ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2019


კიდევ ერთი იმედგაცრუება (ვიგემე)

კიდევ ერთი იმედგაცრუება,
უკანმოუხედავი შენი წასვლაა,
მე მერამდენედ  ამტკივდა
გული
თურმე  სიყვარული  ამაო დარდია
აღარ ერიდები ტყუილს.

ამ გრძნობებს რად უნდა
რითმა და სიტყვები
მაწვება ლოდზე უფრო მძიმე დარდი,
ცარიელ გულმკერდში ცეცხლი მიილია
მაგრამ თუ  მიდიხარ,
წადი !


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები