ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2019


ჩემი პროფესია

                                          გარიგება
- წამომყევი.
-შენ რატომ უნდა გამოგყვე?
- საყვარელო, დაანებე ნიას თავი.
- შენ ნუ ერევი! მოკლედ მოდიხარ?
- არა.
- მაშინ გასაგებია.
- რას აკეთებ? ნორმარული ხარ? დამსვი!!!
- არ დაგსვამ იქამდე სანამ ყველა კითხვაზე პასუხი არ გავიგებ.
- შენ... შენ ნამდვილად ავადმყოფი ხარ.
- აი მოვედით.
- ეს რა ადგილია? კარები რატომ ჩაკეტე?
- აქ არავინ შეგვაწუხებს.
- აქ ძალიან ბნელა. უჰარობაა... კარებ გააღე! სასწრაფოდ!
- მოიცადე დამშვიდდი აი, სინათლეს ვანთებ. ახლა კარგად ხარ?
- არა, არ ვარ კარგად! რა გინდა ჩემგან? კარები გააღე და აქედან გამიშვი.
- რატომ დაბრუნდი?  წახვედი, მაგრამ რატომ დაბრუნდი?
- არ მესმის რაზე მელაპარაკები.
- ლამაზო გოგო, ალბათ ყველაფერი გათვლილი გქონდა, მაგრამ ეხლა აქ არ უნდა იყო.
-  არ ვიცი  ვინ ხარ, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი.
- აბა?
- ერთი გაუზრდელი ადამიანი ხარ.
- ნია, აზრი არ აქვს... მე ყველაფერი ვიცი. შენ გეძებენ უკვე რვა წელია. მამაჩები და...
- საკმარისია!  აღარ გააგრძელო...
- წავედით მამაჩემთან მივდივართ.
- არა! ძალიან გთხოვ არავის არაფერი უთხრა.
- ძალიან სასაცილოა და რითი აპირებ ჩემს შეჩერებას?
- მე ვიცი, რომ ნარკოტიკს ყიდი... დავინახე შენს მეგობრებს ჩუმად, როგორ აწვდიდი.
- მაშანტაჟებ?
- არ ვიცი, როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ ეხლა ჩემს შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს.
- რატომ? რატომ იმალები?
- ასე  თავს კარგად ვარ...
- შევთანხმდით, მაგრამ ერთი პირობა მაქვს.
- რა პირობა?
- დღეიდან ჩემი შეყვარებული უნდა გახდე.
- რააა?
- კარგი მაშინ წავალ და ყველაფერს მამას მოვუყვები...
- კარგი, კარგი ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფორმარულად.
- ხო აბა, მართლა შენს შეყვარებას კი არ ვაპირებ. ეხლა შეგიძლია წახვიდე.
- მოიცადე და ის, შენი შეყვარებული?
- დაივიწყე მაგას მე მოვაგვარებ.
*  *  *
  ყველაზე საშინელი საღამო მქონდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. ჯერ იყო და დილით იმ ქალმა, დამაგლიჯა ნერვები. მერე კიდე ამ გაუზრდელმა ბიჭმა, სამსახურში. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო და წვეულებაზეც გამომეცხადა შეყვარებულთან ერთად. მამა მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ მდიდრები სანდოები არ არიან. შეყვარებული ჰყავს და ჩემთან დადო გარიგება. წარმოდგენაც არ მინდა ახლა რა იქნება. მე მამას გამო, ვალდებული ვარ ავიტანო. ეხლა ჩემთვის მთავარია მამას მკურნალობა ბოლომდე მივიყვანო. ისე, რომ წამოდგომა და ნორმარულად სიარული შეძლოს. როგორც იქნა იმ წყეული სარდაფიდან გამოვაღწიე და გიორგიც ვიპოვე. მარიამიც მასთან ერთად იყო და იუბილარს ემშვიდობებოდნენ. მარიამი უკეთესად გამოიყურება, თუმცა მაინც გიორგიზეა დაყდნობილი. იქიდან ტაქსი გავაჩერეთ. მთელი გზა ხმას არ ვიღებ. გაყუჩებული ვზივარ და ვფიქრობ. ახლა რა იქნება?  სანდო არ არის. იქნებ მივიდეს და მამაისს ყველაერი უთხრას. ჩემი ადგილსამყოფელი უთხრას. სიამოვნებით მოვკიდებდი მამას ხელს და ქალაქს დავტოვებდით, მაგრამ რესტორანი? შეფს ამას ვერ გავუკეთებ. ის მე მენდობა. ეხლა, როცა ყველაფერი კარგად რის, როცა ბევრი რამ დავალაგე ვერ წავალ და ვერ დავტოვებ აქაურობას. ისე თითქოს არაფერი მიშენებია. ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს გზა მე ავირჩიე. დამოუკიდებელი გავხდი და ამ ცხოვრებამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. ვერ წავალ და ვერ დავტოვებ. ამ ფიქრებში ისე გავერთე ვერც შევამჩნიე, რომ უკვე სახლთან ვარ. მარიამს გზაში ჩაეძინა. გიორგი კი სახლამდე მიაცილებს. მეც დავემშვიდობე და ტაქსიდან ჩამოვედი. ავდივარ აღმართს და ვფიქრობ გაბრიელზე. ამ დღეების განმავლობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის თომას შვილი აღმოჩნდებოდა. სწრაფად დავიწყე ბევრ რამეზე ფიქრი. ის თუ გაბრიელია და თომა მამამისი მაშინ ვისი ქორწილი იყო? დავუსვი ეს შეკითხვა საკუთარ თავს და უცებ შევხტი. უკვე ღამის 10 საათია. მე კი შუა ქუჩაში ლამპიონის შუქის ქვეშ ვდგევარ. მოულოდნელად ვიწყებ ყვირილს. არა! შეუძლებელია. ის ქალი, დედაჩემი ვერ იქნება... ის ქალი, დედაჩემი არ უნდა იყოს. კარგა ხანს ცას შევყურებ და თითქოს უფალს ვთხვდი, რომ არ მინდა ის ქალი, დედაჩემი იყოს. მე ხომ ვიგრძნობდი უფალო? რატო ვერაფერი ვიგრძენი? როცა ვნახე რატომ გამიჩნდა ზიზღის შეგრძნება? სხეულში მცხელა.. ვუყურებ ცას და ბოლო იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არეული აზრებია. თვალებს მჭიდროს მოვუჭირე, რამოდენიმე წამს ასე გავირინდე შემდეგ გავახილე და სახლამდე გავაგრძელე გზა. სახლის კარები, ძალიან ჩუმად უხმოდ შევაღე. არ მინდა მამას გაეღვიძოს, თუმცა ის ჩემს მისვლამდე არ იძინებს. ისევ დივანზე წევს და ტელევიზოს უყურებს. ამ რვა წლის განმავლობაში მხოლოდ მამა მიყვებოდა თავისი სურვილით. ახლა კი, მე მაინტერესებს ბევრი რამ. ტელევიზორს ხმა ჩავუწიე მამას გვერდით მივუჯექი და ვკითხე.
*  *  *
- ნანობ?
- რას შვილო?
- ყველაფერს რაც ჩაიდინე.
- კი შვილო, ვნანობ და ამიტომაც ვისჯები ასე.
- შენ ხო ამბობდი, რომ არავინ მოგიკლავს. შენ მხოლოდ მკვლელობებს უკვეთავდი.
- მე მოვკალი შვილო. დამკვეთი მე მიყავი... ახლა რატომ ვსაუბრობთ ამაზე?
- მამა წარსულში, რომ დაბრუნდე რას შეცვლიდი?
- დედას არ მივატოვებდი, მამას სიცოცხლეში დავაფასებდი და სიკვდილის უფლებას არ მივცემდი. და ჩემს დაბადების დღეზე ბაღში არ გავიდოდი.
-გამოდის, რომ იცოდი ვახტანგი იქ იქნებოდა.
- კი ვიცოდი.
- კიდევ?
- სოფიას, გულში ხშირად ჩავიკრავდი და მეტ სითბოს მივცემდი. ელენას საზოგადოებას გავაცნობდი. ქრისტის სიკვდილის ბოლოს თვალებში არ ჩავხედავდი, რადგან ყველაზე უმწეო მაშინ იყო. ქრისტი თვალები, იყო ჩემთვის მწარე გაკვეთილი იმისა, რომ რასაც მე ვაკეთებდი იყო ბოროტობა და მე ეშმაკს ვემონებოდი ამდენი ხანი.
- და მთავარი?
- მთავარი დავესწრებოდი მშობიარობას, როდესაც შენ დაიბადე. ვნახავდი შენს პირველ ნაბიჯებს. შვილო, მე ცხოვრებაში იმდენი რამ ჩავიდინე, რომ ვიმსახურებ ასე ყოფნას.
- მამა შენ რა ტირი?
- კი შვილო ვტირი, რადგან დრო უკან აღარ დაბრუნდება. ეხლა მთავარია იქამდე ვიცოცხლო, რომ ჩემი  ჩადენილი დანაშაულებები მოვინანიო.
- მა დედას რატომ დაშორდი?
- შვილო, ჩვენ ერთად არც არასდროს ვყოფილვართ.
- ეგ როგორ?
- დედაშენი ჩემზე ძალიან იყო შეყვარებული. ფეხმძიმედ, რომ დარჩა ჩემგან არ წავიდა მიუხედავად ჩემი ხასიათებისა ის, მაინც არ მიდიოდა ჩემგან.
- ანუ უყვარდი?
- ძალიან და გული მწყდება, რომ არ დავაფასე მისი სიყვარული ისე, როგორც მას შეეფერებოდა.
- მამა დედა როგორი იყო?
- სალომე ძალიან სათნო და გულისხმიერი გოგონა იყო. ყევალფერს დათმობდა საყვარელი ადამიანების გამო, ჩემს გამო. ბავშვობიდან არც სალომეს, არ ჰყავდა იდიალური ოჯახი. მშობლების სითბოს მოკლებული  ადამიანი იყო.
- იცი ეხლა სად არის?
- ვინ დედაშენი?
- შვილო რატომ მეკითხები? თუ გინდა, რომ...
- არა მამა. მე არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე.
- შვილო, ხო იცი, რომ მე ეს დაავადება მალე ბოლოს მომიღებს. შენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს. თავს ნუ მოვიტყუებთ ეს ნემსები, დროებითია, გათავდება და ტკივილები ისევ დაიწყება. შენ იმსახურებ დედასთან ყოფნას.
- მამა იქნებ მან, ახალი ცხოვრება დაიწყო. იქნებ მეორედ გათხოვდა.
- კი გათხოვდა, მაგრამ შენზე უარს არასდროს იტყვის.
- ანუ მისი ადგლსამყოფელი იცი?
- კი ვიცი და როცა მზად იქნები მოდი და მკითხე.
- კარგი მა, ძალიან დავიღალე, თანაც ხვალ გაკვეთილი გვაქვს.
- დილით რა მოგიმზადო?
- არაფერი გინდა. ხვალ ადრე არ ვდგები. შეფმა, გაკვეთილი 10 საათზე დაგვინიშნა.
- ეგ, როგორ მოხდა?
- არ ვიცი, მაგრამ დღეს ბევრი რამ უცნაური მოხდა.
- კარგი შვილო. ტკბილად დაიძინე!
- შენც მა!
*  *  *
    შევდივარ ჩემს ოთახში. ჩემი საწოლი ფანჯრის მხარეს დგას. პატარაა და ძალიან კომფორტული. კედლებზე მამას ნახატები მიკიდია. მალიშის ქვეშ კი ჩემი და დედას ფოტო მიდევს. ჩვევა მაქვს ფოტოს დავხედავ და ისე ვიწყებ დაძინებას. ყველაზე მეტად უჰაერობის მეშინია და სულ მინდა ჰაერს ვგრძნობდე. მთელი ღამით ფანჯარას ღიას ვტოვებ და სანამ ჩამეძინება ცას შევყურებ. ვდილობ გავიხსენო რა ხდებოდა აქამდე? ვინ ვიყავი და როგორი ბავშვობა მქონდა. ძალიან მიჭირს ბევრი რამის გახსენება. მხოლოდ მამიდა. მხოლოდ და მხოლოდ მის გრძელ და ქერა თმას ვიხსენებ. ის ისეთი თბილი იყო. ყოველ გაღვიძებაზე გულში ჩამიკრავდა და სასაიმოვნო დღეს მისურვებდა. შემდეგ ბაღში გავდიოდით და მის წარსულზე ცოტას მომიყვებოდა. მართალია ძალიან ბევრი რამ არ მახსოვ მისი მონათხრობიდან, თუმცა ვიხსენებ, როგორ აღტაცებით საუბრობდა მის მეუღლეზე, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. ეხლა უცებ თავში ამომიტივტივდა დღევანდელი დღე და ტყუპები.  ,,ვაიმე ტყუპები!“  ვიხსენებ მათ თბილ ჩახუტებას და შეგრძნებას თითქოს და ჩემი ახლობლები იყვნენ. შეფი, დეტექტივს ეძებდა გარდაცვლილი ცოლისთვის. ნუთუ გვერდით ჩამიარა მამიდამ? ნუთუ ის ტყუპები, ნამდვილად ჩემი ახლობლები იყვნენ? მართალია ხვალ ადრე ასადგომი არ ვარ, მაგრამ ამ ფიქრებში გართულს უკვე ღამის 3 საათია მე კი ვერ ვიძინებ.  გულაღმა ვწევარ, ჭერს შევყურებ ისე თითქოს პირველად მენახოს. ვაკვირდები გაცვეთილ კედლებს, ჩამოგლეჯილ ტილოს, რომელიც ბინის მეპატრონე, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოკიდა კედელზე, როდესაც პირველი რემონტი ჩაუტარდა ამ სახლს. ისე გავიდა დრო ვერც მივხვდი. უკვე თენდება დილის 6 საათია და მე უკვე ავდექი. მამა სანამ გაიღვიძებს საუზმე უნდა მოვუმზადო. დღეს, როგორ იქნა ნორმარულად ვისაუზმებთ და არსად გაქცევა არ მომიწევ. ჩუმად მამას ოთახის კარი შევახე დავინახე, რომ ძინავს და მე პატარა სამზარეულოში შევედი, რომელიც მისაღებს აქვს შეერთებული. იქ, ფაქტიურად ერთზე მეტი ადამიანი ვერ დადგება, რადგან დრო მეტი მაქვს საუზმედ ბლინებს მოვამზადებ. მამას ტკბილი ძალიან უყვარს განსაკუთრებით ბლინები. არ ვჩქარობ და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც შეფი მასწავლა. აი უკვე დილის 9 საათია და მამამ უკვე გაიღვიძა. ნელი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ მოდის. მამამ შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ დღეს ყველაზე კარგად გამოვიყურები. ჩემი გრძელი და წითელი თმა, ისევ დაიხვა მაგიდასთან დავჯექით თუ არა გიორგის შეტყობინება დამხვდა. ,,გაკვეთილი რესტორანში არ გვაქვს და ამ მისამართზე მოდი“.  შეფს ცვლილებები არ უყვარს, თუმცა ამ ბოლო დროს უკვე აღარაფერია მისგან გასაკვირი. მშვიდად ვისაუზმეთ. მე გუშინდელი შოპინგიდან თეთრი კაბა მოვირგე და გარეთ გავედი.
*  *  *
- გიო შენ აქ რას აკეთებ?
- შენ გელოდებოდი.
- მისამართი კი ვნახე, მაგრამ არ ვიცი სად არის.
- ეგ არაფერია. რესტორანთან ყვითელი ავტობუსი დგას. ყველანი იქ არიან და ჩვენ გველოდებიან.
- მარიამი როგორ არის?
- კარგადაა. დროზე კი მოვიდა, მაგრამ ავტობუსში ძინავს უკვე.
- ხო გუშინ ძალიან ბევრი დალია.
- ბავშვებო,  ყველას მოგესალმებით!
- აი, პრინცესაც მოვიდა. ნია, მგონი შეფს შენ ძალიან შეუყვარდა, რადგან ექსკურსია დაგეგმა.
- რა ექსკურსიაზე ლაპარაკობთ. ეს გაკეთილია ალბათ სხვა ადგილას მივდივართ.
- ყველას მოგესალმებით!
- შენ ვინ ხარ?
- მე ყველაზე ლამაზი გოგოს შეყვარებული ვარ.
- ნია, რას ამბობს ეს ბიჭი ვინ არის?
- გიო, მოგვიანებით აგიხსნი.
- შენ, აქ, რა ჯანდაბას აკეთებ?
- რას ქვია რას ვაკეთებ. ჩემს შეყვარებულს გაკვეთილზე მივყვები. ძვირფასო, აქედანვე იცოდე, რომ ჩემ გოგოს უყურადღებოდ არ დავტოვებ.
- ძვირფასოს ნუ მეძახი. მე შენი ძვირფასი არ ვარ.
- გაჩუმდი, თორე ყველას მოვუყვები შენს შესახებ, თანაც მადლობას უნდა მიხდიდე.
- მადლობას რატომ?
- იცი ეხლა სად მივდივათ?
- სად?
- პატარა კუნძულზე.
- მამაჩემმა და გაბრიელმა, დაპატიჟეს შეფი იქ.
- რააა? მე მივდივარ!
- მოიცადე სად მიდიხარ? დარჩი მე დაგეხმარები.
- სერიოზულად?
- კი, კი მე დაგეხმარები. ოღონდ ისე მოიქეცი, როგორც ჩემი შეყვარებული და გვერდით დამიჯექი. აი, ასე კარგია...
- გაიწიე ნუ მეხები.
- რატო შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლო და  ისევ მაკოცებ?
- იდიოტო! ეგ შენ იყავი ვინ მაკოცა და ამისთვის პასუხს აგებ. რა დიდი იმედი მქონდა, რომ ახლაც დაგავიწყდებოდი.
- ძვირფასო, არც მაშინ დამვიწყებიხარ.
- რაა?
- ხო, ყველაფერი მახსოვდა, მაგრამ ისევ ჩემი ფსიგოლოგიური მომენტი მეგონა. მეგონა, რომ ისევ მეჩვენებოდი.
- მე რა კვდარი კი არ ვარ... გეჩვენებოდი.
- შენ ჩემთვის მაშინ მოკვდი, როდესაც ბაღში მიმატოვე და წახვედი.
- რა სისულელებს ამბობ. მე არაფერი არ მახსოვს.
*  *  *
  რატომ? რატო მაინც და მაინ მე? ორი დღეა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და უკვე ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს. ყველგან იქაა, სადაც მე. ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდი, რომ გათენდებოდა და ყველაფეერი დაავიწყდებოდა მაგრამ არა! ეხლაც აქაა, ჩემს გვერდით ზის, ყურში ყურსასმემენები უკეთია და თავი, ჩემს მხარზე უდევს. ბევრჯერ ვცადე მისი მოშორება ის კი ჯიუტად თავს არ იღებს ჩემი მხრიდან. ნერვიულობა ძალიან შემეტყო, რადგან იქ შეიძლება ვინმემ მიცნოს.  ყველა მე მიყურებს. განსაკუთრებით გიორგი. ის კარგად მიცნობს და ხვება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. ვცდილობ არ შევიმჩნიო. ამ იდოტს ყურიდან ერთ ყურსასმენს ვაძრობდა მე ვიკეთებ. მუსიკა ყველაზე მეტად მეხმარება. საინტერესოა ასე მშვიდად რას უსმენს, რომ ჩაეძინა და ყურში უცებს ძალიან სასიამოვნო მუსიკა მესმის, თუმცა არ ვიცი რა ჰქვია. ტელეფონი ჯიბეში უდევს და ამის გარკვევა ვერ მოვახერხე. კუნზული აქედან 40 წუთის სავალზეა. მეც მთელი ღამის უძილოს ჩამძნინებია. მეძინა ალბათ რამოდენიმე წუთი და ვიღაც შავში მირტყამს.
*  *  *
- გაგიჯდი? თავში რატომ მირტყამ?
- შენ მგონი გაგიტკბა ჩემს მკლავებში ყოფნა. შეხედე! ყველა ჩავიდა შენ კიდევ გძინავს.
- აუ, გაჩუმდი რა.
- ვა, მიკვირს აღარ გამარტყი.
- აზრი? მაინც ისევ ისეთ იდიოტად დარჩები, როგორიც ხარ.
- იცოდე აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მე უნდა დაგიცვა. ხოდა აჯობებს ცოტა სითბო გამოიჩინე ჩემს მიმართ.
- როგორ აპირებ ამის მოგვარებას?
- მამაჩემს ვეტყვი, რომ ჩემი შეყვარებული ხარ და დაკვირვებას არც დაგიწყებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მამაჩემი მიჩვეულია ჩემგან მსგავს წინადადებებს.
- გამოდის, რომ მექალთანე ხარ.
- გაჩუმდი და ფეხი გამოადგი.
*  *  *
  აქ, ყველაფერი ისეა, როგორც მამა მიყვებოდა. ეზოს შუაგულს პატარა ფანტანია. სახლიც პატარა და მყუდროა, თუმცა ეზო აქვს ძალიან ლამაზი და დიდი. სულ ყვევილებით და მცენარეებით არის აქაურობა გამწვანებული. მივდივარ და ფეხები მრჩება უკან. თითქოს ვგრძნობ, რომ ყველაფერს უკან ვუბრუნდები. იმ წარსულს, რომელიც 8 წლის წინ დავტოვე. წარსულთან, ჩემს ოჯახთან სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მაშორებს, მაგრამ მე არ მინდა. მე არ მაქვს სურვილი იქ დაბრუნების. თავს ვიმშვიდებ, რომ აქ გაკვეთილზე ვარ და არა მამიდაჩემის სახლში. ეს სახლი მამიდას მეუღლის და მისი მეგობრების აშენებულია. ძნელია, მიჭირს გავიხსენო მათი სახეები, მაგრამ არ შემიძლია. თავს არ ვაძლევ ამის უფლებას, თორე მერე მომიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა. დავნებდები და ისევ წარსულს დავუბრუნდბი. მე მაშინ ბავშვი ვიყავი დედაზე და ახლობლებზე დამოკიდებული ბავშვი. ეხლა მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი. ძლიერი და შრომისმოყვარე. არ მინდა ჩემს გრძნობებმა ისევ დამასუსტოს არ მინდა ისევ წარსულში დავბრუნდე. გაბრიელი არ მშორდება ჩემს გვერდითაა და ასე ნელი სვლით ვაგრძელებთ ბაღისკენ წასვლას.. შეფს, სასზარეულო აქ, ბაღში გადმოუტანი. აქ, ყველაფერი ისეთი ლამაზია. ბაღში რამოდენიმე მაგიდა და ყვალეფერი საჭირო  ნივთია რას სამზარეულოშია საჭირო. გაკვეთილი კი 10 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ  უკვე 12 საათია და შეფი იძახით.
*  *  *
- ყველას მოგესალმებით!
- ეს რა ადგილია და აქ რატომ გვაქვს გაკვეთილი?
- მარიამ გაჩუმდი და შეფს მოუსმინე.
- დღეს თითოეული თქვენთაგანისთვის გადამწყეტი დღეა. დღეს თქვენ, გუნდურად დაიყოფით. თითოეულ გუნდს სხვადასხვა დავალება ექნება. დავალებებს მე გუნდების მიხედვით გადმოგცემთ. სულ სამ ნაწილად დაიყოფით. თითოეულ გუნდში 5 წევრისგან იქნება.  გუნდებად თქვენი სურვილის მიხედვით გადანაწილდით.
- გიორგი, მარიამ, თინა  და ჯაბა ერთად  ვართ?
- კი  ნია, ერთად ვართ!
- ნია, გამომართვი ეს თქვენი დავალებაა. წარმატებებს გისურვებთ!
*  *  *
  მივდივარ შეფისკენ და გულში ვამბობ ,,ნეტა დესერტი იყოს ნეტა დესერტი იყოს“, მაგრამ არა! ჩვენს გუნდს ,,საუკეთესო კერძი“ შეგვხვდა, რომელიც ჩვენი მენიუდან უნდა ავარჩიოთ. შეფმა, უკვე გუნდურად გადაგვანაწილა და ახლა ველოდებით შემდეგ დავალებას. თავში მხოლოდ ხორცმა გამიელვა, რადგან ხორცის შეწვა ჯაბას კარგად გამოსდის და შეფის მენიუდან ავარჩიეთ. ,,გამომცხვარი ღორის ხორცი კართოფილის ნაღებით“. ყველაზე რთული დავალებაა, რაც აქამდე შეფს მოუცია. ეს ყველაფერი ჩვენ 45 წუთის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო და ჩვენი მომზადებული კერძი სტუმრებმაც უნდა გაშინჯონ.  ჯაბამ ხორცის დაჭრა დაიწყო მე და მარიამი, კართოფილის ნაღებს ვაკეთებთ. თინამ კი ბოსტნეულის გარეცხვა დაიწყო. ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, მაგრამ გუნდურად პირველად ვმუშაობთ და არ ვიცით ბოლოს რა გამოვა. შეფი,  თომამასთან ერთად შორიდან გვაკვირდება. თავ დახრილი ვმუშაობ მეშინია თომამ არ მიცნოს. 5 თნი ვართ წესით ყველაფერი უნდა მოვასწროთ, მაგრამ ყველა თავისებურად ცდილობს რაღაცის გაკეთებას. დარჩენილია ნახევარი საათი მე ნაღები უკვე მზად მაქვს. ჯაბამ ხორჩი გამოიღო და მგონი უმია. შეწვა  ტაფაზე გავაგრძელეთ. დარჩენილია 15 წუთი და უკვე დროა შენელებაზე ვიზრუნოს. აი უკვე შეფი იძახის. ,,დავალების შესრულებამდე დარჩენილია 5 წუთი“! კერძი 4 თეშზე დაგავანაწილეთ და ველოდბით შეფის შეფასებებს. დანარჩენ ორ გუნდს. ,,საუკეთესო სალათა და დესერტი“ უნდა მოემზადებინათ. მგონი შეფს ყველელაზე მეტად ჩვენი კერძი ძალიან მოეწონება, რადგან ვიზიალურადაც კარგად გამოიყურება. ჩვენ ყველა ვდგევართ და ველოდებით შეფი დაგვიძახებს და გაშინჯავს ჩვენს მომზადებულ ,,საუკეთესო კერძს“, მაგრამ არა! მოულოდნელად შეფი იძახის:_ დაიშალეთ! დღეისათვის საკმარისია. ხვალ ერთმანეთს რესტორანში შევხვდებით“. ეს სიტყვა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ვუყურებთ ერთმანეთს და ვფიქრობთ. ,, ეს რა თამაშია?“ გამოვიარეთ ამხელა გზა, გუნდებად დაგვყო, მოგვამზადებინა მისი მენიუდან სამი სხვადასხვა რამ და ახლა უკან გვიშვებს? რატომ? ავტობუსისი მძღოლი გვიხმობს. ,,ჩასხედით ბავშვებო მივდივართ!“
*  *  *
- რაიყო გაგიტყდა, რომ შენც მათთან ერთად მაგიდასთან არ დაჯექი?
- არა, რა სისულელეა. უბრალოდ შეფისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვართ მიჩვეულები.
- არაუშავს სამაგიეროდ ყველაფერი ახლა იწყება.
- რას გულისხმობ?
- ბავშვებო! მოემზადეთ მთავარი თავგადასავალი ახლა იწყება!
- გაბრიელ რა გაყვირებს? ისინი შენნაირები არ არიან.
- რა თქვი? რა დამიძახე?
- ნუ აჭარბებ.
- მგონი შენ მართლა გიყვარდები.
- რა სისულელეა.
- კარგი, კარგი ნუ მირტყამ. აი, მოვდით!
- ეს რა ადგილია?
- შენ ხო ვერ იტან უჰაერობას ხოდა აქ ყველაზე მეტი ჰაერია.
- აქ რა უნდა გავაკეთოთ?
- ბავშვებო, საბარგული დავცალოთ.  აქ, ყველაფერია რაც გვჭირდება. ნამდვილი გართობა ახლა იწყება!
- ამას რატომ აკეთებ?
- მართლა გგონია, რომ ამ ყველაფერს შენს გამო ვაკეთებ? ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დროებით ჩემი შეყვარებული ხარ.
*  *  *
  არ ვიცი აქ რას ვაკეთებ? საერთოდ ტბაზე რა გვინდა, მაგრამ აქაურობა ნამდვილ სამოთხეს ჰგავს. უკვე საღამოს 5 საათია და მზეც ნელ ნელა იწყებს ჩასვლას. სიგრილეა და ეს ძალიან დიდი შვებას მაძლევს. ტბის ნაპირას ჩამოვჯექი. ვფიქრობ რა მოხდება თუ დავბრუნდები? არა! მამას ამას ვერ გავუკეთებ და ისევ ვანებებ ამაზე ფიქრეს თავს. ყველა ერთობა. აქ ყველაფერია, საჭმელიც, სასმელიც მუსიკაც ავტობუსიდან. არ ვიცი როდის, მაგრამ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და გათვალა გაბრიელმა. გაბრიელი მალე დაუმეგობრდა დანარჩენებს. განსაკუთრებულ სიმპატიებს, მაინც მარიამი იჩენს. გაბრიელს გვერდიდან არ შორდება. მიზეზს ეზებს მიუახლოვდეს, შეეხოს. ,,ნეტა შეფს, ჩვენი კერძი მოეწონება“? ვფიქრობ და ალბათ შეფასებასაც ხვალ გვეტყვის. არავინ იცის ხვალ რა გეგმა აქვს ჩვენთვის. ვინ იცის იქნებ ისევ მე მომიწიოს ჭურჭლის რეცხვა. ბავშვებს ცოტა არკოჰოლი უკვე მოეკიდათ და ყველა მხიარულობს. მე ისევ ტბის ნაპირას ვზივარ და შორიდან ვაკვირდები ჩემს მეგობრებს. მეღიმება... ,,რა სულელია, თავზე რა ჩამოუცვავს“. რა სისულელეებზე ვფიქრობ? ახლა მე იმ თავხედ ბიჭზე გამეღიმა? საკუთარ თავს, შინაგანად ჩხუბს ვუწყებ და მოულოდნელად ღიმილს სახიდან ვიქრობ.  ვხედავ გიორგი მოდის ჩემსკენ და კოკა კოლა მოაქვს.
*  *  *
- აქ, მარტო რატომ ზიხარ? წამოდი შემოგვიერთდი.
- მადლობა გიორგი აქ მირჩევნია.
- ნია, კარგად გიცნობ და ზუსტად ვიცი, რაღაც ხდება. ეს შენ შეყვარებული არ არის. რა მოხდა გაშანტაჟებს?
- აქ რა ხდება? ჩემ გოგომ მოიწყინა?
- მე წავალ.
- ასე აჯობებს... ეს ბიჭი, ხშირად ტრიალებს შენს გარშემო. რა ხდება?
- რა შენი საქმეა?
- რას ქვია რა ჩემი საქმეა. შენ ჩემი შეყვარებული ხარ.
- შენ ხო არ დაგავიწყდა, რომ ეს დროებითია.
- მე არაფერი არ მავიწყდება, მაგრამ მგონი შენ არ გინდა გაიხსენო მე ვინ ვარ.
- შენ კი არა. არავის გახსენება არ მინდა. ისინი, ვინც რვა წლის წინ  ჩემს ცხოვრებაში იყვნენ.
- რატომ? ჯანდაბა! როდის ამოიღებ ხმას? რა გინდოდა? რატომ დაბრუნდი?
- ნუ ყვირი. ყველას ესმის.
- წამოდი სხვაგან ვისაუბროთ.
- რატო? შენი მეგობრების გცხვენია? იმის გცხვებია, რომ თავზე გევლებოდნენ, გელოლიავებოდნენ. შენ კიდევ რა გააკეთე? ადექი და მკვლელ მამას გაეკიდე.
- მამაჩემის სახელი მეორედ აღარ ახსენო!
- ფულის გამო დაბრუნდი? გაიგე, რომ დედაშენი მდიდარ კაცზე დაქორწინდა და შენც დაბრუნდი.
- რაა? ის ქალი... მარტო მინდა ყოფნა.
- მოიცადე სად მიდიხარ? გარშემო სულ ტყეა დაბნელდება სადაცაა.
- თავი დამანებე.
- არა, მოიცადე მეც მოვდივარ!
- არასდროს არ დაფიქრებულხარ, რომ შენი სიტყვებით გულს მტკენ?
- გაჩერდი! ეგრე შორს წავალთ და დავიკარგებით.
- თავი დამანებე. ეხლა მე სიარული მჭირდება.
- კარგი, მოდი ცოტახანს გავჩერდეთ.
- ხელი გამიშვი!
- კარგი ხო! წავედი... დედა მივატოვე და მამასთან წავედი. მთელი ბავშვობა მამა მენატრებოდა. მის სითბოს მოკლებული ბავშვი ვიყავი. მიყვარდა მამა! გესმიით! სიგიჟემდე მიყვარდა და მენატრებოდა. ვერავინ ვერ მიგებდა. ვერც დედა. რამეზე საუბარს, რომ დავიწყებდი. ან მამას ნახვა მინდოდა მაჩუმებდნენ. ციხეშიც კი არ მიშვებდნენ მამის სანახავად. ჭირსაც წაუღია თქვენი ფული. მე ფულის გამო არ დავბრუნებულვარ. ის თქვენ გამოჩნდით ისევ ჩემს ცხოვრებში...
- კარგი ხო დამშვიდდი.
- უკეთესად ვარ. უკან დავბრუნდეთ.
- კარგი აზრია, მაგრამ როგორ?
- რას ქვია როგორ... არ გახსოვა აქამდე, როგორ მოვედით?
- არა. მე შენს მოგსდევდი.
- ეხლა რა უნდა ვქნათ. მიდი დაურეკე ვინმეს მოვიდნენ და წაგვიყვანონ.
- მოიცა ავტობუსის მძღოლს ვურეკავ. არ არსებობს!
- რა მოხდა?
- აქ  ტელეფონს არ იჭერს.
- იცოდე ეს ყველაფერი თუ შენი დაგეგმილია.
- ღადაობ? ტყეს ვერ ვიტან.
- რაიყო გარეული ცხოველების გეშინია?
- იცოდე ცუდად ხუმრობ.
- წამოდი აქეთ წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- არა.
*  *  *
უკვე ძალიან ჩამობნელდა ჩვენ კი სიარულს არ ვწყვეტთ. გაბრიელი ბევრ სიარულს ალბათ მიჩვეული არ არის და ძალიან დაიღალა. წუწუნებს, მაგრამ სიარულს მე მაინც ვაძალებ. რამოდენიმე კილომეტრში სინათლეს ვხედავთ. დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ ის ჩვენი ავტობუსია და მივაგენით. ახლა უკვე ავუჩქარე ნაბიჟებს, რადგან რაც შეძლება მალე მინდა, რომ იქ მივიდეთ. გაბრიელი შეჩერდა. სიარული არ შემიძლიაო და ცოტახანს ჩამოჯდა, თუმცა მოგვიანებით ფრინველის ხმა ცხოველის ეგონა და სირბილით გამომყვა უკან. აი, უკვე მივუახლოვდით სინათლეს და ერთ მიტოვებულ ქოხს ვხედავთ.  ეზოდან დავიწყეთ ყვირილი:_ არის აქ ვინმე? არავინ ხართ?! მოგვიანებით სახლიდან. ხანში შესული მამაკაცი გამოდის და გვეკითხება:_ ბავშვებო, ასეთ დროს აქ რას აკეთებს? ბაბუს ავუხსენით, რომ მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე წამოვედით და გზაში დავიკარგეთ. ბაბუმ სახლში შეგვიპატიჟა და ცხელი რძით გაგვიმასპინძლდა. პლედები მოგვცა და გვითხრა, რომ დაგვეძინა დილით კი თავად გაგვაცილებდა. გაბრიელი ყველაზე უხერხულად თავს ეხლა გრძნობს. ძალიან დაღლილს, გაოგნებულს უბრალოს პირველად ვხედავ. არ იცის ასეთ დროს, როგორ უნდა მოიქცეს. არც ასეთ საწოლებსაა მიჩვეული. არც ასეთი ჭიქიდან დაულევია წყალი არასდროს. დაწოლაზე უარი თქვა და გარეთ სახლის პატარა კიბეზე ჩამოჯდა. ეხლა უკვე შეეტყო ნერვიულობა. ალბათ მის ოჯახსე ფიქრობს. მე მამაჩემი უკვე გავაფთხილე და იცის, რო ამ საღამოს მარიამთან ვრჩები, რომ არა ეს ყველაფერი ასე ვაპირებდით და ხვალ ერთად წავიდოდით სამსახურში, მაგრამ ახლა სად ვარ? ამ თავხედი ადამიანის გამო. შუა ტყის სახლში ვარ და გათენებას ველოდები. უკვე საკმაოდ გვიანია გაბრიელი კი შიგნით არ შემოდის. მასპინძელმა უკვე დაიძინა. დიდი ხანი ვფიქრობდი გავსულიყავი თუ არა გარეთ და დავმჯდარიყავი თუ არა მის გვერდით და აი, მივდივარ.
*  *  *
- აქ რა აკეთებ? დაძინებას არ აპირებ?
- არ მეძინება. წადი შენ დაიძინე თუ გინდა.
- ვერც მე ვიძინებ. რას უყურებ?
- ვასკვლავებს... განათებულ ქალაქში ასე  კარგად არ ჩანს. იცი არასდროს არ მჯეროდა სურვილების, მაგრამ ერთხელ ვასკვლავი, რომ ჩამოვარდა ჩავიფიქრე სურვილი.
- მერე რა მოხდა? აგისრულდა?
- კი ამისრულდა.
- რა სურვილი იყო?
- ეხლა შენ...
- არც მაინტერესებდა უბრალოდ სიტყვას მოვაყოლე.
- მამაჩემი არ გაჩერდება ჩემს ძებნას შეეცდება.
- რომ გვიპოვონ? რომ მიცნონ?
- დამშვიდდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ გიცნონ.
- არ მინდა დედაჩემი ის ქალი იყოს.
- მოიცადე შენ მართლა არ იცოდი, რომ დედაშენის ქორწილი, შენს რესტონანში იყო?
- არა. დ იმ დღეს, სამზარეულოდან თითქმის არ გამოვსულვარ, მაგრამ მეორე დღეს ვნახე. ჩვენთან სააბაზანოში, რაღაც დარჩა და მე მომიწია მაგის წაღება.
- მერე რა მოხდა?
- არაფერი საშინლად ვიჩხუბეთ. მანაც, როგორც სხვა დანარჩენები ფული შემომთავაზა. არა! ის დედაჩემი ვერ იქნება.
- ხო სალომე დეიდა შენი გაუჩინარების შედეგ მკურნალობდა. ახალი კი ძალიან შეცვლილია. ჩვენც ძალიან იშვიათად ვხვდებით მას. ანა და სალომე ნაჩხუბრები არიან. წლებია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.
- რატო?
- ხომ გითხარი ძალიან შეცვლილია დედაშენი, თითქმის ყველა მეგობარი ჩამოშორდა.
- როგორ ფიქრობ, რომ ვუთხრა, რომ მისი ქალიშვილი ვარ. ამდენი ხნის შემდეგ მიმიღებს?
- მიგიღებს კი არა ისევ ისეთი გახდება, როგორიც აქამდე იყო. მამაშენიც ამ ქალაქშია?
-კი აქაა.
- შენ იცი, რომ მამაშენი მკვდრად გამოაცხადეს და პოლიცია აღარ ეძებს.
- ეს ვინ გააკეთა?
- მამაჩემმა და გაბრიელმა. ეს იმიტომ, რომ მშვიდად გეცხოვრათ. 
- მეძინება გუშინაც...
- ვიცი დღეს, რომ გნახე თვალებზე გეწერა უძილობა. ერთი საწოლია მიდი შენ დაიძინე მე ამ სილამაზით დაავტკბები.
- შენი არ მესმის. დღე სულ სხვანაირი ხარ ახლა კი...
- ეს იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემს გვერდით...
*  *  *
  მესიამოვნა? მისი ზრუნვა და ტბილი სიტყვები მესიამოვნა? არა! ვუკრძალავ ჩემს თავს მაგაზე ფიქრს და დასაძინებლად წავედი. აქ, მართლაც ერთი და პატარა საწოლია. ერთი ადამიანი ძლივს დაეტევა. საწოლის წინ პატარა კრესლოა, რომელიც ასევე ძალიან პატარა. გაბრიელი დამელოდა, როდის დავწვებოდი და ისიც ჩემს წინ კრესლოში ჩაჯდა. აქ ცოტა გრილა, შემცივდი კიდეც თვალებს მჭიდროდ ვუჭერ  გაბრიელს ვაჯერებ, რომ მძინავს. ვგრძნობ მიახლოვდება. ახლა უფროა მკაცრად ვუბრზანებ ჩემს თავს, გონებას, მაგაზე არ იფიქრო. მიახლოვდება და პლედს ზურგზე მაფარებს. კანკალი ამიტყდა ეს სიცივისგან არ იყო ეს ნერვიულობსგან გამოწვეული კანკალი იყო. გაბრიელმა იფქრა, რომ მცივა და და თავისი პლედიც დამაფარა. თვითონ კი ასე სცადა პატარა კრესლოში დაძინებას. რამოდენიმე წუთი ველოდები, რომ ჩასძინებოდა. არ მინდა მიხვდეს, რომ მის პლედს ვუბრუნებ და მას ვაფარებ. ფეხაკრეფით საწოლიდან ვდგები. იატაკი საკმაოდ ძველია და ხმაურიანი, მაგრამ მაინც ჩუმად ვცადე იქამდე მისვლა პლედს თვალდახუჭული ვაფარებ. ოდნავ თვალს  ვახელ და ვხედავ, რომ გალურჯებულია. დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა. მან, ხო ჩემს გამო ასე დაიძინა. ასე, რომ გაცივდეს? ,,რა სისილელეა ნია, რეებზე ფიქრობ“! ჩუმად შიგნიდან ჩემს თავს დავუწყე ჩხუბი და ისევ ჩუმად ვაპირებ უკან გაბრუნებად და მესმის სიტყვები. ,,შენ ჩემი გოგო ხარ“. აი, ხო ვამბობდი სისულელეაა, რასაც მე ვფიქრობ და მას სხვა უყვარს და ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენი გარიგებაა. ამ სიტყვებთ დავიმშვიდე თავი და დაძინება გავაგრძელე.
  გათენდა! საოცარმა ალიონმა თვალის გახელვის თანავე ჩემი ყურადღება მიიქცია. ვიღვიძებ და მაგიდაზე ისევ ცხელი რძე და ორიოდე ქადა მხვდება. ბაბუა ბაღში ფუსფუსებს ალბათ ბოსტნეულს ეძებს საუზმისთვის. გაბრიეს ვერსად ვხედავ ალბათ მან ჩემამდე გაიღვიძა და უკვე წასასვლელად ემზადება. ავდექი მაგიდისკენ დიდი სიხარულით გავემართე, რადგან ასედი გემრიელი საუზმე დიდი ხანია არ მიჭამია. ბაბუა მიახლოვდება და მეუბნება:_ შვილო შენ შეყვარებულმა წერილი დაგიტოვა თვითონ კი წავიდა. ბაბუას ავტომატურად ვბასუხობ:_ არ არის ის ბიჭი, ჩემი შეყვარებული და წერილს ვართმევ. ,,დილამშვიდობისა ჩემო დროებით შეყვარებულო. შენ თუ ეხლა ამ წერილს კითხულობ მე უკვე სახლში ვარ და შხაბს ვიღებ, რათა შენი ნაფერები ხელები ჩამოვიბანო. განა არ მახსოვ, როგორ მომიახლოვდი და პლედი გადამაფარე? გეუბნები გიყვარდები გოგო... გიყვარდები! როგორც შევთანხმდით. მამამ იმაზე ადრე გვიპოვა ვიდრე ჩვენ წარმოგვედნა. მე მათ წამოვყევი და ვუთხარი, რომ მარტო ვარ. ფული ბალიშის ქვეშ დაგიტოვე ბაბუ გზაზე როგორც კი გამოგაცილებს სახლში დაბრუნდი. მე მოვწესრიგდები და შენს სამსახურში მოვალ. დიდი სიყვარულით შენი შეყვარებული“. იდიოტი! რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე! ვიყვირე და ბაბუმ ეგრევე მე შემომხედა . ბაბუშს ვუთხარი, რომ საუზმობა არ მინდოდა და ვთხოვე ჩემთვის გზა გაეკვლია. ბაბუამ ჯოხი აიღო და გზამდე გამაცილა. იქ უამრავი პოლიცია და ხალხი დამხვდა. დიდი ხანი დამჭირდა გამერკვია რა ხდებოდა და ეგრევე მარიამი ამოვიცანი ჩემი დაქალი. იქ გიორგიც იყო და სხვა დანარჩენებიც. შეფიც მოსულა რა უხარხულია ამდენი ხალხი ჩემს გამო შეკრებილან. მარიამმა დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიქცა.
*  *  *
- სად იყავი? იცი რამდენი ვინერვიულე?
- ნია, კარგად ხარ?
- კარგად ვარ გიორგი, ამ ძალიან კეთილმა კაცმა შემიფარა. მაჭამა დასაძინებელი ადგილი გამომიყო.
- შენი შეყვარებული სად არის?
- ის უკვე წავიდა.
- ისინი ვინ არიან? შეფი,  ვისაც ესაუბრება?
- დეტექტივია შენს მოზებნაში ეხმარებოდა.
- მე უნდა წავიდე.
- ნია, მოდი აქ! კარგად ხარ?
- დიახ შეფ!
- გაიცანი ეს ჩემი დეტექტივია გაბრიელი.
- ნია, შვილო ნუთუ ეს შენ ხარ?
- არ ვიცი რაზე საუბრობთ. მე უნდა წავიდე.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები