ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2019


შენ იცი კარგო, რომ შეძლებულა
თან გიყვარდეს და თან არც
გიყვარდეს?-
ვნებას, რომელიც გამეფებულა
თან იტანდე და თან ვერ იტანდე?
იცი?- ძვირფასო, თურმე ყველაფერს
ჰქონია ზღვარი
და თან უსაზღვრო
გამორეულა იმგვარი წამიც,
იმედად რომ ქრის...ანდაც უსასო.
ყოფილა სევდაც ისეთი ალით,
რომ გათრობს სითბო...
და...
გამყინავიც...
და არსებულა დაღლილი ქალიც
დაცინული და თან დამცინავი.
იცი?- ცოდნია სურვილსაც ჟინი
გარკვეული და ვერ გარკვეულიც,
სიზმრებს კი ისე შეშლილი ძილი
სულისგან შორს რომ დაძრწის სხეული
და ოცნებებსაც სცოდნიათ თურმე,
იცი ძვირფასო?- აკვიატება,
დაცლილ და მაინც მღელვარე სიცილს
სულ სხვანაირი განცდის მატება
ძვირფასო...კარგო...ჰო ხდება ასეც
ეტრფოდე სურვილს, თან ვერ იტანდე
და შეძლებულა ვნებებით სავსეს
თან გიყვარდეს და თან არც გიყვარდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები