ნაწარმოებები



ავტორი: ზაალ ჯიქიძე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2019


გზას გავაგრძელებ!

არ ჩანს საშველი მერამდენე აღმართს შევუდგე,
წყვილი სიკოჭლე მერამდენედ ავუწყო სიტყვებს
უაზროს და იმედებს რით შევუსრულდე.
მარტო აღმართი ვის ადარდებს, ვის აგონდება,
ქარიც კი ზურგში დანის ცემას აღარ იმეტებს,
და გულში მირტყამს დაცემის წინ რომ შემომხედოს,
თვალებში სადაც უიღბლობას ძინავს ღრმა ძილით,
მე კი ვერაფრით გავაღვიძე და დავწვი ჩემში,
ხო, ძინავს ისევ საიმედოდ უიმედობას,
მე კი მგონია მის სიმშვიდეს ვევასალები,
ვერ შევაჩერე  ჩემს სხეულში სენი სისხლივით,
და დაბერილი ძარღვებიდან  წვეთებად სდიან ,
და აფეთქებენ დაცლილ ფეთქვას  ზარბაზნებივით...
გზა გავაგრძელო სიკვდილია მოსანახავი,
აქ დავრჩები და სამუდამოდ დავიკარგები.
ეშმაკმა უწყის ან ვერ უწყის სადღაც ვიქნები,
და ცას შეკრული კერპებივით, მეც გავკერპდები
და მომიგონეთ, დამაფასეთ სიტყვით თავდახრით,
ვიცი აუგი, ერთხელაც რომ აღარ დაგცდებათ,
და გამიციეთ ფიქრებივით სამარე ან კი,
გზა გავაგრძელო ვამჯობინო ათასი ლახვრის
წყვილ-კოჭლ ფეხებზე დაკიდება, და თრევა აღმართს
ბებერი ხარიც რომ ვეღარ ხნავს თავისი რქებით,
და რომ ჩემსავით იჩოქება ისიც გზა და გზა,
მაგრამ ერთნი ვართ და ბოლოჯერ მე მისი მჯერა,
რომ წაილესავს რქებივით შეუპოვრობას,
და არა მარტო წამოდგება, გზას გააგრძელებს,
და იმედებად შეიმოსავს ურყევ ნაბიჯებს...
აქ დავრჩები და სამუდამოდ დავიკარგები
გზას ვაგრძელებ და სიკვდილს ვეძებ,
ყოველ ნაბიჯზე,
ან აქეთ მეძებს შეიძლება,
არ გამოვრიცხავ,
მაგრამ პოვნით მე ვერ მიპოვის, ვერსად, ვერასდროს,
იქით ვიპოვი სადმე კარზე დავუკაკუნებ,
და შევახსენებ უიმედოს,  ჩემს თავს სიიდან
რომელიც წლებად დავუხიე,
ერთ დროს ნამტირალს და მკაცრი არა მივაბჯინე,
შშუბლზე თოფივით,
თითქოს შეშინდა, თითქოს თვითონ
იგრძნო სიკვდილი, და მუდარებით  გამეცალა ხელ აწეული,
ახლა კი ვთვლი რომ, ბოდიში მაქვს გადასახდელი,
და ყველგან ვეძებ იქნებ სადმე გადავეყარო,
გადავეყარო უცნობ ქუჩებს,
ნაცნობ აღმართებს, დაღმართები რომ,
ვითომ მოსდევთ, მაგრამ არ არის!
მაგრამ არ არის და აღარც მაქვს იმედი,
სადმე გზაზე რომ ვითომ, შვებასავით გადამეყაროს.
ვერ მოვისვენებ ღმერთო ჩემო, აწი ძნელია,
ან გვიანია უფრო სწორად და დავამთავრე,
რომ უსაშველო იმედებით ვეღარ ვიცხოვრებ,
აწი ძნელია ოცნებებით გამოვიკვებო,
აწი ძნელია გაჩერება გზა როცა ვიცი,
რომ წამით ბოდვა „დავიღალე“  ამოვიხვნეშო,
აქ დავრჩები და სამუდამოდ დავიკარგები,
გზას ვაგრძელებ დასიკვდილს ვეძებ,
და მეც მივდივარ...
სიტყვებს, უაზროს გავურითმავ წყვილ კოჭლ ფეხებს და,
კუს ნაბიჯივით შევუერთებ მანძილს გასავლელს,
რომ სადმე ვნახავ, სადმე კარზე დავუკაკუნებ
და გავახსენებ უიმედოს ჩემს თავს სიიდან ,
რომელიც წლებად დავუხიე, მაგრამ ვინანე,
ახლა კი მინდასაბოდიშოდ სიტყვებს ვეძებდე,
და თავის დახრა იქ მისვლამდე, გზაში ვისწავლო,
რომ მაპატიოს და წარსულზე ისე ვუამბო,
რომ მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, თუ კი არსსებობს
და პასუხს ვითხოვ მაგებინოს და თან, მიშველოს...
აქ დავრჩები და სამუდამოდ დავიკარგები,
გზას ვაგრძელებ და, სიკვდილს ვეძებ,
მაგრამ მივდივარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები