ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2019


ჩემი პროფესია

                                              რამოდენიმე თვის შემდეგ .
      ,,ალბათ წარმოუდგენელია და ბევრ თქვენგანს გაუკვირდება კიდეც ისეთი
საქმიანობის და პროფესიის არსებობა , როგორიც - კერძო
დეტექტივია. ფილმებში ხშირად გვინახავს როგორ ქირაობენ კონკრეტულ პირს
პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გასარკვევად და ფაქტეების
დასაზუსტებლად. ისინი არკვევენ ისეთ დეტალებს რაც ჩვეულებრივი
ადამიანისთვის ძნელი გასარკვევია, იყენებენ სხვადასხვა საშუალებას,
უღებენ ფოტოებს, ვიდეოს, აკეთებენ ხმოვან ჩანაწერებს.
თითქოს ეს ხდება მხოლოდ ფილმებში და არა რეალობაში და ან თუ ხდება
აქ არა... მაგრამ თუ თქვენც ასე ფიქრობთ ძალიან ცდებით,
რადგან თქვენს გარშემოც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ დროს ისეთი
პიროვნება, რომელიც დაქირავებულია და კონკრეტულ საქმეს ემსახურება. თქვენ
თავადაც შესაძლოა გახდეთ ერთ დღეს თვალთვალის ობიექტი. არსებობს სიცრუის დეტექტორი, რომელიც გამოძიების მომენტში ეხმარებათ.
მომსახურებაში შედის დევნა-თვალთვალი და ხშირად კამერას ამონტაჟებენ,
მაგრამ ეს ხდება მხოლოდ დამკვეთის კერძო საკუთრებაში, სხვა ტერიტორიაზე
დაუშვებელია. ბევრ უცნაურ და ექსტრემალურ სიტუაციასთან ერთად არის დრამატული
შემთხვევებიც.“ ჩემ პროფესიამ, ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი პრობლემების მიუხედავად შევიძინე ერთი დიდი ოჯახი. ვიპოვე ანა, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი. შევიძინე კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ეხლა პატიმარია. ლუკა, სასამართლო სხდომაზე ორი წლის ვადით დააკავეს. მის საქმეში ძალიან კარგი ადვოკატია ჩართული. გვეხმარება პროკურორიც, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ყველაფერი იცოდა. რამოდენიმე თვის წინ, როცა ლუკა დააკავეს მე ჩემი თანამდებობა დავტოვე,რადგან ჩათვალეს, რომ საქმეს თავი ვერ გავართვი და ბევრი რამ მათთან შეთანხმების გარეშე გავაკეთე. ქრისტი, სასამართლოზე არ გამოცხადებული. ის, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ გაუჩინარდა. მასზე მის მშობლებმაც არაფერი იციან. მაკა, ყველაზე დარდიანია. ეხლა დაიწყო იმ დღეების დამახსოვრება, როდის შეუძლია ლუკას ნახვა. იმედი არ დაუკარგავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი შვილი, პატიმრობას თავს აუცილებლად დააღწევს. დედაჩემი უკვე გაემგზავრა სხვა ქვეყანაში. მას უკვე ჩაუტარდა პირველი ქიმიოთერაპია. ამბობს, რომ სიკვლს არ აპირებს და უკან აუცილებლად გამარჯვებული დაბრუნდება. მას მამაჩემი გაჰვა უკან. იმ დღიდან ტელეფონზე არ წყდება ნათესავების ზარები. ,,შვილო, ეს რა დაგმართნიათ ვიზიარებ..“ ,, ეხლა როგორ არის, უკეთესადაა?“ ,,როდის დაბრუნდებიან? იცოდე არ გამომაპაროთ.“ თითოეული ზარი ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებული იყო. სიმსივნე არ ნიშნავს სიკვდილს! ისინი კი ისე მესაუბრებოდნენ თითქოს და უკვე გარდაცვლილი იყოს. იქნებ ეს ყველამ გაითვალისწინოს. სიმსივნე არის ბრძოლა, რომელიც უცხო ქვეყნიდან გამარჯვებული დაბრუნებას ნიშნავს. გაცილებისას ნინომ შემოიხედა და მითხრა:_ შვილო, მე თუ ვერ დავბრუნდი იცოდე, რომ გაქვს მეორე შანსი... გიყვარდეს დედა. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვერ გავუბედე მეთქვა, რომ დედა, მე ვიცი სიმართლე. ვერ გავუბედე მეთვა, რომ იცი მე მყავს ძმა, რომელსაც ძალიან უნდა სწავლა. როდის ეჩხუბეო დედას? ალბათ ეს კითხვა, რომ დამისვან ვეღარ ვუპასუხებ. ნინოს, გამოხედვა  ექსკავატორიდან არ დამავიწყდება, როდესაც მისი თვითფრინავი უკვე აფრენისთვის ემზადებოდა. თვალწინ ყველაფერი წამეშალა. ჩემს წინ მხოლოდ ვხედავდი გამარჯვებულ ნინოს. თვალელებით ძლივს ვიკავებდი ცრემლებს და წარმოვიდგენდი აეროპორტის დიდ კარებს და ნინოს ბედნიერ სახეს, როგორ წევს ხელებს მაღლა და როგორ ამბობს, რომ მე გავიმარჯვე და დავბრუნდი!
* * *
- კარგით რა, ნუ ზიხართ მასეთი სახეებით! აი, ნახავთ გამოსავალს მალე ვიპოვით.
- რატი, გამოსავალი აღარ არსებობს... უკვე სამი თვე გავიდა.
- სოფია, მესმის შენიც, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ გაბრიელი იპოვის გამოსავალს.
- გაბრიელ, გისმენთ არის რამე სიახლე?
- საღამოს თომა და პროკურორი ერთად მოვა და მინდა მათ თანდასწრებით ვისაუბრო.
- ძვირფასო, შენ თავს კომფორტულად იგრძნობ?
- კი, ყველაფერი რიგზეა.
- ისე უკვე არ არის დრო მარიამმა, გაიგოს დაკარგული ვაჟის შესახებ?
- არა, ჯერ სანამ ნინო არ დაბრუნდება არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- კარგი ძმაო, ნება შენია.
- ყავას გავაკეთებ ხო დალევთ?
- კი მელანო, მე უშაქრო ხო იცი.
- კი რატი, ეგ ვიცი.
- ისე თვალი არ გეცეთ. ერთი საათია მშვიდად ზიხართ ისე, რომ არ გიჩხუბიათ. რამე ხო არ მოხდა?
- არა, არაფერი რა უნდა მომხდარიყო...
- რა ამბავია, ცალცალკე მაინც გვიპასუხეთ.
- უბრალოდ დაემთხვა.
- ძვირფასო ერთი წუთი გამომყევი.
- რა ხდება?
- მათ შორის რამე ხდება?
- ვის გულისხმობ?
- მელანოს და რატის შორის ხდება რამე?
- რა სისულელეს ამბობ. მათ შორის არასდროს არაფერი არ მოხდება.
- კარგი ხო, რატო გაბრაზდი?
- არაფერიც მშვიდად ვარ.
* * *
    ცხოვრება ადამიანებს უმზადებს ისეთ გაკვეთილებს, რომელსაც ისინი, ადრე თუ გვიან, სწავლობენ. მე ცხოვრებამ, მომიმზადა ისეთი გაკვეთილები, რომელიც ერთერთი იყო დედაჩემის დიაგნოზი. გაკვეთილი მდგომარეობდა შემდეგში. მე უნდა გავჩუმებულიყავი, მე არაფერი არ უნდა მეთქვა იმის შესახებ, რომ ძალიან მეშინია. მეშინია მისი დაკარგვის. არ უნდა მეგრძნობებინა, რომ მეცოდება. ნინო, ყველაზე მეტად ვერ იტარს, როცა ვინმეც ებრალება. ამიტომაც მალავდა იგი მის დიაგნოზს. რასაც აღიქვამთ ის რეალობაა. მე დიდი ხნის წინ გავაცნობიერე, რომ ჩემ პროფესიაში ვიპოვე საკუთარი თავი, რაც ყოველდღე ჩემს თავს ხდებოდა ის იყო ჩემთვის რეალობა. არ მიყვას გამოგონილი, შექმნილი ისტორიები. სწავლა და აღმოჩენა არის ის, რითაც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში არიან დაკავებული, მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ყველაზე რთული არის იმის გარკვევა, რა არ იციან მათ. ის ყველაფერი რას შენს ცხოვრებაში ხდება დროებითია. ერთ პრობლემას მოყვება მეორე, როცა ცხოვრება გჩუქნის საუკეთესო მომენტებს დატკბი იმ ყველაფრის მთავარია არ დაკარგო მადლიერების გრძნობა.  ცხოვრება სავსეა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური სიურპრიზებით. ხშირად, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ცხოვრებაში მთავარი პროცესით, შრომით მიღებული სიამოვნება და გამოცდილებაა და არა – შედეგი. ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უძნელდებათ, რომ დააფასონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებისეული დაბრკოლებებითა და დაშვებული შეცდომებით მიღებული გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერება არის გასაღები იმისა, რომ გახდე უკეთესი. ყველაფერი დროებითია, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენე ის შესაძლებლობები, რასაც ცხოვრება გაძლევს და ამისგან შექმენი საუკეთესო!
* * *
- საღამომშვიდობის! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
- ბავშვებო, მადლობა არ იყო საჭირო ამდენი რამის მომზადება.
- რას ამბობთ პირიქით ესაც ცოტაა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ.
- მე გავაკეთე ის, რაც საჭიროდ ჩავთვალე.
- არ დამავიწყდება თქვენი ჩვენება ლუკას, სასამართლოზე.
- ქრისტი კიდევ არ გამოჩენილა?
- არა, და მგონი აღარც დაბრუნდება.
- სოფია, ეს რა სალათაა?
- ცეზარის სალათაა ბეკონით. ღვინო დაგისხათ?
- დიახ, ოღონდ ძალიან ცოტა. გაბრიელ, შენ რატომ ხარ ჩუმად?
- არაფერია, უბრალოდ გისმენდით.
- დედა როგორ არის?
- ნორმარულად, უკვე გაემგზავრა.
- არ ინერვიულო ნონოს, ბრძოლა ძალიან უყვარს.
- თქვენ რამდენი ხანია რაც ნინოს იცნობთ?
- მე და ნინოს, რამოდენიმე წლის წინ ერთად თანამშრომლობა მოგვიწია.
- კარგია ასეთი საუბრები, მაგრამ მგონი დროა უკვე საქმეზე გადავიდეთ არა?
- თომა მართალია. აბა სად გავჩერდით?
- ვახტანგის საქმეს კიდევ ერთხლ გადავხედე თავიდან ბოლომდე და არმოვაჩინე, რომ მარტო არ მოქმედებდა. მას ჰყავს და, რომელის შეთანხმების გარეშე ვახტანგი საქმეებს ვერ აკეთებდა. ფაქტია, რომ ერთად მოქმედებდნენ. საეჭვო ეს კი არ არის მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. საქმეში, მხოლოდ საქონელის გადაზიდვა ფიქსირდება ისიც კანონიერად. ფაქტია, რომ ვახტანგი დის გარეშე ბევრ რამეს არაკანონიერად აკეთებდა. დიდი ალბათობაა ისიც, რომ დამ მისი დანაშაულებების შესახებ არაფერი იცოდა. შეიძლება ის ერთადერთი მოწმეც იყოს.
- ქალბატონო მარიამ, შეგიძლიათ ეგ საქმე მეც გადმომცეთ მინდა, რომ კარგად გავეცნო.
- გაბრიელ, სამწუხაროდ არ შემიძლია. ეს ჩემს უფლებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვეცდები ყველანაირი ინფორმაცია მოგაწვდინოთ ამის შესახებ.
- გასაგებია, მაშინ არ დაგაძალებთ.
- ბავშვებო, მე ეხლა უნდა წავიდე მალე ჩემი შვილი, მიემგზავდება და მინდა, რომ მეტი დრო დავუთმო.
- სასწავლებლად მიდის?
- კი გაბრიელ, შენ საიდან იცი?
- რამოდენიმე თვის წინ მე და ილია, შემთხვევით შევხვდით და ცოტაც ვისაუბრეთ.
- გამახსენდა ილიამ მითხრა ამის შესახებ. გაბრიელ, კარგად... დედას გაუფთხილდი ის ძალიან ძვიფასია.
- ეს სიტყვები...
- გაბრიელ მოხდა რამე?
- არა, არაფერი ნახვამდის და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
- კარგად ბავშვებო!
- რა უცნაური ქალია, მე მაგას მაინც არ ვენდობი.
- ე, ბიჭო!
- უი, ბოდიში ძმა დამავიწყდა.
- მართალია, მარიამს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ მასზე ცუდის თქმის უფლებას არ მოგცემთ.
- მე უნდა წავიდე მასაჟზე  ვარ ჩაწერილი. ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა.
- მელანო, დამელოდე მე გაგიყვან.
- დროზე რატი, ისედაც დამაგვიანდა.
- ტელეფონს ავიღებ და მოვდივარ.
- ძვირფასო, ისინი...
- არა, სოფია არაა! ისინი, ერთად ვერასოდეს იქნებიან.
- რატო?
- ჩვენ პირობა გვაქვს დადებული.
- რა პირობა?
- პირობა იმისა, რომ ჩვენს შორის სიყვარული არასოდეს იარსებებდა.
- რა მოხდება ამ პირობას ისინი, თუ დაარღვევენ?
-სოფია, ძალიან გთხოვ სხვა რამეზე ვისაუბროთ.
- როგორც იქნა მარტოები დავრჩით. რისი გაკეთება გინდა? რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
- წამოდი ჩემს სამუშაო ოთახში, რაღაც მინდა, რომ გაჩვენო.
* * *
    ადამიანებს, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდებათ იმის დასადგენად, რომ წუხილი არაფერს კარგს არ მოუტანთ. ისინი უკვე ფიქრობენ, რაც მომავალში მოხდება არადა ააწმყო ავიწყდებათ. ხშირად შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამორჩეთ. გამუდმებით წარსულით ცხოვრება განვითარების საშუალებას არ მოგვცემს და ოდითგანვე ისეთებად დავრჩებით, როგორებიც მაშინ ვიყავით.  განვითარების გზად, საკუთარი წარსული გამოგადგებათ მხოლოდ იმაში, რომ დაინახოთ საკუთარი თავი, როგორი იყავით ადრე და გახდეთ იმაზე უკეთესი.
* * *
- რატი, უკვე მოვედით აქ გამიჩერე. რას აკეთებ მანქანა რატომ მოაბრუნე?
- ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა.
- რატი, არ ვიცი რისი თქმა გინდა, მაგრამ მანქანა გამიჩერე უნდა ჩავიდე.
- არ გავაჩერებ.
- გააჩერე თორე გადავხტები.
- თუ გადახტები მეც საჭეს ხელს ავუშვებ და ორივე დავიღუპებით.
- კარგი, კარგი მითხარი რისი თქმა გინდა და გამიშვი.
- ვერ ვივიწყებ იმ ღამეს, რომელიც ჩემს ჩამოსვლის დღეს იყო.
- რატი, ეგ იყო შეცდომა იყო. ჩვენ მაგაზე ხო უკვე ვილაპარაკეთ.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვივიწყებ არ შემიძლია.
- ხო იცი, რომ ეს შეუძლებელია, თანაც მე...
- ლუკა შეგიყვარდა?
- გამიჩერე მანქანა ძალიან გთხოვ.
- მაპატიე... გპირდები, რომ ამ თემაზე აღარ ვისაუბრებთ.
* *  *
    ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან ისინი, ვინც წარმატებებს აღწევენ თავიანთ სფეროში. ადამიანები, როგორც წესი, თავიანთი ცხოვრების მხოლოდ კარგ ნაწილს ხდიან სხვებისთვის თვალსაჩინოს, შესაბამისად, ნებისმიერი თქვენგანი უსამართლოდ ექცევა საკუთარ თავს, როცა სხვისი ცხოვრება საკუთარზე უკეთესი ჰგონია და უნდა, დაემსგავსოს სხვას. ერთი ადამიანის მიერ მეორის ცხოვრების მისეული აღქმა ხშირად, არის მცდარი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ნებიმიერმა ადამიანმა ფოკუსი მაინც საკუთარ ცხოვრებაზე უნდა გააკეთოს. თქვენი ცხოვრება თქვენი მოგზაურობაა და იმ ბილიკზე უნდა კონცენტრირდეთ, რომელიც გასავლელი გაქვთ. ნინომ, როდესაც უკან კიდევ ერთხელ შემოიხედა დავრწმუნდი, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არსებობს. მხოლოდ წინ უნდა იარაო და არასოდეს არ უნდა იყურო უკან.
პროკურორი, თავისი პრინციპებით მუშაობას აგრძელებს. მე ესე მშვიდად ვერ დავჯდები და ვერ დაველოდები, როგორ გავა ორი წელი. ლუკას მე დავპირდი, რომ ციხიდან დავიხსნიდი და ასეც იქნება. სოფია, რამოდენიმე დღეა ჩემთან არიას. ეხლა უკვე ჩაეძინა მე კი მუშაობა გადავწყვიტე. თომაც სახლიდან გამოიპარა და ორივე ერთად წავედით იქ, სადაც საიდუმლოდ ვმუშაობთ. არა, უკანონოს არაფერს ჩავდივართ უბრალოდ ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ინფორმაციების მოზიებაში გვეხმარება. გუნდი შევიკრიბეთ ლუკასთვის. ჩვენი საიდუმლო ადგილი ჩვენი ოფისის სარდაფშია. ეს ადგილი, ჩვენ წლების წინ დავალაგეთ, შევიტანეთ კომპიუტერები და სხვა საჭირო ნივთები. ამ ადგილს მხოლოდ მაშინ გამოვიყენებდით, როცა ვიღაც თვალთვალი გვჭირდებოდა ან საიდუმლოდ ვმუშაობდით. ჩვენი გუნდი ხუთი ადამიანისგან შედგება: ოთო პროგრამისტია, ნაია ხაკერია. სხვადასხვა სისტემაში შესვლაში გვეხმარება. რატი, ჩვენდი გუნდის წევრია. ის ჩვენს გუნდში ფოტოგრაფია და ბოლოს რათქმაუნდა მე და თომა.
* * *
- რატი რა ხდება შენ რა სახე გაქვს?
- არაფერია უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- ნაია, შენ რა ქენი პროკურორის კომპიუტერი გატეხე?
- კი და აი ეს არის საქმე, რომელსაც ვეძებდით.
- რატი, შენ რა ქენი რამე სიახლეა?
- არ ვიცი ძმაო მქონი ეგ ქალი, ძალიან პატიოსანია ან მე მძინავს ყველზე მნიშვნელვან მომენტებში.
- ვერ გავიგე... შენ საქმეს აკეთებ თუ გძინავს?
- ბიჭებო, ცოტა მოწყალება გაოიჩინეთ რა. არცერთ თქვენგანს არ გისურვედით ივლისის სიცხეში, მანქანაში იჯდეთ და სხვის ცხოვრება აკონტროლოთ.
- ვინმე უცხოს ხო არ შეხვედრილა?
- არ ვიცი თქვენთვის უცხოა თუ არა, მაგრამ თავის საყვარელს შეხვდა.
- არა, ეგ ნამდვილად არ არის უცხო. ქალი 65 წლისაა და კიდევ როგორ გამოიყურება.
- კარგით შევეშვათ ამ თემას. მოიფიქრეთ, როგორ შევხვდეთ ვახტანგის დას?
- მე მაქვს იდეა.
- მიდი გისმენთ თომა.
- შვილიშვილისთვის ეძებს ძიძას, ხოდა რომელიმე თქვენგანი წავა მასთან სამუშაოდ.
- და შემდეგ რა იქნება?
- დავამონტაჟებთ მოსასმენ აპარატს, გავაკონტროლებთ ვის ხვდება, რას აკეთებს, სად მიდის და ასე შემდეგ...
- ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეგ ქალი, სულილი არ არის მალე ყველაფერს მიხვდება.
- ხოდა ისე უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი რომ არაფერი იეჭვოს.
- გასაგებია ვინ წავა ამ დავალებაზე?
- მე ტყუილად მიყურებთ. მე ბავშვის მოვლა არ შემიძლია.
- რატი, შენ ერთადერთი ხარ ვიზეც შეძლება არაფერი იეჭვოს.
- კარგით რა უნდა გავაკეთო?
- რატი, ნაიას გაყევი და ყველაფერს აგიხსნის.
- გასაგებია მე უნდა წავიდე მარი მელოდება.
- მეც სოფია დავტოვე მარტო. წარმატებები და თუ რამე სიახლე იქნება შეგვატყობინეთ.
- ბიჭებო კარგად!
* * *
-რატი, რა მოხდა მელანოს, კიდევ ვერ დაელაპარაკე?
- ოთო, დაველაპარაკე, მაგრამ აზრი არ აქვს რა...
- კარგი რაა, არ დაიღალე ერთი და იგივეს თქმით? შენ არ თქვი, რომ ადრე ხვდებოდით, რო ჩამოხვედი მაშინაც გითხრა მომენატრეო და ის ღამე შენთან გაატარა.
- კი, მაგრამ არ გამოვა რა... ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. ჩვენ პირობა გვაქვს ეგაც, რომ არ იყოს მგონი მაგას სხვა უყვარს.
- ვინ ლუკა?
- ხო ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეგ უყვარს.
- ბიჭებო რაზე საუბრობდით?
- არა არაფერზე. წავედი ხვალ წარმატებები მისურვეთ.
- ყველაფერი კარგად იქნება!
* * *
მეორე დღე!
- მელანო, სად ხარ? შენი დახმარება მჭირდება!
- რატი რა ხდება მშვიდობაა?
- არა, არ არის მშვიდობა.
- რატო რა მოხდა?
- ბავშვმა ჩაისვარა.
- რაა?
- მოკლედ მისამართს მოგწერ და სასწრაფოდ აქ მოდი. ეს სიკვდილს სიცოცხლის საკითხია.
- ვაიმე, კარგი ხო გამოვდივარ.
* * *
    ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით…რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს…ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს… ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი… ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით – გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა – ამას აღარაფერი ეშველებაო– და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე. _ნოდარ დუმბაძე
* * *
- აქ რა ხდება? ეს ვისი სახლია?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. დამეხმარები?
- რაში?
- ბავშვის მოვლაში?
- ვისია ეს ბავშვი? რატი ისევ შარში თუ გაეხვია...
- მელანო, თუ ღმერთი გწამს რამდენ ლაპარაკობ. ვერ ხედავ ბავშვი გასკდა ტირილით.
- რა უნდა რატო ტირის?
- ალბათ შია. აი საჭმელი აქ არის.
- სულელო ეს ფაფა, წყალში უნდა გაგეხსნა ასე ბავშვი, როგორ შეჭამს?
- რავიცი მელანო, დედაჩემი როგორ მივლიდა ისიც აღარ მახსოვს და ბავშვს, როგორ მივხედავ.
- აქ რა ხდება? რატი, ვინ არის ეს ქალი?
- ქალბატონო, გაიცანით ეს ჩემი შეყვარებულია.
- რა სისულელებს ბოდავ.
- მოკეტე.
გაგრძელება იქნება!

                                                                                            ქალი
    პირველი ქალი, ჩემს ცხოვრებაში იყო დედა, შემდეგ დეიდა. დეიდაჩემს, გათხოვებისას საყვარელ მამაკაცზე უთქვამს. ჩემი ქმარი, კარგი ცოლის ანარეკლი იქნებაო. ასეც მოხდა დღეს მათ შვიდი შვილი ჰყავთ. ხუთი ქალიშვილი და ორი ტყუპი ვაჟიშვილი. ბიძიას ხუმრობით ვეტყოდით ხოლმე:_ „აჰა, მიაღწიე იმას, რაც გინდოდა.“ ბიძიას პასუხი მდგომარეობდა შემდეგში:_ მე მყავს გვერდით ქალი, რომელმაც ოცნება ამისრულა. ბიძიას ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ტყუპები, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ისინი, ბიჭები იქნებოდნენ თუ გოგოები. დეიდაჩემი ჩემთვის გმირია. ის იყო ქალი, ვისშიც პირველად დავინახე სიძლიერე, რასაც ქალები ყოელთვის ატარებენ. ქალს ყველაზე მეტად შეუძლია ემორციების გამოხატვა. ისინი ტირიან მაშინ, როცა გული ატკინეს. ისინი ტირიან, მაშინაც, როცა სხვას სტკივათ. ქალები, ტიარიან მაშინაც კი, როცა ბედნიერბი არიან. ვაი, რო არაფერი ვართ ქალების გარეშე. რატის უყვარს ხუმრობა ამაზე:_ ქალი, მამაკაცის ნეკნისგან შეიქმნაო, ჩვენი უნდა ამაყობდნენ ქალებიო, უფრო უნდა გვაფასებდნენო. ,,თუკი ღმერთი ქალს მამაკაცის ბატონად დააწესებდა, ის მას თავის ქალისგან შექმნიდა, მაგრამ თუ მონად გააჩენდა, მამაკაცის ფეხისგან გამოკვეთდა, თუმცა ისე შექმნა ღმერთმა ქალი, როგორც მამაკაცის მეგობარი, მისი ტოლი და სწორი, ამიტომაც გააჩინა იგი ნეკნისგან.“ რატის ამ შემთხვევაში ასეთი შეხედულება აქვს, თუმცა ამბობს:_ მე თუ შემიყვარდა ქალი, მას არასდროს ვეტყვი, მანამდე რამდენი მყავდა. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც ამჩნევს მცირე დეტალებსაც კი.
ქალები, ცხოვრებაში უფრო დიდ სტრესს გადიან. ისინი, ყველაზე კარგი მსახიობები არიან. სცენი და კამერების გარეშე. მათ კარგი მსახიობება შეუძლიათ პირად ცხოვრებასიც. ნიღბის კარგად მორგებაც შეუძლიათ ქალებს. ბებიაჩემი, ყოველთვის მეუბნებოდა. ქალი უნდა გააღმერთო, ქალს ხშირად უნდა უთხრა კომპლიმენტი. ისინი, ძალიან მომთხოვნები არიან. საყვარელი ქალი, კიდევ უფრო ლამაზი საუკეთესო მამაკაცის გვერდით არის. დღეს ჩემს ცხოვრებაში არსებობს ქალი, რომელსაც ვაღმერთებ, რომელიც მიყვარს თავდავიწყებით. ცხოვრებას უხდება ანა, ბუნებას უხდება ანა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი, ყველაზე უმანკო, ყველაზე ლამაზი ქალის სახელია ანა. მგონი უკვე დროა ცოტახნით დავივიწყოთ სოფია და დღეს მასზე მოგიყვებით მეტს. დღეს მისთვის სიუპრიზი მაქვს და იმედი მაქვს ხელს არაფერი შეგვიშლის. თორე უკვე რამოდენიმე თვეა უშედეგოდ სრულდება ჩემი მცდელობა. აი, უკვე 1 აგვისტოა. არ ვიცი რას უნდა ველოდო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ყოველი დღე უკვე სიუპრიზებით მოცული გახდა. ერთად დიდი ძალის მხნევით ვცდილობთ, რომ ლუკა პატიმრობიდან დავიხსნათ. უკვე შუადღის პირველი საათია. გაღვიძებისას ანას წერილი საწოლთან დამხვდა. ,,საყვარელო, მე მაკასთან მივდივარ საუზმე უკვე მზად არის. შეჭამე ისე არ გახვიდე გარეთ. არ იდარდო მე უკვე დაგემშვიდობე. სარკეში ჩაიხედე, ტუჩის კუთხეში კონცნის ანარეკლი გაქვს.“ საინტერესოა რატიმ, თავის დავალებას კარგად გაართვა თავი თუ არა? არადა ნაიას, მის მოსამზადებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდა. იმედი მაქვს მაქვს თომა, არ დამირეკავს და არ მეტყვის:_ ძმაო, ამ საქმიდანაც არაფერი გამოდის. აი, უკვე გასასვლელად ვემზადებოდი და კართან უცხო მამაკაცი შემხვდა. გრძელი შავი წვერით. თმაც გრძელი ჰქონდა ერთი შეხედვით ეტყობა, რომ დაცვის წევრია. მთხოვს, რომ უკან გავყვე. თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ მანქანაში ვიქტორია შევნიშნე და მისკენ წავედი. ქალს, რომელსაც მხოლოდ თეთრი ვარდებით ხელში ვხედავდი. ეხლა დაცვით და დაბურული მანქანით მოვიდა ჩემს სახლთან. მანქანაში ჩავუჯექი და დაბალი ხმით მივესალმე.
* * *
- გაბრიელ, მომიყევი როგორ ხარ? ნონო როგორო არის?
- გმადლობთ ნორმარულად არის.
- გავიგე, რომ შენი პროფესია დაგიტოვებია.
- დიახ, ასე იყო საჭირო.
- ასე იყო საჭირო თუ ასე მოხდა? შვილო, მე შემიძლია შეგახვედრო ისეთ ადამიანს, ვინც დაგეხმარება.
- მადლობა არ არის საჭირო.
- წამოდი ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. ჩემს შესახებ, რაღაც მინდა გიამბო.
- აუცილებელია?
- კი გაბრიელ, ძალიან აუცილებელია.
    ქალებისთვის უმთავრესი პრობლემა ქორწინება იყო. არის ქვეყნები, სადაც ქორწინება გარიგებით ხდება და ეს უმეტესად მშობლების სურვილი. ერთი ასეთი შემთხვევა ხდება არაბეთში. არაბული ქვეყნების უმეტესობაში ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელია დაწესებული. მაგალითად, ტუნისის მოქალაქეებს კანონით აქვთ 18 წლიდან ქორწინების უფლება, მაგრამ ამ ქვეყანაში პატარძლების საშუალო ასაკი 25, ხოლო სიძეების - 30 წელია.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ განვითარებად ქვეყანაში ადრეული ქორწინება ისევ პოპულარულია. მაგალითად, საუდის არაბეთში და იემენში გოგონების უმეტესობა18 წლამდე ქორწინდება.
პრობლემა, რომელზეც ეხლა ვისაუბრებ მე ვფიქრობ იყო და არის და ამაში მშობლები, არ არიან დამნაშავეები. არცერთ მშობელს, არ უნდა თავისი შვილი, იყოს ძალადობის მსხვერპლი. არიან ქალები, რომლებსაც გამუდმებით ძალადობენ, თუმცა ამაზე ისინი, ღიად არ საუბრობენ. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიურიც. ისინი რატომ არიან ჩუმად? რატომ ხუჭავენ თვალებს ამაზე? უმეტესს აქვს ერთი პასუხი:_ ეშინიათ! ეშინით, ოჯახის დანგრევის ან თუ ანგრევენ შემდეგ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან ის მივა და მასზე ისევ იძალადებს. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ დიახ! ქალები, არიან ძალიან ძლიერი არსებები, თუმცა სამწუხაროს ისინი, საკუთარ თავზე მეტად ფიქრს იწყებენ სხვებზე. ქალისთვის ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს თინაიჯერულ ასაკს, მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად იზრდები და ვითარდები. ქალებს, რომელსაც ნადრევი ასაკიდან ჰქონდათ სტრესი იმისა, რომ არ დაიცვეს, არ გაუფთხილდნენ. გამუდმებით უყურებდნენ მშობლების ჩხუბს და კიდევ უმკლავდებოდნენ სტრესს, რომელის გამოწვეული იყო თინაიჯერობის ასაკში.
ეხლა მიყვები ქალს, რომელსაც არ ვიცი როგორი წარსული ჰქონდა. არ ვიცი საერთოდ უნდა მივენდო თუ არა. უცნაური უბანია, თუმცა ეტყობა, რომ ძალიან ღარიბი ხალხი ცხოვრობს.  ბავშვებმა მანქანას ალყა შემოარტყეს. მძღოლი ბავშვებს უყვირის. ,,ჩამომეცალეთ! გზიდან ჩამომეცალეთ!“ ბავშვები კი კვლავ აგრძელებენ მანქანაზე დაკვირვებას. ხელები ფანჯრის მინაზე შემოაწყეს და ცდილობენ დაინახონ ვის ეკუთვნის ეს ძვირადღირებული მანქანა. უკვე ძალიან შევწუხდი მძღოლი გამუდმებით ყვირილით, არც ბავშვები შორდებიან მანქანას. ძლივს ავიარეთ ეს ვიწრო ბილიკი.
* * *
- ეს რა ადგილია? სად მოვედით?
- მე ამ უბანში დავიბადე და ვიზრდებოდი 16 წელი.
- ეხლა რატომ ვართ აქ?
- მინდოდა შენთვის მომეცა მაგალითი, რომ ერთი პრობლემით დასასრული არ ხდება.
- არა, დასასრულს არ ვაპირებ.
- გაბრიელ შენ პროფესია მიატოვე. შენ წლები დაგჭირდა, რომ საკუთარი თავი გეპოვნა. ეხლა არ გაქვს უფლება ასე მარტივად თქვა უარი მასზე. შეხედე! შვილო, მეც ამ ბავშვების მსგავსად მიყვირდა ძვირადღირებული ნივთები. მეც მათ მსგავსად მეცვა. იცი ყველაზე მეტად, ვინ შეცვალა ჩემი ცხოვრება?
- ვინ?
- ქმარმა, რომელიც 16 წლის ასაკში მყავდა. მშობლებმა, მასზე ძალით გამათხოვეს. ძალიან ღარიბ ოჯახში ვცხოვრობდი. დედამ კი ჩათვალა, რომ ასე კარგად ვიქნებოდი.
- მერე რა მოხდა?
- ის ჩემზე 18 წლით უფროსი იყო. ჩვენი ქორწინება შედგა, თუმცა მე თავის მოკვლა მინდოდა. მე არ მინდოდა იმ ადამიანთან ერთად თანაცხოვრება. ქორწილის ღამეს მე გაპარვა გადავწყვიტე. მეუღლის ბებიამ შემაჩერა და მითხრა:_ შედი სასწრაფოდ ოთახში და შენი მოვალეობა შეასრულე. მე ძალიან შემეშინა და ოთახში დავბრუნდი. მას ძალიან უყვარდა არკოჰოლი. იმ საღამოსაც ნასვამი იყო. იმ ადამიანმდა, ჩემზე ძალა იხმარა. მეორე დღეს, როდესაც გონზე მოვიდა თავის თავიდ დადანაშაულება დაიწყო. ყვიროდა, ოთახში დაანგრია ყველაფერი. ამბობდა, რომ მას არაფერი ჩაუდენია, არაფერი ახსოვდა.
- შემდეგ რა მოხდა? თავი დააღწიეთ იმ ოჯახს?
- დავაღწიე, მაგრამ ძალიან გვიანი იყო.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენს ქორწინებამ რამოდენიმე წელი გასტანა. ჩვენს გვერდით კორპუსში, ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ჩემი მეუღლე ძალიან უყვარდა და როცა გაიგო, რომ ცოლი მოიყვანა. იმ დღიდან ცდილობდა მის მოკვლას. ერთხელაც მოწამლა, სასიკვდილოდ მოწამლეს მან და მის დამ და თავისივე სახლში ცოცხალ მკვდარი მიატოვეს.
- ანუ გარდაიცვალა?
- კი გაბრიელ გარდაიცვალა და მკვლელი იყო ქალი, ეჭვიანი ქალი, მასზე ძალიან შეყვარებული ქალი.
- არა, მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს. არ ვიცი ამ შეკითხვას ალბათ არ უნდა გისმევდეთ, მაგრამ... როგორ ფიქრობთ ძალადობიდან სიყვარულამდე არის რაიმე ნაბიჯი?
- შემს შემთხვევასი ასე მოხდა. დიახ, მე შემიყვარდა ჩემზე მოძალადე ქმარი.
- შვილი?
- კი შვილი მყავს. მას ბარბარე ჰქვია და ის ეხლა სასწავლებლად ამერიკაშია. კიდევ რაღაც მაქვს შენთვის...
- გისმენთ კიდევ რამის თქმა გინდათ? უკაცრავად თომა მირეკავს...
- მიდი შვილო უპასუხე და მერე გავაგრძელოთ.
- ძმაო სად ხარ?
- საქმეზე ვარ გამოსული. მოხდა რამე?
- რატი იქიდან წამოვიდა... ძიძა აღარ არის.
- არა რა, თავიდანვე არ უნდა გაგვეშვა.
- ეხლა რა უნდა ვქნათ?
- არ ვიცი, მაგრამ ვინმე გვჭირდება ისეთი ვინც თავს კარგად გაართმევს.
- მე წავალ.
- უკაცრავად?
- ხო რა იყოთ? მე წავალ და ვიმუშავებ ძიძად, თანაც მაქვს გამოცდილება.
- თომა მოიცადე გადმოგირეკავ რა... არა, როგორ გეკადრებათ თქვენ ვერ გაგიშვებთ იქ სამუშაოდ, თანაც ის...
- შვილო ვიცი ის ქალი ვახტანგის დაა. დაგავიწყდა თავიდან სად შევხვდით ერთმანეთს? არ იდარდო თავს კარგად გავართმევ. წავედით და გზაში ამიხსენი რა უნდა გავაკეთო.
* * *
    არა რა, ვიცოდი, რომ რატი ყველაფერს გააფუჭებდა. ყველას ვაფთხილებდი, მაგრამ ვინ დამიჯერა. საინტერესოა ამჯერად რა მოხდა? ერთი სული მაქვს მათთან მივიდე და ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი. ვიქტორიას, მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ ის წავა და ძიძად იმუშავებს. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მისი ისტორიის მოსმენა, რაც მან გადაიტანა. პირველად გავიგე ქალისგან, ვისაც შეუყვარდა მოძალადე მამაკაცი. ალბათ კიდევ ბევრს ვკითხავდი, მაგრამ თავს არ მივეცი მეტის უფლება.
* * *
რამოდენიმე საათის წინ!
- არა, ქალბატონო არასწორად გაიგეთ. მე არ ვარ მისი შეყვარებული.
- რა კარგი მსახიობი ხარ ძვირფასო. ჩვენ ხო დავინიშნეთ, რამოდენიმე დღის წინ. დაგავიწყდა? ბეწედი სად გაქვს, რატომ მოიხსენი? ქალბატონო, ჩემს შეყვარებულს მნეხსიერების პრობლემა აქვს, მაგრამ ამასაც მალე მოვაგვარებთ.
- რატი, რეებს ბოდავ? ვაიმე ბავშვი, როგორ ტირის. ალბათ შია ახლავე ფაფას მოვუმზადებ.
- მე გავუკეთებ! მე ვარ ძიძა.
- საკმარისია! ორივე წადით ჩემი სახლიდან!
- ქალბატონო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.
- ნახვადის, კარგად ბრძანდებოდეთ! ისე ბავშვები მაგარი ტიპები არიან არა?
- მოდი აქ! ეს რა ადგილია? სად ვართ?
- ყველაფერი შენი ბრალია. რა მოხდებოდა ერთხელ, მაინც მოგეტყუებინა.
- რა ტყუილზე მელაპარაკები? კითხვებზე მიპასუხე.
- ეს ყველაფერი ლუკას გამო ხდებოდა. იცი ვინ იყო ის ქალი? რათქმაუნდ არ იცი. ის ქალი, ვახტანგის დაა. მეც ერთერთი მისიით ვიმყოფებოდი აქ. შენ კიდევ ყველაფერი გააფუჭე.
- მერე ეგრე გეთქვა თავიდანვე. მირეკავ არარელური მიზეზით, დახმარებას მთხოვ, შემდეგ მოულოდნელად უცხო სახლში გპოულობ, ისიც ბავშვით ხელში. რა გაცინებს?
- აუ ტიპმა ნახე, როგორ გამოგვყარა?
- აუ ხო, ეგ ნამდვილად სასაცილო იყო, როგორ ეტყობოდა, რომ პარიკი ეკეთა.
- აუ მელანო, ბავშვს დააკვირდი რა ტიპი იყო. ბებიამისის სახეზე იცინოდა მხოლოდ.
- შენ იმაზე იფიქრე ეხლა გაბრიელს რას ეტყვი.
- იმედი მაქვს მარტო არ გამიშვებ.
- კარგი ხო წამოვალ.
* * *
    როდესაც სოფიას, პირველად შევხვდი თომამ დამცინა. მითხრა:_ შენ ისევ არ აგცდა ჭირვეული ქალი. სოფია, თავიდან ძალიან გამაღიზიანებელი იყო, ისიც იმიტომ, რომ არ იყო ბუნებრივი. ისეთი არ იყო, როგორიც სინამდვილეშია. ამავე დროს ძალიან თამამიც.ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. ეხლა, როცა ვეკითხები:_ რატო აკეთებდი ამას? მპასუხობს:_ მე შევეცადე, რაც შეიძებოდა მალე მომეგო შენი გული. ეხლა უკვე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. აქ ვიქტორიაც არის. გზაში ვუამბე საქმის შესახებ და ისიც ყველაფერზე თანახმაა.
* * *
- გაიცანით ეს ქალბატონი ვიქტორიაა, ის დღეიდან ჩვენს გუნდშია. ერთი გამაგებინეთ  რატი სად არის?
- მოვედი, მაგრამ სანამ ყვირილს დაიწყებდით გეტყვით, რომ ნაიამ, პამპერსის გამოცვლა არ მასწავლა კარგად.
- რატი შენ რა, მაგ სისულელეებით აპირებ თავის გამართლებას?
- გაბრიელ, რატი არაფერს შუაშია. მე ვარ დამნაშავე. არ მოვუსმინე და მოკლედ... სისულელეები ვილაპარაკეთ.
- მელანო, შენ აქ რას აკეთებ?
- რატიმ დახმარების სათხოვნელად დამირეკა და მეც მივედი.
- ეხლა გავგიჟდები! თქვენ რა, ეს თამაში გგონიათ?! რა სპეკტაკლები მოგინდათ. რატი, თუ დახმარება გჭირდებოდა ჩვენ რატო არ დაგვირეკე?
- კარგი რა, ასე სერიოზულადაც არ არის საქმე.
- რატი, გამაგებინე ოდესმე შენ რამეს თვლი, რომ სერიოზულია? მოკლედ წადი რა... დანარჩენს მე მივხედავ.
- გაბრიელ, უსამართლოდ იქცევი.
- მელანო, შენ საერთოდ ნუ ერევი. ვთქვი და ვიმერებ ეს თამაში არ არის!
- ბავშვებო! ცოტა სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ასე ერთმანეთს გულს ატკენთ. რატი, შვილო მოდი მშვიდად ჩამოჯექი და ყველაფერი დაწვრილბით მოგვიყევი.
- მოსაყოლი არაფერი მაქვს. ყველაფერი ისედაც გადაგებია. მე მივდივარ.
- მოიცადე შვილო, სად მიდიხარ?
- ქალბატონო, მე იქ ვერ ვიქნები, სადაც არ მენდობიან.
- გაუშვით წავიდეს. დამშვიდდება და ისევ დაბრუნდება.
- გაბრიელ არ თვლი, რომ ზედმეტი მოგივიდა?
-ზედმეტი თუ ვინმეს მოვიდა ეს რატია. მელანო, რატის უკან გაყევი. თორე ვიცი ბევრ დალევს და მერე სისულელეების გაკეთებას დაიწყებს.
- დამშვიდდი შვილო, ასე ანერვიულებაც არ ღირდა.
- ვიქტორია, ის ბავშვია ისევ. სერიოზულად მოქცევა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა. აი, რაშია პრობლემა.
- შენ მას არ მოუსმინე. იქნებ რა ჰქონდა სათქმელი.
- გაბრელ ერთი წუთით შეძლება?
- გისმენ, რა ხდება ნაია?
- სიგნალია ვახტანგის დის სახლიდან, როგორც ჩანს კამერაც და ხმაც დაამონთაჟა. ახლახანს ვიღაცას ესაუბრებოდა და მგონი საინტერესო უნდა იყოს.
- მიდი ჩართე აბა.
(სატელეფონო ჩანაწერი)
,, - ხომ გაგაბფხილეთ, რომ სახლის ტელეფონზე არ დამირეკოთ.
- ვიცი ქალბატონო, მაგრამ ეს სასწრაფოა.
- მიდი გისმენთ, დროზე მითხარით დრო არ მაქვს.
- ვიცი არ გსიამოვნებთ თქვენს ძმაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის.
- დაასრულე მიკიბ-მოკიბული საუბარი და პირდაპირ საქმეზე გადადი.
- ვახტანგს თავი არ მოუკლია ის მოკლეს.
- რას ქვია მოკლეს? ვინ მოკლა, ლუკამ?
- არა ქალბატონო, მე დღეს ვახტანგის კაცს ვესაუბრე. მან დაინახა, როგორ ჩაუყარა ვიღაც ქალმა საწამლავი ჭიქში. იმ კაცს ძალიან უნდა სასამართლოზე ჩვენება მისცეს, როგორ მოვიქცეთ?
- შეაჩერეთ! სასამართლოში არ წავა. თუ საჭირო იქნება მოკალით კიდეც.
- კარგით ქალბატონო, როგორ მიბრძანებთ.“
* * *
- ქრისტი რას შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ!
- კარგი რა, შენ საიდან იცი, რომ ის ქალი ქრისტია?
- ლუკამ დაკავებამდე მითხრა, რომ იქ ქრისტიც იყო. მოკლედ აქამდე არ მჭირდებოდა ეხლა ზუსტად ვიცი, სადაც იქნება. ქრისტის ვნახავ და დავბრუნდები.
* * *
    მკვლელი აღმჩნდა ქალი, ვისაც ყველაზე მეტად არ მოველოდი. ქრისტი ბოლო პერიდში მაფთხილებდა, რომ ვახტანგი ემუქრებოდა. დახმარებას მე მთხოვდა,თუმცა მისი შეცდომების მიუხედავად ბევრჯერ უარი ვუთხარი. ეხლა კი შეხედეთ! საქმე რა მდგომარეობამდე მივიდა. ქალი, რომელიც ოდესღაც ჩემზე იყო დაყდნობილი. ქალს, რომელსაც ვენდობოდი... ეხლა მივდივარ მის წამოსაყვანად, მივდივარ რათა მისი თავი პოლიციას გადავცე. არ ვიცი ეს როგორ გამომივა, მაგრამ ჯერ მთავარია მას შევხვდე პირისპირ. ამ აგარაკზე მაშინ ამოდის, როცა თავს ცუდად გრძნობს და განმარტოვება უნდა. აქ სასამრთლომდეც ამოვედი, თუმცა აქ არ დამხვდა. ეხლა ვნახოთ აქ იქნება თუ არა?
* * *
- გამარჯობათ დეიდა, როგორ ბრძანდებით? ქრისტი ისევ არ გამოჩენილა?
- კი შვილო, სახლის უკან არის აუზზე.
- კარგით გმადლობთ!
- გაბრიელ აქ რას აკეთებ?
- არ მესმის, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო?
- ამჯერად რაში ვარ დამნაშავე?
- ვახტანგის მკვლელობაში.
- რაა? რას ამბობ?
- ჭიქაში საწამლავი შენ ჩაუყარე?
- არა! ღმერთო, გავგიჟდები ახლა. ვირაცამ რაღაც გითხრა და ეგრევე ეჭვი ჩემზე აიღე.
- ქრისტი, მკვლელობის დღეს შენ იქ იყავი.
- არა, მე იქ არ ვტოფილვარ.
- ესეიგი ამბობ, რომ არ ყოფილხარ. რატო წამოხვედი ქალაქიდან თან მკვლელობის დღეს?
- რატის და მელანოს საუბარი მოვისმინე.
- რა საუბარი.
- სულელი ხარ თუ თავს ისულელებ? ეგენი ერთმანეთს ხვდებიან. რატი ჩემთან, რომ დარჩა იმ დღეს სახლსი მოგვივარდა ერთი ამბები აგვიტეხა. წამოსვლისას გავიგე, ერთმანეთს, როგორ ეუბნებოდნენ მომენატრეო და შემდეგ უკან იხევდნენ.
- რა სისულელეა! მათ შორის არასდროს არაფერი მოხდება.
- სწორედ ეგეთი სიყვარულია ძლიერი.
- კარგი ადექი ჩაიცვი მე უნდა გამომყვე.
- არ მინდა აქაც კარგად ვარ.
- მე არ მიკითხავს სად უფრო კარგად ხარ.
* * *
რამოდენიმე დღის შემდეგ!
    ქალბატონი ვიქტორია, ძიძად წავიდა სამუშაოდ და უკვე რამოდენიმე დღეა თავის სამუშაოს კარგად გაართვა თავი. ბავშვსაც უვლის და ჩვენთან კონტაქტსაც ამყარებს. რატი, იმ დღიდან არ გამოჩენილა. ვერც მელანოსოს დავუკავშირდი. ჩაფიქრებული ვზივრ და ყავა ხელში გამიცივდა.
* * *
- ძვირფასო რაზე ფიქრობ?
- ანა, შეიძლება სიყვარული ბევრი წინაღობების მიუხედავად?
- ძვირფასო, ეგ რა შეკითხვაა. აბა ჩვენ შემოგვხედე, რამდენი რამის გადატანა მოგვიწია, რომ აქამდე მოვსულიყავით. ჩემი ძმა მკველობის გამო დააკავეს შენ, მაინც არ დაგიტოვებივარ მარტო.
- არა, მე სხვა რამ მინდოდა მეკითხა. აი, აკძალული სიყვარული როგორია? როგორ შემთხვევაზე ითქმის ეს?
- რატის და მელანოს გულისხმობ?
- საიდან მიხვდი?
- ძვირფასო მე ამას რამდენი ხანია გეუბნებოდი. მათ შორის ნამდვილად არის, რაღაც ძლიერი გრძნობა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
- არ შეიძლება ანა. არა!
- ძვირფასო, იცი რა არ შეიძლება? ადამიანზე ძალადობა არ შეიძლება, მოკვლა არ შეიძლება... სიყვარული ისეთი რამაა წკუა არავის არ მოეკითხება და თუ მათ შორის ნამდვილად არის ის ძლიერი გრძნობა, რაც მე მგონია. შენ ხელი ამაში არ უნდა შეუშალო.
- მელანო, შენთან ხომ კარგად არის არაფერს გიყვება?
- კი ძალიან კარგი მეგობრები ვართ, თუმცა სიყვარულზე არ გვისაუბრია.
- არც ჩემზე?
- არა, ძვირფასო მე შენზე სულ ვსაუბრობ.
- შემომხედე ტუჩზე რაღაც გაქვს.
- მომშორდა?
- არა, მოიცადე მე ვცდი...
* * *
    ისევ შუადღეა აგვისტოს 4 რიცხვია. სულ რაღაც 6 დღეში რატის დაბადების დღეა და ის კიდევ არ მელაპარაკება. ვაღიარებ ცოტა ზედმეტი მომივდა. ის, რომ არა ვერ გავიგებდი, რომ ქრისტი რაღაცას მალავს. ქრისტი ამტკიცებს, რომ ეს მას არ ჩაუდენი ეს უბრალოდ აბსურდია, თუმცა ის რომ იმ დღეს არ ყოფილა მკვლელობის ადგილზე ეს უკვე ტყუილია. საღამოს ვიქტორიას ველოდებით მან თქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რამ აქვს სათქმელი.
მინდა ცოტა რამ აგვისტოს შესახებ მოგიყვეთ. რატი ამბობს, რომ არ უყვარს მისი დაბადების დღე, რადგან სიცხეს ვერ იტანს ყველაზე მეტად. აგვისტოში დაიბადეთ? ძალიან ძლიერი, ამტანი და პრინციპული ადამიანი ხართ. ხართ ის, ვინც ზუსტად იცის, როდის და ვის უნდა მისცეს სწორი რჩევა ან შენიშვნები. თქვენ პასუხისმგებლობით სავსე ინდივიდი იქნებით.
ყველამ იცის, რომ თქვენი ნდობა ბოლომდე შეიძლება. ამიტომაც იკავებთ ხოლმე ლიდერის პოზიციას ოჯახსა და სამსახურში. რთულ სიტუაცებში კონტროლს არასოდეს კარგავთ საკუთარ თავზე და ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებთ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში. ვერ იტანთ უპასუხისმგებლო ადამიანებს და სიტყვის კაცი ხართ მუდამ. მარტივად ემორჩილებით წესებსა და რეჟიმში მუშაობას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებით ტკბობის ნიჭი არ გაქვთ, ან არ იცით, როგორ მოილხინოთ მოცალეობისას. გიყვართ ბუნება, ცხოველები და ბავშვები.
* * *
- რატი უკეთესად ხარ?
- მელანო სახლში რატომ არ მიდიხარ? რა გინდა, თავს რატომ არ მანებებ?
- იმიტომ, რომ ცუდად ხარ.
- ცუდად აღარ ვარ შეგიძლია წახვიდე.
- დამიჯერე გაბრიელს, გულით არ უნდოდა. დარწმუნებული ვარ ეხლა ნანობს თავის საქციელს.
- იცი რაა, როცა მთელი ცხოვრება, მის მეგობრობას შევალიე, როცა ყოველჯერზე ვცდილობ დამერწმუნებინა, რომ რასაც ვაკეთებ შემიძლია. ის ყოველთვის მიმტკიცებს, რომ მე რაღაც არ შემიძლია. მარტო გაბრიელი არა, შენს იგივე აზრზე ხარ. მასხარა ამ ცხოვრებამ გამხადა... შენ მასწავლე რომ უარი ბედნიერევაზე უნდა ვთქვა და მეტი დრო დავუთმო მეგობრებს. სანაცვლოდ რას ვიღებ თქვენგან? მიპასუხე რა ვიღებ?
- არა, არასწორად ფიქრობ მასე არ არის.
- იცი აქედან რატომ წავედი?
- არა, არ ვიცი.
- იმიტომ, რომ იმ იდიოტმა ცოლობა გთხოვო მე კი ეს ვერ ავიტანე. წავედი იმიტომ, რომ ამას ვერ გავუძლებდი. მე შენ გითხარი, რომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი, ვეცდებოდი სხვის შეყვარებას, მაგრამ არ გამომივიდა, ვერ შევძელი...
- რატი არ გინდა...
- რატი არ გინდა, არ გააგრძელო... სულ ასეთი ქმედებებით ცდილობ ჩემს შეჩერებას. მივდივარ ვცდილობ დაგივიწყო, მაგრამ მერე ისევ შენ მირეკავ, ისევ შენ მახსენებ თავს. რატომ დამირეკე? რატომ მთხოვე დაბრუნება... ეხლაც რამდენჯერაც წასვლა დავაპირე უკან რატომ დამაბრუნე? არ თქვა! არ თქვა, რომ გაბრიელი გამო, ასე გაბრიელის გამო მოიქეცი. მელანო ვიცი, რომ ძალიამ გიყვარვარ მეც ძლიან მიყვარხარ. არ მესმის რატომ არ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ? გაბრიელმა თუ შეძლო ანას დაბრუნება... ჩვენ ეს რატომ არ შეგვიძლია?
- რატი ეგ სულ სხვადასხვა რამეა...
- წადი! ჩემი სახიდან გაეთრიე!
- რატი, ასე ნუ იქცევი. ბოთლი მომეცი უკვე საკმარისად დალიე.
- რატო არ შეგიძლია ასეთს მიყურო? განადგურებულს, მარტოსულს. თუ ღმერთი გწამს ერთხელ, მაინც მითხარი, რომ გიყვარვარ. მინდა ერთხელ კიდევ გავიგო წასვლამდე ეს.
- რა სისულელეს ამბობ სად აპირებ წასვლას?
- იქ სადაც თვლიან, რომ რაღაც მეც შემიძლია. იქ სადაც, საყვარელ ქალს, არ დავინახავ აჩრდილივით. იქ სადაც, შენს თავს არ შემახსენებენ. ბილეთები უკვე ვიყიდე ამჯერად აღარ გადავიფიქრებ.
- კარგი მაშინ მეც აქ დავრჩები დილამდე და მე გაგაცილებ.
- არა, წადი თორე თავს ვერ შევიკავებ და ისევ გაკოცებ.
- სისულელს ნუ ამბობ.
- არა, მოდი უნდა გაკოცო.
- რატი, გაიწიე ძალიან მთვრალი ხარ.
- მერე რა მთვრალებს უფრო შეუძლიათ სიყვარულის გამოხატვა.
* * *
    კაცმა, რომელმაც ნახა ქალი, როგორ ყრიდა ვახტანგის ჭიქაში საწამლავს, უკვე გარდაცვლილია . ქრისტი ნამდვილად იყო მკვლელობის ადგილზე, თუმცა ის ერდადერთი ქალი არ იყო, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ვიქტორიას თქმით, ვახტანგის და გამუდმებით თავის ძმას ახსენებდა. ამბობდა, რომ მან ბევრი რამ არასწორად გააკეთა ბევრი შეცდომა ჩაიდინა და ამიტომაც დაიღუპა თავი. უკვე ბევრი კითხვა არსებობს ვინ მოკლა ვახტანგი? ან შეიძლება თავიც მოიკლა. ექსპერტიზამ მხოლოდ დაადგინა, რომ ვახტანგი ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. ნატყვიარიც თავის არეში ჰქონდა. ლუკასთან, როგორც კი საუბარი მოვითხოვე მან ამაზე უარი განაცხადა, არც მაკას შეხვედა რამოდენიმე დღის წინ.
* * *
- გაბრიელ გამარჯობა!
- ვინ ხართ? ვის ვესაუბრები?
- მე ვახტანგის და ვარ. გავიგე, რომ ჩემს ძმაზე ინფორმაციებს აგროვებთ. მე კი შიმიძლია ამაში დაგეხმაროთ.



გაგრძელება იქნება!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს