ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ.ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2019


ალბათ მომავალში

ახლა ალბათ ვერ გამიგებ,
მაგრამ წარმატების მიღწევის შემდეგ ენის წვერიდან მარჯვენა ხელის ორი თითით ბეწვს რომ მოიცლი მერე გამიხსენებ.
შემდეგ ჩემს ჩაჯმულ ცხოვრებას გადმოხედავ და გაგეღიმება როცა ვიტყვი, რომ არაფერს ვნანობ.
მაგრამ ჩემი სისხლნარევი ხარხარის მოსმენის შემდეგ გაგახსენდება რომ შენც შეგეძლო გეხარხარა, ახლა კი გაკრახმალებული, თეთრი პერანგის საყელოში თავჩაყოფილი ძალით იღიმი.
ორივე გავიფიქრებთ რომ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მაგრამ მივხვდებით რომ გვიანია და მე ჩირქნარევ ნახველში გავაგრძელებ ძილს, შენ კი უკვე პინცეტი დაგჭირდება ყელიდან ბეწვის ამოსაღებათ.
სიკვდილის წინ შეიძლება ღმერთიც კი იწამო და დაჩოქილმა ცრემლიანი სინანული უძღვნა, მე კი ყოველდღე გავუწყრები რადგან დამიჯერა და წავიდა, დამიჯერა და წავიდა, როცა ვაგდებდი.
მე შენი ღამის კოშმარი ვიქნები, რომელიც გაიძულებს გეშინოდეს,
მე შენი ტკივილი ვიქნები რომელიც გაიძულებს იცოცხლო,
მე შენი სიძულვილი ვიქნები, რისი შეყვარებაც ყოველთვის გინდოდა,
მე მონსტრი ვიქნები რომელიც პატარაობისას შენი საწოლის ქვეშ იმალებოდა,
მე შენი სიმართლე ვიქნები რომელიც ტყუილების თქმას გაიძულებს,
შენ ჩემი ნიღაბი იქნები,
შენ იქნები ნამდვილი მე და მე ნამდვილი შენ
და ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით იქ სადაც გვინდა რომ ვიყოთ, შენში და ჩემში,
რადგან ორივე საკმარისად ძლიერები აღმოვჩდით იმისთვის რომ გვეცხოვრა,
მე შეგიზიზღებ შენ კი შეგრცხვება ჩემი,
შენ დაგმარხავენ და დაგივიწყებენ, იმიტომ რომ შენ მე დამმარხე და დამივიწყე,
შენ დაგმარხავენ და დაგივიწყებენ ერთხელ, მე კი ყოველ
დღე, ყველა ადამიანში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები