ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელენე96
ჟანრი: დრამატურგია
1 ივლისი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                                            ცოლად გამომყვები?

    ამ დღეს ალბათ ყველაზე განსაკუთრებულად ველოდებოდი. ბევრი მიფიქრია კიდეც, თუმცა ახლა არ ვიცი რას ვიზამ. გუგას დავცინოდი, მაგრამ ეხლა მე ვარ უარეს დღეში. ხელის თხოვნა ლუკას, დაკავებამდე მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ძალიან ბევრ რამემ შეგვიშალა ხელი. ბეჭედი, რომელიც მე და ანამ, გუგას საცოლესთვის თავდაპირველად შევარჩიეთ ის ეხლა ჩემთან არის. ყველაფერი მზად არის ეხლა მთავარია ანა, მოვიყვანოთ დანიშნულების ადგილას. აი, ამას მარტო როგორ შევძლებ არ ვიცი. ეს ყველაფერი საღამოსთვის მაქვს დაგეგმილი და იმედი მაქვს ამჯერად, მაინც ჩაივლის ყველაფერი კარგად . დილიდან სოფია, მიჩიჩინებს, რომ რატი უნდა შემოვირიგო მეუბნება, რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიში უნდა მოვიხადო. ეხლა მზად ვარ სახლიდან გასასვლელად. მთავარია რატი, ფხიზლად დამხვდეს, როგორც წესი მას ახლა სძინავს. არაუშავს თუ შუადღის ორი საათია. ამბობს:_ დილის ძილის მოყვარული ადამიანი ვარო, მაგრამ ეს უკვე შუადღის ძილში უფრო გადასდის და ვერ ხვდება. სოფია, დილიდან უცნაურად იქცევა. ყველა ნაბიჯზე მაკვირდება, უფრო განსაკუთრებულად ემზადება. ეხლაც დივანზეა წამოწოლილი, სახეზე მასკა უკეთია, ფეხები კედელზე აქვს მიყდნობილი, აცვია რაღაც არანორმარულად. ვერ ვიტყვი, რომ ამას ჩაცმა ჰქვია, როცა სოფია, ასე ნებივრობს ყველაფერზე მე მეძახის. ,,აუ, ძვირფასო მაცვრიდან ფორთოხლის წვენი მომიტანე რაა... ძვირფასო შეგიძლია ხილი დამიჭრა? თუ ყურადღებას არ მივაქცევ გაბრაზდება და სახლით მომმართავს:_ გაბრიე, შეგიძლია ყურსასმენები მომაწოდო? მამაკაცებო, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, როდესაც ქალი, ნებივრობს უნდა აორთქლდეთ იქამდე სანამ რამეს მოგთხოვს. ვერც ეხლა მოვასწარი გარეთ გასვლა და აი, მოვყევი კიდეც ამ გაუგებრობაში.

* * *

- მოიცადე! სად მიდიხარ? მიდი რა მაცივრიდან ნაყინი მომიტანე.

- აი, გამომართვი... სიცოცხლე, ეხლა მე უნდა წავიდე.

- აუ, რა არის არ მომწონს ეს ნაყინი ზედმეტად ტკბილია.

- სიცოცხლე, ნაყინი ტკბილი უნდა იყოს. აბა სხვანაირი სად გინახავს.

- მინახავს და ეს ასეთი არ არის.

- კაი მე წავდი საღამომდე.

- გაბრიელ!

- ახლა რაღა დავაშავე?

- დღეს ხო ნახავ რატის?

- კი ძვირფასო ვნახავ. გაკოცეე მე გავრბივარ. აი, წავედი!

    აი, როგორც იქნა სახლიდან გამოვაღწიე. ეხლა ჯერ გუნდს უნდა შევუარო და შემდეგ იქიდან რატისთან წავალ. ჩემი და ვახტანგის დის საუბარი შედგა. მოკლედ, რომ გითხრათ მან გადმოგვცა მტკიცეებულებები იმისა, რომ ვახტანგი, ბევრ რამეს უკანონოდ აკეთებდა. ის მასალებიც ხელში გვაქვს, როგორ ამუშავებდა სტუდენტებს მოტყუებით. გუშინ ღამით პროკურორსაც ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ლუკა კარგად არის, მაგრამ საეჭვოა რატომ არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ეჭვი მაქვს, რომ მასაც ვიღაც ემუქრება. ან თუნდაც ვახტანგის და. სამუშაო ოთახში შესულს იქ ქრისტი დამხვდა. დავინახე თუ არა მივხვდი, რომ დღევანდელი გეგმებსაც ვერ მოვუყრი თავს.

* * *

- გაბრიელ, ქრისტის რაღაც აქვს თქვენთვის სათქმელი.

- ვიცი ნაია, დავინახე თუ არა ეგრევე ეგ გავიფიქრე. მიდი გისმენ ამჯერად რისი თქმა გინდა?

- მე ვიცი, ვინც მოკლა ვახტანგი.

- სერიოზულად? ქრისტი აბა ხო არ დაფიქრებულხარ, იქნებ უკვე დაგაგვიანდა... იქნებ მე უკვე ვიცი?

- გაბრიელ შენც იცი?

- კი ბატონო, მე უკვე ვიცი მკვლელის ვინაობა.

- კარგით მაშინ რას გვტანჯავთ ჩვენც გვითხარით.

- ყველაფეს ამ საღამოს გაიგებთ.

- ეს როგორ ახლა არ გვეტყვი?

- არა... მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ საქმე, რისთვისაც აქ შევიკრიბეთ მოგვარებულია.

- ქრისტი არც შენ გვეტყვი?

- თუ გაბრიელი ასე თვლის საჭიროდ მეც გავჩუმდები.

- ის მაინც გვითხარი ავღნიშნოთ?

- ამ საღამოს მეგობრებო... ყველაფერი ამ საღამოს იქნება! ეხლა კი წავედი ,,დეპესია“ უნდა მოვინახულო.

* * *

    ცხოვრებაში პირველად ვამაყობ საკუთარი თავით. თომა იყო ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე უკან მომყვებოდა. ვთვლი, რომ ერთად ძალიან გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ამ ყველაფრად ღირდა. დატვირთული გზა, ბევრი პრობლემებით, ბევრი რამ სახალისოც კი იყო, რომ მახსენდება რატის შეშინებული სახე, როდესაც სოფია ტყეში დაიკარგა. მახსენდება იქიდან წამოსულმა სოფიამ, როგორ სცადა ჩემი გასულელება, მაგრამ ვერ გამოუვიდა. ის გზა ჩემს ცხოვრებაში, საბედისწეროც კი აღმოჩნდა. სწორედ ჩემი პროფესია იყო მთავარი მიზეზი, რომელმაც ეს ყველაფერი გააერთანა. მივდივარ რატისთან და მახსენდება ყველა ის სიგიჟეები, რაც ერთად გვაქვს გადატანილი, მაგალითად ერთი ასეთი იყო მანქანის მოპარვა და საზღვარზე გადასვლა. მაშინ 12-14 წლისები ვიქნებოდით ალბათ, შემდეგ პოლიციამ გვიპოვნდა და უკან ჩვენს საზღვარზე დაგვაბრუნა. 24 საათი ბავშვთა კოლონიაში გავატარეთ. ის დღე, ისე ცუდად მახსენდება. იმ დღეს დავიფიცეთ კიდეც, რომ უკანონოს არასდროს არაფერს ჩავიდენდით. ხვალ 10 აგვისტოა, რატის დაბადების დღე და იმედი მაქვს ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დავგეგმეთ. რატი ვერ იტანს თავის დაბადების დღეს, მეტიც არ უყვარს, როცა ულოცავენ, როცა რამეს აშავებდა დაბადებს დღის გადახდით ვემუქრებოდით. რატი უკვე 28 წლის ხდება, თუმცა დაბადების დღე მხოლოდ მაშინ გადაიხადა, როდესაც 18 ის გახდა, ისიც მთვრალი იყო და შევაპარეთ. ეს რატის უბანია, ჩემგან არც ისე შორსაა, მაგრამ ყოველთვის ბნელი იყო და ბავშვობაში ამ ქუჩის ავლა ძალიან გვეშინოდა. მე განსაკუთრებით ძალიან მეშინია სიბნელის და ეს ავღნიშნე კიდეც, რომ რატის დამსახურებით.

* * *

- კარგი რა რატი... მე სააგენტოში ვიყავი, საქმეებიც დავასრულე და შენ კიდევ გძინავს.

- ხალხო, შემიბრალეთ რა იქნება. თავზე შავი ყვავი დამჩხავის... დავიჯერო ვერავინ ამჩნევთ?

- რა ყვავი? არანორმარული ხარ? აქამდე ძილი უკვე ავადმყოფობაა, თანაც ასეთ სიცხეში.

- მელანო მიდი კარებზე ზარია.

- გაბრიელ, რა სიუპრიზია...

- აქ რა ხდება? შენ რა, აქ ცხოვრობ?

- არა, უბრალოდ საეგენტოდან რატის შემოვუარე.

- ის სად არის? კიდევ სძინავს?

- არ მკითხო... ჯერ კიდევ ვერ ავაგდე საწოლიდან.

- მელანო იცოდი, რომ დღეს რბოლაა? ქალაქი სავსეა მანქანებით, დღეს საღამოს ავტორბოლაა.

- მგონი არ გაჭრა...

- მელანო მიდი მაცივრიდან ცივი წყალი მოიტანე ერთი აბა.

- აი, გამომართვი.

- კარგი, კარგით! ვდგები ეგ არ გააეკეთოთ!

- ჩემ ყურამდე მოვიდა, რომ რატი ძალიან ნაწყენია შენზეო. მე კი გამიკვირდა, მაგრამ....

- დაგვცინიან ესენი მგონი არა? ადექი ძმაო, რბოლაზე მივდივართ!

- ასე მარტივად?

- მელანო რამე გაგიკვირდა?

- მე და სოფია, ფიქრით მოვკვდით ესენი, როგორმე შევარიგოთქო და თქვენ რა დღეში ხართ.

- ძვირფასო ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოთ გვესმის.

- არა, ეგ კი გასაგებია.

- ხოდა ვიფქრეთ ცოტაც გოგოებსაც გავაწვალებთქო. ისე მართლა დღეს შენ არ მიფრინავდი?

- ძმაო კი, მაგრამ ჩაგვეძინა.

- რაა?

- არა, მე ჩამეძინა, მარტო დამეძნა და ჩემი თვითფრინავი გაფრინდა... ახლა გაიგე?

- გასაგებია... მოკლად, რაღაც მინდა გთხოვოთ.

- აბა გისმენთ.

- დღეს მინდა, ლუკას განთავისუფლების შემდეგ სოფიას ხელი ვთხოვო.

- რაა? მოიცადე ეგ ცალ-ცალკე, რომ გეთქვა უფრო უკეთესი იქნებოდა არა?

- კი რატი, მართალი ხარ, მაგრამ ძალიან ვღელავ და ასე იმიტომ გითხარით.

- ლუკას დღეს გაანთავისუფლებენ?

- კი მელანო, დღეს საღამოს ყველაფერი დასრულდება. მთავარი მოწმე მივა და აღიარებას დაწერს ნამდვილი მკვლელის ვინაობაზე. დიდი ალბათობაა, რომ ლუკა ციხიდან გამოვიდეს. ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

- კარგი მაშინ შევუდგეთ საქმეს. იცი მაინც სად უნდა სთხვო ხელი?

- კი კოშკში. იქ, აქამდეც მყავდა და იქაურობა ძალიან მოეწონა.

- რა რომანტიულია...

- კი მელანო, ძალიან რომანტიულია...

- რას გამოშტერდით! წავედით საქმეს შევუდგეთ. ისე მართლა გუგა, სად არის?

- სად იქნება ცოლთან. ხო ვამბობდი ეგ ცოლს მოიყვანს და აორთქლდებათქო. არავინ მიჯერებდა და აი.

* * *

    ცოლად გამომყვები? სულ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში და არ მასვენებს ამაზე ფიქრები. დავდივარ და სულ ერთ რამეზე ვფიქრობ. დამთანხმდება? უარი, რომ მითხრას? მელანომ მითხრა:_ ქალს ისეთი ზეიმი უნდა მოუწყო, რომ სიტვა არა დაავიწყდეს. ძალიან ბევრ ვიფიქრეთ თუ სად უნდა გაგვეკეთებინა ეს და თავში მხოლოდ ის კოშკი მახსენდება, სადაც სოფია, პირველად ავიყვანე. ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის ორი ეტაპი გავიარე. ანა ბავშვობიდან და სოფია, რომელმაც ბევრ პრობლემებთან ერთად ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში... რომ არა სოფია, მე ასეთი არ ვიქნებოდი. მან გადამატანინე ყველაზე დიდი სტრესი, დაძაბული და რთული დღეები. ეხლა, როცა ვიცი, რომ ამ საღამოს ყველაფერი დასრულდება ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. უკვე საღამოს შვიდი საათია მელანო და რატი, კოშკის გაფორმებაში დამეხმარნენ. ყველაფერი ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოვიდა, ზედმეტად კარგიც კი.

    კოშკი ძალიან მაღალია და ამიტომ აქ, ყოველთვის არის ნიავი. კოშკის შუაგულს მაგიდა დავდგით. მაგიდა თეთრ ფერებშია, ირგვლივ ყველგან ყვავილებია. მაგიდაზე გაგიკვირდებათ და ტკბილეულზე მეტად საჭმელები დავაწყეთ. ის საჭმელები, რომელიც სოფიას ძალიან უყვარს. ღამე აქ გაცილებით მშვიდია, ღამე აქედან უფრო კარგად ჩანს ქალაქი. ეხლა უკვე ყველაფერი მზად არის მელანო, სოფიას მოსაყვანად წავიდა. მე და რატი, მარტო დავრჩით სანამ დანარჩენებიც მოვლენ ცოტას ვისაუბრებთ.

* * *

- ყველაფერი კარგად გამოვიდა არა?

- კი რატი და ეს თქვენი დამსახურებით.

- სიყვარული მაგარი რამაა, მთავარია ამაში არავინ და არაფერმა შეგიშალოთ ხელი.

- მაგას რატომ ამბობ?

- არა ისე, ყურადღებას ნუ მომაქცევ.

- რატი შეყვარებული ხარ?

- რა სისულელეა? მე და შეყვარებული?

- რატი მე ვიცი, რომ მელანო მოგწონს. თუ არ ვიცი ვგრძნობ მაინც რა...

- ჩვენ რა, ეხლა ამაზე ვაპირებთ საუბარს?

- ეხლა იცი რა გამახსენდა? სკოლაში ფეხბურთის დროს უფროსი მოსწავლე, რომ ცემე...

- ხო ღირსი ყო და მაგიტომ.

- ხო მელანოს სიყვარული აუხსნა, თანაც ბაღიდან მოგლეჯილი ვარდი მოუტანა...გახსოვს?

- რა დამავიწყებს...

- უბრალოდ იცოდე, რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღო მე შენს გვერდით ვიქნები.

- სერიოზულად? ეგაც?

- კი, კი ეგაც...

- ძმა ხარ! ერთადერთი და უნიკალური...

- კარგი, კარგი პერანგი არ დამიჭმუჭნო, ისედაც მალე მოვლენ.

- აი ჩვენც მოვედით!

- თომა, მარიამ კეთილი იყოს. გაბო სად დატოვეთ ეგაც წამოგეყვანათ.

- არა, ძმაო ფეხი აიდგა უკვე და ისეთი ენერგიულია, აქედან სახლამდე გვარბენინებდა ვიცი. ბებიასთან დავტოვეთ.

- მარი შენ როგორ ხარ?

- არც კი ვიცი საიდან დავიწყო. შენი ძალიან მცხვენია...

- მარი დავივიწყოთ, ეგ ისედაც წარსულს ჩაბარდა.

- ქალბატონო ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრზანება!

- ეს თაიგული მომავალ პატარძალს. ჯერ არ მოსულა?

- არა, ველოდებით.

- ილია, მარიამ კეთილი იყოს!

- გაბრიელ, მიხარია რომ ამ ბედნიერ დღეს შენს გვერდით ვარ.

- გაბრიელ, შენ ჩემთვის უფროსი მეგობარივით ხარ, ძალიან მიხარია, რომ მეც ამის მონაწილე ვარ.

- მგონი უკვე ყველანი აქ ვართ.

- არა, მეგობარო ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე არ ჩაივლის!

- ლუკა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. ძალიან მიხარია, რომ თავისუფალს გხედავ.

- ჩემი პრინცესა სად არის? ჯერ არ მოსულა?

- არა მაკა, გზაში არიან და უკვე მოვლენ სადაცაა...

- ბეჭედი! ბეჭედი მანანაში დამრჩა. რატი, შეგიძლია ჩახვიდე და ამომიტანო? მიდი სწრაფად მოვლენ სადაცაა.

- კარგი, კარგი დამშვიდდი აი, მივდივარ!

* * *
 
    წუთები, წამები დრო, რომელიც მინდოდა საუკუნოდ გაჩერებულიყო. სხეულის ყველა ნაწილი მიკანკალებდა, ადგილს ვერ ვპოულობდი, რომ მშვიდად მომესვენა. გარს უამრავი, ჩემთვის საყვარელი ხალხი მახვევია. ყველა თავისებურად ცხდილობს ჩემს დამშვიდებას. თომა მიახლოვდება და მეუბნება:_ ძმაო, დამშვიდდი და წარმოიდგინე, რომ ერთ ძალიან რთულ მისიაზე მივდივართ და იქიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ. არ ინერვიულო მე შენს გვერდით ვარ. ისეთი დაბნეული ვარ მადლობასაც ვერავის ვეუბნები. ილიამ მხარზე ხელი დამიკრა და მეუბნება:_ გაბრიელ, როგორც პატარა ძმა გეუბნები, რომ საერთოდ არაფერია სანერვიულო. ამან უფრო ამაღელვა ის სიტყვები, რაც ილიამ მითხრა, ჩემში უფრო ღელვა გამოიწვია. ლუკა, ძმის პოზიციას იკავებს და ამბობს:_ მეგობარო, ისე მე მკითხეთ ამ ნაბიჯს, რომ დგავთ? ამაზე გაეცინა, თუმცა მართალიც არის. მაკა, ხელს კიდებს და გვერდზე გაჰყავს და ეუბნება:_ ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინათ. ისინი იმსახურებენ ერთად ყოფნას. ,,არა რა მაკა ჯიგარია! ეს მე ვარ...“ ნერვიულობა კიდევ უფრო მომემატა, როდესაც კიბეებზე, ანას ხმა შემომესმა:_ მელანო, რა გინდა სად მიმათრევ? ირგვლივ ყველა გაჩუმდა ვერავინ იფიქრებდა, რომ ახვეული თვალის მიღმა უამრავი ადამიანია. ტელეფონზე გამუდმებით ზარი მესმის რატია, ის ისევ ქვემოთ არის...ბეჭედი კიდევ არ ამოუტანია. სანამ ანამ ჩვენამდე ამოვიდა, ტელეფოს ვუპასუხე.

* * *

- ძმაო, სასწრაფოდ ქვემოთ უნდა ჩამოხვიდე.

- რატი, რა ხდება? სად ხარ? ანა უკვე მოვიდა...

- შენს მანქანაში...

- რაა? არაფერი მესმის?

- შენს მანქანაში...

- რატი რა ხდება? თუ ღმერთი გწამს ხმა ამოიღე!

- შენს მანქანაში... ქრისტია გარდაცვლილი...

* * *

    გავშეშდი, ხელიდან ტელეფონი გამივარდა. ანას თვალის ახელა და ჩემი გაშრობა ერთი იყო. სისხლი გამეყინა, ენა ჩამივარდა, არაფრის თქმა აღარ შემიძლია. გარშემო ყველა ბედნიერია, ყველა მე მიყურებს, რომ რაღაც უნდა ვთქვა. ანა ბედნიერია, ყველაფერი მოსწონს. ანა, ბედნიერებისგან ტირის. იქვე ლუკაც დაინახა და მას ჩახუტა. ყველა ზეიმობს ჩემს გარდა... არც კი ვიცი სიტყვებს, როგორ მოვუყარო თავი. ეხლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ქვემოთ უნდა ჩავიდე ჩემი მანქანა უნდა ვნახო...ქრისტი უნდა ვნახო. ფეხები არ მომყვება, სხეულს ვერ ვიმორჩილებ. ტელეფონზე დავხედე, შეტყობინება უცხო ნომრიდან არის. ,,ეს იმისთვის, რომ ჩემი დახმარება შენს საკეთილდღეოდ გამოიყენე. ეს იმისთვის, რომ ჩემი ძმა მოკვდა. თუ თავს არ დამანებებ ნელ-ნელა შენი საყვარელი ადამიანები დაიღუპებიან. ესაც ჩემი პირველი საქორწინო საჩუარია ჩემგან...“ ამ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, ტელეფონი ვისროლე. ამ ქმედებაზე ყველამ მე შემომხედა. ყველა ერთდროულად მეკითხბოდა:_ გაბრიელ, შვილო კარგად ხარ? სიცოცხლე რამე მოხდა? ამასობაში თომამ უკვე გაარკვია, რაშიც იყო საქმე და ჩემი წამოყენება სცადა.:_ ადექი ძმაო, ქვემოთ უნდა ჩავიდეთ... სად წავიდე? რა უნდა ვნახო, რომ ქრისტი, ჩემს მანქანაში როგორ წევს გარდაცვლილი? ეს უნდა ვნახო?! უკვე ხმამაღლა ვყვირი. ჩემს დაკავებას ვერავინ ცდილობს. გამწარებული, ხელებს ქვის კოშკს ვურტყამ. მაგიდა, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ჩემივე ხელებით გავანადგიურე. ყველაფერი ძირს ეყარა. ვცდილობ გავიხსენო, როდის ვიყავი კარგად? როდის ვიყავი ბედნიერი? კი, მახსოვს და ეს მანამდე იყო, სანამ ამ წყეულ პროფესიას არ ავირჩევდი. რა დააშავა? ქრისტიმ, ამ საქმეში ის უდანაშაულო იყო, ის მსხვერპლი იყო, ისიც ჩემს გამო. ჩემს გამო შეეწირა მისი სიცოცხლე! ჯანდაბაა! ვღრიალებ და ვერავინ მაკავებს. რამოდენიმე წუთში კოშკის სახურავზე აღარავინ დარჩა. პროკურორმა ილია, სახლსი გაუშვა, მაკა აქაა და მარტო არ მტოვებს. გოგოები ხმამაღლა ტირიან, რაც არ უნდა იყოს ისიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იყო. მან თავი ასე დაამახსოვრა გოგოებს. აი, უკვე ჩამოვიარე იმ წყეული კოშკის კიბეები. ყველა ჩემს მანქანას ახვევია გარს. პროკურორმა გვამი, სასწრაფოს ექსპერტიზაზე წაიღო ისე, რომ პოლიციას ეჭვი ჩემზე არ აეღოთ. მარიამი, რომ არა ეგრევე მე დამაკავებდნენ მკვლელობისთვის.

* * *

რამოდენიმე საათის შემდეგ!

- შვილო! ჩემო ანგელოზო... ეს რა დაგემართა ეს ვინ გააკეთა?! შენი თავი ასე ვინ მომიკლა? გაბრიელ! გამაგებინე ეს, როგორ მოხდა?

- არ ვიცი თინა დეიდა, მაგრამ გპირდებით, რომ დამნაშავეს მალე ვიპოვი.

- იპოვე! დამნაშავე, რაც შეიძლება მალე იპოვე, თუმცა რას შეცვის ეს ყველაფერი? ჩემს გოგონას ვერავინ დამიბრუნებს...

- დამშვიდდით ძალიან გთხოვთ...

- შვილო რა დამამშვიდებს? ჩემი გოგონა ცოცხალი აღარ არის. ეხლა მე სიკვდილი თუ დამამშვიდებს! ჩემს გოგონასთან მინდა! იქ წამიყვანეთ!

- გარდაცვლილის მშობლები აქ არიან?

- დიახ, მე მამამისი ვარ...

- ბატონო, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თქვენი გოგონა სამი თვის ორსული იყო.

- რა ორსულობა, რის ორსულობა? ჩემი ქალიშვილი, ორსულად არ იყო!

- რატი...

- რა გინდა მელანო?

- ქრისტი შენგან იყო ორსულად?

- რა სისულელეა, ჩვენ მხოლოდ ერთხელ...

- ხოდა სწორედ მაშინ მოხდა ეგ. სამი თვის ორსული იყოვო ვერ გაიგე?

- ეს რაღაც ცუდი ხუმრობაა...

- ხო და ალბათ მაგიტომ გაუჩინარდა.

- მელანო, მე არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა...

- რო გცოდნოდა დაცავდი?

- კი დავიცავდი...

* * *

    ქრისტი საშინლად არის ნაწამები და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ვინ გააკეთა ეს? პასუხი ერთია. ეს ჩაირდინა ვახანგის დამ. მე და თომამ, რამოდენიმე დღის წინ ვიპოვთ კიდევ ერთი მოწმე ვინც იცოდა მკვლელის ვინაობა. სწორედ იმ ადამიანმა, მისცა ჩვენება მის წინაარმდეგ. ეხლა ის პატიმარია, თუმცა ის ამან ვერ დააკავა და მისმა ხალხმა ქრისტი მოკლა, რადგან მხოლოდ ქრისტი, ახსოვდა მკვლელობის დღიდან. ასეც, რომ არ იყოს იცოდა, რომ ეს ჩემი გამოზიებული იყო და ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ყველაზე ძვირფასი ადამიანი მომიკლა. ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა? რათქმაუნდა ისევ ის, თავად ვახტანგის და. ის ღამე თეთრად გავათენეთ. ქრისტი უკვე მის სახლსი გადაასვენეს. თომამ მითხრა, რომ პროკურორი მიბარებს. ერთმანეთს ავტოსადგომზე შევხვდით.

* * *

- რას აკეთებთ? ხელი გამიშვით!

- ე, ბიჭო ქალბატონს ხელი გაუშვით!

- გაბრიელ, ვინ არიანს ეს ხალხი? სად მივყავართ?

- არ ვიცი, დამშვიდდით აქედან მალე გავაღწევთ.

- ხმას ნუ იღებთ!

- თორე რაა?! ერთი სახე ამიხსენი, შენი ნამდვილი სახე მინდა დავინახო.

- გაბრიელ შვილო, არ გინდა...


გაგრძელება იქნება!


                                                                                      ფილმი სრულდება ასე

    უბრალოდ არ გაგიმართლა? ან ეს ყველაფერი ასე რატომ უნდა მომხდარიყო? გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი რა მოხდა და ეხლა პროკურორთან ერთად ვარ საპყრობილეში. გარშემო სიბნელეაა, ნორმარულად ვერაფერს ვხედავ. ერთ სკამზე მე ვარ მიბმული, მეორეზე კი ქალბატონი მარიამი. ქალმა, რომელმაც ვერ გააცნობიერა რატომ? ის ამ ყველაფერთან რა შუაშუა? გზაში რამოდენიმეჯერ მკითხა კიდეც:_ მე რა დავაშავე? მე ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ:_ პროკურორო მშვიდად აქედან თავს მალე გავაღწევთ. გუშინ ღამეს, როდესაც ქრისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს შევნიშნე, რომ ვიღაც მითვართვალებდა. მე და თომამ მოქმედება ეგრევე დავიწყეთ. დაცვა გავაძლიერეთ გოგოებისთვის. ბიჭებიც იქ არიან იქაურობას არ ტოვებენ. მე კი თომამ ჯიპიესი დამიმონტაჯა ასე ძალიან მარტივად მოგვაგნებენ. ეხლა მთავარია იქამდე არ მოხდეს ის, რასაც მე ვფიქრობ. ფაქტია, რომ გამტაცებელმა ჩემზე ყვეაფერი იცის. ისიც, რომ მარიამი დედაჩემია. ნამდვილი დედა... ეს სიტყვები გამუდმებით თავში მიტრალებს. არ მინდა ისიც, ქრისტის მსგავსად მსხვერპლი აღმოჩნდეს. კვლავ სიბნელე და გაურკვეველი სუნი, რომელიც გარშემოა. დიდი ხანი დამჭირდა გამერკვია. ეს რისი სუნი იყო და პროკურორი, მოულოდნელად ყვირილს იწყებს:_ გაბრიელ, ეს ბენზინის სუნია! ჩვენს დაწვას აპირებენ! გეგმა არ გაქვს? გავშრი... მე ხო უკვე მაკვირვებს ეს ცხოვრება. არ არსებობს ერთ პრობლემას მეორე არ მოჰყვეს. ჩემი სკამი, მასთან ახლოს მივაცურე. ჯიბიდან ვცდილობ დანის ამოღებას, რომ ხელები გავიხსნა. თან ვამშვიდებ.:_ ქალბატონო, დამშვიდდით ძალიან გთხოვთ. რა დამამშვიდებსო, მარიამი, ყვირილს ისევ აგრძელებს. რამოდენიმე წამში ხელებს ავიხსნი და აქედან გავალთ. პროკურორს გადავარჩენ. ამას ვფიქრობ და საკუთარ თავს ვამხნევებ. დრო იწელება იმაზე მეტად ვიდრე უნდა იყოს. ასეა! ცხოვრებაში ასეა, როცა გინდა ტკივილი, უბედურება, გაურკვევლობა მალე დასრულდეს დრო იმაზე ნელა მიიწევს წინ ვიდრე უნდა იყოს. ვყვირი:_ აი, ვსიო მე უკვე ხელი გავიხსენი ახლა თქვენი ჯერია. ესეცაა პროკურორისთვის დავაპირე ხელების გახსნა და უკან სკამს დავუბრუნდი. მივხვდი, რომ ვიღაც გვიახლოვდება. სიბნელეში ვერ გამირკვევია ის პიროვნება, ქალი თუ კაცი. შენობა ალბათ ცარიელია, რადგან მისი ნაბიჯების ხმა ჩვენამდე, ექოსავით ისმის. მეორდება, ხელმეორედ ისევ ისმის მკაცრი ნაბიჯების ხმა. აი, უკვე ჩვენს წინ დგას. სახე აფარებული აქვს, მაინც ვერ ვაცნობიერებთ ვინ არის და რა უნდა ჩვენგან.

* * *

- ვინ ხართ? რა გინდათ ჩვენგან?

- ქალბატონო, დამშვიდდით თუ შეიძლება. დეტექტივო, ტყუილად ცდილობთ. აქედან თავს, მაინც ვერ დააღწევთ. აქაურობა სულ ნავთობით არის სველი. ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია აქაურობის გასანადგურებლად.

- მოდი იქნებ სანამ დავიწყვებოდით დავმეგობრდეთ კიდეც არაა?

- გაბრიელ შვილო, ვინ არის ეს კაცი?

- არ ვიცი, მაგრამ მალე სახეს ავუხსნი.

- დეტექტივო, მშვიდად დედიკოს ნუ ავანერვიულებთ.

- მოკეტე!

- გაბრიელ, რას ამბობს ეს კაცი?

- არა, არაფერს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

- მოდი მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ... მე მკვლელი ვარ, ადამიანების სიცოცხლეს მე ვასრულებ. უნდათ თუ არა ეს მათ. მე, როცა სრულწლოვანი გავხდი ბრძოლა ვისწავლე თავიდან. საკუთარ თავთან ვისწავლე ბრძოლა და როცა მივხვდი, რომ ეს არ გამომივიდა სხვებზე დავიწყე ნადირობა. ეხლაც სანადიროდ ვარ გამოსული. სახლში კი ნადავლის გარეშე არ დავბრუნდები. მე ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს გვერდით ვიყავი დეტექტოვო. მე თქვენზე ყველაფერი ვიცი. ნადირობდით კაცზე, რომელიც საერთოდ არ იყო დამნაშავე. ისიც მე მოვკალი. ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ მკვლელობა მის დაზე გადასულიყო. ჩემივე დაწერილი სცენარით საინტერესო დეტექტიური ფილმი გადავიღე. უნდა ავღნიშნო, რომ კარგი მსახიობები შემხვდნენ, კარგად გაართვეს თავი...

- რეებს ბოდავ? ვინ ხარ?

- დექეტივო, მშვიდად იყავით და ნუ მაწყვეთინებთ ძალიან გთხოვთ. არ მიყვარს, როცა საუბარს ბოლომდე არ მასრულებინებენ. ეს ყველაფერი თამაში იყო. ყველანი ჩემი გეგმის მიხედვით მოქმედებდით, რასაც მე მოვისურვებდი ყველაფერს ვიღებდი თქვენგან. მე, რომ არა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. პირველი მკვლელობაც მე დავგეგმე. დეტექტივო, თუ კარგად დაფიქრდებით, დასკვნას ძალიან მალე გამოიტანთ. ეს თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ. მე, რომ არა სოფიას, მეორედ ვერ შეხვდებოდი. იმ ღამეს სოფიას მშობლების სახლში მე ვიყავი. მინდოდა ეჭვები უფრო გაღრმავებულიყო შენში. გაბრიელ, სატყუარაზე წამოდებული ოქროს თევზი ხარ, ჩემთვის. მე ის თევზი, ტბის ნაპირამდე გამოვიტანე და ცეცხლზე შევწვი. ვაღარებ ძალიან გემრიელი იყო.

- ვინ ხარ?

- ტყუილად თავს ნუ დაიღლი დეტექტივო, ამის დასადგენად ძალიან დიდი დრო დაგჭირდება. ისე მადლობას ველოდებოდი შენგან, რადგან ბევრი გამზადებული მასალები მოდიოდა ჩემგან. მე გეხმარებოდი, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც კართან, დოკუმენტებს გიტოვებდა. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მაკას ექიმი მოკლა. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც სოფია გაიტაცა. მე ვიყავი, ის ადამიანი ვინც მეყვავილე დაიქირავე. დეტექტივო, შენ სხვის სახლში აყენებდი კამერებს, ამასობაში კი მე, შენს სახლს და კუნძულს ვუყურებდი. საინტერესო ფილმი გამოვიდა. დასასრულამდე თუ გინდათ ერთად ვუყუროთ. უი, მართლა თომაც გეგმაშიაა. ჯიპიესი, რომელიც დაგიმონტაჟეს განადგურებულია.

- ვინ ხარ? მანიაკი ხარ? რაში გჭირდებოდა ეს ყველაფერი?

- პროკურორო, მარიამ არ თვლით, რომ ზედმეტად ბევრი კითხვებია. მოდი სანამ ფილმი დაიწყებოდა. ცოტა რამეს შენს პერსონაჟზეც მოგიყვები. პრინციპში შენი პერსონაჟი, გეგმაში საერთოდ არ მყავდა. ეს ყველაფერი მოყვა იმას, რომ მეყვავილე გამოჩნდა. გამოჩნდა იმ სახით, რომ გაბრიელის მფარველი ანგელოზი იქნებოდა.

- მეყვავილე ვინ არის?

- პროკურორო ეგ, როგორ გამოგჩათ. მეყვავილე, ხომ ნინოს ბავშვობის მეგობარია. მეყვავილემ იცის სიმართლე, რაც შენ 28 წლის განმავლობაში გაინტერესებდა.

- გაჩუმდი! აღარ გააგრძელო...

- გაბრიელ, იცი დასასრულს რა ხდება?

- არ ვიცი და არც მაინტერესებს. ერთი ის ვიცი, რომ მანიაკი ხარ! აქედან თავს მალე დავაღწევთ და ამ ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ!

- მოდი ცოტა შევისვენოთ და თქვენ მანამდე ფილსმს უყურეთ, რომლის სახელიცაა ჩემი პროფესია.

* * *

,,უკვე დროა მთავარ პესონაჟმა ისაუბროს არა? მოკლედ, როგორც გაგეცანით მე ,,ჩემი პროფესიის“ რეჯისორი ვარ. გმირებმა თავის პერსონაჯებით, ხასიათებით ძალიან კარგად გაართვეს თავი. ჩემი ნამდვილი სახე კიდევ უფრო საინტერესო იქნება, როდესაც ფილმი დაასრულდება. არ გავაგრძელებ საუბარს და განახებთ რა ხდება ახლა ქრისტის სახლში?

* * *

    აი, სკამებიც ერთ რიგად დაუწყვიათ, ისევ შავ მანდილში გახვეული ქალები. ო, როგორ მძულს ასეთი დღეები და კიდევ უფრო შემძულდა , როდესაც ოთახის შუაგულს ქრისტი წევს გულწასული, უგონო მდგომარეობაში... ალბად ღრმად დაუძინია? ფუჭი იმედები, რომლის საშუალებითაც უფროსები, გვაიმედებდნენ ბავშვობაში. ძნელია გავარკვიო დღევანდელი ჩემი ცხოვრება რეალობას ასახავს? თუ სიზმარია? დაძაბული დღეები, სწორედ ეხლა დაიწყო... ქრისტის სახლი, სავსეაა ბრბო საზოგადოებით. კიდევ ბევრი უცხო ხალხი, კიდევ აბუჩად ამგდები ხალხი, კიდევ ის საზოგადოებააა აქ, შეყრილი, ვისაც ყველაფერი აინტერესებთ. დეტალებიც კი. ასეთ დროს, როგორ შეიძლება გამწარებულ დედას კითხო:_ ,,თინა, თქვენი ქალიშვილი გათხოვილი იყო? გავიგე, რომ ორსულად იყო.“ ,, ვინ არის ბავშვის მამა? უკვე გაარკვიეთ?“ ამ კითხვებზე თინა სწრაფად წამოდგა სკამიდან და ყვირილი დაიწყო. ,,გაეთრიეთ! სასწრაფოს ჩემი სახლიდან გაეთრიეთ! ჩემი შვილის ცხოვრება, თქვენი საკითხავი და გასარკვევი არ არის.“ ქრისტის ძმა, ბაღშია სახლიდან მოშორებით ის, თითმის არ შემოდის. მელანო, სოფია და მაკა შიგნით ოთახში არიან ქალბატონი თინას გვერდით. ჯერ კიდევ თავიდან არ ამომდის, რომ ქრისტის ბავშვი ჩემი იყო. ის ჩემს გამო ქალაქიდან წავიდა. მან ჩემი ბედნიერების გამო, უარი ქვა საკუთარ ბედნიერებაზე. მან მომცა შანსი, რომ მელანოსთან ერთად ბედნიერი ვყოფილიყავი. ამასობაში მან, საკუთარ ბედნიერეაზე თქვა უარი. ხო შეიძლებოდა ბავშვი, დაბადებულიყო. ჰყოლოდა მოსიყვარულე მშობლები და ჰქონოდა ძალიან წარმატებული მომავალი. ჩემი ისედაც დამძიმებული ცხოვრება, ქრისტიმ კიდევ უფრო დაამძიმა. ეს საკმარისი არ იყო და ამას ბავშვიც დაემატა.

* * *

- მელანო, ლუკა არ მოვიდა?

- არა, მოვა ოდნავ მოგვიანებით...

- მე მეტი აღარ შემიძლია...

- რა მოხდა? ცუდად ხარ?

- ქალბატონ თინას, უკვე სამჯერ წაუვიდა გული...ამის ყურება აღარ შემიძლია.

- არც მე. რატი, ცოტახნით აქედან წავიდეთ რა...

- კარგით გოგოებო, მოდი ბაღში გავიდეთ.

- ქრისის ძმა არ დამინახავს. სად არის?

- აი, შეხედეთ ის არის. ჯაბა 14 წლისაა. ეხლა ყველაზე მეტად მისთვის იქნება ძნელი გადასატანი.

- მოდი მივიდეთ მასთან.

- ჯაბა გაბარჯობა, ჩვენ ქრისტის მეგობრები ვართ.

- გამარჯობა.

- არ გინდა ცოტა ვისაუბროთ?

- ეხლა საუბარი არ შემიძლია.

- მელანო დაანებე ბიჭს თავი. წადი მე დავრჩები მასთან.

- სერიოზულად?

- კი, წადი.

- არც შენთან ლაპარაკი მინდა.

- არა მეგობარო, მე თავს არ შეგაწყენ უბრალოდ ცოტას მოგიყვები შენს დაზე და წავალ. იცი რა ჯიგარი იყო? ბაბუა, რომ გარდამეცვალა ერთად დავლიეთ. პირველი შენი სადღეგრძელო თქვა. მითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ძმა ჰყავს და მას გაუმარჯოსო.

- მე ჩემი და არ მიყვარდა.

- რაა?

- მე ქრისტის ვერ ვიტანდი. ის ხშირად მეჩხუბებოდა, ბევრ რამეს მიკრძალავდა. ერთხეს სკოლაში მოვიდა და თანაკლასელების თანდასწრებით დამამცირა.

- არ კითხე ამას რატომ აკეთებდა?

- არ ვიცი ვისგან, მაგრამ გაიგო, რომ ვეწეოდი. მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ სკოლაში დამამცირა.

- მეგობარო, მეც ვეწეოდი 7 წელი შემდეგ გავიგე, რომ ფილტვზე კიბო მქონდა, ძალიან შემეშინდა, მოწევაზე უარი ვთქვი. მადლობა ღმერთს შემდეგ გავიგე, რომ ექიმს, ჩემი ანალიზის პასუხები შეეშალა და სხვისი მომცა. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მოწევას შეიძლებოდა ნამდვილად ეს მოყოლოდა. მის მერე მე თამბაქოს არ გავკარებულვარ. შენი და მართალი იყო თუ გაბრაზდა.

- ჩემი დის ბრალია მოწევა, რომ დავიწყე. ის მანერვიულებდა ძალიან. გამუდმებით მეჩხუბებოდა, რომ უნდა მესწავლა და კომპიუტერისთვის დიდი დრო არ უნდა დამეთმო. ერთხელ მშობლებს უთხრა:_ ინტერნეტი გაუთიშოთ ამ ბავშვსო. მის მერე ერთი კვირა მეგობართან ვცხოვრობდი.

- ო, მეგობარო რთულად ყოფილა საქმე. არც ეგ თამაშებია კარგი.სკოლა ისეთი პერიოდია არასდროს დაბრუნდება უკან ეგ კომპიუტერი კი თანდათან განვითარდება. ეხლა მთავარია ის შეირგო, რაც გაქვს.

- აუ, შემეშვი რა! ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი გადასაწყვეტია, როგორ მოვიქცევი.

- ჯაბა მოდი აქ! ბოდიში მოუხადე ადამიანს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. დის ამბებს ძალიან განიცდის.

- არა, საბოდიშო არაფერი გაქვთ.

- რა მოხდა?

- არაფერი, ეტყობა, რომ ძალიან განებივრებული ბავშვია.

* * *

რამოდენიმე თვის წინ! ,,კუნძული“

- გოგოებო, ვერ დავიძინე და შეიძლება ცოტახნით თქვენთან შემოვიდე?

- შემოდი ქრისტი! ეხლა მე და მელანო, რომანტიულ ბიჭებზე ვსაუბრობდით.

- ეგეთები კიდევ არსებობენ? რავი მე აღარ შემხვედრია. სოფია ძვირფასო მაპატიე, მაგრამ არც გაბრილი იყო რომანტიული მაინცდამაინც.

- ბოდიშს რატომ იხდი? ეგ ისედაც ვიცი. თავიდანვე ძალიან თავშეკავებული იყო. ყოველთვის მე ვაქტიურობდი. ის, ჩუმად იყო და მისმენდა.

- გოგოებო, ეხლა ჩემს გაბრიელზე საუბრობთ? ეგ მე უნდა მკითხოთ, რომ დათვრებოდა ეგრევე ანა, ახსენდებოდა და ყველა ენაზე იწყებდა სიმღერას.

- მელანო სერიოზულად? წამომიდგენია რა სასაცილო იქნებოდა.

- ხო და წარმოიდგინეთ, ღამის 2 საათზე, როცა მაგ დროს უბანს ეძინა. ერთხელ პატრულიც კი დაგვაყენეს. ამ მთვრალ დეტექტივს, კანონებიც კი ავიწყდებოდა. მხოლოდ ანას ბოდავდა.

- ოფისში ერთს ვუყვარდი ძალიან. ხუთი წლის განმავლობაში, ყოველ დილით ყვავილებს მახვედრებდა სამუშაო მაგიდაზე.

- მერე რა მოხდა?

- არა, ვერ შევიყვარე ჩემზე 20 წლით იყო უფროსი ეგაც, რომ არა მთხოვდა, რომ მასთან ერთად სხვა ქვეყანაში წავსულიყავით საცხოვებლად. მე კი ჩემი ოჯახის დატოვება არ მინდოდა.

- ქრისტი შენ ძმა გყავს ხო?

- კი ჯაბა 14 წლის არის. მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ბავშვი. ჯაბა, რომ დაიბადა მე მაშინ ვიყავი 15 წლის, როგორც შვილი ისე გავზარდე. ჩემი მშობლები, დილიდან საღამომდე მუშაობდნენ. ბებიაც იშვიათად თუ მოვიდოდა დასახმარებლად, ისიც იმიტომ, რომ გამოცდები მქონდა. სხვა დღეებში სულ ჩემთან იყო.

- ეხლა სად არის? ერთხელ აუცილებლად წამოიყვანე ჩვენთან. აი, რატიც ბავშვია და გაუგებენ ერთმანეთს.

- ჯაბაზე მე ბავშვს ვერ ვიტყოდი. ხანდახანს ისე მსჯელობს მგონია, რომ მე ვარ მასზე პატარა. ძალიან ჯიუტია, იმას გააკეთებს, რაც უნდა. საინტერესოა ჯაბა, თუ იქნება რომანტიული მამაკაცი?

- მაგ ასაკში ყველა მასეთია.

- არა ეს ნამეტანია. ყოველდღე ვიბრძვით და იმედია რამე გამოგვივა.

- რამე ცუდია?

- კი სოფია. უფროს ბიჭებს დაუმეგობრდა, სიგარეტი გააშინჯინეს დაა ვერაფრით ვუშველე, რომ გადააგდოს, რამეს ვეუბნები და მეუბნება, რომ ვერ მიტანს.

- იქნებ ჯობია სხვანაირად მიუდგე?

- უკვე ყველანაირად ვცადე, თუმცა ბრძოლად არ შევწყვეტთ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ.

- გოგოებო! რას აკთებთ? ჩამოდით ბურთი ვითამაშოთ რა!

- რატი, რადროს ბურთია უკვე საღამოს 11 საათია.

- აი, ამათი რომანტიკაც...

- გაბრიელ, შეხედე ამათ კარები ჩაუკეტიათ. გააღეთ კარები თორე შემოვამტვრევთ!

- გოგოებო, ჯობია გავაღოთ თორე რატი მაგის გამეთებელია.

- თქვენ წადით. მე ვეცდები დავიძინო.

- ქრისტი რა მოხდა? ცუდად ხო არ ხარ?

- არაფერია რატი, უბრალოდ მეძინება.

* * *

ახლანდელი დროა! ,, ქრისტისთან გამომშვიდობება“

    დამშვიდობება ყველაზე მეტად არ მიყვარს, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, არ მიყვარს განშორება, რომელსაც ვიცი ვეღარასდროს ვნახავ, ვეღარ ვკითხავ:_ყველაფერი კარგად არის? იქნებ შემიძლია რამეში დაგეხმარო. ჩვენ შეგვეძლო მისი დახმარება. საკუთარ თავს ვადანაშაულებ უკვე რამოდენიმე დღეა. მე, რომ მომესმინა მე, რომ დამეცვა ვინ იცის იქნებ გამომშვიდობება არც მოგვეწია. უკვე სამი დღე გავიდა ქრისტის გარდაცვალებიდან. აქ, არაფერი შეცლილა, თითქოს და ცასაც შემოუხვევია შავი მანდილი. თითაქოს და აგვისტოსას დავიწყებია, რომ მე დავიბადე. ირგვლივ ხეები ხმება ნაადრევად. ქრისტი სახლიდან გამოგვყავს მხებით ვატარებთ ბიჭები. უკან უამრავი ხალხი მოგვყვება. ჯაბა არ არის ვერ ვხედავ. ალბათ სახში დარჩა. მივდივარ და ვგრძნობ, რომ ცხოვრება ამაზე მძიმე არ არსებობს. ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა უყოს, როცა მხრებით შენთვის ძვირფასი ადამიანი მიგყავს. ადამიანები იბადებიან მიწად, რომ შემდეგ ისევ მიწად იქცნენო. ეს ფრაზა ხშირად მომისმებია, თუმცა არ მჯეროდა. ვერ ვიჯერებდი. ქრისტის გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რომ თავად ადამიანები, ვანადგურებთ ჩვენივე ბედნიერებას. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ტკივილი მივაყენოთ ჩვენს თავს ჩვენივე ხელებით. ვცდილობთ, ვიბრძვით, მაგრამ მაინც სხვებისთვის. ძალიან ცოტაა ამ სამყაროში ადამიანი, რომელიც აკეთებს, ფიქრობს საკუთარი თავისთვის. აი ეხლაა ყველაზე მძიმე სურათი. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ. მიწაა ამოჭრილი ქრისტისთვის. ირგვლის ამოწრილი ნიადაგიდან, გარშემო მიწა ყრია. ყვავილებიც ბევრია, თითქოს და მთელი ქალაქის ყვავილები აქ მოუტანიათო. თინა მიწას ემხობა, ქრისტის ეკვრის ყვირის:_ შვილო! მეც წამიყვანე, მეც მინდა შენთან! მძიმეა იმის წარმოდგენა რა იქნება მის გარეშე? ოფისი მის გარეშე? პრობლემებიც კი მის გარეშე? ძნელია დაიჯერო ძვირფასი ადამიანის, გარდაცვალბა და მერე შეეგუო იმას, რომ ის, მიწას უნდა მიაბარო. ჯაბა შევნიშნე რამოდენიმე სასაფლაოს იქით. თავჩახრილი ზის და ყველაფერს შორიდან აკვირდება. მასთან მიახლოება ვცადე.

* * *

- მეგობარო, ამას ეხლა თუ არ იზამ მერე ინანებ.

- ცივია ხო? ჩემი და გაცივდა არადა ზამთარში მასთან ძილი მიყვარდა, რადგან მათბობდა.

- მეგობარო, უნდა წავიდეთ ვაგვიანებთ.

* * *

    არ ვიცი როგორ, მაგრამ ჯაბა დავარწმუნე და ქრისტისთან მოვიდა. დაუჩოქა და ყურში ჩარჩურჩულა. ,, აბეზარა, არ ინერვიულო ჩვენ გავიმარჯვეთ.“ ხელზე აკოცა, წამოდგა და ნიჩაბი მოიმარჯვა. დედმისსზე თქვა:_ გაყვანეთ! და მამამისის გვერდით დადგა. ჯაბაც ჩვენს გვერდით იდგა. მას მამამისი, არცერთი წამით არ დაუტოვებია. აი, უკვე გავიარეთ ის წყეული ეტაპიც. ქრისტის სხეული, მიწას მივაბარედ და უკან სახლში ვბრუნდებით. თვალები უკან მრჩება, არ მინდა იქიდან წამოსვლა. თითქოს და ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვლება, რომ ეს ყველაფერი რეალური არ არის. გზაში გოგოებს დავეწიე.

* * *

- ქრისტის თავისი ძმა ძალიან უყვარდა. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ თქვა, რომ ის სიგარეტს ეწეოდა.

- ეხლა ყველაფერი გასაგებია.

- რატი, რა არის გასაგები?

- გუშინ ღამით დავინახე. ჯაბა, როგორ მივიდა ქრისტისთან ახლოს და სიგარეტის კოლოფი გაანადგურა.

- რა კარგია, ესეიგი აღარ მოწევს.

- არ ვიცი, მაგრამ მაგ ბავშვს, გვერდით მრჩეველი სჭირდება და ამას მე ავირებ საკუთარ თავზე.

- სერიოზულად? რატი შენ მართლა გგონია, რომ ამას შეძლებ?

- საკმარისია ეხლა, მაინც ნუ ვიჩხუბებთ.

- მართალი ხარ მაპატიე.

- სოფია სად არის?

- თომასთან ერთადაა, გაბრიელს და პროკურორს კიდევ ეძებენ. ჩვენც ხომ არ წავსულიყავით?

- კი მიდი ჩაჯექი მანქანაში.

* * *

რამოდნიმე დღის წინ!

- ბავშვი! ბავშვი როგორ არის?

- რა ბავშვი? აქ, სადმე ხედავთ ბავშვს?

- ორსულად ვარ... ძალიან გთხოვთ გამიშვით და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვით.

- ქრისტი, არჩევანის წინაშე, რომ იყო პირველი ვის აირჩევდი გაბრიელს თუ რატის?

- არცერთს. ამას რატომ მეკითხთხები?

- პირველი, რომელი გინდა, რომ მოკვდს?

- არცერთი.

- მოიცადე გავიხსენო. შენ გაბრიელი არ გიყვარს? მოდი რატი იყოს შემდეგი.

- თუ გინდა მე მომკალი და მათ თავი დაანებე.

- აი, მესმის ასეთი თავგანწირვა... მაშინ კარგი!

- უფროსო, ის ხომ ორსულად იყო. ასე რატომ მოიქეცით?

- არჩევანი თვითონ გააკეთა.

* * *

ახლანდელი დრო!

    ქრისტიმ არცერთი აირჩია და ამიტომ დაიღუპა თავი. სცენარი კიდევ უფრო საინტერესო გამოვიდა, როდესაც გავიგე მისი, ორსულობის შესახებ. ქრისტიმ, ჩემთან მუშაობა იმ დღიდან დაიწყო, როცა მისი ძმის მოკვლით დავემუქრე. ის ვახტანგისთან კი არა ჩემთან მუშაობდა. მეყვავილე და ქრისტი ჩემი გეგმის ნაწილი იყო ისე, როგორც სხვა დანარჩენები. ეხლა უკვე ფინალს ვუახლოვდებით. ფინალი გაცილებით საინტერესოა დასასრულით. თუ დაგაბნიეთ გეტყვით, რომ მე ვარ რეჯისორი. ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა იდგა. მიცნობთ? შეძლება ითქვას, რომ მიცნობთ, მაგრამ გაცილებით სხვა სახით. დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ მე კარგად შეფუთული ისტორიები მიყვარს. მე გამომდის ადამიანების ცხორებით თამაში. მე ვითამაშე მათი ცხოვრებით. ეხლა კი ვზივარ და ვტკბები იმ ფილმის ყურებით, რაც ჩემს გმირებმა აქამდე გამოიარეს. ეხლე ღია ეკრანზე, ჩანს მაკა, როგორ ზის საგიჟეთში და როგორ ატყუებს მედდებს, რომ ის გიჟია. ძალიან სახალისოა სოფიას და გაბრიელის, ურთიერთობები საწყისს ეტაპზე. სოფია, წუწუნებს გაბრიელი კი სდუმს. ასეთი იყო დასაწყისი და ვინ წარმოიდგენდა, რომ ფილმს ასეთი დასასრული ექნებოდა. რატი და მელანო? მე არ მოვინდომე, თორე აქამდეც მოვახერხებდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. სად არიან რატის მშობლები და რატომ არ არიან რატის გვერდით? ისინიც ჩემთან მუშაობენ. მე ისინი, რატის სიცოცხლის ხარჯზე ავიძულე, რომ ჩემთან ემუშავათ. რატის პატარა და, ეხლა ჩემი ცოლია და ვაღიარებ ძალიან მაგარი ქალი გამოდგა. უნდა ვივარაუდოდ, რომ მე და რატი, ნათესავები ვარ. ვინ ვარ მე? თავს ნუ დაიღლით, რადგან ნამდვილ სახეს არასდროს გამოვაჩენ. ეხლა კი დროა, დედა შვილი ერთმანეთს შევახვედრო.

* * *

- აბა, როგორ მოგწონთ ფილმი? საინტერესო გამოვიდა არა?

- ავადმყოფი ხარ...

- ქალბატონო მარიამ, მოდი ცივი თებერვალის ღამე გავიხსენოთ და გაბრიელს ვკითხოთ, როდის არის მისი დაბადების დღე?

- იანვარში! ჩემი დაბადების დღე იანვარშია.

- დეტექტივო, ასე რატომ იტყუებით? გაბრიელი დაიბადა 15 თებერვალს. მაშინ, როდესაც თქვენ, ბავში დაკარგეთ საავადმყოფოდან. აი, შეხედეთ ეკრანს. მეყვავილეს და გაბრიელის საუბარი, როდესაც გაიგო, რომ ნაშვილებია.

- ეს სიმართლეა? გაბრილ, შენ....

- ყველანაირად წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ასეთი არა. ხელი მომეცით უნდა გავიქცეთ!

- გაბრიელ, რა გააკეთე?

- მგონი უკვე გაითიშა. სასწრაფოთ კომპიუტერიდან დისკი ავიღოთ და გავიქცეთ!

- დამწვრის სუნია. გაბრიელ! აქ ყველაფერს ცეცხლი უკიდია. აქედან ცოცხლები ვერ გავაღწევთ. ღმერთო, ასე რატომ გამწირე. 28 წლის შემდეგ შვილი ვიპოვე და ეხლა ცოცხლად ვიწვებით.

- არ დავიწვებით გესმით! ჩვენ აქედან გავალთ!

გაგრძელება იქნება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები