ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2019


ჩემი პროფესია

                                                                                          ბრძოლა გადარჩენისთვის

      იბრძოდე მუდამ, ეს უკვე ცხოვრებაა და შენ ცოცხალი ხარ. წლების მატებასთან ერთად გიჩნდება სურვილი საკუთარი თავი დააკნინო და შენი თავი მიუძღვნა სხვას, რაც უფრო იზრდები მით უფრო აცნობიერებ, რომ დედა, ძვირფასია შენთვის. იზრდები და ხედავ, როგორ შეერია შენს მშობლებს, წაღარა შემდეგ გიპრყრობს ფიქრები იმაზე, რომ ერთ დროს დედა, ძალიან ახალგაზრდა იყო. ამ მხურვალე აგვისტოს, კიდევ უფრო შეეტყო სიცხე. ირგვლივ ცეცხლის ალია, თითქოს და ჩემს თვალწინ ნადგურდება ის სამყარო, რომელიც არსებობდა. დრო, კიდევ და კიდევ დრო... ვუბრაზდები და ვამბობ:_რატომ არ შეიძლება ადამიანმა, ჩაატიოს თავის სათქმელი? რატომ არ გვყოფნის დრო, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა. იწვის ყველაფერი, ნადგურდება, ჰაერში საშინელი დამწვრის სუნია. კვამლმა მარიამი, დაასუსტა. ვხედავ, რომ გონებას კარგავს. საშინელი სიბნელე, ცეცხლის ალმა კიდევ უფრო დაამძიმა. მარიამი, ხელში მიკვდება, მას ჰაერი არ ყოფნის. ის თანდათან გონებას კარგავს. საუბრისთვის ძალაც აღარ შესწევს. ცდილობს ხმამადაბლა,რაღაცის თქმას, მაგრამ ვერ გამირკვევია რას ამბობს:_ გაბრიელ შვილო, ილიაა.... ილის მიხედე... ამ სიტყვების თქმა იყო და მარიამმა, გონება დაკარგა. ირგვლივ მიმოვიხედე და რაც პირველი თვალში მომხვდა წყლით სავსე წურჭელი იყო. მარიამის მანდილი დავასველე და ცეცხლიდან გასვლა დავაპირე თუ არა გარედან თომას ხმა მესმის:_ გაბრიელ! გაბრიელ, ძმაო მანდ ხართ?! ვცდილობ პასუხი დავუბრუნო, მაგრამ ძალა არ მაქვს. კვლავ ვცდილობთ იქიდან თავის დაღწევას და ვხედავ, რომ შენობა უკვე ინგრევა და ნელ-ნელა ფერფლად იქცევა. სიცოცხლევ! განა ეს იყო ჩემი დასასრული? ქალთან ერთად სიკვდილი, რომელიც ჩემი ნამდვილი დედაა. გარედან მესმის ხალხის ხმა, ანას ხმა. ის გამწარებული ჩემს სახელს იძახის. ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ალი, კიდევ უფრო ძლიერდება. ჩავიკეცე, მუხლებზე დავდექი. კვამლმა კიდევ უფრო გამომაცალა ძალა. თვალები დამიბინდდა, გარშემო ვეღარაფერს ვხედავ. ირგვლივ ხმაურია, ვგრძობ, რომ რამოდენიმე წუთიც და შენობა მთლიანად განადგურდება. თვალები დავხუჭე და ვხედავ ჩემს თავს 5 წლის ასაკში. მაშინ მე აივანზე ვთამშობდი და მოულოდნელად ცეცხლი აივანს წაეკიდა, როცა მივხვდი, რომ ცეცხლი თანდათან ძლიერდებოდა სახლში შესვლა დავაპირე. აივნის კარი კი ჩაკეტილი იყო. ეხლა, როცა შუა ცეცხლში ვარ თვალს, ვაცნობიერებ, რომ რაღაც სრულდება, სიცოცხლე სრულდება. თვალს ოდნავ ვახელ და ვხედავ ნინოს. ის მეძახის:_ადექი გაბრიელ! შვილო, ჩემსკენ გამოიქეცი! ნინო, მაშინ თავნანწირვით ყვიროდა ჩემს სახელს. თვალებს ვახელ არ ვიცი სად, მაგრამ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ხანძრიდან გარეთ გავდივალთ. ხელში კვლავ გულწასული მარიამი მიწევს. აი, უკვე ვხედავ სინათლეს, ლამპიონების შუქს და ვხვდები, რომ დასრულდა. ანა თვარცლემლანი, სიმწრისგან ძალიან სველია. ანამ, თავი დაისველა და ცეცხლში აპირებდა შემოსვლას, მაგრამ ბიჭებმა დააკავეს. მელანო ცდილობდა ანას დაკავებას. ლუკა, რატი და თომა გაოგნებულები მიყურებდნენ. ირგვლივ რამოდენიმე სახანძრო მანქანა და სასწრაფოს ბრიგადა იყო. სასწრაფომ მარიამი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეც მაძალებენ წავიდე, მაგრამ მე კარგად ვარ. ეხლა მთავარია მარიამი იყოს კარგად. ანამ, მაინც არ მოისვენა და ჩვენს წავედით საავადმყოფოში.

* * *

- სიცოცხლე კარგად ხარ?

- მე კარგად ვარ. მარიამი როგორ არის?

- ქალბაონი მარიამი, მოწამლულია მაგრამ არ იდარდო ისიც მალე კარგად გახდება. რა მოხდა არაფერს მოგვიყვები?

- არა, ეხლა არ მინდა საუბარი.

- დედა სად არის?

- ილია, დედა კარგად არის. არ ინერვიულო.

- გაბრიელ რა მოხდა? დედაჩემს, შენთან ერთად რა უნდოდა?

- ერთად საქმეზე ვიყავით წასული და დაუგეგმავი რაღაც მოხდა, მაგრამ შენ არ იდარდო სერიოზული არაფერია.

- ბავშვებო, გამარჯობათ ჩემი სახელია გურამი. მე მარიამის მეუღლე ვარ.

- სასიამოვნოა და ძალიან ვწუხვარ შექმნილი სიტუალციის გამო.

- არაუშავს გვინდა არ გვინდა ეს ჩვენს პროფესიაში ხდება.

- გეთანხმებით.

- ქალბატონი მარიამის ოჯახი, აქ არის?

- აქ ვართ!

- გაბრიელ, რას აკეთებ?

- უკაცრავად. მე უბრალოდ მრავლობითში ვიგულისმე, რომ აქ ვართ. ანა, ძვირფასო მადლობა...

* * *

        მარიამი გონს მოვიდა, მაგრამ სტრესის და შიშის გამო მნეხსიერება წაეშალა. ბოლო რამოდენიმე დღეში მომხდარი მოვლენები დაავიწყდა. ექიმმა, თქვა რომ ეს დროებითია და შეძლება, რამოდენიმე დღეში გაუაროს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ საავადმყოფო დაგვეტოვებინა და იქიდან ყველა ერთად კუნძულზე წავედით. მაკამ მეც წამოვალო რამე, რომ დაგწირდეთ ყურადრემას მოგაქცევთო. ლუკამ მაკა სახლსი წაიყვანა ნივთების წამოსაღებად. მე ანა, რატი და მელანო, ყველანი ერთად კუნძულზე წავედით. საჭესთან რატი ზის გვერდით მელანო. მე და ანა, კი უკან მანქანაში ჩავსხედით. მთელი გზაა ხმას არ ვიღებს. საუბრის სურვილი დამეკარგა. ის, რაც გუშინ ჩემს თავს გადახდა ალბათ წლები დამწირდება, რომ გავაცნობიერო რა მოხდა. მოგვიანები თომამ მითხრა, რომ შენობა, სადაც ვიყავით ის საავადმყოფო იყო, სადაც მე დავიბადე. წლებია ის სავაადმყოფო ნანგრევებად იქცა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმ ადამიანმა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა უბრალოდ მანიაკია ან რაღაცის მიღება უნდა და არ ვიცი რისი. 28 წლის შემდე ქალმა, დაკარგული შვილი იპოვა და როცა გონზე მოვიდა ყველაფერი დაავიწყდა, რაც მოხდა. აი, უკვე კუნძულზე ვართ. აქ, ყველაფერი ძვლებურად არის. ბაღი ისევ მოვლილია. ეზოს შუაგულს ისევ ჩადრევანია. სახლის სუფრთაა და მოვლილი. ვამბობ ყველაფერი ისევ ისე არის მეთქი, მაგრამ არა. არ არის ყველაფერი ძველებურად. აქაურობას ქრისტი აკლია. რამოდენიმე დღე ტყვეობაში გავატარე ისე, რომ ქრისტისტან გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი. რატიმ მე გავდივარო და რამოდენიმე საათში დავბრუნდებიო. მელანო აეკიდე მეც წამოვალო, მაგრამ რატიმ უარი უთხრა.

* * *

- მაკა დროზე რა ამდენს რას ალაგებ?

- დამაცადე შვილო სად გეჩქარება?

- გაბრიელი, რაღაცას მალავს.

- ლუკა, რას უნდა მალავდეს, უბრალოდ ჯერ სტრესშია და საუბარი არ უნდა.

- დედა, მე დავინახე გარიელი და მარიამი ცეცხლიდან, რომ გამოვიდნენ იქ კიდევ ვიღაც იყო.

- ვინ იყო?

- არ ვიცი სახე არ დამინახავს.

- შვილო, რა არის ეს, რამდენჯერ გაგაფთხილე პერანგი, როცა გაცვია ნუ ხატავ!

- შეეშვი ჩემს პერანგებს და წავედით.

- ვაიმე შვილო, კარგი მოვდივარ!

* * *

სამი თვის უკან!

- რატი რამე, რომ მოხდეს და მე აღარ ვიყო ამ სამყაროში, როგორ ფიქრობ ხალხს, როგორი დავამახსოვრდები?

- ქრისტი რა სისულელეებს ამბობ.

- კარგი რა, მიპასუხე და მერე მე გიპასუხებ.

- მოიცადე შენა და თავს იკლავ და მერე მე მკლავს?

- სულელო თავი, რომ მოვიკლა შენ, როგორ მოგკლავ?

- ხოდა თავიდან ამოიგდე ეგ შეკითხვები.

- ანუ არ მიპასუხებ?

- არა. მოიცა კი გიპასუხებ. შენ თუ მოკვდები მე ყვალაფერს გავაკეთებს, რომ ხალხმა შეგიყვაროს.

- ანუ შენ ამბობ, რომ ეხლა არავის ვუყვარვარ?

- აუ, ქრისტი რა კითხვებს სვამ?

- კარგი გავჩუმდები. უბრალოდ არ მინდა ხალხს, ისეთი ვახსოვდე, როგორიც არ ვარ.

- მაგით რისი თქმა გინდა?

- იცოდე მე თუ რამე დამემართება გაბრიელს ეს გადაეცია.

- ეს რა არის?

- დამპირდი, რომ ამ წერილს, ჩემს გარდაცვალებამდე არ გახსნი.

- შენ რა სიკვდილს მართლა აპირებ?

- დამპირდი!

- კარგი ხო, მაგრამ იცოდე იქამდე შეიძლება დავბერდე და აღარ მახსოვდეს.

- რა ცანცარა ხარ...

- მოდი ეხლავე გავხსნათ რა...

- არავითარ შემთხვევაში.

* * *

ახლანდელი დრო!

- მეგობარო მზად ხარ?

- კი, რატი სად მივდივართ?

- კუნზულზე.

- ეგ სადაა?

- აქვეა ახლოს.

- ქალაქში კუნძულს რა უნდა?

- არის მეგობარო არის და ძალიან მალე მივალთ.

- მგონი ქრისტის მეგობარი ყველა გიჟია.

- ყველა არამგონია, მაგრამ მე შეიძლება. შენ ამის არ შეგეშინდეს კარგი?

- მე არ ვარ მშიშარა.

- მადლობა შვილო, ჯაბას ასე, რომ ეხმარებით.

- არაფრის თინა დეიდა, რამოდენიმე დღე ჩვენთან იქნება არაფერზე არ იდარდოთ, პერიოდულად შეგეხმიანებით.

- ჯაბა იცოდე ჭკვიანად იყავი და ქრისტის მეგობრები არ გააბრაზო.

- კარგი რა დედა, პატარა ხომ აღარ ვარ?

* * *

    რატიმ ჯაბა კუნძულზე ამოიყვანა. საინტერესოა, მაგრამ ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგეს. სანამ ყველა ეზოში იყო და ჯაბას ესაუბრებოდნენ მე ამასობაში სახლში, ყველა კამერა გავანადგურე. ამ ქმედებაზე ლუკა მომიახლოვდა ისე, რომ არც გამიგია.

- ყველაფერი კარგად არის?

- კი კარგად არის...

- ეს რა არის? შენ რა სახლში, კამერები გქონდა დაყენებული?

- არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ.

- ლუკა გაბრიელ რა ხდება?

- არ ვიცი, ეგ გაბრიელს უნდა ვკითხოთ, რაც იმ ხანძარს თავი დააღწია არაფერს არ გვიყვება. იქნებ შემდეგი, რომელიმე ჩვენთაგანია?

- აქ რა ხდება?

- თომა რა კარგია, რომ მოხვედი. არის რამე სიახლე?

- კი, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს.

- მიდი გისმენთ.

- შენობიდან უცხო მამაკაციც ცხედარი გამოიტანეს.

- ანუ გარდაიცვალა?

- კი ძმაო, გარდაიცვალა.

- რა ხდება? ვის ცხედარზეა საუბარი?

- მეგობრებო, დასხედით და ყველაფერს მოგიყვებით.

- მოიცადეთ!

- ვიქტორია, თქვენ აქ რას აკეთებთ?

- ბაშვებო, თქვენთან ბოდიშის მოსახდელად მოვედი. გაბრიელ შვილო, მე ცუდი განზრახვა არ მქონა. მე ვმუშაობდი მასთან, მაგრამ მხოლოდ კარგი საქმისთვის. დრო, რომ გავიდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდით.

- ქალბატონო, ძალიან გთხოვთ აქედან წადით. არაფრის მოსმენა არ მინდა.

- შვილო მომისმინე.

- რა უნდა მოგისმინოთ რააა? ეს ყველაფერი თამაში იყო გესმით თამაში! ვიღაც მანიაკი ჩვენი ცხოვრებით ერთობოდა. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით და არაფერი თქვით. ეხლა მოდიხართ და მეუბნებით ცუდი განზრახვა არ მქონიაო.

- ვინმე აგვიხსნის რა ხდება?

- ლუკა ერთი წუთით რა. სოფია, ვახტანგი, მაკა ეს საქმე ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი გესმით ხალხო! ეხლა გაიგეთ?!

- გაბრიელ დამშშვიდდი ძალიან გთხოვ.

- რა დამამშვიდებს ქალბატონო რაა! ჩემი მეგობარი, იმ მანიაკმა მოკლა იცოდით, რომ ქრისტი საფთხეში იყო და არაფერი თქვით.

- მაპატიეთ...

- და თქვენ გგონიათ, რომ ბოდიში შეცვლის ყველაფერს? თქვენი ბოდიში, ადამიანის სიცოცხლეს დააბრუნებს? არა! თქვენ არ მიამბეთ დედაჩემის შესახებ? დარწმუნებული ვარ იცოდით, რომ მარიამთან ერთად აპირებდა ჩემს გატაცებას და თქვენ რა გააკეთეთ? გაჩუმდით და არაფერი თქვით.

- ძვირფასო რას ამბობ დამშვიდდი.

- სოფია, ის ვინც შენ გემუქრებოდა ვახტანგი არ იყო. ის, ვინც მამაშენი მოკლა ვახტანგი არ იყო. ის, რაც აქამდე ხდებოდა არაფერი რეალური არ იყო გესმის? ვიღაცამ ძალიან მაგრად დაგვცინა და ჩვენი ცხოვრება აი, ამ წყეული კამერებით აკვირდებოდა და ჩვენზე დოკუმეტულ ფილმს იღებდა.

- რა ფილმს ვერაფერი გავიგე?

- აი, შეხდეთ ეკრანს... შეხედეთ! აი, ამ დღეს სოფია, პირველად მოვიდა ჩემს სახლში ერთად ფეხბურთს ვუყურეთ. ეს საკმარისი არ არის. ეხლა ამას შეხედეთ! კუნზულზე, როგორ ვზივართ ერთ მაგდაზე და ვახშმობთ. ჩვენ, როცა ვახტანგს ვებრზოდით სინამდვილეში ეს ყველაფრი კარგად დადგმული სცენარი იყო.

- ეს ვინ გააკეთა?

- ამაზე პასუხი ქალბატონ ვიქტორიას ეცოდინება.

- თქვენ მასთან ერთად მუშაობდით?

- კი მელანო, მაგრამ მისი სახე არასდროს მინახავს.

- იტყუება!

- ვიღაც მოვიდა...

- ვინ არის?

- პროკურორია.

* * *

    როცა აცნობიერებ, რომ ის, რაც აქამდე გაიარე ყველაფერი ტყუილი იყო ყველაფერი ერთი ადამიანის მოწყობილი იყო. ვგიჟდები! ამას კიდევ დაემატა ისიც, რომ პროკურორმა გონება დაკარგა და აღარ ახსოვს, რომ იმ საავადმყოფოში, სადაც დამკარგა, 28 წლის შემდეგ მიპოვა, თუმცა მაშინ ცეცხლის ალში გახვეულები ვიყავით. მისი სხეული ჩემს ხელებში მესვენა. მას გონება ჰქონდა დაკარგული და გამუდმებით ილიას ახსენებდა. ამ ჩხუბს რატიმ, ჯაბა იქაურობას მოარიდა და ბაღის დალაგებაში ეხმარებოდა. ეხლა ჩემს პირდაპირ ვხედავ ქალს, რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომელმაც გამაჩინა. ეზოში გასულს მარიამმა მითხრა, რომ ჩემთის სიუპრიზი აქვს და მანქანის უკანა კარი გააღო. რამოდენიმე წუთში მანანიდან ნინო, ნელი ნაბიჯებით გადმოსვლას ცდილობს და მას მამაჩემი ეხმარება. დედა! ხმამარლა ვიყვირე და მისკენ გავიქეცი. ნინო ძალიან სუსტადაა, თავზე თავსაბურავი აქვს მოხვეული. მამაჩემს ნინო, ერთი ხელით უჭირავს და ცდილობს ფთხილად გადადგას ნაბიჯები. რამოდენიმე წუთში, რამოდენიმე კითხავ გ გამიელვა თავში. იქნებ ბრძოლოს აღარ აქვს აზრი და დაბრუნდა სახლში? იქნებ უკვე დაგვაგვინდა? ამ ფიქრებში გართული ვარ და ნინომ, მოულოდნელად თავიდან მანდილი მოიხსნა და იყვითა. ,,ჩვენ გავიმარჯვეთ!“ აეე! ვყვირი და ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. მოვკიდე ნინოს ხელი და ჰაერში დავატრალე. ნინო, იძახის:_ დამსვი შვილო! ასეც არ შეიძლება. ყველაზე კარგი ამბავი, რაც ამ ბოლო პერიოდში გავიგე, ეს იყო ნინოს გამოჯამთელება. დავამარცხეთ სიმსივნე! შეუძლებელი არაფერია, როცა იბრძვი, როცა გჯერა გამარჯვების, როცა გჯერა დაბრუნების. ნინო ერთერთი მაგალითია ამის. მოგვიანებით გავიგეთ, რომ პროკურატურამ მკურნალობის ხარჯები დაააფინარსა და ამაში ყველაზე დიდი წვრილი მიუძრვის მარიამს. ყველნი სახლში შევედით, მისაღებ ოთახში ჩამოვჯექით. მე ნინოს გვერდით ვზივარს. დავინახე, რომ ვიქტორიას ლუკა და რატი აცილებს. ჯაბა კი მელანოსთან ერთად დგას. მამაჩემი მაკას, თავაზიანად ესალმება და ეკთხება:_ აქ რა ხდება, როგორ მიდის საქმეები? მაკა, ხმადაბლა პასუხობს:_ არ გვკითხოთ, ჩვენც ვიბრძვით აი ახლახანს ქრისტი დავკრძალეთ.

* * *

- შვილო, ჩვენ ქრისტის შესახებ, რატომ არ გაგვაგებინეთ?

- არ გვინდოდა თქვენი ანერვიულება.

- ჩემი და გმირი იყო. ის, გმირულად დაიღუპა.

- ნამდვილად შვილო, ის გმირი იყო. ეს, როგორ მოხდა?

- მე ვიცი!

- ჯაბა შენ საიდან იცი?

- ჩემი დის ოთახში დისკი ვნახე. ვიდეო გადაიღო. ის ვიდეოში ამბობს, რომ მალე მოკვდებოდა.

- დისკი აქ გაქვს?

- კი.

- შეგიძლია მომცე?

- კი გაბრიელ. აი, გამომართვი.

- არ ჩავრთოთ?

- რავიცი ემორციული არ იქნება?

- კი, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მისი ნახვა.

- კარგი მელანო, მიდი ჩართე.

* * *

    ჯაბა ბიჭო, ვიცი, რომ ამ ჩანაწერს პირველი შენ იპოვე. მინდა გითხრა, რომ მეც ვერ გიტან. იცი რატომ? იმითომ, რომ მახსოვს რა პატარა იყავი, როდესაც დედამ სახლში მოგიყვანა, მაშინ მე ვიყავი 15 წლის. თაგვს გავდი მეშინოდა, რომ შეგხებოდი, რამოდენიმე თვეში გოლიათად იქეცი, ძალიან გიყვარდა ჭამა. უკევე ისეთი მძიმე იყაავ შეუძლებელი იყო შენი ხელში აყვანა. ვერ გიტან იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. ამ ვიდეოს ჩაწერა, რომ დავაპირე ჩემი მიზანი იყო ხალხს დავამახსოვრდე ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. მე, რომ გარდავიცვლები ალბათ, რამოდენიმე ადამიანი ეკრანთან ჩამოჯდება და ჩემს ჩანაწრეს მოისმენს. რა სასაცილოა! არადა მე მეტირება ისევ? ვტირი, იმიტომ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ ჩემი მეგობრებით. მართალია თქვენ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. ვტირი იმიტომ, რომ მსოფლიოსი საუკეთესო ძმა მყავს, ვის გამო თავსაც კი გავწირავ. მეშინია სიკვდილის. ეს შიში ოდითგანვე თან მსდევდა, როდესაც მე ვიყავი 9 წლის ეზოში წავიქცი. მუხლზე სისხლი დავინახე და მეგონა, რომ სისხლისგან დავიცლებოდი და მოვკვდებოდი. ხშირად წარმოვიდგენდი, ხოლმე ჩემს გარდაცვალება 1 წლის შემდეგ. წარმოვიდგენდი, რომ ჩემს გასვენებაზე ძალიან ბევრი მოვა, მაგრამ მხოლოთ თქვენ იქნებით გასაკუთრებული ადამიანები. გაბრიელ, შენ ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი იყავი. არასდროს იფიქრო, რომ ეს ყველაფერი მე ავადმყოფული სიყვარყლის გამო ჩავიდინე. მე გიცავდით თქვენ იმ ადამიანისგან, ვინ რეალურად თქვენი მტერია. გოგოებო, ბიჭეებს გაუფთხილდით. მელანო გაბედე და გადადგი ნაბიჯი მე რატის ვესაუბრე და ის უზომოდ არის შეყვარებული შენზე და ბოლოს გაბრიელ შენ გეტყვი 1 რამეს და არ დაგავიწდეს ცხოვრებაში მნიშვანელოვან თარიღებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რას აკეთე? დამიბრუნე ჩემი ნოთბუქი!

- ჯაბა რა მოხდა ცოტახნით ავიღე.

- მე უნდა გაგეფთხილებინე. რას აკეთებ ვიდეოს იღებ? რისთვის?

- მე, რომ მოვკვდები ჩართავ და უყურებ.

- კარგი გამორთე კამერა.

- კარგი, კარგი ვთიშავ!

*

- თომა ერთი წუთით გამომყევი.

- რა ხდება?

- 15.9.1.1 უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს ციფრები?

- რა არის ეს?

- ქრისტიმ ვიდეოს ჩაწერის დროს ეს ციფრები გამოიყენა, რაღაც მინიშნება მოგვცა და უნდა გამოვიყენოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მომკვდარა და შეიძლება, რომელიმე ჩვენთაგანი იყოს.

- გაბრიელ ეს გამომართვი.

- რატი, რა არის ეს?

- ეს წერილი ქრისტიმ, გარდაცვალებამდე დაწერა.

- მოიცადე გავხსნი....

                                                                              შეხვედრა საკუთარ თავთან

ჩემი მოგონებები.

    გივის გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება უნდა დამეწყო თავიდან. უნდა მებრძოლა და მესწავლა ყველაფერი, რაც ძლიერს გამხდიდა. ვერ ვაპატიე მაკას, რომ გივის უღალატა. ვერ ვაპატიე ვახტანგს, რომ მეგობარს უღალატა. ბერჯერ ვცადე ყვლაფრის თავიდან დაწყება,მაგრამ არ გამომივიდა. გივის გარდაცვალებამდე ვახტანგი, ჩემთან შემოთავაზებით მოვიდა. ვახტანგს უნდოდა, რომ მას წავყოლოდი, მესწავლა და მისი ბიზნესის სათავეში ჩავმდგარიყავი. რათქმანდა თავიდან მე, ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, ოჯახი ავირჩიე. გივის გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე მაკას, საუბარი მოვისმინე, როდესაც ვახტანსგს ესაუბრებოდა.

* * *

- ლუკა ჩემი შვილია და არ მოგცემთ უფლებას ისე გაზარდოთ, როგორც მოგესურვებათ.

- გაჩუმდი გივიმ არ გაიგოს.

- მე ლუკას ველაპარაკე, მას ჩემთან ერთად წავიყვან, კაცად გამოვზრდი, ბრძოლას ვასწავლი.

- ნეტა შემძლებოდა, მაშინ უარი მეთქვა, ბავშვი მომეშორებინა, მაგრამ ვერ შევძელი...

* * *

    ამ დიალოგის შემდეგ უფრო გავაცნობიერე, რომ ზედმეტი ვიყავი. მე, რომ არ დავბადებულიყავი მაკას ახლა მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება ექნებოდა, მაგრამ არა! მე დავიბადე და ყველას მშვიდობა დავურღვიე. ყველაზე მეტად გივი ემზადებოდა ჩემი დაბადების დღისთვის. ის დღეც სადღესასწაულოდ მოაწყო. დაპატიჟა ყველა ჩემი მეგობარი. ისინიც, ვინც ჩემთან არ მეგობრობდნენ. ის დღე ზღაპარს ჰგავდა. გივიმ, როცა მანქანის გასაღები გადმომიგდო გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ყალბი იყო. მისი მზერა, მისი დამოკიდებულება ჩემსდამი, მაგრამ მე მიყვარდა...სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა მამა. იმ ღამეს ყველას სახლიდან გასული ვეგონე, რადგან იქიდან მეგობრებმა, ბარში გართობა გადავწყვიტეთ. სახლში ფულის გამო შემოვბრუნდი, რადგან მინდოდა გივისთვის, კიდევ მეთხოვა ზედმეტად, ჯიბის ხურდისთვის. სამზარეულოში, როგოსც კი შევედი ბაღიდან ყვირილის ხმა შემომესმა, როგორც კი გავედი დავინახე, როგორ ცდილობდა მამაჩები, მთვრალი ვახტანგის დამშვიდებას. მიახლოება, არც დამჭირვებია ისე, წამებში მოვისმინე გივის ცივი და წამოუდგენელად მწარე სიტყვები:_,,მე, რომ მცოდნოდა... მე, რომ მცოდნოდა არ გავზრდიდი...“ აი სიტყვები, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უსიტყოდ კარიდან უკან გავბრუნდი, სახლიდან გავიქეცი. თვალები დამიბინდდა, გარშემო ყველაფერი გაქრა. ერთი, რაც მახსოვს იყო, ის, რომ სუპერმარკეტში შევედი და არკოჰოლი ვიყიდე, როდესაც სახლიდან მეგობართან მივდიოდი გზაში დავინახე, რომ სასწრაფომ სწრაფად ჩამიარა. მოგვიანებით კი ჩემ დამ დამირეკე მამა, ავად არის და საწრაფოდ საავადმყოფოში მოდიო, როდესაც მივედი მამა უკვე გარდაცვლილი დამხვდა. გივის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგი გარეთ საავადმყოფოს ეზოში შევნიშნე.

* * *

- შენ აქ რას აკეთებ? შენ მოკალი არა მამაჩემი? შენ მოკალი!

- გაჩუმდი რა გაყვირებს? ხალხი იფიქრებს, რომ მართლა განიცდი მის სიკვდილს.

- ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. მე გაგაფთხილე, რომ ჩემს ოჯახს არ შეხებოდი.

- თუ იტყვი, რომ ეს მკვლელობა ჩემი ბრალი იყო, მაშინ მეც ვიტყვი, რომ ჩემთან ერთად მუშაობ.

* * *

    ბავშვობიდან ვხვდებოდი, რომ ჩემში კიდევ იყო ვიღაც. ის, ვინც სხვანაირად აღიქვადა, რაღაცეებს, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. მე მყავდა უნივერსიტეტში საუკეესო მეგობრები, მთელი დღეს მათთან ერთად ვატარები, ხოლო როცა ღაბნდდებოდა ჩემი ცხვრება რადიკალურად იცვლებოდა. მე მქონდა სამსახური, მე ღამე მქონდა რადიკარუად სხვანაირი მეგობრული წრე, რაც დრო გადიოდა ვგრძნობდი, რომ ეს ნორმარული არ იყო და მე ორმაგ თმაშს ვთამაშობდი. დილით სახლში ვიყავი მოსიყვარულე შვილი ღამე კი ვახტანგისთან ერთად ვმუშაობდი. თავდაპირველად მუშაობა იმ სტუდენტ ბავთვებთან ერთად დავიწყე, ვისაც ვახტანგი ამზადებდა. თავიდან ეს ყველაფერი მარტივი მეგონა, თუმცა არა! გივის გარდაცვალების შემდეგ ეს თამაში მსიამოვნებდა. თანდათან ღრმად შევდიოდი ისე, რომ ვერც ვრძნობდი, რომ გარშემო ვინმეს ვაზარალებდი. სინამდვილეში მე იტალიაში არ წავსულვარ. აქ ვიყავი და ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. მაკას ვაკვირდებოდი, სოფიას და მის ცხოვრებას ვაკვირდებოდი. ვხვდებოდი, რომ მაკა იტანჯებოდა, მაგრამ მე ეს მსიამოვნებდა. მინდოდა, რომ პასუხი ეგო იმ სიტყვებისთვის, რაც ჩემზე თქვა. ვხედავდი სოფია, გამუდმებით, როგორ აკითხავდა საავადმყოფოში, მაგრამ ის სდუმდა. ჩემი მიზანი იყო პასუხი ეგოთ იმ ოჯახს, სადაც დავიკარგე, სადაც საკუთარი თავი დავკარგე. თავდაპირველად ჩემი სამიზნე იყო მაკა. მე მისი ექიმი მოვისყიდე, რომ მასთან, რაც შეიძლებოდა ახლოს ჰყოფილიყო. ექიმმა მისი ოპერაციის გახმაურების შემდეგ სოფიამ სამუშაოს მოძებნა დაიწყო. დასახმარებლად კი არჩილთან მივიდა, როდესაც მუქარა ჩვენგან დაიწყო სოფიამ კერძო დეტექტივი დაიქირავა. აი ყველაზე გასართობი საქმეს, მაშინ მოვკიდე ხელი, როდესაც ამ საქმეს გაბრიელი შემოუერთდა. ძალიან დიდი დროც არ დამჭირდა,რომ მასზე ყველანაირი ინფორმაცია მომეძებნა. თავიდან გაბრიელზე, მხოლოდ ვიცოდი, რომ ჰყავდა დედა, რომელიც იურისტია და მამა, რომელიც უბრალოდ პენსიაზე გასვლა უნდოდა. მისი მცირე მეგობრული, წრის მოძებნაში არ დამწირდა დიდი დრო. ყველაფერი იმაზე სწრაფად განვითარდა ვიდრე მე მეგონა. საქმე უფრო სახალისო ხდებოდა და უფრო მსიამოვნებდა, ამ საქმეში მონაწილეობა. გაბრიელის ეჭვები მის შემდეგ გავამზაფრე, როდესაც მე მაკას მშობლების სახლსი ვიყავი. თომა ჩემთვის ყველაზე დიდი გასართობი იყო. იქით მიმყავდა, სადაც მე მოვისურვებდი. გაბრიელის პირადი ცუგა იყო. თომა, მუშაობდა ვახტანგთან და არა ჩემთან. მან არ იცის ჩემი რეალური სახე. ყოველი დღე ძალიან დიდი სიუპრიზებით მოცული ხდებოდა და ამის თავი და თავი ვიყავი მე. ოჯახზე მებრძოლი ადამიანი. ამ ცხოვრებაში შურისმაძიებელ ადამიანად ვიქეცი. გაბრიელი, არჩევანის წინაშე მე დავაყენე. თომა ჩემი დავალებით აწამეს და შემდეგ მის სარდაფშივე სკამზე მიაბეს. ამის შემდეგ მაკა გავიტაცე, სოფია ავიძულე, რომ ისიც ჩემთან ერთად წამოსულიყო. ვახტანგის დავალებებს მე კი არა. ვახტანგი ასრულებდა ჩემს დავალებებს. მე ვიყავი ერთადერთი მოწმე, ვისაც შეეძლო, რომ მკლელობის გამო ვახტანგი, ციხეში ჩამჯდარიყო. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვახტანგი ყველაფერზე თანახმა იყო. სოფიას გატაცების შემდეგ მივხვდი, რომ უკვე დროა მე გამოვჩნდე, ოღონდ სხვა სახით. იმ სახით, რომ თითქოს და მე ბიჭი ვარ, ოჯახზე, ძალიან შეყვარებული ბიჭი. ვიცოდი, რომ გაბრიელი, დახმარების სათხოვნელად მე მომძებნიდა და ორი დღით ადრე წავედი იტალაში. მელანოს და გაბრიელს იქ, იმ სტატუსით დავხვდი, რომ ბარის მეპატრონე ვიყავი და იქ, ორი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. აქ ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე ორმაგი თამაში. დღე ყველა დაწმუნებული იყო, რომ მე ვიყავი იდიალური შვილი დედისთვის, ხოლო იდუალური ძმა, დისთვის. ღამით კი, სახლში მელოდებოდა მოსიყვარულე ცოლი. სალომე, ჩემს ცხოვრებაში იმ დღიდან გამოჩნდა, როდესაც გავიგე, რომ რატი ოჯახის გარეშე იზრდებოდა. მისი ოჯახის მოსაძებნად ძალიან დიდი დრო არც დამჭირვებია, რადგან რატის დედა, უკვე გარდაცვლი იყო. მამამისიც გაცნობის შემდეგ ჩემს კაცმა მოკლა, რადგან მე იმ მძიმე პერიოდში სალომეს გული მომეგო. მარტოსული სალომეს ნდობა აი, ასე მოვიპოვე და მალევე ის, ჩემი მეუღლე გახდა. სალომე ამბობდა, რომ ჰყავდა ძმა, მაგრამ კარგად არ ახსოვდა სად ცხოვრობდნენ ისინი ბავშვობაში. იქამდე სანამ სხვა ქალაქში წავიდოდნენ საცხოვრებლად.

* * *

- სად დადიხარ? სად იყავი აქამდე?

- კარგი რა სალომე, ისევ თავიდან ნუ დაიწყებ.

- რა კარგი რა, სახლში საერთოდ არ ხარ. უკვე ძალიან დავიღალე შენი მოულოდნელი წასვლით.

- თუ არ მოგწონს ჩემთან ერთად ცხოვრება, მაშინ გამშორდი.

- მიყვარხარ...

- აუ, რა წაიღე ტვინი შენი სიყვარულით. სხვა მყავს...გღალატობ გესმის?! ეხლაც არ გამშორდები?

- არ მჯერა.

- აუ, ამას ვის გადავეყარე... ასეთ შეუგნებელს. მიდი საჭმელი მაჭამე მშია.

- ხო ამბობ, რომ საყვარელი გყავს. წადი და საყვარელმა გაჭამოს.

- აუ გოგო... საჭმელი მაჭამე მეთქი!

- დედას რატომ უყვირიხარ?

- ჩემო პრინცესა, აქამდე რატომ არ გძინავს? მე და დედა. არ ვჩხუბობთ. ჩვენ ასე ერთმანეთსთვის სიყვარულს გამოვხატავთ. გაიზრდები და მიხვდები.

- ნია წამოდი ძილის დროა.

- მინდა, რომ მამამ ზღაპარი წამიკითხოს.

- პრინცესა მამიკო, ახლა დაღლილია. დაიძინე, ზრაპარს სხვა დროს წაგიკითხავ.

- ბავშვის თანდასწრებით, მაინც შეიკავე თავი, რამდენჯერ გაგაფთხილე სახლში მთვრალი ნუ მოდიხარ.

- ეს ბავშვი თანდათან შენ გემსგავსება. ეგაც შენსავით ფსიქოლოგი იზრდება.

- წელიწადში ერთხელ გახსენდება, რომ ოჯახი გყავს. ბავშვს მამა ენატრება. გაიხსენე აბა, ბოლოს ზღაპარი, როდის წაუკითხე? ის, მაინც იცი ფეხი, რა ხნის ასაკში აიდგა? ან რა სიტყვა თქვა პირველად?

- რას იტყოდა დედა... დედას იტყოდა პირველად.

- არა, პირველად ბავშვმა თქვა მამა.

- კარგი წავედი მეძინება.

- ცოტახანი დამელოდე აქაურობას მივალაგებ და მეც წამოვალ.

- შენი ჭირიმე რა... ეხლა აქ დაჯდომას მე არ ვაპირებ.

* * *

    პირველი ჩემი წერილი გაბრიელთან იყო, მაშინ, როდესაც კოშკში, დარაჯს დავუტოვე, შემდეგ კი ქრისტი გავაგზავნე, რადგან მისთვის მყუდროება დამერღვია. ვინ ვარ მე? მე ვარ ადამიანი, რომელსაც ორმაგი ცხოვრება მოსწონს. არის იქ, სადაც უნდა იყოს და ყოველ მის დავალებას თავს ძალიან კარგად ართმევს. კუნძულიდან წამოვედი და ღამეს, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ვატარებ. ვახტანგი ჩამოვიშორე, რადგან ჩემთვის ხელის შეშლა უნდოდა. მეუბნებოდა, რომ მე არ უნდა ვიყო ასეთი. მე უნდა შევძლო, ჩემი ემორციის კონტროლი. ვახტანგი, ბოლოს უკვე ჩემს დავალებებს აღარ ასრულებდა და არჩევანიც თვითონ გააკეთა. გაბრიელის და პროკურორის შეხვედრა, ჩემთვის იყო ფილმის დასასრული. ისინი იტვნენ იმ, საავადმყოფოს კედლებში, სადაც გაბრიელი, 28 წლის წინ მოევლინა იქ, ნამდვილ დედასთან ერთად უნდა დამწვარიყო. მათი სხეულები, ფერფლად უნდა ქცეულიყო და ეს ყველაფერი მე უნდა გადამეღო, როდესაც მივხვდი, რომ გაბრიელი, იქიდან თავს დააღწევდა სხვისი ადამიანის გვამი დავტოვე და იქამდე გამოვედი, სანამ გაბრიელი და პროკურორი, შენობას დატოვებდნენ. დღე მეორეა და კვლავ მე მივდივარ კუნძულზე.

* * *

- ლუკა შვილო, სად დარჩი გვიან ღამით?

- მსოფლიოში ლამაზი დედიკო მე მყავს.

- მორჩი აფერისტობას და კითხვაზე მიპასუხე.

- სად ვიქნებოდი სახლში წავედი. აბა აქ, ადგილი აღარ არის. ვერ ხედავ გაბრიელს სად სძინავს? რა ხდებოდა სანამ აქ არ ვიყავი?

- ამ საღამოს რატის დაბადების დღისთვის ვემზადებით. იცოდე არსად არ წახვიდე.

- სად უნდა წავიდე. ესეიგი დღეს, მაგრად უნდა გავერთოთ?

- ძამიკო, კეთილი იყოს შენი მოსვლა!

- აბა რა ხდება? სამზადისი უკვე დაიწყეთ?

- კი რატიმ ეხლა ჯაბა, გასართობ ცენტრში წაიყვანა. ბავშვს უთხრა იქ მივდივართ, სადაც ბევრი კომპიუტერიაო. ისიც სიხარულით დათანხმდა. მოკლედ საღამომდე დრო გვაქვს მგონი, რომ ყველაფერს მოვასწრებთ.

- დაო, მე და შენ ხომ არ დავხატოთ? გავიხსენოთ ძველი დრო.

- კარგი აზრია, მაგრამ რა დავხატოთ?

- ისეთი რატი, როგორსაც მე და შენ ვიცნობთ.

- კარგი წავედი!

- გაბრიელი სად არის? ვერ ვხედავ.

- თომასთან ერთად საქმეზე გავიდა.

- იმედია კიდევ რამე არ ხდება.

- არ ვიცი ლუკა, ყოველშემთხვევაში ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ.

* * *

- მაკა დეიდა შეიძლება, რაღაც გთხოვოთ?

- მიდი მელანო, შვილო მთხოვე, რაც გინდა.

- მინდა, რომ რატის ტორტი მე გავუკეთო, მაგრამ არ ვიცი, როგორ.

- შვილო ეგაა პრობლემა? მე ისედაც ვაპირები გამოცხობას. მოდი და ერთად გავაკეთოთ.

- სერიოზულად? ასე, როგორ შეგაწუხოთ.

- შვილო რა შეწუხებაა. პირიქით ძალიან მსიამოვნებს, რომ თქვენთვის რამის გაკეთება შემიძლია.

- მაკა დეიდა, როგორ ფიქრობთ შეიძლება, რომ ქალმა, მამაკაცს ხელი სთხოვოს?

- ვაიმე შვილო... (იცინის) მელანო, შენ აპირებ, რომ ვინმეს ხელი სთხოვო?

- ძალიან სასაცილოა ხო?

- არა, მაგრამ მე ხო არ ვიცი ვინ არ ის ბიჭი. იქნებ საუკეთესო არჩევანზე შეჩერდი და ეს უნდა გაბედო კიდეც.

- მაკა დეიდა, მე ის დიდი ხანია მიყვარს. თავდავიწყებით ვარ მასზე შეყვარებული. ბევრჯერ ავუკრძალე ჩემს თავს მისი სიყვარული, მაგრამ დავიწყება ვერ შევძელი.

- ის ბიჭი რატია?

- თქვენ, როგორ მიხვდით?

- შვილო მაგას რა მიხვედრა უნდა. ერთმანეთს თვალს არ აშორებთ, როცა მაგიდაზე სავახშმოდ ვჯდებით. მე ვფიქრობ, რომ რატომაც არა! ,,არა რა, მე ვგიჟდები ამ ქალზე.“

* * *

    უკვე ბინდდება... ყველაზე მეტად ასეთი საღამოები არ მიყვარს. ბევრი ბედნიერი ადამიანების სახეების ყურება არ შემიძლია, ცუდად მხდის. ეზო და სახლი, უკვე სადღესასწაულოდ მოიწყო. ეზოში ბევრი განათებაა, თეთრი რამოდენიმე მაგიდა, განათებების შუაგულს დგას. მაკას და მელანოს მომზადებული კერძებით, უკვე გაივსო ყველა მაგიდა. აი, ტორტიც მზად არის. ტორტიც ისეთი სასაცილოა, როგორც რატი. ტორტის თავს პატარა თოჯინა, ადგას უნდა ვივარაუდოდ, რომ მელანომ, რატი გამოძერწა. უკვე საღამოს ერთი საათია და სულ, რაღაც 40 წუთში ყველა სტუმარი მოსვლას დაწყებს. გაბრიელი ისევ არ მოსულა. მე დრო მოვიგე და ცოტახნით ჩემს ბუნაგში წავალ.

* * *

- რა ხდება? გამაგებინეთ სად დადის მთელი დღე დეტექტივი, და მე რატომ არაფერი ვიცი?

- ბოსს ვერაფერი გავარკვიეთ. დეტექტივმა, ყველა კამერა გაანადგურა, რასაც ვუყურებდით.

- მისმინე! მიზეზები არ მაინტერესებს ნახევარ საათში დამიდგინე სად არის გაბრიელი და რას აკეთებს? ჩათვალე, რომ ნახევარი საათი გაქვს დრო სიცოცხლისთვის.

- კარგით გასაგებია ახლავე გავარკვევთ.

- მე იმ სულელი ბიჭის, დაბადების დღეზე უნდა დავბრუნდე იქამდე კი, თქვენ ყველაფერი გამირკვიეთ. სად დადის? რას აკეთებს? ისედაც დავიღალე მთელი დღეა იქაურობა უკვე საბავშო ბაღს დავამსგავსე.

- ისე ბოსს, გიხდებათ ფერადი სამოსი.

- რამე სასაცილოც ხედავთ?

- არა, როგორ გეკადრებათ.

- საქმეს მიხედეთ!

* * *

- ვაა! ჯაბა შეხედე კლოუნობი ჩამოუყვანიათ შენთვის.

- რატი ჩემთვის არა, შენთვის არის.

- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა ,იმიტომ, რომ დღეს რატის დაბადების დღეა!!! გილოცავთ! გილოცავ! გილოცავთ!

- ეე ტორტი! ხალხო ეს ყველაფერი ჩემთვის არის?

- კი ძვირფასო, მიდი სურვილი ჩააიფიქრე და ტორტი ჩააქრე.

- სურვილი? მმ... ესაც მინდა, ესაც. არა! ესეც მინდა!

- რატი, დროზე ტორთი ძალიან მძიმეა.

- აი, ჩავაქრე! ხალხო მადლობა! ე, ლუკა გიხდება კლოუნის ქუდი. თქვენც ძალიან მაკა დეიდა. გუგა და ნატაც აქ ყოფილან. მადლობა გაიხარეთ. სოფია მადლობა, ჯაბა მადლობა დარწმუნებული ვარ შენც იცოდი ამის შესახებ.

- კი მე, რომ არა ესენი, ამდენ რამეს ვერ მოასწრებდნენ.

- რატი გახსენი ეს ჩემგან და ლუკასგან.

- ვაა, საჩუქრებიც? რატო ხალხო, ეს ყველაფერი რატომ დავიმსახურე?

- იმიტომ, რომ საუკეთესო ხარ.

- ვაა, ეს ფოტოაპარატიანი ბიჭი მე ვარ? ეს ის დღეა ხო გაბრიელმა, რომ გამომაგდო სამსახურიდან. ისე სად არის თავად ბატონი გაბრიელი?

- აი, მეც მოვედი! ამის გარეშე ვერ დავბრუნდებოდი და უკვე შენი ზომის ბეტმენის ფორმა ვიპივეთ. უნდა გენახათ ამის გამო რამდენი ვიარეთ მე და თომამ.

- აი, ამას ახლავე ჩავიცმევ.

- მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, ოღონდ მანამდე უნდა მომისმინოთ.

- იმას, რაღა უნდა? დღესაც უნდა ჩამიმწაროს დღე?

- მე არაფერი ვიცი.

- ცოტა მოთმინება გამოიჩინეთ ბავშვებო და ყველაფერს მალე გაიგებთ.

* * *

    რატი შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ დღევანდელი დღის ორგანიზატორი მე ვიყავი. მართალია შენი დაბადების დღიდან ერთი კვირა გავიდა, მაგრამ შენ დაიბადე. დაიბადე იმისთვის, რომ გარშემომყოფებისთვის ბევრი ღიმილი და ბენიერება გეჩუქებინა. შენ ხარ იმაზე კარგი ვიდრე წარმოგიდგენია. ვერ იტანს საკუთარ დაბადების დღეს, რადგან შენ ძალიან თავდაბალი ადამიანი ხარ. არ გიყვარს, როდესაც შენს გამო ვინმე ზედმეტად წუხდება. გახსოვს? მე დაგპირდი, რომ ერთ დღეს განსაკუთრებულად მოგილოცავდი დაბადების დღეს. და აი, დადგა ის დღეც... მაპატიეთ, ცოტას ვნერვიულობ...

- მიდი შვილო, მიდი მე აქ ვარ.

- მადლობა მაკა დეიდა.

რატი მეგობრისთვის მეგობარია, ყველასთვის მხიარული და ლაღი ადამიანია, მაგრამ მე, როგორ რატისაც ვიცნობ ის, სრულიად განსხვავდებულია. მგძნობიარეა, მას სიყვარული ყველაზე მეტად შეუძლია და ეს მე არაერთხელ დამიმტკიცა.

- რას ამბობს? ამან რამე დალია?

- არა შვილო, ბოლომდ მოუსმინე.

    მე მაშინ პირველ კლასსი ვიყავი და ვტიროდი, რადგან დედა გვერდით არ მყავდა, რატი მაშინ გვერდით მერხზე მომიჯდა და გვირილა მაჩუქა. მე იმ დღიდან ძალიან მიყვარს მინდორი, ბაღი, რადგან ყველა ყვავილი, რომელიც მიწიდან ამოდის მის თავს მახსენებს. ის ყველთვის იყო ჩემს გვერდით. მან ჩემზე იცის ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება მე ვერ გამოვუტყდე საკუთარ თავს. ჩვენ, როდესაც სკოლა დავამთავრეთ დავდეთ სპირობა, რომ ერთმანერი არასდროს არ შეგვიყვარდებოდა. სწორედ იმ დღიდან მე გავხდი მასზე შეყვარბული ადამიანი, რომლის მიმართ სიყვარული არ შეიძლებოდა, აკრძალული იყო. ხშირად საკუთარ თავსაც ვატყუებდი, რომ არა! სისულელეა! მე რატი არ მიყვარს! ამ ყველაფრით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებდი. რატი!

- რა უნდა რატომ მეძახის?

- უპასუხე შვილო.

რატი, შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რადგან ის პირობა, რომელიც მაშინ დავდეთ აღარ არსებობს. უბრალოდ მივხვდი, რომ ის დრო, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ფუჭად დაკარგული დრო იყო.

- რატი! ცოლად მომიყვან?

- რაიო? იმან რა თქვა?

- რა დაემართა?

- სულელმა გონება დაკარგა.

- რატი! რატი კარგად ხარ?

- გოგონი, წეღან რაც თქვი...

- ხო, თანახმა ხარ ცოლად მომიყვანო?

- ეე... ე, კი! ... კი თანახმა ვარ! ხალხო მომილოცეთ ცოლი მომყავს!

- გაგიჯდი რატი, აუზში რატომ ჩამეგდე?

- ეხლა ისეცი ცხელი ვარ, გაგრილება არ მაწყენდა.

* * *

- თომა გაგმომყევი.

- აი პროსტა შეხედე რა. ისე იქცევა ვითომ და არაფერი დაუშავებიაო.

- ხო, როგორც ჩანს ლუკა კარგი მსახიაბი აღმოჩნდა.

- რა გეგმა გაქვს?

- ცოტახანი ეგონოს, რომ გაიმარჯვა.

- ყველაფერს ველოდი, მაგრამ ლუკას არა.

- მე თავიდანვე ვხვდბოდი, რომ ლუკა რაღაცას მალავდა. მე შენ ბევრჯერ გაგაფთხილე კიდეც.

- ამის შემდეგ რა იქნება?

- ლუკას ადგილი დამნაშავეების გვერდით არის.

- ბავშვმა რა დააშავა? უმამოდ უნდა გაიზარდოს?

- თომა ჩვენ ასე თუ არ მოვიქეცით, კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

* * *

- სასწრაფოდ ყველანი აქ მოდით!

- ეს რა ჯანდაბაა?

- სისხლიანი ვარდები...

- ეს ვის უნდა გაეკეთებინა?

- გოგოებო, უკან დაიხიეთ!

- გაბრიელ წერილია.

* * *

,, მაპატიეთ, რომ მყუდროობა დაგირღვიეთ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ქალატონი ვიქტორია გარდაიცვალა და ის თქვენი სახლის უკანა ეზოშია დაკრძალური... “

                                                                                  დასასრული

რამოდენიმე წლის შემდეგ!

- ძვირფასო, მიდი ხელსახოცები მომიტანე.

- კარგი რა ანა, ამდენი რამე საჭირო არ იყო.

- რას ქვია არ იყო, მალე იუბილარი მოვა.

- შვილო, ეს რა არის? რამდენჯერ გაგაფთხილე ხილს ასე ნუ აქუცმაცებ.

- კარგი რა დედა, ისედაც სტუმრები მალე მოვლენ.

- სალომე ნია სად არის? უკვე დაიძინა?

- არ მკითხოთ უკვე 8 წლისაა და შუადღეს ძილს, მაინც ვერ გადაეჩვია.

- არაუშავს შვილო, ძილი კარგია. ბავშვი, სადამდეც შეძლებს უნდა იძინოს.

- მე არაფერში დაგეხმაროთ?

- მოდი სალომე, ხილი შენ დაჭერი. დედაჩემს, ჩემი არაფერი მოსწონს.

- მიდი ანა, შენ ჩამოჯექი შენთვის ამდენი სიარული არ შეიძლება.

- ძვირფასო, სალომე მართალია. შენ ისეთი ენერგიული ხარ მეშინია ბავშვი, ეხლავე არ გააჩინო.

- გაბრიელ, ჩემო სიცოცხლე გეშლება. ბავშვი არა ბავშვები, თანაც ტყუპი გოგოები.

- მაგას ნუ გამახსენებ. წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიჩაგრები. ერთი არ მეყოფოდა, ეხლა კიდევ ერთდროეულად სამივე ილაპარაკებთ.

- კარგი რა ძვირფასო, ნუ აჭარბებ.

- თქვენ საქმეს მიხედეთ. მე მანამდე პატარა საქმე მაქვს.

- კიდე უნდა დაწერო? არ დაიღალე?

- სიცოცხლე, ცოტაც და დავასრულებ.

* * *

  მოგესალმებით! როდესაც ჩემი პროფესიის წერა დავიწყე ვიცოდი, რომ ამდენი სირთულეებით იქნებოდა სავსე. თავდაპირველად სოფიასთან შეხვედრა, არც ისეთი მარტივი მომეჩვენა და აი, თქვენც იცით რა მოყვა ამ ყველაფერს. იმ რთული დღეებიდან გავიდა რამოდენიმე წელი. ყველაფერი იმდენად შეიცვალა, ყველაფერი ისე დალაგდა. ეხლა უკვე მშვიდად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რატის დაბადების დღეა და ყოველგვარი სირთულეების გარეშე ჩაივლის. რატი და მელანო დაქორწინდნენ. როგორ? კითხვაზე პასუხი მარტივია მელანომ, რატი გაიტაცა. მელანოს უკვე საპატარზლო კაბა ეცვა და ჩვენ, ყველა ხელის მოწერის ცერემონიალს ველოდებოდით. რატის, როდესაც თვალები აუხსენით თავი სიზმარში ეგობა. ყველას სათითაოდ კითხვებს გვისმევდა:_ ,, ეს კიდევ ერთი ხუმრობაა?“ ,,კიდევ ვინმე მოკვდა?“ შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ რატის, უკვე იმდენად აღარ სჯეროდა, საკუთარი ბედნიერების, რომ ყოველთვის თუ, რაღაც კარგი ხდებოდა მის თავს იქ, რაღაც ცუდსაც ელოდა. რატის დაბადების დღე, რამოდენიმე წლის წინ ნამდვილად კოშმარს ჰგავდა. გოგოები, დაპანიკდნენ რამოდენიმე საათში კუნზულზე, უამრავი პოლიცია მოვიდა და ლუკა დააკავეს.

  თავიდანვე საკუთარ თავს ვუკრძალავდი იმაზე ფიქრს, რომ ის ლუკა არ იყო, რომ ეს ყველაფერი მას არ ჩაუდინია. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი მაკასთვის? ანაც ვერ შეეგუებოდა ამ ყველაფერს. მოღალატე ძმას არასდროს მიიღებდა. ვერც იმას გადაიტანენ, რომ ეს ყველა მკვლელობა მისი შეკვეთილო იყო. ამ ამბავს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა ქალბატონი ვიქტორია. ისიც ცდილობდა ჩემთვის მინიშნების მოცემას, თუმცა ვერ მოასწრო. მთავარმა დამნაშავემ, ყველა მოწმე გვერდიდან ჩამოიშორა და დარწმუნებული იყო, რომ ამით ყველაფერი დასრულდებოდა და ისევ ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ციფრები, რომელიც ქრისტის ვიდეოდან ამოვიკითხე იყო თავისივე სეიფის კოდი. ქრისტი, სეიფში ყველა იმ მასალას ინახავდა, რაც ლუკას წინაღმდეგ იყო. ფაქტია, რომ ამას დიდი ხნის განმავობაში აკეთებდა, რადგან ხელში ყველა ის მტკიცებულება მეჭირავს რისი საშუალებითაც ლუკა, ყველა მის ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხს აგებდა. ლუკა დააკავეს და რამოდენიმე თვის შემდეგ ის ფსიქოლოგიური პრობლემის გამო კლინიკაში მოათავსეს. მასთან სტუმრად 15 დღეში ერთხელ მაკა და სალომე მიდიან სანახავად. ანამ ჯერ კიდევ ვერ აპატია ძმას და დარწმუნებულია, რომ ვერც ვერასდროს აპატიებს.

* * *

- ძვირფასო კიდევ არ დაგისრულებია?

- შემოდი სიცოცხლე, რაღაც მინდა რომ გკითხო.

- მიდი გისმენ.

- რომ არა ჩემი პროფესი, ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებოდით?

- კარგი რა, ისევ ნოსტარგია შემოგაწვა?

- არ მიპასუხებ?

- გიპასუხებ, როგორ არა. რომ არა შენი პროფესია, მე შენს სახლში ვერ შემოვაღწევდი და ვერ გავიგებდი, რომელი ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრობ. ვერ გავიგებდი რა ფილმი გიყვარს, ვერ გავიგებდი, რომ გიყვას დილით უზმოზე, ერთი ფინჯანი ყავა, ერთი კოვზი შაქრით. მე შენთან ერთად საკუთარი თავი ვიპოვე გაბრიელ. მე ტყეში დაკარგვისას გავაცნობიერე, რომ ჩემი ერთადერთი გადამრჩენელი იყავი. სიმაღლე, სადაც პირველად დავშორდით მე ვფიქრობს, რომ ყველაფერი იქიდან დაიწყო. ხშირად მიბრაზდებოდი, რაგან ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ შეგეჩვიე... ერთი წუთითაც ვერ ვძლებდი შენს გარეშე. საითაც გავიხედავდი მხოლოდ შენი სახის დანახვა მინდოდა. იცი ერთხელ მომელანდე კიდეც, როდესაც მაკოცე და მაკასთან წავედი. იმ ოთახში ძალიან ბნელოდა. მე შენ გესაუბრე გთხოვდი, რომ მალე დაბრუნებულიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი გესმოდა.

- მართალი ხარ, იმ დღეს მეც გავიგე შენი ხმა. ყურში ხმა გამუდმებით ჩამესმოდა, დახმარებას მთხოვდი.

- იცი ამ ყველაფერს რა ჰქვია?

- რა?

- ჩემი პროფესია.

- შენ რა ჩემი კომპიუტერში, რამე წაიკითხე?

- მაპატიე, მხოლოდ დასაწყისი.

- ჰმ, მოდი აქ! ამისთვის დაისჯები.

- გოგოებო, მიშველეთ მამიკო მომსდევს.

- კარგი, კარგი ნუ გარბიხარ!

- შვილო, ეს როგორ შეიძლება? ბავშვებს, სადაცაა გააჩენენ რამდენჯერ გაგაფთხილე ნუ დარბიხარ.

* * *

    ამბავი, რომელიც ყველამ ერთად გაგვაერთიანა იყო ჩემი საქმე. ჩემი და თომას საქმე. ეხლა სად არის თომა? პატარა გაბრიელი, უკვე 9 წლისაა. ის ძალიან შრომის უნარიანი ბავშვია. უყვარს ვარჯიში და ამბობს, რომ წინ ძალიან დიდი მომავალი ელოდება. უყვარს ფეხბურთი და ვარჯიშობს კიდეც. მარი ამბობს, რომ ნათლიას ჰგავს და ისიც მის მსგავსად ძალიან ჭკვიანი იზრდევა. ვაი, რო შემდეგი თაობა, ჩვენზე ჭკვიანია. ჩვენი სახლი ქალაქიდან მოშორებით ავაშენეთ იქ, სადაც სასოწარკვეთილი ანამ წამიყვანა. იქ, სადაც პატარა მიტოვებული კაცის სახლი იდგა. ეხლა იქაურობა ერთ დიდ სახლად ვაქციეთ. ლუკას კლინიკაში გადასვლის შემდეგ მაკა, სალომე და ნაია ჩვენთან ცხოვრობენ. ისევ 10 აგვისტოა და ისევ რატის დაბადების დღე. რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ ერთად ავღნიშნავთ ამ დღეს. საღამოს 8_ზე რატი მელანო და ქრისტი ჩამოფრინდებიან. რატი ისევ ისეთია, არ შეცვლილა. დღემე აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას, თუმცა როცა საქმე მის ქალიშვილს ეხება უკვე სერიოზულად უდგება საქმეს. რატიმ ერთხელ თქვა:_ ქრისტის აუცლებლად დავაბრუნებ. არ ვიცი, როგორ მაგრამ დავაბრუნებ! მან შეძლო და ის თხოვნა, რაც ქრისტიმ, ბოლოს დაუტოვა პირნათლად შეასრულა. ჯაბას უპატრონა, კაცად გამოზარდა და ეხლა ამერიკაშია და მის ადგილს იკავებს. ჯაბა, ერთ-ერთი ჟურნალ გაზეთის მთავარი რედაქტორი გახდა. რამოდენიმე საათში აქაურობა ბავშვებით აივსება. გუგას და ნატას სამი ბიჭი ჰყავთ. ერთმანეთში ხშირად ვხუმრობთ:_,,მოდი ბავშვები ცოტახნით გავცვალოთმეთქი.“ ამ სიტყვებზე რათქმაუნდა ანა, თავს ვერ იკავებს და უნდა ელოდო რამე არ მოგხვდეს, თანაც კარგი მიზანი აქვს... პირდაპირ თავში.

  აი, უკვე ნელ-ნელა სტუმრები, იწყებენ მოსვლას. დაგვიანება არასდროს არ უყვარდა და პირველად დედა და ძმა მოვიდა. ილიამ, წარმატებით დაასრულა სასწავებელი და ის დღეს კერძო დეტექივია. ილიას თავიდანვე ძალიან მოსწონდა ჩემი პროფესია, როდესაც გაიგო, რომ მისი ნახევარ ძმა ვარ მისი რეაქცია უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...

* * *

რამოდენიმე წლის წინ!

- ყველაფერი იმდენად დაძაბული იყო, რომ ვერ გითხარი. მნეხსიერება იმ წუთშივე დამიბრუნდა, როდესაც შენ დაგინახე შვილო.

- ანუ ყველაფერი გახსოვთ?

- შვილო ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ ვისაუბრებთ.

- არც კი ვიცი რა ვთქვა.

- მოდი უბრალოდ იქიდან გავაგრძელოთ საიდანაც გავჩერდით.

- და ილია?

- მეც აქ ვიყავი უბრალოდ შორს ვიდექი და გისმენდით. მეგობარო, მე თავიდანვე მოვიხიბლე შენით. და ძალიან მიხარია, რომ ჩემი უფროსი მეგობარი, ჩემი უფროსი ძმაა. დედა მართალია. მეგობარო, ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია ეხლა მთავარია ის დავაფასოთ, რაც ძალიან ღირებულია.

- შეიძლება ჩაგეხუტოთ?

- რა შეკითხვაა... მოდი აქ! ილია შვილო, შენც მოდი...

- მოიცადეთ! პროკუროს ასე გავჭყლიტავთ.

- მადლობა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე მარტივად ჩაივლიდა.

- დეტექტივო, კიდევ უნდა მოხდეს რამე? ისედაც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვი.

- მაგაში მართალი ხართ...

* * *

ახლანდელი დრო!

  ზოგჯერ ცხოხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ გეშინია. გეშინია ვერ გაუმკლავდები სირთულეებს და დასუსტდები. ლუკას დაკავების შემდეგ ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ანას ძალიან რთული დღეები ჰქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ანა, საკუთარ თავთან ჩაიკეტა. თვეობის განმავლობაში ის ოთახიდან გარეთ არ გამოდიოდა. ერთ დღესაც მაკამ, დამირეკა რამე უნდა მოვიფიქროთ თორე ესაც შეიშლებაო. დეპრესიულ ანას, გარშემო არაფერი ადარდებდა. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო და დავშორდით. გადაწყვეტილება ერთდროულად მივიღეთ. ანას ცხოვრებაში პატარა ნია გამოჩნდა, რომელმაც უშველა. ნია და ანა დღეს საუკეთესო მეგობრები არიან. ძალიან უყვარს ანა. დედას იმდენად არ ანდობს პირადი ცხოვრების საიდუმლოებებს, როგორც მამიდას.

  სიყვარული, რომელიც ბავშვობაში დაიწყო ძალიან ბევრი რამ გადაიტანა. ეს სიყვარული ყოველდღე იბრძოდა, ყოველდღე უმკლავდებოდა სირთულეებს. ლუკას ამბავმა კი სამუდამოდ დაასუსტა ის გრძნობა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ვხვდებოდით, რომ ნელ-ნელა ვერ ვუგებდით, ყოველ ნაბიჯზე ვკამათობდით. ამიტომ საკუთარ თავს მივეცით დრო იმისთვის, რომ დაგვესვენა. დრო ყველაფრის მკურნალიაო, რომ ამბობენ მართალია. სწორედ დრომ უშველ ჩვენს გრძნობებს, თუმცა ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო პატარა ნია. სწორედ ნიას დამსახურებაა, რომ დღეს ეხლა ყველაფერი კარგად არის. მაშინ, როდესაც მე მივატოვე ჩემი პროფესია. მაშინ, როდესაც ანამ ისევ დაკარგა საკუთარი თავი. სიმშვიდე მე ჩემს სოფელში ვიპოვე. იმ სახლში, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. იქ, სადაც ვიცოდი არავინ მელოდებოდა, მაგრამ მაინც ადრინდელივით მიმისწრაფოდა გული. ეხლა იმ სახლში ცხოვრებენ ჩემს მშობლები. რამოდენიმე საათში ნინო და გივიც ჩამოვლენ და ერთად დიდ მაგიდას მივუსხდებით. როგორ შევრიგდით? ძალიან სახალისოდ მახსენდება ეს დღე. იქ, სადაც რატია ალბათ დამერწმუნებით, რომ არასდროს არ არის მოწყენილობა. მახსოვს მაშინ ბაღში ვიყავი ხილს ვკრეფდი. საკუთარ ფიქრებში გართული ვარ და მოულოდნელად უკნიდან მადგება ყვითელი ავტობუსი. პირველად რატის ხმა შემომესმა, რადგან ძალიან წვრილი ხმა აქვს. მის ხმაზე ჩვენ, ყოველთვის დავცინოდით ბავშვობაში. ათასი კაციდანაც კი შემიძლია მისი ხმის ამოცნობა.

* * *

რამოდენიმე წლის წინ!

- ამხელა დეტექტივი კაცი, ბეღურასავით რას შემომჯდარხარ ხეზე.

- ვაა, რატო ასე მალე მოგენატრე?

- მგონი გაგიჟებულხარ...შენ რა გგონია, რომ ამხელა ავტობუსით მარტო მე ჩამოვედი?

- შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- ჰა, გადმოდით ხალხო!

- დეტექტივო! მგონი დროა დაუბრუნდეთ თქვენს პროფესიას.

- დედა აქ რას აკეთებთ?

- ძმაო, დედა მართალია. წამოდი შენს წასაყვანად ჩამოვედით.

- ილია ძმაო, აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- გამატარეთ მეც უნდა ჩავეხუტო.

- მელანო, შენც აქ ხარ?

- ნათლია, ნათლია!

- გაბრიელ, ჩემო პატარა შენ აქ ვინ მოგიყვანა?

- დედიკომ და მამიკომ... ძალიან მომენატრა ჩემი უფროსი და მის წასაყვანად ჩვენც ჩამოვედით.

- თომა, მარიამ მიხარია თქვენი ნახვა. მგონი უკვე დაიცალა ავტობუსი ხო?

- არა, რატომ? მე და ნატაც აქ ვართ!

- გუგა, ძმაო შენ როგორ ხარ?

- კარგად, მაგრამ მოიწყინა ქალაქმა უშენოდ... მეგობარო, დროა უკან დაბრუნდე.

- წასასვლელი არსად მაქვს... აქ, ჩემს მშობლებთან ერთად კარგად ვარ.

- აი, ეს ვართ... მგონი საკმარისია ხო?

- კი რატი, იმაზე მეტი ხართ ვიდრე უნდა იყოთ.

- ჰა გაგაცურეთ! საბარგულში კიდევ ვიღაცაა...

- რაა? რატი საბარგულში ვინმე გყავს?

- კი, ორი გოგო...

- რატი, რა გოგო? ვინ გოგო?

- მელანო, ჩემო ცოლო დამშვიდდი. საბარგულში იმიტომ მომიწია, რომ ერთი ძალიან ჭირვეული იყო და მოტაცება მოგვიწია.

- რას ამბობ? ვინ მოიტაცეთ?

* * *

- ანაა? შეუძლებელია ის ვერ იქნება...

- შეუძლებელი არაფერია... ეს ჩემ გადამრჩენელმა მასწავლა.

- ანა შენ...

- ჩემი გადამრჩენელი შავთვალება ბიჭია კუნძულიდან.

- მაგ ბიჭს სახელი არ აქვს?

- კი აქვს, მას გაბრიელი ქვია...

- ანა მხოლოდ გაბრიელისთვის...

- არ შემიძლია უნდა ჩაგეხუტო!

- ძალიან მომენატრა შენი სურნელი...

- მე კიდევ შენი გაბერილი მკლავები.

- ეხლა გავგიჟდები! იმან სურნელია, ამან მკლავებიო... ხალხო! ერთმანეთი არ მოგენატრათ?

- რატი, ერთი წუთი რა!

- აბა ხალხო! დამთავრდა ემორციული მომენტები, ეხლა იწყება რომანტიკა და მგონი დროა ჩვენ სახლში შევიდეთ.

- ბიძია! ბიძიააა! აქედან გამომიყვანე.

- ვაიმე ბავშვი!

- რა მოხდა?

- ნია, საბარგულში დამრჩა...

* * *

    აი, უკვე საღამოს 7_საათია და სახლი ნელ-ნელა სტუმრებით ივსება. ხშირად ვამბობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან დიდი სირთულეებისა, გვერდით ორი დედა მყავს. ორი არაჩვეულებრივი ქალი. მარიამი, რომელმაც გამაჩინა და ნინო, რომელმაც კაცად გამომზარდა, ფეხზე დამაყენა. მათ ურთიერთობის დამყარებაში ძალიან დიდი როლი ქალბატონმა ვიქტორიამ ითამაშა. 28 წლის წინ, როდესაც მარიამმა ვიქტორიას ხელი აუკრა. წლების შემდეგ ვიქტორია ჩუმად აფინარსებდა მას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მარიამმა ამდენ წარმატებას მიაღწია. მე არ დამჭირდა მათი შეხვედრაზე დასწრება ისე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. ვიქტორიამ იცოდა, რომ მალე მოკლავდნენ და მანამდე დაგეგმა მათი შეხვედრა. ვიქტორიას, ყველაზე მეტად ეხერხებოდა მძიმე ისტორიის გადმოცემა ისე მსუბუქად, რომ არავინ ზარალდებოდა. მარიამმა გაუგო ნინოს, როგორც შვილ მკვდარ დედას. ნინომ გაუგო მარიამს, როგორც დაკარგულ შვილს, რაც არ უნდა იყოს ორივე ქალი, დედაა და აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. ორ ძალიან ძლიეს ქალბატონმა შეძლეს და გაუგეს ერთმანეთს და აი, ეხლა ერთად ფიქრობენ რა სახელები უნდა დაარქვან გოგონებს.

* * *

- სამნი, მაინც ყოფილიყვნენ. ბებიების სახელებს დავარქმევდით.

- კარგი რა დედა, ჩემზე აღარ ფიქრობთ?

- ჩემი ბიჭი მართალია...

- მადლობა მამა.

- მე და გაბრიელი შევთანხმდით, რომ ჩემს მშობიარობას დაესწრება და პირველი, რაც პირზე მოადგება იმას დავარქმებთ.

- მოიცადე შვილო, შენ გინდა თქვა, რომ კაცი, მშობიარობას, რომ დაესწრება მაგის თავი ექნება?

- რა არაა?

- არა, მაგის შემდეგ გული თუ არ წაუვიდა რატისავით კარგი იქნება.

- აუ, რატი ყველას გახსოვთ?

- ძმაო, რა დამავიწყდება. ქრისტი დაიბადა თუ არა ბავშვის დანახვა, ვერც მოასწრო ისე წაუვიდა გული.

- ძალიან სასაცილო მაშინ იყო, როდესაც გონს მოვიდა.

- ეგ აღარ მახსოვს.

- გუგა რა არ გახსოვს. დაგავიწყდა გონს, რომ მოვიდა აღარაფერი ახსოვდა, რომ უთხარით გილოცავთ მამა გახდითო აბა ბავშვიო?

- მახსოვს მე და გაბრიელმა, შევიყვანეთ მელანოს პალატაში. თავიდან ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ბავშვს, ესეთი არაფერი მინახავს რატი კანკალებდა, შემდეგ როცა მედდამ ბავშვი რატის გაუწოდა ხმამაღლა თქვა: არა! ამას მე არ ვიზამდიო!

- ბავშვებო, არ მჯერა, რომ ეხლა ამ ყველაფერს სიმართლეს ყვებით.

- მოიცადეთ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის.

- ამის გარდა კიდევ იყო რამე?

- კი, ბავშვი გასაშინჯად, რომ წაიყვანეს უკან რატი გაყვა. უკან დაბრუნებულ რატის, ბავშვები აერია და სხვისი წამოიყვანა.

- ვაიმე მუცელი მტკივა... ამდენი სიცილი უკვე აღარ შემიძლია. სულელი, ბავშვი როგორ აერია? ანა, მე რა მოხდა?

- რა მოხდა და მელანო გაგიჟდა. სასწრაფოთ ჩემი ბავშვი დამიბრუნეთო. დერეფანში ყველა ვკვდებით სიცილით, რადგან ქრისტი მე მეჭირა ხელში მაგ დროს. ფანჯრიდან მელანოს, ბავშვი დავანახე, მაგრამ რატის შეშინება ისევ გავაგრძელეთ.

- ღმერთო... ასე რატო მოექეცით?

- ეხლა კი ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ მაშინ ძალიან ვიხალისეთ ამაზე.

- ბოლოს რა მოხდა?

- სალომე, ბოლოს რა მოხდა და... რატი, ისე დარბოდა წინ და უკან ვერც შეამჩნია, რომ ბავშვი მე მეჭირა. ბოლოს უკვე გაბრიელმა წაავლო რატის კისერში და უთხრა:_ სულელო, აი შენი ბავშვიო!

* * *

    გასახსენებელი და მოსაყოლი ძალიან ბევრია, როცა საქმე შენს მეგობრებს ეხება. ასეთი იყო ჩვენი პირველი მეგობრის შვილის მოვლენა. ქრისტის მოვლენა ამ ცხოვრებააში ყველაზე დიდი განძი იყო. ყველანი ვგრძნობდით, რომ შევძელით და ჩვენც, რაღაც გავაკეთეთ მეგობრისთვის, რომელიც სიცოცხლეში არ დავაფასეთ, სიცოცხლეში არ გავუფთხილდით, რაც დრო გადის ქრისტი, ჩვენთვის უფრო დიდი ტკივილი ხდება. წლები კი არ გვაკლებს ტკივილებს პირიქით გვიმატებს. ხშირად ვიხსენებთ იმ რთულ პერიოდს, რომელმას ერთდროულად გაგვაერთიანა და ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვა. ცხოვრება გრძელდებაო, მე რა თუ ტირი, თუ განიცდი ყველაფერი, მაინც წარმავალიაო. გუშინ თუ ბალიში ცრემლებით დაასველე მეორე დღეს თავს უფრო მაგრად იგრძნობ. ხშირად დავმდგარვარ სარკესთან და საკუთარ სახეს ვაკვირდები, ხელებს ვაკვირდბი. წლების მატება სახის და ხელის ნაოჭებზე გაცილებით კარგად აისახება. მიდიხარ და უკან გრჩება წარსული, კარგი მოგონებები, რომლის დაბრუნების სურვილი ხშირად გიჩნდება, თუმცა შეუძლებელია. სად არის დასასრული? არსებობს თუ არა დასასრული? დასასრული სიცოცხლის ბოლოს არის შენივე სიცოცხლის ბოლოს, მაგრამ აქ ჩემს წიგნში დასასრული ასეთია. ,,ჩემს პროფესიაში მოსალოდნელი არაფერი ხდებოდა. აქ ყველაფერი მოულოდნელია. აქ იმასაც კი ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხდებოდეს. ეს არის არეულ-დარეული, ტვინისამრევი, სიუჟეტურად, სტილისტურად და ენობრივადაც კი.“ ეს გახდა ჩემი დევიზი, როდესაც ჩემს პროფესიაზე დავიწყე წერა. მაშინ, მე ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი და რატომაც არა. მე ვიფიქრე , რომ ძალიან საინტერესო გამოვიდოდა იმ თავგადასავალი მომეტანა თქვენამდე, რაც მე გადავიტანე. ამ თავგადასავალს ვწერ აი უკვე 9 თვეა და აი, მალე ჩემი გოგოებიც შემოგვიერთდებიან. ვიცი თავდან რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავუმკლავდები თუ არ დავიჩაგრები ამდენი გოგოების გარემოცვაში. მართალია ჩემი ცხოვრება ყოელდღე ძალიან დიდ სირთულეებს მიმზადებდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ სირთულეებმა გამოგვზარდა მეც და ჩემი მეგობრებიც. იმ ადამიანებმა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რო არა ისინი მე დღეს ასეთი არ ვიქნებოდი, რომ არა ისინი, მე დღეს ფეხზე არ ვიდგებოდი მყარედ...

* * *

- ძვირფასო, ჩამოდი უკვე მოვიდნენ.

- აქ რა ხდება? ხალხო, მგონი კლოუნების მოყვანა დაგავიწყდათ ჩვენთვის.

- რატი არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ხარ.

- დაო, მე რა შემცვლიდა.

- მელანო, როგორ ხართ? როგორ იფრინეთ?

- მე კარგად. მამა შვილმა ცოტა გამაგიჟეს.

- რატო რა მოხდა?

- რატიმ და ქრისტიმ აიკვიატეს გინდა თუ არა პოპკორნი გვინდაო. ბოლოს ისე მოხდა თვითფრინავში გააკეთეს...

- ვაიმე, სირხვილი არ იყო?

- რა სიცხვილზე იყო ლაპარაკი. ხალხი, უკვე პანიკაში იყო, როგორ შეიძლება თვითფრინავში პოპკონრი არ იყოსო.

- ქრისტი სად არის?

- გარეთ არი ჯაბასთან ერთად ბარგს ალაგებენ.

- მამა, მამაა! შეხედე, რომ გეუბნებოდი იხვს ორი ფეხი აქვს.

- რა ორი შვილო, იხვს აქვს ოთხი ფეხი.

- შვილიც, როგორ გავს მამას. ბიჭო რა არის თმაზე რა გაქვს მიბმული?

- გაბრიელ ძმაო, ესე ერთ მომღერალს აქვს მიბმული. იცი რა ძვირი ღირს.

- ბიძია აი მეც მაქვს.

- კარგია შვილო, მიდი ნიასთან ერთად ითამაშე. ბავშვები ბაღში არიან.

- ვა, ორი დედიკო! როგორ ხართ?

- კარგად რატი შენ?

- არ მკითხოთ, იმედია დღეს რამე ცუდი არ მოხდება.

- რას ამბობ შვილო, ღმერთმა დაგვიფაროს.

* * *

    ერთხელ მკითხეს:_ როდის იგრძენი თავი კარგად? მე ვუპასუხე მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ორი ტყუპი გოგონას მამა გავხდებოდი. ემორციები, განცდები ორმაგი იყო. მე და ანას ხშირად გვისაუბრია მათ მომავალზე. გვიფიქრია, რა იქნება მათ დროს, როგორ გაუმკლავდებიან ისინი სირთულეებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ ზრდასთან ერთად მოვუყვეთ ჩვენი თავგადასავალის შესახევ. ან იქნებ სურვილი გაუჩნდეთ და წაიკითხონ ჩემი პროფესია. ჩვენი სახლი, უკვე აივსო საპატიო სტუმრებით. უფროსებზე მეტი ბავშვები არიან. გუგას სამი ბიჭი, გაბრელი ნია, ქრისტი და ორი გოგონა ანას მუცელში. ჩვენ გოგოენებს, მუცელშივე ესმით ბავშვების ჟრიამული და ერთი სული აქვთ, როდის დატოვებენ დედიკოს სხეულს და როდის მოევლინებიან ამ სამყაროს. მაკა ტრადიციულად ჩვენს სახელებს ყვირის. ბავშვებო! გაბრიელ, ანა, თომა, მარიამ, გუგა, რატი მელანო... ჩემთან მოდით! აი გმირები, რომლის საშუალებითათ ეს თავგადასავალი შეიქმნა, რომ არა ისინი, ეს ყველაფერი ასე ლამაზად არ დასრულდებოდა. უფროსები მაგიდას მივუსხედით ბავშვები კი კვლავ ბაღში თამაშს აგრძელებენ. ცოტახნით მე და რატი მათთან გავედით და ვხედავთ, როგორ ლამაზად საუბრობენ გვერდიგვერდ მჯდომი ნია და გაბრიელი.

* * *

- რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე?

- შენი გადამრჩენელი!

- ძმაო მგონი ყველაფერი კია არ მთავრდება... ეხლა იწყება.

- არა შეხედეთ რა, რა პატარები არიან და უკვე გადარჩენაზე იწყებენ ფიქრს.

- გაბრიელ მეგობარო, მგონი შენ დაგავიწყდა სულ პატარა იყავი ანას პირველად, რომ აკოცე.

- მერე ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითი ჩვენგან უნდა აიღონ.

- ბიჭებო სად ხართ? ყველანი აქ ვართ და თქვენ გელოდებით.

- მე მოვედი, მაგრამ ძალიან გთხოვთ არ იმღეროთ. დღემდე ცუდად ჩამესმის ეს სიტყვები ყურებში.

- რატი, ვიღაც ჩემს ნომერზე რეკავს და შენ გკითხულობს.

- ჯაბა ვინ არის?

- არ ვიცი...

- კარგი ვუპასუხებ და დავბრუნდები.

* * *

- დაიწყო!

- არა, ეხლა არა! სამ დღეში უნდა დაიწყოს.

- გაბრიელ რა სამი დღე... მიშველე დაიწყო!

- ჯაბა ტელეფონი გამომართვი, მერე ვუპასუხებ. ვერ გაიგე დაიწყო!

- გაბრიელ ვერ გიტან!

- ეგ არაუშავს. რატი გამოცდილი ხარ ეხლა რა უნდა ვქნა?

- უნდა ჩაბერო!

- რას?

- ანას.

- ბიჭებო გაიწიეთ! წადით თქვენ მანქანა მოიყვანეთ.

- კაბა! მელანო წითელი კაბა, წამომიღე ჩემს ოთახში კარზე კიდია. სამშობიაროდან, რომ გამოვალ უნდა ჩავიცვა.

- ძმაო შენ ტილოები წამოიღე.

- რატი ტილოები რათ მინდა.

- შენ გინდა ძმაო... გული, რომ წაგივა სველი ტილოები უნდა დაგადო შუბლზე.

- სერიოზულად?

- არ დაუჯერო გაბრიელ, რატი სისულელებს ამბობს.

- გაბრიელ!

- გისმენ ჩემო სიცოცხლე!

- მეზიზღები!

- ეგ არაფერია მეც...

- რაა?

- არა მეზიზრები... კი არადა ძალიან მიყვახარ.

- ადექი სიარული შეგიძლია?

- ხო აი, ეხლა ფრენასაც შევძლებ.

- მოდი სკამიანად მივიყვანოთ მანქანამდე.

- კარგი აზრია.

- მამა რა ხდება? რატომ დარბიხართ წინ და უკან?

- ქრისტი შვილო, როგორ აგიხსნა...

- გაბრიელ ბიძიამ იყოჩაღა და ერთის მაგივრად ორი გოგო მოგყავთ?

- შვილო, შენ ასეთები საიდან იცი?

- მამა შენ არ მითხარი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მამაკაცებს უკავიათ?

- კი, კი ეგრეა. შვილო, თქვენ ჯაბასთან იყავით ჩვენ მალე დავბრუნდებით.

- მოიცადეთ! ამდენ ბავშვს მე მიტოვებთ?

- ჯაბა მეგობარო, მე გაგაფღხილე რა გინდა არ წამოხვიდეთქო და აი...

* * *

  თეთრი კედლები. ეტლში მჯდომი სასოწარკვეთილი ანა, ბოლო ხმაზე ყვირის ჩემს სახელს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ვეზიზრები, როცა წლების წინ რატის დავცინოდით ანალოგიური ეხლა მე დამემართა. გიჟს ვგავარ ადამიანი, ესენი კი კვდებიან სიცილით. ანამ შენს გარეშე მე ბევშვებს არ გავაჩენო და სამშობიარო ბლოგში მეც შემაგდეს. უკვე მშობიარობა დაწყებულიაო და რამოდენიმე წუთში ბლოკში რამოდენიმე ექიმი შემოვიდა. მე ანას თავთან დავდეი. სველ შუბლს ანას მე ვუწმენდ. ანა გამწარებული ყვირის ჩემს სახელს და ხელს მჭიდროს მიჭერს. ექიმი ამბობს:_ გოგონებს ისე ეჩქარებათ გამოსვლა ერთმანეთს არც აცდიან. აი, აქედანვე მივხვდი, რომ ყველაფერი ეხლა იწყება. ვგრძნობდი, რომ ყელში ვიგუდებოდი. ფეხები მეკეცებოდა და არც წაქცევას ვბედავდი. ვცდილობდი, რომ ბოლომე ანას გვერდით ვყოფილიყავი. ვფიქობდი, რომ იქაურობა არავთარ შემთხვევაში არ უნდა დამეტოვებინა. ნახევარ საათში ჩემი გოგონები დაიბადნენ! ექიმმა თქვა:_ გილოცავთ! ორივე ჯამრთელი და უვნებელი გოგონაა. ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ადგილს ვეღარ ვპოულობდი, მინდოდა მეყვირა კიდეც, რომ ,, მომილოცეთ... მე მამა გავხდი!“ რამოდენიმე წუთში ანა, პალატაში გადავიყვანეს ჩემს ორ გოგონასთან ერთად. ეხლა ჩემი ჯერია. მე უნდა გავიდე გარეთ და გოგონების სახელები უნდა დავასახელო...

- დაიბადნენ ჩემი გოგოები! ალისა და სესილია...

- საოცრი სახელებია. ანა, როგორ არის?

- კარგად არის, მაგრამ მგონი უკვე ვეღარ უმკლავდება ორივე ერთდოულად იწყებენ ტირილს.

- წავალ ჩემს შვილს შევხედავ.

- მაკა დამელოდე მეც წამოვალ.

- მოდით გოგოებო, ყველანი ერთად შევიდეთ.

* * *

- ძმაო, რაღაც უნდა გითხრათ.

- რატი რამე მოხდა?

- ნია გაუჩინარდა... ბავშვი, ბაღში იყო სხვებთან ერთად და ვეღარ პოულობენ.

- კარგად მოზებნეთ, ნიას განმარტოვება უყვარს.

- კარგი წავედით!

- გოგოები?

- გოგოებს, ჯერ არაფერი ვუთხრათ.

* * *

    როცა გგონია, რომ რაღაც დასრულდა მეორე წუთშივე რაღაც ახალი იწყება. გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი, რომ მამა გავხდი და ეხლა ნიას მოძებნა დავიწყეთ. სახლში სასოწარკვეთილი ჯაბა და ბავშვები დაგხვდნენ. ბავშვები ტირიან და ამბობენ, რომ ნია ვიღაც კაცმა მოიტაცა...

* * *

- ლუკა... ძმაო შესაძელებელია ლუკა კლინიკიდან გაქცეულიყო.

- თომა, სასწრაფოდ კლინიკაში დარეკე.

- კარგი ძმაო, დამშვიდდით აი, ვრეკავ.

- სად უნდა წასულიყო?

- არა რა, 10 აგვისტო არ უნდა დგებოდეს...

- გაბრიელ, რატი მართალი იყო. ლუკა კლინიკიდან გაიქცა.

- სასწრაფოთ პოლიციაში დარეკეთ! ბავშვს რამე არ დაუშაოს იმ მანიაკმა.

- რატი, დამშვიდდი არაფერი მოხდება. არამგონია საკუთარ შვილს ავნოს.

- გაბრიელ ვიღაც რეკავს. უცხო ნომერია.

- აი, ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

* * *

- გაბრიელ, სიმრთლე თუ მოქმედება?

- სად ხარ? ბავშვი დააბრუნე!

- ამდენი წელი გავიდა და ისევ, როგორი მკაცრი ხართ დეტექტივო.

- აღარ ვარ დეტექტივი უკვე დიდი ხანია...

- ძალიან სამწუხაროა.

- მოქმედება.

- ნია მიდი შვილო, გაბრიელ ბიძიას უთხარი, რომ მამიკო არაფერს დაგიშავებს.

- კარგად ვარ ჩემზე არ იდარდროთ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მე მამასთან ერთად მინდა ცხოვრება.

- რას ამბობ შვილო? სად ხართ?

- ჩემზე არ იდარდოთ. მე კარგად ვიქნები...

დასასრული!

ჩემი პროფესია გაგრძელდება სექტემბრიდან...

,,ჩემი პროფესია დაიწერა და გამოქვეყნდა 2019 წლის 27 მარტს. იმ დღიდან დღემდე ძალიან წარმატებულად მოვედით. დაიწერა უკვე 30 ნაწილი. თავდაპირველად დასასრული გეგმა ასეთი იყო, თუმცა შემდეგ და შემდეგ მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იქნება და ჩემი პროფესია გაგრძელდება სექტემბრიდან. გაბრიელი, სოფია (ანა), მაკა, არჩილი, გივი, თომა, მარიამი, ქრისტი, ვიქტორია, რატი, მელანო, გუგა, ნატა. გაბრელის მშობლები ნინო და ზურა. გაბრიელის ნამდვილი დედა პროკურორი მარიამი და მისი ნამდვილი ძმა ილია. ვახტანგი და მისი და. და ბოლოს ლუკა, მისი ქალიშვილი ნია, მისი მეუღლე სალომე, მისი ნახევარ და ელენა. ქრისტის ძმა ჯაბა. პერსონაჟები, რომლემაც თავი დაგვამახსოვრეს თავისივე ხასიათებით, თავისივე მძიმე თუ ბედნიერი წარსულით. აქ, ამ სამყაროში, პრობლემები გაცილებით დიდია და ამიტომ გახდა ეს ყველაფერი გაცილებით საინტერესო. ჩემი პროფესიის პირველი ეტაპი დასრულდა. შემდეგი სეზონიდან გაცილებით ბევრ სიუპრიზებს გპირდებით. სასაიმოვნო არდადეგებს გისურვებთ! ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად პირველ სექტემბერს. მადლობა, თითოეულ თქვენთაგანს, რომ იყავით ჩემს გვერდით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ერთგულ მკითხველებს, რომლებიც პირველივე დღიდან იყვნენ ჩემს გვერდით. დროებით! არ გემშვიდობებით ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები