ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
14 აგვისტო, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 10

(სატელევიზიო სპექტაკლი)
სერია # 10

მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
                                                      რომელიც ტელეწამყვანად იქცა;
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


სტუდიაში დილაადრიან მისულმა პაველმა და კანტროლკამ საუბარი გააბარეს:
- ეს ჩვენი „პრარაბი“ ვერ არის თავის მატორზე! - თქვა კანტროლკამ.
- რომელი პრარაბი?
- პრარაბი კი არა, უნდა მეთქვა - ოსტატი! დილიდან დაგვიბარა და თვითონ არ ჩანს!
- ეგ დიდი ხანია ვერ არის თავის მატორზე; საერთოდ არ აქვს მატორი! თანაც, თარსი ტიპია!
- თარსიც არის?
- თარსია აბა რა, ნიუდაჩნიკი, ხელმოცარული ტიპი! ეგ თუ „ოსტატია“, ჩვენ ვარსკვლავები ვართ!
- ვარსკვლავები?
- ჰო, კინოვარსკვლავები! აგე, ტელევიზიაში რო გვაფორმებდნენ, კადრების განყოფილებაში რა გვითხრეს - დღეიდან მსახიობები ხართო! მაგის გვერდში ყოველთვის მეორეხარისხოვანი მსახიობები ვიქნებით!
- მეორეხარისხოვანი?
- შესაძლოა, მესამეხარისხოვანიც!
- მესამე ხარისხივანიც?!
- ხო, მესამე ხარისხოვანიც!
- რა ვქნათ, რამე გეგმა გაქვს?
- გეგმა მაქვს - ჰოლივუდში წავიდეთ!
- ჰოლივუდში?
- ჰო, ჰოლივუდში, ხელფას დოლარებში გადაგვიხდიან!
- ჰოლივუდი სად არის?
- ამერიკაშია!
- ამერიკა მაგარი ქვეყანაა...
- ჰოდა, წავიდეთ!
- რა უნდა გავაკეთოთ ჰოლივუდში?
- ფილმებში გადაგვიღებენ!
- ფილმებში?
- ხო, ფილმებში! შენ რა თუთიყუშივით ყოველ ჩემ სიტყვას იმეორებ?!
- მე ვიფიქრე, ვიღაცების დასახოცად მიძახდი...
- დასახოცებიც ეყოლებათ ვიღაცეები... უნივერსალური ხალხი ვართ! წავიდეთ?
- წავიდეთ!

აღელვებული ოსტატი სტუდიაში შემოდის.
- აქ ხართ?
- აბა, სად ვიქნებით?! შენ სად ხარ, დილაადრიანად დაგვიბარე!
- დღეს ისტორიულ-საკაცობრიო მნიშვნელობის ასტრო-მაგიურ-აპოლასტიურ ცდას ჩავატარებ!
- როგორ ცდას?
- საკაცობრიო მნიშვნელობის ასტრო... - ენა დაება. - დამავიწყდა რა ვთქვი! თქვენი დახმარება მჭირდება, ასისტენტებად გნიშნავთ!
- ჩვეენ?
- ხო თქვენ!
- ცოტა მოიცადე, შენი შეგირდი მოვა და ის დანიშნე ასისტენტად; უმაღლესი აქვს დამთავრებული; აბა, ჩვენ, უბრალო ხალხს მეცნიერებისა რა გაგვეგება?!
- სწორედ შეგირდზე უნდა ჩავატარო ცდა!
- შეგირდზე?
- ხო, შეგირდზე!
- მოკლავ?!
- არ მოვკლავ, თაგვად გადავაქცევ!
- თაგვად გადააქცევ?!
- ხო, თაგვად; თუ გაუმართლა, თეთრ თაგვად გადაიქცევა, თუ არა, მოუწევს რიგით რუხ თაგვად ყოფნა!
- ცოდოა, შეფ!
- უფროსო, მართლა ცოდოა ეგ ბიჭი!
- მეცნიერება, ისევე როგორც ხელოვნება, მსხვერპლს ითხოვს!
დოინჯშემოყრილმა ოსტატმა სტუდიაში გაიარ-გამოიარა.
- ჯალათო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყელში გამავალი საძილე არტერიის მეშვეობით შენ ადამიანის მომენტალურად დაძინება შეგიძლია?
- შემიძლია!
- ჰოდა, ჩემი შეგირდი თავის ადგილს რომ დაიკავებს, უკნიდან მიეპარე და დააძინე!
- დავაძინო?
- დააძინე!
- რატომ უნდა დავაძინო, მღვიძარზე ჩაატარე ცდა! რად გინდა მძინარი თაგვი?!
- მღვიძარი გამიძალიანდება... ერთი სიტყვით, ასეა საჭირო!
- კარგი, დავაძინებ, მაგრამ აბა სად არის, არ მოვიდა!
- მოვა, მე გავაგზავნე ვითომდა საქმეზე, თქვენი გაფრთხილება რომ მომესწრო!

ცოტახანში შეგირდი მოვიდა.
- რა ქენი, იპოვე ის კაცი, ვისი მოძებნაც დაგავალე? - ჰკითხა ოსტატმა.
- ვერ ვიპოვე, მსგავსი სახელის და გვარის კაცი არ მოიძებნა იქ!
- ჯანდაბა მაგას... თავად მოვძებნი! წადი, დაიკავე შენი ადგილი. ისე, რაც ავეჯის რესტავრაციას დავანებეთ თავი, დიდი უსაქმური ვინმე კი გახდი!
შეგირდი თავის მაგიდას მიუჯდა, უჯრიდან წიგნი ამოიღო, გადაშალა და კითხვას შეუდგა. ოსტატმა კანტროლკას თვალით ანიშნა, საქმეს შეუდექიო. ეს უკანასკნელი წამოდგა, ფეხაკრეფით შემოუარა „მსხვერპლს“, ყელში სტაცა ხელი და ის სანამ მიხვდა, თუ რა ხდებოდა, ჩაძინებულს თავი გვერდზე გადაუვარდა.
- უფროსო, მზად არის, სძინავს!
- უკვე?
- ღრმა ძილით სძინავს, თუ გინდა ზარბაზანი ისროლე!
ოსტატმა მძინარს გარშემო შემოუარა, გაღვიძება სცადა და რა დარწმუნდა, ღრმად ეძინა, კანტროლკას მხურვალედ ჩამოართვა ხელი.
- ძმებო, დამეხმარეთ, სკამიანად სტუდიის შუაგულში გამოვაგოროთ!
- შეფ, შენ თუ ამას მართლა გადააქცევ თაგვად, დაგიჭერენ, მთელ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაგატარებინებენ!
- როგორ გაიგებენ, რომ მე ის თაგვად გადავაქციე?
- ჩვენ არ გაგცემთ, მაგრამ კამერებს სად დაემალები, აგე, ყველა ოპერატორი შენ მოგჩერებია!
- კადრებს ტელევიზიის ხელმძღვანელობა თავისი ხელით გაანადგურებს, რადგან თუ გაცხადდა, რომ ამ ტელეკომპანიის წიაღში ადამიანი თაგვად გადააქციეს, სამუდამოდ დახურავენ ტელევიზიას! მე გაქცევით ვუშველი თავს... ამათ იკითხონ - ციმბირს მოატოვებინებენ უკან!
- ციმბირს რატომ? - ჰკითხა კანტროლკამ.
- კატორღა ციმბირშია!
- კატორღაში მეფის რუსეთის დროს გზავნიდნენ...
- საქართველოშიც მოიძებნება კატორღა... სად არის ჩვენთან ძალიან ცივი ადგილი? - ეს კითხვა ისე დასვა, თითქოს ტელემაყურებელსაც ეკითხებოდა.
- საქართველოში ძალიან ხაშურში ცივა! - უპასუხა პაველმა.
- ჰოდა, ხაშური უკან დარჩებათ! - დოინშემოყრილმა კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა სტუდიაში. - თანაც, შესაძლოა ექსპერიმენტი არც შედგეს, ანუ ის არ გადაიქცეს თაგვად; ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ექსპერიმენტი ტიპიურ სატელევიზიო ხუმრობად ჩამეთვლება, ეს არის და ეს!

როცა მძინარე შეგირდი სკამიანად სტუდიის შუაგულში გამოაგორეს, ოსტატმა პაველსა და კანტროლკას უსაფრთხოების მიზნით რამოდენიმე ნაბიჯით უკან დახევა მოსთხოვა; ჰაერი ღრმად ჩაისუმთქა და ზეაღმართული ხელებით „ისტორიულ-საკაცობრიო მნიშვნელობის ასტრო-მაგიუ-აპოლასტიური“ ცდის ჩატარებას შეუდგა:
- აბრა-კადაბრა...
სხვების გასაგონად საიდუმლოს მხოლოდ პირველი ორი სიტყვა თქვა, დანარჩენი გულში ჩაიბუტბუტა. წუთის მეოთხედიც არ დასჭირდა შედეგს, ჰოი საოცრებავ - თავდაპირველად აფეთქების ხმამ მოიცვა იქაურობა და ელვასავით ინათა კიდეც. მერე, რამოდენიმე წამით უკუნეთმა წყვდიადმა დაისადგურა. წყვდიადის გაფანტვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტუდია ბლანტ, რძისფერ ნისლში ჩაძირულიყო. ეს ნისლი შემდეგ სქელ, გაუმჭირვალე კვამლად იქცა; სახანძრო უსაფრთხოების სირენაც კი ჩაირთო, რომელიც კარგახანს გადარეული მეძავივით კიოდა. მთელი ეს ისტერია ტელეკომპანიის სახანძრო სამსახურის უფროსის ცეცხლმაქრით შემოვარდნამ დააგვირგვინა.
- რა ხდება ხალხო, ცეცხლი გიკიდიათ?! - დაიღრიალა მან.
ყველა ისე იყო შეშინებული, პასუხი ვერავინ გასცა. მეხანძრემ, ალბათ კვამლის გამომწვევი კერის აღმოჩენაში, სტუდიის შემოწმება იწყო და როცა იმ სკამს გაუსწორდა, რომელზეც მძინარე შეგირდი იჯდა, იკითხა, თუ რატომ იჯდა იქ ძაღლი.
- ძაღლი?
- ხო, ძაღლი!
დანარჩენებისგან განსხვავებით, ოსტატი სწრაფად მოეგო გონს:
- არაფერია ბატონო, ცოტაოდენ შეუძლოდ იგრძნო თავი და სულის მოსათქმელად სკამზე დავსვით!
- ძაღლი სულის მოსათქმელად სკამზე დასვით?!
- როგორც კი მოითქვავს სულს, ჩამოვა სკამიდან!
- გადამრევს ეს ხალხი...

მეხანძრემ დატოვა სტუდია.

- შეფ, ეს რა მოხდა, სად გაქრა შენი შეგირდი?!
- შეგირდი აქაა, სკამზე ზის, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, თუ რატომ გადაიქცა ძაღლად, როცა თაგვად უნდა გადაქცეულიყო! - ძაღლს გარშემო შემოუარა. -  გამეცალეთ, ცდა უნდა გავიმეორო!
პაველი და კანტროლკა მუჯლუგუნით გაყარა, მაგრამ ისინი გაცლას არ აპირებდნენ, რადგან არ ეჯერათ, რომ შეგირდი ნამდვილად გადაიქცა ძაღლად.
- ვერ გაიგეთ, გამეცალეთ-მეთქი! თუ ჯადოს ზემოქმედების ზონაში მოყვებით, თქვენც რაღაც ცხოველებად გადაიქცევით!
მან ისევ ჩაისუმთქა ჰაერი, ხელები ზეაღმათა და - „აბრა, კადაბრა“... - სტუდიაში ისევ გაისმა აფეთქების ხმა ნათებით, შემდეგ წყვდიადი, ნისლი, კვამლი და სახანძრო უსაფრთხოების სირენის მეძავისეული კივილი; ტელევიზიის მთავარი მეახანძრეც კი ისევ შემოვარდა ცეცხლმაქრით:
- ხალხო, თქვენ იწვით! - და სტუდიის ყოველი კუთხე-კუნჭულის ხელახალი გადამოწმება იწყო. როდესაც შეგირდის სკამს გაუსწორდა, წამოიძახა თუ ახლა რატომღა იჯდა იქ კატა?
- კატა?
- ხო, კატა!
ოსტატი არც ამჯერად დაიბნა:
- რა ვქნათ, ბატონო, ახლა კატა გაგვიხდა შეუძლოთ, ვასულიერებთ... ჩვენ გვიყვარს ცხოველები!

მეხანძრემ დატოვა სტუდია.

ისტორიულ-საკაცობრიო მნიშვნელობის ასტრო-მაგიურ-აპოლასტიური ცდის მესამედ წამოწყების წინ შეშინებული პაველი და კანტროლკა დეკორაციას ამოეფარნენ. ოსტატმა ხელები ზევით აღმართა - „აბრა, კადაბრა“... - და სტუდია ისევ იმ ისტერიამ მოიცვა; მთავარი მეხანძრეც კი უკვე მესამედ შემოვარდა ცეცხლმაქრით. და როცა ამ უკანასკნელმა შეგირდის სკამს ჩაუარა, იკითხა, თუ ახლა იქ რატომღა იჯდა თეთრი თაგვი - თაგვმაც შეუძლოდ იგრძნო თავი?!
- არა ბატონო, ჯამრთელია, უბრალოდ, გვიყვარს და თავზე ვევლებით!

მეხანძრემ დატოვა სტუდია.

გაბღენძილმა ოსტატმა პაველსა და კანტროლკას მოუწოდა გამოსულიყვნენ სამალავიდან.
- ნუ გეშინიათ, თქვენ არ გაიზიარებთ ჩემი შეგირდის ბედს!
- შეფ, შენ ჯადოქარი ყოფილხარ!
- რა თქმა უნდა, მე ბაბა იაგას სანიმუშო მოწაფედ ვირიცხები...
- ეყოფა შენ შეგირდს თაგვად ყოფნა, ეხლა ადამიანად გადააქციე!
- ადამიანად?
და უეცრად ოსტატს გაახსენდა, რომ ბაბა იაგამ თაგვად გადაქცეული ადამიანის უკან, ადამიანად დაბრუნების საიდუმლო არ ასწავლა; არ ასწავლა იმ მიზეზით, რომ თავად არ გამოთქვა ამის სურვილი.
- აუჰ... - აღმოხდა მას.
- რა მოხდა შეფ, რატომ ამოიოხრე?
- ბაბა იაგას არ უსწავლებია ჩემთვის თაგვად გადაქცეული ადამიანის უკან, ადამიანად დაბრუნების საიდუმლო!
- როგორ თუ არ უსწავლებია?! აბა ეს შენი შეგირდი მთელი ცხოვრება თაგვად დარჩება?!
- მთელი ცხოვრება არა... ოდესღაც გამოჩნდება ბაბა იაგა.
თაგვი ხელში აიყვანა და თავის სამუშიო მაგიდაზე გადასვა; თავის მართლებას მოჰყვა:
- რაც შენ შეგემთხვა, ჩემო ძმაო, ბრალი ამაში გარკვეულწილად თავად მიგიძღვის - ბაბა იაგას ასე ხარისხიანად რომ გაუმთლიანე ცოცხის ტარი! მე შენს გარეშე რომ აღმედგინა, აქმდე გაუტყდებოდა, ანუ კიდევ გვესტუმრებოდა; თაგვად გადაქცეული ადამიანის უკან, ადამიანად დაბრუნების საიდუმლოს მასწავლიდა. უნდა ველოდოთ მას, სხვა რა გზა გვაქვს... გულს ნუ გაიტეხ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, უთქვამთ; შენი მდგომარეობა არცთუ ისე საგანგაშოა; პირიქით, მე თუ მკითხავ, ის _ გასხივოსნების ტოლფასია! თავად თქვი, როდისმე ყოფილხარ ასეთი ქათქათა, თეთრი?! გარდა ამას, პირობას ვდებ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ, თხილი და გოზინაყი თავზესაყრელი გექნება! ერთ ჯიშიან დედალ თაგვსაც მოგიყვან! - საჩვენებელი თითი კუდზე გადაუსვა. - ნეტა, ზოომაღაზიაში რა ღირს ერთი თეთრი, ჯიშიანი დედალი თაგვი?
- შეფ, რათ გინდა ზოომაღაზიის თაგვი, „პტიჩი-რინოკზე“ იყიდე, იაფი დაგიჯდება!
- იკადრებს კი „პტიჩი-რინოკისეულ“ პატარძალს პატივცემული?
- რა პრობლემაა, სანამ ერთმანეთს შეეჩვევიან, შუქი ჩაუქრე... მერე წრუწუნები შეეძინებათ - შენი შეგირდი ის ტიპი არ არის, რომ თავისი ნაშიერი მიატოვოს!
- ჩვენ დამლაგებელ გოგოს გადავაქცევ თაგვად; ერთმანეთს ადამიანად ყოფნის დროსაც იცნობდნენ, ადვილად შეეწყობიან...
- ჟანას?
- ხო, ჟანას!
- მუქთათ გამოხვალ... - უთხრა პაველმა.
- ძმაო, აი ხომ ხედავ, შენი გულისთვის იმ მსხვერპლზეც კი მივდივარ, რომ სტუდია დამლაგებლის გარეშე დამრჩება; ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და ვიმუშავებ მტვერში!
- შეფ, დღეს თუ შენი შეგირდი სახლში არ მივა, გადაირევა მისი ოჯახი, ძებნას გამოაცხადებენ!
- რა ვქნა, თუ პოლიციამდე მივიდა საქმე, გაქცევით ვუშველი თავს...
- კარგ რამეს გასწავლი!
- რას მასწავლი?
- ჩვენთან, ტელევიზიაში, მუშად ერთი კაცი მუშაობს, კოპიო შენი შეგირდია, მე თავიდან მისი ტყუპის ცალი მეგონა; ვკითხე კიდეც, ძმა თუ ჰყავდა! არაო, მითხრა. მას გადავაცვათ შენი შეგირდის ტანსაცმელი და გავგზავნოთ მის სახლში, ვითომ ის არის!
- ასეთი დიდი მსგავსებაა მათში?
- გეუბნები, ეგ კაცი შენი შეგირდის ზუსტი ასლია!
- მოვსიჯოთ, მთავარია, მისი ცოლი ვერ მიხვდეს... თორე ბავშვებისთვის რა მნიშვნელობა აქვს?!
- დავუძახო?
- თავის პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას!
- სადააქვს ცხოვრება - დახეული ჯინსებით დადის...
- წადი, მოიყვანე; სიმართლე გითხრა, გაქცევით კი ვუშველიდი თავს, მაგრამ სად გავიქცე...

პაველი გავიდა და რაღაც ხნის შემდეგ იმ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა, რომელიც მართლაც სასწაულებრივად გავდა ოსტატისDშეგირდს.
- ეე! - აღმოხდა ოსტატს. - შენ ჩემი შეგირდის ასეთი ზუსტი ასლი საიდან გაჩნდი?!
- აბა რა გითხრათ, ასეთად გამაჩინეს მშობლებმა...
- რამდენი წლის ხარ?
- ორმოცდაორის!
- მგონი, ისიც ორმოცდაორის იყო, ან ორმოცდასამის...
- რა განათლება გაქვს?
- უმაღლესი მაქვს დამთავრებული!
- ვა, მართლაც რომ ყველაფერში ჩემ შეგირდს გავხარ! კარგი, საქმეზე გადავიდეთ; პაველმა ყველაფერი დეტალებში აგიხსნა, ხომ?!
მამაკაცმა თანხმობის ნიშნად მორცხვად დახარა თავი.
- ასეთ სარფიან შემოთავაზებაზე არც მე ვიტყოდი უარს - კარგი სამსახური, ხელფასი, ცოლი, შვილები... ეს ყველაფერი რამდენი ხანი უნდა გეგროვებინა?! - აათვალიერ-ჩაათვალიერა. - რა გქვია?
- გივი!
- გივი, ტიან-შანიდან?
- საქართველოს მოქალაქე ვარ!
- საქართველოს მოქალაქეობა რა შუაშია?
- ტიან-შანის მთები აზიაში, ჩინეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზეა გადაჭიმული.
ოსტატმა მსუბუქად დაუსტვინა...
- რა ჩინეთი, რის ყაზახეთი, მე უბრალოდ ერთი ქართული მხატვრული ფილმი გამახსენდა... იცი რა, ჩემო კარგო, მე დღეიდან შენ სახელად მიშკას დაგარქმევ!
- მიშკას რატომ?
- იმ არსების საპატივცემულოდ, რომლის პირადი ცხოვრება დღეიდან ესტაფეტის ჯოხივით გადაიბარე! - თითი თაგვს შეახო.
- მას მიშკა ერქვა?
- მიშკა არ ერქვა, ახლა იქცა მიშკად...
- კარგით, დამიძახეთ მიშკა!
- პარალელურად შეგირდად გტოვებ; თუ ოსტატს შეგირდი არ ჰყავს, ის ოსტატი არ არის!
- გასაგებია, პატივცემულო!

ოსტატის დახმარებით `ორეული~ შეგირდის პირადი ცხოვრების შესწავლა-გათავისებას შეუდგა. საქმე იმან გაადვილა, რომ ოსტატი შეგირდის ოჯახში სტუმრად ნამყოფი იყო და გარდა ამისა, საბრალოს მაგიდის უჯრაში საოჯახო ფოტოალბომი და ჩანაწერებით სავსე პირადი დღიური დარჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები