად მოვედით?

- ისადა, რამდენი წლისაა ეს მეყვავილე, მგონი ქმარი არ ჰყავს ხო?

-მექალთანე...

- რაო, მელანო რა თქვი ჩემზე?

- არა, არაფერი მოგესმა ალბათ.

- ბავშვებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გელოდებოდით!

- გამარჯობათ... აქ, წერილების გამო მოვედით.

- აუ, ეს ჩემი ოცნების მოტეციკლეტია. აქ რას აკეთებ ჩემო მშვენიერო?

- რატი, გამოდი აქეთ!

- აუ, შემეშვი რა... ქალბატონო შეიძლება დავჯდე?

- კი, რათქმაუნდა... ისედაც შენია.

- ვერ გავიგე?

- შვილო, შენია შენთვის მოვატანინე დაცვას.

- მადლობა, მაშინ მე წავედი კარგად!

- სად მიდიხარ, მოდი აქ! ქალბატონო, მადლობა, მაგრამ ამ საჩუქარს არ ავიღებთ.

- გოგოებო, მოდი რატის, თავი დავანებოთ და თქვენ მე გამომყევით.

- რა გქვიათ, როგორ მოგმართოთ?

- ვიქტორია, ჩემი სახელია ვიქტორია. წამოდით ბაღში დავსხდეთ.

- საიდან იცით ჩვენზე ამდენი რამ?

- შვილო, რაც გაბრიელის გარშემო ხდება მე ყველაფერი ვიცი.

- ჩვენ ყველა გიცნობდით, როგორც მეყვავილე. ეს სახლი, ეს ყველაფერი. რაში გჭირდებოდათ ქუჩაში გამოსვლა?

- ბავშვებო, რასაც ეხლა ხედავთ, ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია. მე დავობლდი ძალიან პატარა ასაკში. მე ჩემ მშობლებთან ერთად მოვყევი ავარიაში. მანქანაში რამოდენიმე თვის ძმა მეჯდა გვერდით, მას გაბრიელი ერქვა, როდესაც გონზე მოვედი გავიგე, რომ ყველა გარდაიცვალა ჩემს გარდა.

- ძალიან ვწუხვართ, მძიმე ისტორია გადაგიტანიათ.

- 16 წლის ასაკში გავიცანი ნინო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ერთად ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. თავიდან მე მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ერთად ძალიან ბევრს მივარწიეთ. იმ დროს ძალიან ძნელი იყო ცხოვრება, თუმცა ჩვენს შევძელით და სასურსათო მაღაზია გავხსენით. ნინოს, ძალიან პატარა ასაკში შეუყვარდა ბიჭი და ცოლადაც გაყვა. მის შემდეგ ჩვენი მეგობრობა გაცივდა. მეტიც ხშირადაც ვერც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას, როდესაც გავიგე, რომ ნინო, ფეხმძიმედ იყო ვთხოვე, რომ თუ ბიჭი დაიბადებოდა მისთვის გაბრიელი დაერქვა. ასეც მოხდა ნინო, ბიჭზე იყო ფეხმძიმედ. ძალიან რთული ორსულობა ჰქონდა, ხშირად მირეკავდა კიდეც სიკვდილის ეშინოდა ძალიან.

- ქალბატონო, თქვენთან კიდევ ერთი ახალგაზრდაა გკითხულოთ.

- ვინ არის, გაბრიელია?

- დიახ, ქალბატონო ეგ არის. რა ვქნა შემოვუშვა?

- კი, შემოუშვი.

- მელანო, გაბრიელი აქ რას აკეთებს?

- არ ვიცი, ალბათ რატიმ უთხრა.

- არაუშავს გოგოებო, მეც მინდოდა მისი ნახვა.

* * *

- რატი, აქ რა ხდება, ეს ვისი სახლია?

- არ ვიცი ძმაო რა ხდება, მაგრამ შეხედე რა მოტოა.

- მოიცადე, წესივრად მიპასუხე ვისია ეს სახლი?

- შემოდი შვილო, გელოდებოდით!

- ვიქტორია... ეს თქვენი სახლია?

- კი შვილო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს. მეყვავილე აქ ცხოვრობს.

- გოგოებო, აქ რას აკეთებთ?

- წამალი! წამალი დამავიწყდა.

- არაუშავს შვილო, დრო კიდევ გვაქვს. ჩვენს სტუმარს წამლისთვის წყალი მოუტანე.

- ახლავე ქალბატონო!

- დედაჩემს უკვე ველაპარაკე. არ ვიცი რის მიღწევას ცდილობთ, მაგრამ ის რაზეც თქვენ მესაუბრეთ ყველაფერი ტყუილია.

- გაბრიელ, შენს მოსვლამდე გოგოებს, უკვე ვესაუბრე. ნინო, ალბათ გეტყოდა, რომ წლების წინ მისი საუკთესო მეგობარი ვიყავი.

- კი ეგ მითხრა, მაგრამ დაკარგული ბავშვის შესახებ არაფერი.

- გასაგებია ნინომ, მთავარი საიდუმლოს შესახებ არაფერი გითხრა. შვილო, გინდა ცალკე ვისაუბროთ?

- არა, არ არის საჭირო, ჩემს მეგბრებს არაფერს ვუმალავ. ასე, რომ აქ ვისაბროთ. ნაშვილები ვარ ხო? ამის განცდა ბავშვობაში, ყოველთვის მქონდა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე მათი ნამდვილი შვილი არ ვიყავი.

- შვილო, მე ველოდებოდი, რომ ამას ნინოსგან გაიგებდი. მე ნინოს ამის შესახებ ხშირად ვესაუბრებოდი, თუმცა უშედეგოდ. ნინოს, ძალიან რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, ეშინოდათ რომ ბავშვი მკვდარი დაიბადებოდა. ნინომ, ბავშვის მოცილებაზე უარი თქვა, რადგან იცოდა, რომ მის შემდეგ ბავშვს ვერ გააჩენდა. მშობიარობას მე დავესწარი. ბავშვი, გარდაცვლილი დაიბადა. გვერდით ბლოკში, იმავე დროს ქალმა იმშობიარა მასაც ბიჭი ეყოლა. ქალი, ძალიან სუსტად იყო. მას მათხოვარს ეძახდნენ. ექმიმმა ჩათვალა, რომ დედა, ბავშვს ვერ გაზრდიდა და ის ბიჭი, ნინომ წამოიყვანა. ფული კი ექიმს, გადაუხადა, რომ ყველანაირი ინფორმაცია განადგურებულიყო ამის შესახებ. ზურა, ძალიან გვიან მოვიდა, ჩაეხუტა თავის შვილს და ყვიროდა ,,მშოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ!“ გავხდი მომსწრე იმ დანაშაულის. მთელი ცხოვრებაა ეს დანაშაული მკლავს. მშობიარობიდან, რამოდენიმე საათის შემდეგ ქალი, გარეთ გააგდეს. მაშინ ზამთარი იყო და გარეთ ყინავდა. იმ ქალს მივუახლოვდი და დახმარება შევთავაზე. მან ხელი მკრა და ეზოში დარჩა ჩაკეცილი. მის შემდეგ რამდენჯერაც ის გზა გავიარე ის ქალი, საავადმყოფოს ეზოში იჯდა და ელოდებოდა პასუხს კითხვაზე:_ სად არის ჩემი შვილი? დამიბრუნეთ ჩემი ბიჭი!

- საკმარისია! გაჩუმდით ძალიან გთხოვთ...

- ძვირფასო, კარგად ხარ?

- სოფია, მგონი ეხლა მაგ შეკითხვას არ უნდა მისმევდე. დედაჩემი... არ მჯერა, რომ ეს დედაჩემმა გააკეთა? ქალს, ჩემი თავი წაართვა... მე მიყიდა! გესმით ხალხო, გესმით! დედაჩემმა, რა ჩაიდინა?! მოიცადეთ... თქვენ მითხარით, რომ გზა საითაც მიდის იქ არის ჩემი ადგილი. გამოდის, რომ 27 წლის უკან დაკარგული ბიჭი მე ვარ. ანუ...

- კი შვილო, სწორად მიხვდი. პროკურორი მარიამია, ის ქალია, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს.

- სად იყავით აქამდე? ქვენ იცოდით სიმართლე, მაგრამ არაფერს ამბობდით რატო?

- ნინოს გამო, მეგობრის გამო. ნინო, ყოველთვის თავს დამნაშავედ გრძნობდა. ზურას მიმართ, შენს მიმართ, იმ ქალის მიმართ, ვისაც შვილი წაართვა. ძლიერ ანტიდეპრესანტებს სვავდა, თავის მოკვლდა უნდოდა. ერთხელ გადაწყვიტა კიდეც, რომ მარიამისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ გაიგო, რომ გათხოვდა და შვილი შეეძინა. ამან ისევ გადააფიქრებინა სიმართლის თქმა. ჩათვალა, რომ მას კიდევ ჰყავს შვილი, თვითონ კი არ უნდოდა შენ დაკარგვა. შვილო ნინო, ძლიერ არის ავად...

- რა სჭირს დედაჩემს?

- ნინო, თვეებია სიმსივნეს ებრძვის. ის უკვე ქიმიაზეა.

- რაა, ამის შესახებ მამამ იცის?

- კი იცის, უბრალოდ არ ჩათვალეს, რომ შენც უნდა გცოდნოდა.

- ბავშვებო, წამოდით! ძალიან მაგარი რაღაც აღმოვაჩინე... რა ხდება რა სახეები გაქვთ?

- რატი, შენ მე გამომყევი!

- მელანო, რა ხდება?

- წამოდი და გზაში აგიხსნი...

* * *

    თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა. თურმე 27 წელი სიცრუეში მიცხოვრია. ვატარებდი გვარს, რომელიც ჩემი არ იყო. ქალს ვეძახდი დედას, რომელმაც მიყიდა. ამას ისიც დაემატა, რომ დედაჩემი, ავად არის და ამას მიმალავდა. პროკურორი მარიამი, რომელიც ჩემს დანახვაზე ყოველთვის ცუდად ხდებოდა. ალბათ ხვდებოდა, გრძნობდა, რომ მის წინაშე იდგა მისი შვილი. ქალი, რომელიც დაამცირეს, მათხოვარი უწოდეს. ქალი, რომელიც საავადმყოფოდან, შვილის გარეშე გამოაგდეს. თვალწინ ჩამიარა ჩემს მთელ ცხოვრებამ. გამახსენდა ყველაფერი... გამახსენდა, როგორ ტიროდა დედაჩემი, სკივრის გახსნის დროს. ვიქტორიამ ისიც მითხრა, რომ იმ სკივრში ნინო, ინახავდა თავისი გარდაცვლილი შვილის სამოსს, რომელიც მისთვის უნდა ჩაცვა გამოყვანისას. ინახავდა ფოტოსურათს, რომელზეც მარიამი და მე ვართ. ის სურათი ჩემს ხელში უკვე მოხვდა, ოღონდ ეს ვიქტორიას დახმარებით. სოფია, ჩემს გვერდითაა, ფეხებში ძალა აღარ მომყვება, ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა. მინდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს გავიღვიძო და მითხრან, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილია, რომ მე დუმბაძე ვარ და არ არის ეს ყველაფერი სიმართლე. გამოსვლისას დავიწყე ყვირილი, შუა ტრასაზე ჩავიკეცე ვხვდები, რომ ჩემს თვალწინ ყველაფერი ქრება. სამყარო ქრება, ადამიანები ქრებიან. ბავშვობა, საშინელი აღმართი და მომღიმარი დედაჩემი აივნიდან... თვალწინ წარმოვიდგენ ამ ყველაფერს და ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, რომ ეს ყველაფერი კარგად დაწერილ სცენარს ჰგავდა, სადაც ნინომ, თავის როლს, კარგად გაართვა თავი. არ ვიცი ეხლა რა ვქნა მივიდე და ვუთხრა, რომ მე უკვე ყველაფერი ვიცი, თუ გავჩუმდე და არაფერი ვთქვა, რადგან მე მისი დიაგნოზიც ვიცი. დაბნეული ვარ! არ ვიცი ეხლა, სწორი რა იქნება და რა არასწორი. რატი, ჩემს წამოყენებას ცდილობს სოფია, კი შორიახლოს დგას და ცდილობს, რომ ცრემლები შეიკავოს.

* * *

- ადექი ძმაო, უნდა წავიდეთ! ჩვენ ხო ყოველთვის ვდგებოდით. ეხლა არ გაქვს დაცემის უფლება.

- რატი, გესმის დედა, ავადაა ის მალე მოკვდება... გაიგე ყველაფერი, რა თქვა იმ ქალმა დედაჩემზე?

- გაბრიელ ძმაო, ნინო საუკეთესო დედაა, მსოფლიოში ეს არ დაგავიწყდეს. ერთად გავიზარდეთ მეც ნინომ გამზარდა. არ გაქვს უფლება ეხლა ის მიატოვო. მესმის არ არის ნორმარული, რაც ეხლა გაიგე, მაგრამ შენ ჩემზე ძლიერი ხარ, ამასაც გაგავიტანთ.

- რა ვქნა, რა გავაკეთო?

- რა და ადექი, ყველანი დედასთან მივდივართ. გოგოებო, ხო ამბობდით, რომ ეს ნიშანი იყო. ნინო, დამნაშავეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაბრიელი, ღირსეულად აღზარდა. აძალებდა წიგნების კითხვას, მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ეხლა ძალიან ნიჭიერია. პროფესიაც დააძალა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ გაბრიელმა, საკუთარი თავი აქ იპოვა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ნინო, იყო ქალი, რომელზეც სულ საუბრობდნენ, რომ ის საუკეთესო დედაა. ეხლა მივხვდი, რომ მეყვავილეს ჩვენთვის კარგი უნდოდა, იმიტომაც შეგვკრიბა ყველა აქ. მან ყველანაირად სცადა ეს მძიმე ისტორია მშვიდად მოეყოლა, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. მან ჩვენზე, იცოდა ყველაფერი. იცოდა, რომ ჩვენ გაბრიელისთვის, ძალიან ძვირფასი ადამიანები ვართ და ამიტომ ვართ ეხლა აქ.

- არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე?

- ძვირფასო რატი, მართალია. მესმის ძალიან რთულია, რაც ეხლა მოისმინე, მაგრამ ეხლა დაცემის დრო არ არის. დაგავიწყდა რა მითხარი, როცა გავიგე, რომ ლუკა, ჩემი ნახევარ ძმა იყო. შენ მითხარი, რომ ლუკას, ასე იცნობ თქვენ ერთად გაიზარდეთ და არ გაქვს უფლება უარი თქვა. იგივეს ეხლა მე გეუბნები. ადამიანებმა, შენდობა უნდა ვისწავლოთ. არ არის სწორი, ნინოს საქციელი, მაგრამ მან გაგზარდა მან ჩაგინერგა სიყვარული, სითბო და შრომისუნარიანი გაგხდა. შეიყვარე შენი საქმე რასაც აკეთებ. ყველაფერი მისი დამსახურებაა. ეხლა, როცა ყველაზე მატად სჭირდები უარს ვერ იტყვი მასზე.

* * *

- თომა, ლუკაზე სიახლე არაფერია, მაგრამ ვახტანგზეა სიახლე.

- რა ხდება ბიჭებო, იპოვეთ ვახტანგი?

- კი და მკვდარია...

გაგრძელება იქნება!

                                                                                    გარდაცვალება
    ,,ბევრ ადამიანს სიკვდილის საერთოდ არ სჯერა და ამბობს, ადამიანის გარდაცვალება ხდებაო.უბრალოდ ფიზიკური არსებობა იზღუდება, სრულიად სხვა სამყაროში გადასახლება და მარადიული სიცოცხლე სიკვდილს არ ნიშნავსო.
ყველაზე უცნაური და ამოუცნობი მოვლენაა ეს ალბათ კაცობრიობის ისტორიაში.დღემდე ვერც ერთმა მეცნიერებამ ვერ გამოიკვლია ეს ფენომენი და დღემდე არავის შეუძლია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა ხდება გარდაცვალების შემდეგ.
ერთი რუსი მეცნიერი ყვება_\\\\\\\\\\\\\\\"ქმარი რომ გარდამეცვალა, მაშინ დავინტერესდი ყველაზე მეტად, სად წავიდა, გაქრა თუ უბრალოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლა.სულ იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო სიკვდილი, შეგვეძლო თუ არა სიკვდილის მერე ადამიანებს ერთმანეთის ნახვა...ერთხელაც მესიზმრა, რომ ჩემი ქმარი უკან ბრუნდებოდა როგორღაც და პირველი, რაც მაინტერესებდა, ვკითხე, იქით თუ რამე არის_მეთქი.მან თავი გააქნია და არაო, მიპასუხა.ასე რომ მე ვიცი, სიკვდილი ნიშნავს გაქრობას...\\\\\\\\\\\\\\\"
თუმცა ამ მეცნიერს ბევრი ადამიანი არ ეთანხმება და აქვთ კიდეც მიზეზი.უამრავი ადამიანი ამბობს, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ უნახავს ჯოჯოხეთი, სამოთხე, ღმერთი, თავისი ახლობლები, რომლებიც გარდაცვალების მომენტში მის გვერდით არიან და ცისკენ მიაცილებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც ვერ ხერხდება ისეთი პასუხის მოძებნა, რომელიც ყველა ადამიანის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.მაგრამ როგორიც უნდა იყოს სინამდვილე, ჩვენ მაინც ერთი გამოსავალი გვაქვს.თუ მართლაც არსებობს სიცოცხლის სახეშეცვლილი გაგრძელება, ნამდვილად აქაური ცხოვრების წესის მიხედვით იმქვეყნად ან სამაგიერო მოგვეზღობა, ან საკმარისად დავჯილდოვდებით.და თუ იქ არაფერი არ არსებობს, აქ მით უმეტეს გვმართებს ჩვენს თავში არსებული სიკეთეების მაქსიმალურად გამოვლინება, რომ ამ წუთისოფელში ერთმანეთს ტკივილი შევუმსუბუქოთ და ცხოვრება გავულამაზოთ.“
მახსოვს ბებიაჩემის გარდაცვალებაზე ქალებმა, სკამები ერთ რიგად დააწყვეს თავზე შავი თავსაბურავი მოიხვიეს და მის ადამიანობაზე დაიწყეს საუბარი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ბევერი რამ ვერ გამერკვია, ვერ ვხვდები რატო იყო საჭირო ეს ყველაფერი. ვხედავდი, რომ ბებიაჩემს ტკბილად ეძინა. კარები ღია იყო და ესეც ვერ გამერკვია რატო? ზამთარი იყო, გარეთ ციოდა. არადა ბებიაჩემს, სიცივე არ უყვარდა სულ ბუხართან იჯდა. ან ის ადამიანები, რატო ისხდნენ  ბებიაჩემის გარშემო, თანაც ქურთუკებით? 10 წლის ბავშვმა, ეს ყველაფერი ვნახე პირველად და გაკვირვებული მამაჩემს ვკითხავდი ხოლმე:_ მამა, ასე რატო ხდება? ისინი, რატომ ზიან ბებიას გარშემო, არ სცივათ? მამა კი მპასუხობდა.: _ შვილო, ასეა წესი. ჩვენ ასეთი საქციელით ბებიას, პატივს მივაგებთ. მის შემდეგ გავაცნობიერე, რომ გარდაცვლილ ადამიანი, უფრო უნდა დააფასო, უფრო უნდა შეიყვარო და სამწუხაროთ დღესაც ასეა. არიან ადამიანები, ვინს სიცოცხლეში უნდა გვიყვარდეს, სიცოცხლეში უნდა დავაფასოთ, რომ შემდეგ თავად ჩვენ არ აღმოვჩნდეთ უცხონი მათთვის. გამახსენდა ქალი, რომელსაც მთაში ოთარაანთ ქვრივს ეზახდნენ. მის დაკრძალვაზე ორიოდე კაცი მოვიდა. განა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანი იყო არამედ იმიტომ, რომ არავინ ყავდა და მარტო იყო.
მე და თომა დანაშაულის ადგილზე იმ ღამესვე წავედით. იქ, ეხლაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ლუკა, ჯერ კიდევ გაუჩინარებულია. მას, პოლიცია ეძებს. ლუკა, ვახტანგის მკვლელობაში, ერთ-ერთი ეჭვიმიტანილია. ეხლა მაკასთან ვარ ის ამტკიცებს, რომ მისი შვილი, ამას არ გააკეთებდა. სოფიაც, დაბნეულია ვერაფერს ამბობს. მელანო, ერთადერთი ადამიანია ვისაც შეუძლია ლუკას მობრუნება. რამოდენიმე დღის წინ მხოლოდ მას ელაპარაკა. თომამ, როგორც სწორად დაადგინა მისამართი პატარა ხის სახლი, სადაც ვახთანგი, იმალებოდა, თუმცა ადგილზე მისულს არც ვახტანგი და არც ლუკა დაგვხვედრია.
* * *
რამოდენიმე დღის წინ.
- ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი.
- ლუკა შვილო, როგორ მიხარია შენი ნახვა.
- არ გეყო? არ გაძეხი,  ადამიანების უბედურებებით? ჯერ მამაჩემი მოკალი, შემდეგ სოფიას მიაყენე წრილობა. მე შენ გაგაფთხილი, რომ სოფიას და მაკას არ შეხებოდი. ამის გამო აქედანაც კი წავედი. ისინი, მივატოვე და წავედი. შენ რა გააკეთე? გეკითხები და მიპასუხე!
- შვილო, დამშვიდდი ნუ ყვირი. სოფიასთვის, არ მინდოდა რამის დაშავება. გაქცევა სცადა ვეუბნებოდი, რომ არაფერს დაუშავებდი, მაგრამ ის, მაინც გარბოდა. იარაღიც შემთხვევით გამივარდა. ეხლა, როგორ არის? ხო, კარგად არის?
- შემთხვევით არა, შემთხვევით გაგივარდა. ხოდა აი, შეხედე! მე შემომხედე! ეხლაც შემთხვევით გამივარდება იარაღი.
- შვილო, არ გინდა ეს არ გააკეთო! ჯანდაბა! ხო, მე მანიაკი ვარ. ბევრ ადამიანს, დავუშავე, მაგრამ შვილო, შენ ნუ გახდები ადამიანის მკვლელი.
- შენ, ეს გადარდებს ხო? გადარდებს, რომ მე მკვლელი გავხდები. სიცოცხლე გამიმწარე, საკუთარი თავს ავუკრძალე ბედნიერება. ვამბობდი კიდეც, რატომ დავიბადე. ყველაფერი, რომ ასე არ ყოფილიყო. მე, რომ არ დავბადებულიყავი. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. იცი, მამა მიყვარდა. შენ, ყველაზე საყვარელი ადამიანი წამართვი. თავიდან ვიფიქრე კიდეც, რომ ერთხელ დავკარგე უკვე მამა. ვცადე შემყვარებოდი, მაგრამ შევცდი, თურმე შევცდი და შენ ყველაზე დიდი არარაობა ხარ, ვისაც კი ვიცნობ. მცხვენია, რომ მამაჩემი გქვია.
- შვილო, ძალიან გთხოვ იარაღი დაუშვი. შენ ასეთი არ ხარ.
- კი, მე ასეთი არ ვარ. მე, ჩემს მშობლებს, ასეთი არ გავუზრდივარ, მაგრამ სისხლი  მაქვს მკვლელის.
- ეს არ გააკეთო...
- შემომხედე! თავი აწიე და თვალებში შემომხედე. არაფრის თქმა არ გინდა? არ გინდა შვილს, რამე უთხრა უკანასკნელად?
- მაპატიე, ყველაფრისთვის მაპატიე შვილო.
- იარაღი დაუშვით!
- ვაა, მამაჩემო მონები აქაც გყოლია.
- იარაღი დაუშვით თორე გესვრით!
- მისმინეთ მონებო, მე ამ კაცის შვილი ვარ. იცოდეთ, რომ მისი გარდაცვალების შემდგომ მე უნდა მემსახუროთ. მგონი ჯობია აქედანვე გაუგოთ ერთმანეთს.
- ბოსს, ეს ბიჭი სიმართლეს ამბობს?
- ტყუილია! ის, არ არის ჩემი შვილი. ესროლეთ!
- ყოჩაღ მამაჩემო, როგორ შეგიძლია საკუთარი სიცოცხლის გამო ნებისმიერი გაწირო, თუმცა კი, მოველოდებოდი ამას. ბიჭებო, აბა ორივეს შემოგვხედეთ არ ვგავართ ერთმანეთს?
- კი, თანაც ძალიან.
- მოდით მაშინ ძალიან საინტერესო რამეს შემოგთავაზებთ. ეს ყველას გეხებათ. ვახტანგი, არ არის ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს. აქედან, როგორც კი გახვალთ ტელეფონზე, თქვენი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ შეიტყობთ. მე კი შემიძლია მათ დაცვაში დაგეხმაროთ.
- ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ?
- ეგრე რა, ყოჩაღთ ბიჭებო! თქვენი უფროსი, დააბით და სარდაფში ჩაკეტეთ.
- რას, აკეთებთ? ხელი გამიშვით! იცოდეთ მოგკლავთ!
- ტყუილად ყვირი, უკვე ჩემს ხელში ხარ და დროა პასუხი აგო ყველა შენს ჩადენილ დანაშაულებებზე.
* * *
ახლანდელი დრო!
- მელანო, ვის სწერს ასე გამუდმებით?
- რა შენი საქმეა?
- იცოდე,  თუ იცი სად არის ლუკა და გვიმალავ...
- რატი, მე არაფერი არ ვიცი. უკვე მილიონჯერ გავიმეორე.
- მგონი შენ, ეგ ბიჭი ძალიან შეგიყვარდა.
- რატი, გამატარე! უკვე ძალიან მიშლი ნერვებს.
- არა კარგი ბიჭია, ეხლა მთავარია მკვლელი ეგ არ აღმოჩნდეს.
- რატი, რა გინდა?
- ეხლა ხვდები მე რადღეში ვარ, როცა შენ მიბურღავ ტვინს?
- სამაგიეროს მიხდი?
- არა, როგორ გეკადრება.
- შეიძლება, ცოტახნით მაინც გაჩუმდეთ? ისედაც რთული სიტუაცია.
- გაბრიელ, ჩემი ბრალი არ არის რატიმ, დაიწყო.
- დავიღალე ერთიდაიგივე მიზეზის მოსმენით. მელანო, ლუკას კიდევ არ მოუწერია?
- არა, რომ მოეწერა გეტყოდით.
* * *
  \\\\\\\"გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას,
რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის...გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში\\\\\\\"._ ილია  II.
    ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ადამიანები, არასდროს ფიქრობენ გარდაცვალებაზე, ან არ უნდათ, რომ ამაზე იფიქრონ. აი, მე უკვე 27 წლის ვარ, თუმცა ამაზე არასდროს მიფიქრია. ბავშვობაში მეგონა კიდეც, რომ ადამიანები, ცხოვრებას ცამდე კიბის ასვლით აგძელებენ და შემდეგ კიბე ტყდება. თუ ნაპრალი პატარაა და ფეხს გადააბიჯებ, ცხოვრებას აგრძელებ და თუ შუალედი საკმაოდ დიდია, ესიგი ეს არის დასასრული. ერთხელ ბაბუამ მითხრა, რომ ადამიანებს, იმდენი უნდა ჰქონდეთ თავის ცხოვრებაში გაკეთებული, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ დარჩეთ. მე უკვე 27 წლის ვარ და არ ვიცი, მზად ვარ თუ არა ამ ყველაფერზე ვიფიქრო. დედაჩემი, ავად არის. მისი, ნახვა ჯერ კიდევ ვერ შევძელი. არ ვიცი ალბათ ამისთვის გამბედაობა არ მეყო ან არ ვარ მზად. არც პროკურორი მინახია, თუმცა დღეს დილით გზაში შევხვდი ილიას. ის გამოცდებიდან სახლში ბრუნდებოდა. ავტობუსების გაჩერებასთან იდგა. მანქანა გავაჩერე და სახლამდე წაყვანა შევთავაზე. ჩემს ემორციებს, განცდებს, ალბათ სათანადოდო ვერ ავღწერ. ერთდროულად დამცხა და შემცივდა კიდეც. საჭეს ხელს მჭიდროდ ვუჭერდი და ვცდილობდი სახეზე, ბედნიერი ღიმილი შემენარჩუნებინა.
ილიაც, დაღლილი იყო სახეზე ეტყობოდა, თუმცა ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა და ეგრევე მის მომავალზე დამიწყო საუბარი. ეტყობოდა, რომ ძალიან გახსნილი და პირდაპირია.
* * *
- აქ რას აკეთებ? აქ მუშაობ?
- არა, მეგობართან მივდივარ და ამ გზის გავლა მიწევს. შენ რას აკეთებ აქ?
- დღეს პირველი გამოცდა მქონდა. ჩემი ავტობუსი აქედან გადის.
- რაზე აბარებ გადაწყვიტე?
- რამოდენიმე ფაკულტეტს ჩავწერე, თუმცა მაინც იურიდიულზე მინდა ჩაბარება. შენ, როცა აბარებდი გადაწყვეტილი გქონდა?
- კი, მე დიდი ხნის წინ დავიწყე ჩემს პროფესიაზე ფიქრი.გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარე დედა.
- დედაჩემი, პირიქით მეუბნება:_ არჩევანი შენ უნდა გააკეთო. შეყვარებული მყავს, ის უკვე სტუდენტია მომავალში საზღვარგარეთ გვინდა, რომ ერთად წავიდეთ სასწავლებლად.
- ამაზე დედაშენი, რა აზრის არის?
- არ უნდა მითხრას. ამბობს:_ მომენატრებიო, თუმცა ცდილობს ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოს.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ვისთან დედასთან?
- კი, დედასთან.
- მე და დედა, საუკეთესო მეგობრები ვართ. მამაც ეჭვიანობს, თუმცა მასაც ბევრ რამეს ვუყვები.
- თავისუფალ დროს რითი ერთობით? ვიცი კითხვებით თავი უკვე მოგაბეზრე თუ გინდა არ მიპასუხო...
- არა, დეტექტივებთან საუბარი საინტერესოა. თავისუფალ დროს ერთად ფილმებს ვუყურებთ. უქმე დღეეეებში ქალაქ გარეთ გავდივართ და ბარბექიუს ვაწყობთ... კიდევ ბევრ რამეს მოგიყვებოდი, მაგრამ უკვე მოვედით. აი, ეს არის ჩემი სახლი. აქ გამიჩერე.
- ილია, დედას გაუფთხილდი კარგი. ის საუკეთესოა...
- კარგი, ნახვამდის!
***
რა საოცარია არაა, არადა დედაჩემს, ჩემთან ერთად ფილმი არასდროს უყურებია და არც  ერთად პიკნიკზე წავსულვართ ქალაქ გარეთ. გამიხარდა, რომ ილია, ბედნიერი ბავშვია. ჩემგან განსხვავებით საიდუმლოებებით მოცულ ოჯახში არ ცხოვრობს. მომავალი უკვე დაგეგმილი აქვს და წარმატებებისკენ მიისწრაფის. მომეწონა ისიც, რომ სწავლის გაგრძელება უნდა. ეხლა დაძაბულობა უფრო გაიზარდა. აქ პოლიცია მოსული და მაკას, უამრავ კითხვას უსმევენ. მაკა, დაბნეულია იმტკიცება, რომ მისი შვილი მკვლელი არ არის. ის არავის არაფერს დაუშავებდა. სოფია, მოდის და მეკითხება.:_ გაბრიელ, ეს ყველაფერი სიმართლე, რომ იყოს? ლუკა, მართლა მკვლელი რომ აღმოჩნდეს დამშორდები? მე ჩავეხუტე და ვამშვიდებ.:_ სოფია, რაც არ უნდა მოხდეს მე შენ არ დაგკარგავ.
* * *
- ბავშვებო, ყველანი აქ მოდით!
- მელანო, მოხდა რამე?
- ლუკამ მომწერა.
- მიდი წაიკითხე.
- ,,მელანო, მკვლელი მე ვარ. მკვლელი, საკუთარ მამამ გამხადა. სისხლში მაქვს ხელი გასვრილი. ასეთ მდგომარეობაში, სახლში ვერ დავბრუნდები. მაკას და სოფიას, თვალებში ვერ შევხედავ. მალე მათ სახელზე წერილი მოვა გამოსამშვიდობებელი. შენ კი გეტყვი, რომ  ჩემს ცხოვრებაში, იყავავი ერთადერთი ქალი, ვისი გამოხედვაც დავიმახსოვრე. ვიმედოვნებ, რომ იპოვი ადამიანს, ვინც მთელი გულით შეგიყვარებს.“
- არა, ხო ვამბობდი არა.
- რატი, ეხლა ამის დრო არ არის.
- ტყუილია! ჩემი ძმა, მკვლელი ვერ იქნება.
- ძვირფასო დამშვიდდი ძალიან გთხოვ. გარშემო პოლიცია და გაიგებს.
- დედაჩემი, ამას ვერ გადაიტანს. სანამ რამე ჩაუდენია უნდა ვიპოვოთ.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
- კი მელანო, ლუკას თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ მოგწერდა. გაბრიელ, შეგიძლია დაადგინო შეტყობინება საიდან არის გამოგზავნილი?
- მე არა, მაგრამ რატის შეუძლია.
- წამოდით ოთახში ავიდეთ, თორე აქ ყველა, ხელებში გვიყურებს.
- მალე გაარკვევ?
- ვეცდები ყველანაირად.
* * *
რამოდენიმე დღის წინ!
- აბა მამაჩემო, თავს როგორ გრძნობ?
- რა გინდა ჩემგან? რატო არ მკლავ?
- მინდა, რომ იწვალო ისე, როგორც მე ვიწვალე მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. მინდა იწვალო ისე, როგორც ის ახალგაზრდები,  წვალობდნენ შენ, რომ იყენებდი. მინდა იწვალო, იმ ბავშვის მშობლების ხარჯზე, ვინც დახოცე გინდა კიდევ გავაგრძელო?
- მე ისინი არ მომიკლავს! მე მკვლელი არ ვარ!
- რა უცვოდველი ხარ. თაგვის სოროში დამშეულ ვირთხას ჰგავხარ. მოკვდები და შენთან დაკრძალვაზე არავინ მოვა. ყვავილს კი არა ერთ წიქასაც არავინ წაგიქცევს. სასაფლაოსაც მიატოვებენ. ელენაზე არ იდარდო. წკვიანი გოგოა და საკუთარ თავს კარგად მიხედავს.
- წყალი... წყალი მინდა...
- წყალი გინდა? აი, აიღე.
- ეს რატომ გააკეთე?
- შენ იცი, რომ ადამიანები წყლის მოპოვებისთვის ბევრ რამეს აკეთებენ. შენ ამისთვის რა გააკეთე? ადამიანების გამწარების გარდა რა გიკეთებია? თავზე წყალს მხოლოდ შენნაირ ადამიანებს ასხავენ. აი, რატომ გავაკეთე ეს.
- გივი ძმაო, მიშველე! შენს შვილს, ჩემი მოკვლა უნდა.
- ყოჩაღ! დახმარებას უკვე მამაჩემს სთხოვ? შეხედე! კარგად შეხედდე და გაიხსენე, როგორ ჩაუყარე საწამლავი სასმელში. გაიხსენე, როგორ მოკალი საუკეთესო მეგობარი!
- საკმარისია! ძალიან გთხოვ აღარ გააგრძელო...
- გინდა ის საღამოც გავიხსენოთ 5 წლის ბავშვს, როგორ მოუკალი მშობლები, როგორ ტიროდა ბავშვი, თავგამეტებით დედას! შენ კი, როგორ თამამად გამოკარი იარაღს ორჯერ ხელი. რატო მამაჩემო, ეს ყველაფერი რატომ გააკეთე?
- მან მე მიღალატა. საქონელი მომპარა და გაიქცა.
- და ამის გამო... ამის გამო ბავშვს მშობლები თვალწინ დაუხოცე? ჭირსაც წაუღია შენი საქონელი! ადამიანების, სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო ის საქონელი? მიპასუხე!
- ძალიან ძვირი ღირდა, ბევრი ფული დავკარგე... შვილო, აღარ შემიძლია. აქ, ძალიან სიბნელეა. გარეთ გამიყვანე.
- სინათლე გინდა? ბიჭებო, აიყვანეთ! მამაჩემო, მე შენგან განსხვავებით ადამიანობა კიდევ შემრჩა. სიკვდილის ბოლოს სინათლეს უკანასკნელად შეხედე. კარგად დაიმახსოვრე, რადგან ვეღარასოდეს  ნახავ.
- რა გინდა ჩემგან?
- მინდო, რომ მოკვდე. აი, ეს მინდა. ლამაზია არა? შეხედე რა ლამაზია სამყარო და ალბათ ტატიანასაც, როგორ უხაროდა არა? რამდენი გეგმები ჰქონდა შვილთან დაკავშირებით? ალბათ უკვე დაწყებული ჰქონდა ფიქრი სად შეიყვანდა ბაღში, სკოლას როგორ დაამთავრდება და რას აიჩევდა პროფესიას. ალბათ ფიქრობდა, როგორ მამაკაცს შეხვდებოდა ცხოვრებაში. შენ კიდევ რა გააკეთე? ტატიანა, ბავშვთან  ჩაჩინებული გაგუდე. ელენამ დღემდე იცის, რომ დედამისი, მასზე მშობიარობას გადაყვა. მიდი ამაზეც მიპასუხე ეს რატომ გააკეთე? იქნებ ამაზეც გქონდეს ლოგიკური ახსნა?
- დამემუქრა, რომ შვილს წამართმევდა. შემეშინდა! ხო, შემეშინდა, რომ მასაც შენსავით დავკარგავდი.
- იცი რატომ ვიცდიდი ორი წელი?
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენი დანაშაულელბები შემეკრიბა და ცარელა ხელით შენთან არ მოვსულიყავი.
- საიდან გაიგე ეს ყველაფერი?
- ალბათ გაიგებდი, რომ ძალიან ჭკვიანი დეტექტივი გვყავს. შენ სიკვდილის ღირსი ხარ და თუ ვინმემ უნდა გააკეთო ეს მე ვიქნები.
- მესროლე! დასაკარგი ისედაც არაფერი მაქვს.
- არა, მამაჩემო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასაუბრო.
* * *
ახლანდელი დრო
რატი, ისევ ცდილობს მისამართის დადგენას. მელანო, თავზე ადგას, ამოსუნთქვის საშუალების უფლებას არ აძლევს. სოფიას, ერთი სული აქვს ძმა იპოვოს. უნდა სიმართლე მისგან მოისმინოს. აი, თომაც მოვიდა.
- მისმინეთ, მე ვიცი ლუკა სადაც არის.
- ე, ბიჭო აქამდე მოსულიყავი შენც რა შემჭამეს.
- წამოდი მივდივართ!
- ე, გოგოებო თქვენ საით?
- გაბრიელ, მეც მოვდივარ. იცოდე ვერ გადამაფიქრებინებ.
- მეც მოვდივარ. ლუკს ნახვა მინდა.
- მელანო, დამშვიდდი შენს შეყვარებულს დავაბრუნებთ. შენ აქ დარჩი და დაგველოდე.
- გაბრიელ!
- კარგი წავიყვანოთ, ოღონდ იცოდეთ მანქანიდან არ გადმოხვალთ.
აი უკვე ყველანი მანქანაში ჩავსხედით და მივდივართ სასაფლაოზე. ლუკა, მესაფლავეს მეგობარია. იმ დღიდან, როცა მგივი გარდაიცვალა. ლუკა, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ  თავს სწორედ იქ აფარებს. თომამ თქვა, რომ ძალიან მთვრალია და არ წამოყვა. სოფიას, ერთი სული აქვს მანქანა გაჩერდეს, რომ დაბლა ჩამოვიდეს. გზა არც ისე დიდი იყო და ნახევარ საათში უკვე მოვედით.
- გაბრიელ, ეს რა არის რას აკეთებ?
- გოგოებო, იძულებული ვარ მანქანაზე ბორკილებით მიგაბათ.
- კარგით რა, ეს არ იყო საჭირო. ისედაც არ ვაპირებდით გადმოსვლას.
- მელანო, დავიჯერეთ. ბიჭებო, წავედით!
* * *
რამოდენიმე დღის წინ!
- ლუკა, ბოსსი ცუდადაა კვდება. არაფერი გავაკეთოთ?
- რა იყოთ, შემთხვევით ხომ არ გეცოდებათ? იცოდეთ ღალატი არცერთმა გაბედოთ! წავალ მე ჩემს ჩვირფას მამიკოს ჩავხედავ.
- გინდა ცოტა კიდე ვისაუბროთ?
- ძალიან გთხოვ მესროლე... ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
- სიკვდილი გინდა? გინდა, რომ მოკვდე? ეხლა ხვდები, როგორია ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება. უნდა დაიტანჯო და ისე უნდა მოკვდე. მოდი იქამდე სტუდენტ ბავშვებზე ვისაუბროთ. როგორ აწამებდი გახსოვს? ხელებს ცხელ ნაკვერჩხალზე, რომ უწვამდი. ამას რატომ აკეთებდი?
- იმიტომ, რომ დავალბას არ ასრულებდმნენ და ფულს მეტს ითხოვდნენ.
- და შენ არ გქონდა საკმარისად მეტი ფული?
- ყოველ ნაბიჯზე მათ ფულს ვერ მივცემდი. საქმე არ უყვარდათ, ზარმაცები იყვნენ.
-  რა გაგიეკებია ცხოვრებაში? იმის გარდა, რომ ადამიანებს ამწარებდი.
- შვილების სიყვარული შევძელი თავდავიწყებით.
- გგონია, რომ ეს გადაგარჩენს? ამით გადარჩები?
- არა, არ მინდა სიცოცხლე. მიდი გამოკარი იარაღს ხელი და დამასვენე.
- მე არა, მაგრამ შენ გამოკრავ.
- რაა?
- თუ თვლი, რომ ცხოვრებაში მეტი ვერაფერი შეძელი აიღე ხელი და იარაღს გამოკარი.
* * *
    ,,სიკვდილი აძლევს დასაბამს უკვდავების იდეას… ამიტომაცაა, რომ ყოფნა-არყოფნის პრობლემა განსაკუთრებული ძლიერებით არის ჩაქარგული რელიგიური მსოფლმხედველობის ყოველ ნაქსოვში. მან სააქიოს, დროულ ცხოვრებას, საიქიო დაუპირისპირა, ხოლო ეს საიქიო აბსოლუტური არსებობისა და უკვდავების კვარცხლბეკზე აამაღლა… სიკვდილი თვით სიცოცხლეში მარხია; იწყება თუ არა სიცოცხლე, იწყება იგიც და მასთან ერთად წინ მიილტვის…“ ადამიანო, როცა შენი ცხოვრების იმ ეტაპს აღწევ, რომ უნდა იფიქრო ვიღაცის საკეთილდღეოდ. უნდა იფიქრო სიკეთისთვის, უნდა შეგეძლოს გამოხატო ყველა ემორცია, რომ ადამიანებმა კარგად გაგიცნოთ. თუ შენ ცოცხალი ხარ ესეიგი რაღაცის შექმნა, გაკეთება შეგიძლია. თუ შენ ცოცხალი ხარ, უნდა შეგეძლოს ადამიანებისთვის, მოიტანო ბედნიერება, სიხარული და ის ღირებული რაღაცეები, რაც მას შეამკობს, მათ გააბედნიერებს. ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში გააჩნდა ყველაფერი. ყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები,მან კი ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. შეეძლო მეგობრისთვის აეხსნა კიდეც, მაგრამ არა! მან შეცდომებზე, შეცდომები დაუშვა და მოკლა უამრავი უდანაშაულო ადამიანი. დიახ! ის იყო მკვლელი და ის მოკვდა. ეხლა მასთანათ არავინ მივა, არავინ დააწყობს სკამებს ერთ რიგადად და არავინ ჩაიცმვს შავს მის გამო. არც დაკრძალვის შემდეგ არავინ წააქცევს ერთ ჭიქა ღვინოს. არავინ იტყვის მასზე. საწყალი დაღუპულაო. მას შეეძლო უკეთესი ცხოვრება შეემნა, თუმცა მან ასეთი გზა აირჩია. სრულიად მარტო და უამრავი შეცდომებით. სიკვდილის ბოლოს შეხვდა შვილს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, აღმერთებდა.  ეხლა კი ისიც არ დარდობს მის გამო. მივედით! პატარა მიყრუებული ოთახია გარშომო ყველგან სასფლაოა. ლუკას, თავი ქვემოთ აქვს ჩახრილი. იატაკზე ზის და ხელში ნახევრად სავსე არკოჰოლის ბოთლი უჭირავს. მეორე ხელი, სულ სისხლიანი აქვს. ეტყობოდა, რომ ძალით დაიზიანა.
* * *
- სოფია, თმისამაგრი დავაგდე შეეცადე მიწვდე. შენკენ დავარდა.
- ეს რაში გვჭირდება?
- ამით ხელებიდან ბორკილების მოხსნას შევძლებთ. გეფიცები არ არიან ნორმარულები. გასაგებია მანქანაზე მიგვაბა, მაგრამ ერთმანეთზე მიბმა რაღა საჭირო იყო?
- გავხსენი! მე გავიხსენი.
- სოფია, დროზე მიდი ეხლა მე გამიხსენი.
- ესეც ესე წავედით! შენ დაინახე საითკენ წავიდნენ?
- კი, წამოდი აი, აქ ხელმრჯვნივ შეუხვიეს.
* * *
- ლუკა, ძმაო მიდი თავი  ზემოთ აწიე.
- გაბრიელ, ძმაო მე კვლელი ვარ... თვალებში ვერ ჩაგხედავ.
- ძმაო! როგორ ხარ? თუ ღმერთი გწამს მითხარი, რომ ვახტანგი, შენ არ მოგიკლავს?
- გოგოებო, ეს როგორ მოხდა?
- ჩემი თმისამაგრის გავხსენით. ეხლა ამის დრო არ არის. ლუკა, როგორ ხარ?
- გოგოებო, მკვლელი ვარ მე მოვკალი ვახტანგი. ვირაცას ეს ხომ უნდა გააკეთებინა. ხოდა ეს მე გავაკეთე.
- აუ, შეეშვირ რა. მთვრალია და რაღაცას ბოდავს.
- იმედია რატი, ამჯერად სიმართლეს ამბობ.
- ძვირფასო, მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი.
- რა ხდება? გარეთ რა ხმაურია?
- პოლიცია...
- გაბრიელ, გააკეთე რამე! ლუკა, ციხეში არ უნდა წავიდეს.
- სოფია, მაპატიე. ლუკას, ადრე თუ გვიან იპოვიან.
- პოლიცია! ლუკა  დაკავებული ხართ განძრახვ მკვლელობაში. დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ.
- მოეცით! უფლება მომეცით გაბრიელს დაველაპარაკო.
- მეგობრებო ცოტახანს მოიცადეთ.
* * *
- გაბრიელ, ძმაო მართალია ვახთანგი ჩემი იარაღითაა მოკვლილი, მაგრამ მე არ მომიკვლავს. ბოლოს იმ ზომამდე მივიყვანე, რომ თავი მოიკლა. ერთადერთი მოწმე ქრისტია, ის მის გარდაცვალებამდე რამოდენიმე საათით ადრე მოვიდა.
- კარგი წადი დანარჩენს მე გავარკვევ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ციხიდან მალე გამოხვიდე.
- ვახტანგმა, გარდაცვალებამდე თქვა:_ სიკვდილის შემდეგ უფრო საშიში გავხდები.  ძალიან გთხოვ ჩემი ოჯახი და გოგოები დაიცავი.
- იცოდე მალე გამოხვალ. ეს არ დაგავიწყდეს.
- და კიდევ ელენა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მან არაფერი გაიგოს, როცა დრო მოვა ყველაფერს მე ავუხსნი.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები