ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2019


ეპიტაფია ანუ

ნინო დარბაისელი

ეპიტაფია ანუ

(მეწერება ისე, როგორც მეწერება)
- -

რა დავმალო, ავიფარო რა პირბადე!
დავიბადე ისე, როგორც დავიბადე.

არც სიზანტე დამკლებია, არც სიმარდე.
გავიზარდე ისე, როგორც გავიზარდე.

ეს ცხოვრება, სატანჯი  და სანეტარე
გავატარე ისე, როგორც გავატარე.

და ვიგემე მეც აშკარა თუ ფარული
სიყვარული ისე, როგორც სიყვარული.

და ის  მამრიც, რომ ვერჩიე სხვა გოგონებს,
მომიგონებს, ისე, როგორც მომიგონებს.

ბევრი ვნახე მე სიმხეცე და სიმწერე.
ავად-კარგად, ვწერე ისე, როგორც ვწერე.

მეტის ნდომით, გულო, ვეღარ დამიოკდი!
საბოლოოდ მოვკვდი ისე, როგორც მოვკვდი.

წამკითხველო, მშობლოსანო თუ ობოლო,
ასეთია ყველას ბოლო, ბოლო-ბოლო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები