ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2019


შენ მოხვალ

ერთხელაც მოხვალ და  მაგ თმათა მდინარეს,
გრძელს როგორც ალვების ტევრიანს,
მომიშვებ, ხალისი თავს მოიმძინარებს
სათქმელი იმდენად ბევრია.

მე ჭიქას, ვით ბალეტს, ორმოქმედებიანს
დაგიდგამ . (ქალწულებს ჟიზელი..)
ეცეკვოს, ჩვენ შორის ისეთი წლებია,
ვერცერთი დარჩება ფხიზელი.

თუმც, ვიცი  ეგ მოსვლა  იქნება წერილის,
მოსვლაზე  მორცხვი  და ზოგადი.
ვიქნები ფიქრებით ზღვაგადასერილი
და თითებს \"შემთხვევით\" მოგადებ,

შენ მეტყვი ამ ქვეყნის სატკივარს მწუხართა.
მე გეტყვი  ,  იქნება დაღამდეს...
ძაღლივით იწვება სიჩუმე  ბუხართან,
რომ აღარ წამომცდეს ნახვამდის!

თუ ღამე, ქალწულად გარდაცვლილ ვილისთა,
სიკვდილის პარტიებს ამთავრებს.
ვისხდებით  პირისპირ  და სადმე თბილისთან,
მომდგარი იქნება ზამთარი.

ერთხელაც მოხვალ და  ტკივილის ჩემოდანს,
რომელიც ეჭვებმა დათენთეს,
მომიტან, გავიშლით, ვიწვებით ჩემო და..
გათენდეს, გათენდეს,გათენდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები