ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 აგვისტო, 2019


Emily Dickinson - I shall know why – when Time is over (193)

ემილი დიკინსონი - სული სიკვდილით ხუნდებახსნილი (193)

სული სიკვდილით ხუნდებახსნილი,
ჭეშმარიტებას იჭეშმარიტებს -
ყოველი ტანჯვის მიზეზს ამიხსნის
ზეციურ კლასის ოთახში ქრისტე.

მიამბობს, რასაც  დაგვპირდა პეტრე,
მაცხოვრის განსაკვირველი ურვა,
გადამავიწყებს  წუხილის წვეთებს -
ახლა რომ მდუღრავს, ახლა რომ მდუღრავს!

6 აგვისტო, 2019 წ.



Emily Dickinson - I shall know why – when Time is over (193)

I shall know why – when Time is over –
And I have ceased to wonder why –
Christ will explain each separate anguish
In the fair schoolroom of the sky –

He will tell me what “Peter” promised –
And I – for wonder as he woe –
I shall forget the drop of Anguish
That scalds me now – that scalds me now!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს