მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ, და როგორ შემძულდა ეს სიტყვაც - \"საშველი\" და ვითვლი საათებს სხეულმაც დამტოვოს, სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები. ვერ მივხვდი, თუ როდის ვიქეცი ასეთად, მე დედამიწაზე ყველაზე მარტო ვარ! ვინც ფიქრობს ჩემს გვერდით იდგა და მავსებდა, ეს სიცარიელეც მან გამიფართოვა. და მეც რომ გაფრენა... ჰო, არ შემიძლია, ამაზე ნაკლებად ვღელავ და ვღელავდი, ეს ისეც იცოდნენ, იცით და იციან, მე მარტოობით ვარ ჩაფლული ყელამდი. მეტირა? ვისთვის ან რაღასთვის მეტირა? წლებია რაც ჩაწვა ეს უამინდობა, მე ხომ სიცოცხლეზე ცოტათი მეტი და სიკვდილზე ცოტათი ნაკლები მინდოდა. და ამ ბრწყინვალების აბსურდულ შუალედს, ვერ ვაგნებ, არ არის! იქნებ არც არსებობს, საკუთარ თავს ბევრჯერ წრე შემოუარე, ჰო, შენ, ჩემო თავო! ამჯერად ასეთო... სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები, სანამდის სულ ბოლო ზამთარმა დამთოვა და როგორ შემძულდა, ეს სიტყვაც \"საშველი\", მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. როი, ნიჭიერი კარგი კაცი ხარ. როი, ნიჭიერი კარგი კაცი ხარ.
13. მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ, და როგორ შემძულდა ეს სიტყვაც - \"საშველი\" და ვითვლი საათებს სხეულმაც დამტოვოს, სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები. მე, დედამიწაზე, ყველაზე მარტო ვარ, და როგორ შემძულდა ეს სიტყვაც - \"საშველი\" და ვითვლი საათებს სხეულმაც დამტოვოს, სული ამ თიხიდან მაქვს გამოსაშვები.
12. ჩემი პოეტი! ჩემი პოეტი!
10. \"წლებია რაც ჩაწვა ეს უამინდობა\"... კარგი ამინდების სიუხვე შენ და ზურგის ქარი! \"წლებია რაც ჩაწვა ეს უამინდობა\"... კარგი ამინდების სიუხვე შენ და ზურგის ქარი!
9. ამდენიხანია აქ წერ, მე მაგ დროს 10 წლის ვიყავი, და სულ ასე კარგებს რომ წერ მარტო მაგიტომ გაფასებ ამდენიხანია აქ წერ, მე მაგ დროს 10 წლის ვიყავი, და სულ ასე კარგებს რომ წერ მარტო მაგიტომ გაფასებ
8. ყველა მარტოა. ვისაც პირიქით ჰგონია ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ მარტოა წინ აქვს ეგ აღმოჩენა. ყველა მარტოა. ვისაც პირიქით ჰგონია ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ მარტოა წინ აქვს ეგ აღმოჩენა.
7. როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3 როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3
6. როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3 როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3
5. როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3 როის ლექსებს ასეთი განწყობაც შვენის <3
4. ჩემი რჩეული პოეტი ჩემი რჩეული პოეტი
3. უკეთესებიც წაგვიკითხავს თქვენი. ესეც კარგია , მაგრამ თქვენთვის უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს დაწესებული ))))) განწყობა აბსილუტურად გასაგებია უკეთესებიც წაგვიკითხავს თქვენი. ესეც კარგია , მაგრამ თქვენთვის უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს დაწესებული ))))) განწყობა აბსილუტურად გასაგებია
2. ფორმაში ხარ და მიხარია!
55555555555555555555555555555555555555555555555555 ფორმაში ხარ და მიხარია!
55555555555555555555555555555555555555555555555555
1. მარტოობა გაქმნევინებს ასეთ პოეზიას,როი.
აბა, მიწიერნი რას დაგეწევიან. მარტო კიარა, ზევით ხარ... მარტოობა გაქმნევინებს ასეთ პოეზიას,როი.
აბა, მიწიერნი რას დაგეწევიან. მარტო კიარა, ზევით ხარ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|