ნაწარმოებები



ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2019


ერი

მე სიბრალული თქვენი მეზობელნნო არ მჭირდება,
თუმც არა არს რა სიბრალულში დასძრახისი.
და არც სხვას რამეს ველი კიდევ გაჭივრებად,
დიდი ხანია არს უკვე მოიპარეს ოქროს საწმისი.

ქვეყანა ჩემი ათას ცოდვებს გადარჩენლი,
ღვთის ნებით ისევ, უანგაროდ ფეხზე დამდგარი
და ბევრჯერ ბოროტ ქარიშხლებით ღრმად დაჩეხილი,
არამც თუ წახდა, რჯულის მადლის  მოაქვს ლამპრი.

მე სიბრალული თქვენი ნეტა რად მეკუთვნის,
არც არას ველი უცხოსაგან სიკეთით ნაცადს,
ასეთი რჯულის გავჩნდით ქვეყნად  დედანი გუთნის,
არც შევიცვლებით, არც გავქრებით არასოდეს არაფრის ფასად!

ნუგზარ ბაკურძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები