ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2019


მუხა? წიფელი?

ნინო დარბაისელი

მუხა? წიფელი?
- - -

რას არ შეხვდები ტყე-ღრეებში ხეტიალისას.
ამ ხეს შეხედე! 
როგორ მიხვდები,
წიფელია თუ მუხის რამე სახეობა.
ვერც  ფოთლებით ვერაფერს იტყვი,
ტყე მაღალია,
ხეებს  ტოტები ერთმანეთში არეული აქვთ
და ერთიანად მზის ოქრო-სხივში, ზეცაში მწვანედ გუმბათდებიან.
ჩვენ მხოლოდ ტანებს და ხავსიან ქერქებს ვჯერდებით,
ცად აზიდული დიდებულებით გახევებულნი:

შეხედე ამ ხეს!
ქვეშ ეროზიას ნიადაგი ერთიანად გამოუცლია,
მაგრამ
ღონიერ,
შიშველ  ფესვებს - ფასკუნჯის ბრჭყალებს,
აქაურობა ნადავლივით დაუჭერია.
თუ გვინდა,
ზედაც  წამოვწვებით  თავმიდებულნი,
ამ ფესვებშუა გამოქვაბულშიც -
მთელი სეფა გაიმართება,
მაგრამ როგორი საშიშია!
იქნებ წვრილფეხა კი არა და
მტაცებელი ნადირები შიგ ბუნაგობენ.
ვის არ შეხვდები ტყე-ღრეებში
ხეტიალისას.

რა კარგი სულისმოსათქმელია!
ამოსათქმელი! -
იმისთვის, ვისაც
ფეხქვეშ სამშობლო-ნიადაგი კი გამოსცლია,
მაგრამ  დგას მაინც შეურყევად,
და არ  ეცემა,
რადგან  ფესვები,
რაც ჩანს ხომ ჩანს და
რასაც ვერ ხედავ,
გადგმული აქვს
გარეშეთათვის ფიქრჩაუწვდომელ სიღრმეებსა და
გამოუცნობ სიგანეებში.

მე პიროფლიანს უხილავი მუმლი მომედო.
რაკი მუმლია,
ვიცი,
ეს ხე მუხა იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები