ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2019


ვ ა ნ კ უ ვ ე რ ი



ვნახე კუნძული ვანკუვერი -
ორაგულები,
სიზიფესავით რომ ადიან წყალვარდნილებზე
და იქვე შავი ბარიბალი ანუ სიკვდილი...
ვნახე კუნძული ვანკუვერი
და მომაგონდა მერხეული,
ჩემი კოდორი,
სათავისკენ გაბმული ჯაჭვი...
განა ერთი დღით,
მთელი კვირით,
თორმეტი კვირით...
გზადაგზა რომ ყრის
ძვირფას საგნებს,
ვითომ ამ ქვირითს
არ აკენკავენ ფასკუნჯები,
არ შეჭამს დალი...
ვნახე კუნძული ვანკუვერი
და ისე მკრთალი ალი შერჩა ნაპირთან ფოსფორს, -
მომსპო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები