ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2019


ვიშ! ბეშუმი (ყველა დაპატიჟებულია)

ვიშ! ეს ბეშუმია, ცამდე აწვდენილი მხრებით,
აქ სულ სიცივეა და ამ სისადავით ვლხვებით.

აჰა, ბეშუმია, - ნისლი დაეშვება როცა,
დილა - საღამოს და მინდვრებს ეფინება კოცნად.

დღისით - მზისპირამდე ორთქლი ლანქერნისა ივლის,
თუმცა რამდენიმე ჯერაც გადაურჩა ივლისს.

ეჭვით - მარტოობის, აქა - იქ სოჭები თრთიან,
შინ შეიფარებენ მრავალ კლანჭიანს და ფრთიანს.

აისს - საბალახოდ ძროხის მიმოდენა აღებს,
ასე ეღვიძებათ ციცქნა, ცხვირგადაფრცქვნილ ბალღებს.

წყარო - მოჩუხჩუხე, ცივი, ანკარა თუ სუფთა,
რთავს და თავისთავში ამ მთის სინარნარეს ფუთავს.

სულში აირია, - ეს მთის ჰაერია, - სუნთქვა,
მას ეს სიხასხასე ბევრჯერ უთქმელადაც უთქვამს.

ხალხიც... - ჩამოთვლილი ,,ფრთების\\\" აღმაფრენას ამხელს:
,,ჩვენსა მობრძანდითო, ნეტა გვესტუმროთო ახლა;

რძე და ნაღბიბორა, ყველი და ნაღები, მოდით,
გხვდებით ხალისით და ძველი, მოხდენილი ოდით\\\".

დაე, დამსვენებელს ცრემლი ასველებდეს ოდეს,
მათ უბრალოებას ენა, დროც რომ ვერ ამბობდეს...

- აქ სულ სიცივეა და ამ სისადავით ვლხვებით.
მაშ, ეს ბეშუმია, ცამდე აწვდენილი მხრებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები