ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2019


***

მიწა ბატუტი ხომ არ არის
ზედ რომ დახტე და აგისროლოს;
ან ჰიდროსფეროს მიგახეთქოს
როგორც დამფრთხალი კვირიონი.
მიწა ბატუტი ხომ არ არის,
შენს ნებაზე რომ ჩაიზნიქოს;
თუნდაც ,,ტუფლები“ ამოპირო,
თუნდაც ქოთნები ამოყორო,
შიგნით ნუგეში აბიბინო
ეგზოტიკური ჯეჯილივით.
მიწა ნაჭუჭი ხომ არ არის
გამოტეხო და შეიკუნტო,
გამორეცხო და შეიბრალო,
მერე დამარცვლო, ამოზილო,
ის ნოყიერი ნიადაგი,
რომლითაც მუცელს მოითხუპნი;
იქნებ კუჭისკენ აღმოცენდნენ
მარადიული ნარგავები,
ამ ტყის გვრემაში გაიხარონ
ცხოველებმა და ფრინველებმა.
იქნებ ერთხელ და სამუდამოდ
კვებისთვის პირით მოქმედება
გადაგვარდეს და შეიზღუდოს.
ბოლო მწამს, ფიცი გამაკვირვებს,
თუ ქუჩებს იხსნი სინათლისგან,
გავარვარებული ნათურები
კბილებით უნდა დაამსხვრიო;
როცა გლანდები ვიბრირებენ
მდუმარე ხმების დაგუბებით
და ქირურგიულ ჩარევამდე
ყელი შემზარავად სივდება
- პირს არ უხდება უხერხულად ენის წკლაპუნი,
მიწას გადაყრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები