ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2020


ლითიუმი

სახლშია ღამე, ლეწავს ურდულებს,
ხატთან სანთლები ადნობენ სულებს,
პლაცებოს ეფექტით ვლინდება ლოცვა,
ზეწრები აფრად ნავში, რომ გვქონდა
უქარიშხლობით დავაგორგალეთ!
მიყვარხარ, როგორც მძულს ჩემი თავი,
შენი თვალებით ვუალის მიღმა
ტუჩშეურხევლად უარი გითქვამს . . .

და მოგონების გალერეაში
ლიბრგადაკრულნი დავეხეტებით,
ჩემს ნაოჭასხმულ ჰიპოკამპუსში
ხარ ამნეზია აწმყოს ფესვებით.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები