ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ირინოლა999
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2019


დიდი დანაკარგის მესაკუთრე

გრძნობის მორევში დაკარგულა ბედნიერება,
და დავემსგავსე უპატრონო სევდის ყულაბას,
შემომეფეთა უანგარო დროთა კადრები,
მოგონებებში ჩაძირული დღეთა წამები.
ისევ დარდები, ისევ წვიმა და ისევ ქარი,
ისევ ტკივილი და უსასრულო შენი თვალები,
ისევ სიზრებში შემომიჩნდი ვით ქარიშხალი,
ისევ დუმილი, ისევ ღამე და ისევ ქარი!
შენს მონატრებას ვუერთგულებ უსასრულობით
და დამჩემდება ტკივილების დიდი შარაგზა,
მე მონატრება დამიფარავს როგორც ყოველთვის
და სიმარტოვის სისრულეში მპოვებ კვალდაკვალ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები