ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: დრამატურგია
18 ივლისი, 2019


\"როცს სდუმს დილა\"

...დრამა
მოქმედი პირები:
გოგოლა (აფხაზეთიდან ლტოლვილი, შეჭრილი  სხვის ბინაში) 60 წლის
რომა-გოგოლას შვილი  ფიზიკოსი      39 წლის
ლელა-- რომას ცოლი-სტომატოლოგი    37 წლის
ანინე, დათო--ლელას და რომას შვილები-სტუდენტები 17-18 წლისანი
ლილუ  - დათოს მეგობარი  20 წლის
თაია- მეზობელი      31 წლის
თაია  (პატარაობისას) -16 წლის.
გეგი-თაიას საქმრო  --21 წლის
ციცი- გეგის დედა(ფსიქიურად დაავადებული)- 55 წლის.
ბესო , იგივე კაუჩუკა,ინვალიდი--გეგის მეგობარი  36 წლის
ლია-კაუჩუკას ცოლი.----34 წლის
ზაზა -კაუჩუკას  შვილი  -19 წლის
თაკა- ზაზას ცოლი. კაუჩუკას -რძალი  19 წლის
მემწვანილე ქალი-აზერი.
ხმა ტელეფონით
პატრულის თანამშრომლები
( მუსიკა)                                                                                     
ხ მ ა-ჟამი არს შობისაი და ჟამი სიკვდილისაი, ჟამი არს დანგრევისაი და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის.
ჟამი ტირილისაი და ჟამი სიცილისაი, ჟამი ტყებისაი და ჟამი როკვისაი.
ჟამი არს დუმილისაი და ჟამი სიტყვისაი

( სიმღერა  :„ვახ ,სოფელო, რა შიგან ხარ...“-
(იხსნება ფარდა
სცენაზე ოთახი-კარი გადის სადარბაზოში. სადარბაზოში  კიბე ამოდის ეზოდან და გრძელდება მაღლა.
ოთახის  სიღრმეში ფანჯარა , სავარაუდოდ,  ეზოში იხედება)
ცისკრის ჟამია-ნელნელა ინათებს.
სცენაზე სტატიურად დგანან  გოგოლა, რომა, ლელა, (დათო ზის კომპიუტერთან)
ანანე (სანთელთან ლოცულობს).   
---შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით. მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვისენით ჩვენ  შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.
(  საათის  წიკწიკის ხმა.  ინათებს,რეკავს მაღვიძარა. ისმის დილის გადაცემების  ხმა,)
სტატიურად მდგომნი იწყებენ მოძრაობას.
(სადარბაზოს მხრიდან, კარს უახლოვდებიან ზაზა და თაკა,ფეხისწვერებით, კარს ყურს ადებენ,ოთახში ხმაურის დაწყებისთანავე ჩარბიან კიბეზე. )
რომა -  თომას ედისონს რომ დავესესხო,    უკვე, იმდენჯერ განვიცადე  სასტიკი  მარცხი,  წარმატებების გარდა, სხვა გზა არ დამრჩენია.
უბრალოდ ,უკვე,  ამოვწურე მარცხის მარაგი-
დედა, მივდივარ.
გოგოლა-ეს, მერამდენედ  უნდა სცადო  რად გიწუნებენ..ნეტავ რა  უნდათ?
რომა- კიდევ ერთხელ ვცდი,  ნუ ნერვიულობ.
უცილობელად მოიწონებენ, ამჯერად,ვიცი.                                                           
გოგოლა.-ცოტათი უფრო მოიწადინე ,
ვის გავხარ, ნეტა?
თქვი,  რომ მოსკოვში დაამთავრე, რომ    დევნილი  ხარ.  რომ  დახმარების  იმედზე ვართ მთელი ოჯახი.
რომა-ეხ, ახლა,  ყველა  დევნილია,  ვის  გააკვირვებ.
ნუ ,  დარდობ, დედა, საუკეთესო მიგნება მაქვს, ამ ქვეყანას  რომ  გამოადგება.
ძალიან დიდი აღმოჩენაა,.
ხარისხშიც  იგებ,  დროშიც,  ფულშიც ,  გამძლეობაშიც.
უცხოეთიდან,    მჯერა,  ბევრი  მოითხოვს,  ალბათ.
ყველას მოგხედავთ, დედოფალივით  უნდა  გაცხოვრო.შენი ქალობით, უფრო მეტიც დაიმსახურე.
გოგოლა-ღმერთმა გისმინოს.(თან, ყავას უსხამს)
ანანე-ინსტიტუტამდე    გამოგყვები , მოვდივარ,  მამი.
რომა-  ლელა  ,  წამოდი,  შენც მიგიყვან  .
ლელა-პაციენტები  12-დან  მყავს    ჩაწერილი. მე ,ჩემით წავალ.
(რომა და ანანე გადიან)
გოგოლა--ლელა, იქნებდა, ანანესთვის  მეტად  იზრუნო.  დილით,  არასდროს არ საუზმობს ,ძალიან ვდარდობ...და დათოც, კიდევ.
ლელა--უკვე,    დიდები  არიან  და  თავს  მიხედავენ.
გოგოლა- (თავისთვის) , ახლა ამასაც დედა ჰქვია?  ან, თუნდაც  -ცოლი.  კიდევ კარგი რომ, ჯერ ,ცოცხალი ვარ.  თუმცა,  ვინ  მისმენს?
      დათო (კომპიტერთან ზის, კლავიატურის ხმას გამოსცემს)-დამშვიდდი, ბებო.  გვიანიაა,    რძალს    ვერ    გამოცვლი.  (იცინის)
გოგოლა-მე შენთვის აზრი არ მიკითხავს, შე, მაზაკვალო.
    ხმა  ეზოდან: ზელეენ, ო, ზელეენ!    ჰაი, სისტრა.ზელეენ,.. ნიახურ, ქენძ, , ოხრახუშ, !ზელეენ!
გოგოლა (ფანჯრიდან)--ზელენ, მომხედეე, აქ,  მოიტანე! (კარს ფრთხილად აღებს, ათვალიერებს  სადარბაზოს).
მემწვანილე (კიბეზე ამოდის) სელემ ჰაი,  ხანომ, შენი ბიჯი და შილიშვილი  ,სადმე ცავიდა.
გოგოლა-ხოო,  ვიცი, ვიცი ბაჯი,  აბა. კარგი    ამომირჩიე...
მემწვანილე-აა, კურბან ოღლუმ, ნახე, ნახე, კარგია კარგი,,, მართლა, თურქული-არ გეგონოს, ჩვენია ,ქართული...
(ისმის შეშლილი ქალის სიმღერა მეზობლიდან: „შემოდგომის ნისლიაააა, მიფრინავენ..სიმღერას სიცილი ცვლის.)
მემწვანილე(შეშინებული ალაგებს მწვანილს ხურდას ართმევს)- აი, საღოლ სესტრა (ჩადის კიბეზე)
გოგოლა (მალულად მიმოათვალიერებს სივრცეს, კარს ჩარაზავს.)
ლელა-(დათოს)-  დათო, ამდენი ღამისთევა, სად გაგონილა. რისთვის იფუჭებ ჯანმრთლობას, შენს თავს რისთვის მტრობ?
დათო- რომ ვერ ვიძინებ?  რა გავაკეთო?
ლელა--წიგნი იკითხე.
გოგოლა-არ შეგიძლია, დათოს რომ არ უსაყვედურო?
ლელა---მე, გთხოვეთ , ბევრჯერ, არ  ჩაერიოთ შვილთან კამათში.
სულ აერია დღეცა და ღამეც.მხედველობასაც გაინდ
    გოგოლა-(აწყვეტინებს)...მახსოვრობასო? თავად, რომ გავიწყდება ყველაფერი? დათოს ბრალია? ხან, .გაზი გრჩება და ხანაც,  წყალი.
პაპასკირებს  რომ  თვეში ერთხელ,  რემონტს ვუკეთებთ. იქნება ეგეც,დათოს ბრალია?1
ლელა-მოკლედ,  ჩემს  შვილთან  საუბარიც  აკრძალული  მაქვს.
დათო- ( პათეტიკურად)    ლელას    წაართვეს  მისი უფლება,  მინიჭებული    კონვეციის  მე-3 მუხლით.!!!
ლელა-დათო, არ ვხუმრობ,  შენთვის ვამბობ.    თან , ბევრ  დროს კარგავ...
დათო- ჩემმა  მშობლებმა თუ იკითხეთ  შელლი და ფროსტი, ნეტა, რითა ხართ  ტაქსისტზე  მაღლა?
პურის ფულს ეძებთ.
გთხოვ, ნუ დამღალეთ ამ უაზრო შეგონებებით.
მიდი, ილოცე, დაცვივდება  ციდან დოლარი.
ლელა- დათო, რას ამბობ?  შენ ფიქრობ რომ ფულზე  ვლოცულობ?
დათო- მით უარესი.
გოგოლა-დამშვიდდი ბებო, ჩემი საბრალო გოგოს გზვნილს დაველოდებით.
სხვისი მოხუცის მზრუნველად რომ აქცია ბედმა.
ლელა--ნეტავ მაგ სიტყვებს, მე რად მაგონებთ? რომას უთხარით.ვფიქრობ, ოჯახში კაცი არის  ,უფრო, მთავარი.
გოგოლა--მითხარი, რა ჰქნას? სად არის საქმე.ქალის საცვალი უნდა ჰყიდოს ლილოს ბაზარზე?თუ, სანტექნიკოსად  გამოვზარდე ლომონოსოვში?
ლელა- (თავისთვის) - ჩემს ოჯახს , არც მე გავუზრდივარ  სანტექნიკოსად.(ჩანთას აიღებს)
(ისმის ქალის სიმღერა:“შემოდგომის ნისლიააა...მიფრინავენ მერცხლებიიი)
გოგოლა-(ხელს იშვერს კარისკენ) - ამ ქალმა უკვე შემაწუხა  ..ამყვება, ხოლმე.
(დათო კართან დახვდება დედას, მოეხვევა,იცინის)       
ლელა    (იცილებს)- წადი,მომშორდი.ხომ დამშვიდდი,  ხომ ,ეს გინდოდა? (კარს აღებს)
  (სადარბაზოს მხრიდან მოყურადებული თაკა და ზაზა გარბიან)
გოგოლა- კიიი,  მართალს ამბობს დედაშენი, შენთვის ამბობს.  რამდენ დროს  კარგავ.
საყვედურისთვის ვერ გიმეტებ  და  ამიტომაც, ,გული ვატკინე.
დათო--ბები,  ვაფასებ , შენს თავგანწირვას.
გოგოლა--ვალდებული ვარ დაგიფარო თავადი  არშბა,ამ გლეხის ქალმა,  აფხაზ თავადთა ჩვენი ბოლო შთამომავალი. (ეფერება)
ტელფონის ზარი.
დათო( იღებს ყურმილს, ჩართავს მიკროფონზე)--გისმენთ.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები