ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ივნისი, 2019


Bullshit!

საკარნავალო ნიღბებს ჰგვანან ადამიანები ეფრემ... მოხმარების ვადა აქვთ! ვარგისია 4 საათით! მწუხარეა მათი გულები,მარტოსულები
საბრუებლების ტყვეობაში იკლავენ ნიშებს... ქარში გაცრეცილ წვიმას წააგავს იმედები და ემოციები,მალე მთავრდება. ყველაფერი ამაზრზენული იციან,სიმართლეც კი! ჭეშმარიტების დოგმატურობას ვინ დაეძებს,რელიგიზე ისე საუბრობენ,თითქოს აბსტრაქტული მეცნიერება იყოს განზომილებებში გაშლილი... ამით ვამაყობთ! ჩვენც ადამიანები ვართ და მრცხვენია,
ჩვენ ის ქმნილებები ვართ,ვისაც შური და ბოღმა ჩანასახიდანვე დედის მუცლიდან მოგვდევს,უბრალოდ ზოგიერთს ,,ჯადოსნური“ ნიღაბი აქვს, დიდი ხნის ვარგისიანობით...

Carpe Diem!
შეიგრძენი ადამიანობის ხიბლი,თუკი შეძლებ... პროცესების განვითარებას თუკი გადააბიჯებ,შენ იქნები უპირველესი პირველთა შორის,ვისაც წამის სამარადისოდ გაგრძელება შეგეძლება და დიდი პატივით დაგმარხავენ,მაინც ეკიდები ყველას წამის ან წლის მერე! მხოლოდ ბალახი გაგიხსენებს ხანდახან,სანამ ვინმე უღმერთო არ წაგართმევს მასთან კავშირს...

Veni,vidi,vici!
პატივმოყვარეობის გასაცხრილად ადამიანებმა შემოიღეს ამბიციურობა... ამაოა ყველაფერი რასაც ვაკეთებთ და მაინც ვაკეთებთ!!! არაფერს აქვს აზრი რეალურად,გარდა ჭეშმარიტებისა,ჭეშმარიტება კი მარტოა,ჩვენ გავასახლეთ ჩვენივე გულებიდან!
ჩვენ გვისმენენ,ჩვენ გვესაუბრებიან და ჩვენი სჯერათ! სისულელეა...სისულელე!

Apatheia
დრომ მოგვცა ძალა მარტო ყოფნის, გაანალიზებისა და უგულებელყოფის!
ჩვენ უგრძნობი და უინტერესო არსებანი ვართ,თავს ვიტყუებთ,როდესაც ერთმანეთს ვეფიცებით ისეთ გრძნობებს,რომელთა გადმოცემასაც ვერ ვახერხებთ... გულგრილები ვართ,აბსოლიტური უმრავლესობა,ესაა სიმართლე და დოგმაა ამ სიმართლის სიმწარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები