ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2019


ჩემი პროფესია თავი 34_ე

                                    სად არის მკვლელი? თავი 34_ე
- ნინო, სალომე ოთახში გაიყვანეთ. შვილო შენ მე გამომყევი.
- არა, არ წამოვალ დედაჩემთან მინდა საუბარი.
- შვილო სალომე ავადაა.. გამომყევი დ ყველაფერს მე მოგიყვები.
      სალომე მის დამხმარემ ოთახში ძალიათ შეყვანა. ის  გამწარებული ყვიროდა, რო მან შვილი დაკარგა, რომ მან მიატოვა. აქაურობა ნამდვილ სასახლეს ჰგავს. სახლში, შიგნითაც კი კოშკებია აგებული. მცენარეებიც სახლში დაურგავთ. აუზიც ოთახის ბოლოშია. მთავარი შესასვლელის შუაგულს ულამაზესი პატარა ფანტანია. დიახ, მეგობრებო! ეს ყველაფერი ამ სახლშია შიგნითა. ჭერი დაახლოებით იმხელაა, როგორ მუზეუმის. კედლებზე ძვირადღირებული ნახატები კიდია, თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება, მაინც ერთ ნახატმა მიიქცია, რომელზეც გოგონა, ზურგ შექცევით დგას. ის წითურია, ის ბავშვია, მიდის და ხელში, პატარა თოჯინა უჭირავს. ნუთუ ეს მე ვარ? კარგა ხანს ვაკვირდებოდი ამ სურათს და მოულოდნელად ბატონმა, კაბინეტში მიხმო მითხრა: წამოდი ჩემს კაბინეტში შევიდეთ. განა რა უნდა იყოს ასეთი საიდუმლო, რომ ამხელა სახლში სასაუბროდ კიდევ სხვა ადგილი არსებობდეს. კაბინეტის კარი შეაღო თუ არა მთლიან კედელზე, ვხედავ ბიბლითეკას. ალბათ ყველა მწერალის შემოქმედებამ აქ, მოიყარეს თავი. ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავს. სადაც წიგნებია იქ ვარ მეც. სკოლაშიც უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, რადგან წიგნებს სახლში არ მატანდნენ იქ, მიწევდა მთელი დღის გატარება. ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ბატონი კითხვებს მისმევს, მე კი დაჟინებით ბიბლიოთეკისკენ მაქვს თვალები.
*  *  *
- გიყვარს კითხვა?
- კი მიყვარს უბრალოდ არასდროს მქონია ასეთი ფუფუნება.
- მოდი აარჩიე რამოდენიმე წიგნი და ის შენი გახდება.
- სერიოზულად?
- მოდი ახლოდან შეხედე.
- ამას ავიღებ.
-  რომანი ,,მონანიება“ იენ მაკიუნი. საუკეთესო არჩევანზე შეჩერდი. სხვასაც არ ნახავ?
- არა გმადლობთ. ამასაც  წავიკითხავ და აუცილებლად დაგიბრუნებთ. აქ, ამისთვის არ მოვსულვარ.
- შვილო, აქ ძალიან ბევრი მოდის. ამბობს, რომ სწავლის ფული არ აქვს და დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი კი ამბობს, რომ სალომეს ქალიშვილია. სალომემ დიდი ხნის წინ შვილი დაკარგა.
- ეს თვითონ გითხრათ?
- კი და ამის გამო დღემდე მკურნალობს.
- მე აქ არც ფულის გამო და არც იმის გამო არ მოვსულვარ, რომ მოვიტყუო. მე ნამდვილად მისი ქალიშვილი ვარ. აი, იმ, ნახატს შეხედეთ...
- შვილო ეგ სალომეს აჩუქეს.
- მამაჩემის ნამუშევარს ჰგავს ძალიან. იმ ნახატში, მე ვარ. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი, როგორც წასვლამდე.
- არა შვილო, მაგარს მამაშენი ვერ დახატავდა.
- არასოდეს გიფიქრიათ თქვენი ცოლის წარსულის შესახებ რამე გაგერკვიათ?
- არა შვილო რატომ? მე ჩემს ცოლს ვენდობი...
- მე მამაჩემი მომიკლეს... დაელოდეეთ! მთავარი ეჭვმიტანილი თქვენი ცოლია.
- შვილო რას ამბობ? რაღაც გეშლება...
- სერიოზული, პატიოსანი კაცი ჩანხართ. ჩემი რჩევა იქნება გაარკვიოთ ყველაფერი.
- შვილო, შენ ძალიან პატარა ხარ. ახლა სწავლას უნდა დაუთმო მეტი დრო. ასეთ საქმეებში ნუ გაერევი, კარგს არაფერს მოგიტანს.
- მე უნდა წავიდე.
- მოიცადე! ჩემს მძღოლს ვეტყვი და ის წაგიყვანს.
- არ მინდა გზა ვიცი მე თვითონ გავაგნებ.
- უკანა კარით გადი. სალომე თქვენს დანახვაზე ნერვიულობს.
- ეს იმიტომ, რომ მის წინ მისი გაჩენილი შვილი დგას...
*  *  *
    წამოვედი...დავტოვე სამოთხე და იმ კედლების მიღმა კი დედაჩემის სასოწარკვეტილი ყვირილი. ასეთი მზერა, ასეთი ცივი და მიუსაფარი ჯერ არ მახსოვს. მისი თვალებიდან, ჩანდა ზიზღი სიბოროტე. ის, მე ასეთი თვალებით მიყურებდა და დაუყოვნებლივ ჩემს გაგდებას ითხოვდა. მისი ბატონისთვის უთქვამს, რომ შვილი დაკარგა, აღარ არსებობს. იქნებ უთხრა კიდეც, რომ მისი ქალიშვილი, გარდაიცვალა და მოწყალებას მისგან ითხოვს. ნელი სვლით ავუყვები ჩაბნელებულ ქუჩებს. არსაიდან მანქანა არ ჩანს. მხოლოდ ლამპიონები და გარინდული ხმა. ასე დიდ ხანს ვაკვირდები გზებს. ვფიქრობ საიათ წავიდე? ანდა მაქვს წასასვლელი? გამახსენდა, რომ არა. წასასვლელი არსად მაქვს. ჩემი ცხოვრების ნახევარი დედასთან, მამას მონატრებით გავატრე. ხოლო მეორე ნახევარი კი  მამასთან ერთად, თუმცა ისე ვიზრდებოდი უდედობას ვერ ვგრძნობდი. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც რაიმე ძალიან ამტკივდებოდა და საშველად დედას ვეძახდი. აი მაგალითად თამაშის დროს თუ ფეხს გადავიკვლეფდი მამა, მომიახლოვდებოდა და მამშვიდებდა ,,მალე დედასთან წავალთ“. ქუჩებიც ისეთი ცივია, როგორც დედაჩემის გამოხედვა. განა რატო დავიბადე? დედაჩემი მზრდიდა ისე, როგორც საჭირო იყო? თუ მკვლელ მამას უნდა აღვეზარდე ასეთი? როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა კარგი სამსახური ვიშოვე, როცა უკვე ფეხზე მყარად დადგომას ვცდილობდი. ახლა უნდა მოეკლად მამაჩემი? აქ მოსვამდე ვფიქრობდი, რომ ეს დედაჩემმა ჩაიდინა, რომ მკვლელი ის არის, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. მართალია დედაჩემი ცივია, მაგრამ მკვლელეი არასოდეს გახდება. შორიახლოდან მესმის ძაღლების ყეფა. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ამ ხმების და დედის კალთას ვეფარებოდი. ახლა ვიყურები უკან და ვერ ვხედავ მას. გზის პირას ლოდზე ჩამოვჯექი. ძაღლების ყეფა უფრო მძაფრდება, უფრო ახლოდან ჩამესმის ყურში. თვალებს ვხუჭავ. მინდა წარამოვიდგინო, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარია. ჩემს საწოლში მძინავს და მალე მამა გამაღვიძებს, მეტყვის. ,,ნია, ჩემო პრინცესა, გაიღვიძე ეს უბრალოდ ცუდი კოშმარია“. თვალებს ვახელ და ისევ ცალიალ ქუჩებს, მიტოვებულ ბაღებს, მარტოსულად მდგომ ლამბიონებს ვხედავ. ტელეფონს დავხედე და გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ,,რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ დროს მე დამირეკე. მე ეგრევე შენს გვერდით გავჩნდები“.
*  *  *
- არ იცით, რომ ასეთ დროს ადამიანებს სძინავთ?
- აქედან წამიყვანე...
- ნია! სად ხარ?
- დედაჩემის სახლთან ვარ.
- დამელოდე! არსად არ წახვიდე მე ახლავე მოვალ.
- წასასვლელი არსად მაქვს.
- ნუ წუწუნებ და დემელოდე.
*  *  *
    გაბრიელი მგონი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველა პრობლემას ძალიან მარტივად უყურებს. რაც არ უნდა მოხდეს ის, მაინც იპოვის გამოსავალს , რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს. ამით დეტექტივს ძალიან ჰგავს და ვნახოთ ეგაც ამ პროფესიაში იპოვის საკუთარ თავს? მასთან საუბრის შემდეგ შიშმა ჩემში გაიარა, თუმცა დარჩა დარდი, მწუხარება, რომელიც ძალიან დიდი ხნის შემდეგაც დარჩება ჩემში. მამაჩემი ყოველთვის მაფთხილებდა, ,,რაც არ უნდა მოხდეს არ მისცე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ დაეცე. რამდენჯერაც საჭირო იქნება წამოდექი და გზა გააგრძელე. არავინ  იზრუნებს შენზე უკეთესად,  შენს მომავალზე, არავინ იფიქრებს იმეზა კარგად, როგორც ამას შენ გააკეთებ“. თითქოს იცოდა, თითქოს გრძნობდა, რომ ეს რჩევები დამჭირდებოდა. იქნებ გრძნობდა, რომ მალე მის გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას?  ვინ არის მამაჩემის მკვლელი, ეს თუ არ არის დედაჩემი? ისევ გამალებით ვეკითხები საკუთარ თავს და მოულოდნელად ხმაურზე წამოვდექი. ეს მოტოციკლის ხმაა. იქნებ ვიღაც შეშლილია? იქნებ ქურდია? არა, ესაც თუ გაბრიელია?
*  *  *
- გაგიჟდი! აქ, ასეთ დროს რას აკეთებ?
- დედაჩემი უნდა მენახა.
- მთელი რვა წლის განმავლობაში ამის სურვილი არ გაგჩენია და მაინცდამაინც ახლა? ასე დროს?
- ის ეჭვმიტანილია მამაჩემის მკვლელობაში.
- ვიცი...
- შენ საიდან იცი?
- ჩემი პლანეტიდან დამხმარე მყავს და ყველა ინფორმაციას მაწვდის... საიდან უნდა ვიცოდე ეს დღეებია მამაჩემი, სულ მაგ საქმეშია, დედაჩემიც კი მაგას არკვევს. მოკლედ შენ არ ჩაერიო.
- მე მამაჩემის მკვლელს ვიპოვი და შენ ამაში დამეხმარები.
- რაა? გოგონი ხუმრობ ალბათ არა? სხვის ცხოვრებაში ხელების ქექვა ყველაზე ბინძური რამაა.
- ანუ მამაშენი რასაც აკეთებს არასწორია?
- არა, ის დეტექტივია, ჩვენ კი უბრალოდ მოქალაქეები.
- ის მამაჩემი იყო, როგორ არ გესმი? ის მოკლეს!
- კარგი ხო, რა გაყვირებს? რას აპირებ? გაქვს რამე გეგმა?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე მეცოდინება.
- უკვე ძალიან მეშინია.
- იმ შენს შეყვარებულს გადაეცი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად მოგიწევს ყოფნა.
- მეჩვენება თუ მიმისაკუთრე?
- უბრალოდ საქმის გამო მოგვიწევს ცოტახნით ერთად ყოფნა.
- გასაგებია დასკუპდი მამიდასთან წაგიყვან.
- არა, მამიდასთან არ მინდა.
- აბა, ჩემთან სახლში?
- არა!
- კარგი მაშინ წავედით!
- სად მიდიხარ? მოიცადე ახლა რა უნდა გავაკეათო? მოტოციკლით არასდროს მიმგზავრია. მეშინია! გააჩერე ჩავდივაარ!
- რა გაყვირებს? ჯერ არც დამიძვრია.
- რას აკეთებ?
- ჩაფხუტს გიკეთებ აუცილებელია. დაჯექი... აი, ასე, ეხლა ხელები წელზე შემომხვიე.
- არ არსებობს!
- ნუ გეშინია არ შემიყვარდები. ესაც ერთგვარად აუცილებელია, როდესაც მოტოციკლით გადაადგილდები. მზად ხარ?
- არა!
- კარგი მაშინ წავედით.
*  *  *
  მეგონა ალბათ შიშისგან მოვკვდებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა. გავთავისუფლდი ჩემში თითქოს აღარ არსებობდა შიში, დაძაბულობა, პირიქით მსიამოვნებს. ქარის ტაღები, პირდაპირ სახეში მხვდება. თითქოს ბუნება მესაუბრება ,,მოეშვი, განდავისუფლდი,  შენი დარდები ნიავს გაატანე“ ქალაქის ის ქუჩებია ცარიალი, სადაც ძირითად დროს ვატარებ. აქ, არც ავტობუსებია, არც გაჩერებაზე უცდის უამრავი საზოგადოება. არც გზაზე დადიან ადამიანები უწესრიგოდ. მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ რამოდენიმე მანქანა და ჩვენ. ახლა გავთამამდი, ერთი ხელი გაბრიელის წელიდან ავიღე და ფართოდ გავშალე. მინდა ყვირილი მინდა ვთქვა, რომ ასე კარგად ვარ. გაბრიელმა ეს შეამჩნია და დამიძახა ,,მიდი იყვირე! თქვი ის რისი თქმაც გინდა“.  მე პირი მოვაღე თუ არა ვიყვირე. ,, ასე კარგად ვარ! მე  თავისუფალი ვარ!“ ვიყვირე და ღრმად ჩავისუნთქე. ამან უფრო მიშველა ხელი ისევ გაბრიელს მოვხვიე წელზე და გავირინდე. ასე, ისე კარგად ვგრძნობ თავს არ მინდა ეს წუთები ოდესმე დასრულდეს. მის სურნელს ვგრძნობ და მგონია, რომ ერთხელაც იქნება დავიხრჩობი. ყელში ბურთივით მაწვება მოუსვენრობა. ვგრძნობ, რომ მისი სურნელი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას, მაგრამ მაინც დაჟინებით არ ვაშორებ თავს მის ზურგს. ახლა ვცდილობ მოვაჩვენო, რომ ვითომ მძინავს. არადა მის სურნელში ვიძიები. არ მინდა დამთავრდეს, არ მინდა გათენდეს. აქ სიმშვიდე ვიპოვე, რომელიც მე რამოდენმე დღის წინ უანგაროდ წამართვეს. ასე გარინდებულს კიდევ დიდ ხან ვიქნებოდით, მაგრამ ვგრძნობ, რომ სვლას ანელლებს ალბათ მოვედით. მე კვლავ დაჟინებით არ ვწევ თავს ზემოთ...
*  *  *
- ნია, ასე დიდ ხანს აპირებ ყოფნას?
- რა მოხდა?
- უკვე მოვედით.
- ა, კარგია...
- კი კარგია, მაგრამ ხელებს არ გამიშვებ?
- კი, როგორ არა უბრალოდ პირველად ვიჯექი და ძალიან შემეშინდა.
- რაღაც გზაში ეგ არ გეტყობოდა.
- ეს რა ადგილია?
- დღეს აქ გავათენებთ. დილით კი აქედან ორივე ერთად ბარში წავალთ.
- აქ, ძალიან ცივა.
- არაუშავს შიგნით ყველაფერია. მომეცი ხელი...
- ასე...
- გინდოდა გეთქვა, რომ ასე შეყვარებულები დადიან?
- ხო, მაგრამ ჩვენ...
- ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. დამშვიდდი, აქ, უბრალოდ სიბნელეა ხელს თუ ჩამკიდებ უფრო მშვიდად იქნები.
- რა უცნაური ადამიანი ხარ. ასეთ ადგილებს სად პოულობ?
- მარტო ვიყავი, როდესაც ეს ადგილი ვიპოვე. აქაურობა ძალიან უბრალოა, მაგრამ აქ, როცა ამოვდივარ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
- ეს რა ხმა იყო?
- ნუ გეშინია ეს თუთიყუშის ხმაა. მოდი შემოდი უკვე მოვედით.
- აქ სინათლე არ არის?
- კი, ახლავე ლამპას ავანთებ. შენ ეს სვიტერი ჩაიცვი მე შეშას მოვიტან და დავბრუნდები.
*  *  *
  მეშნია? არა სიმართლე გითხრათ აქ, ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, როდესაც პირველად ტყეში დავიკარგეთ  გაბრიელი ამბობდა, რომ სიბნელის და ტყის ძალიან ეშინოდა. ახლა კი შუა ტყეში, მიტოვებულ სახლში ვართ და ცდილობს ყველაზე ძლიერად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. უყურებ სახლს, თუმცა ეს სახლი არ არის. ეს უბრალოდ ხის პატარა კოტეჯია. არასდროს წარმომედგინა თუ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, როდესად თავს მარტოსულად იგრძნობდა თავს ასეთ ადგლებში შეაფარებდა. აქ მხოლოდ ერთი ხის ტახტი დგას, ღუმელი გასათბობად. მაგიდაც არაა, მხოლოდ ერთი სკამი და პატარა ჩაიდანი ღუმელზე. აქ, ყველაფერი ისეა მოწყობლი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, თუ შეძლებს აქ გაჩერებას. განა რა დარდი უნდა ჰქონოდა გაბრიელს, რომ ასეთ ადგილს შეაფარა თავს? ჭრელი სვიტერი მოვირგე, ზემოდან კიდევ თბილი პლედი მოვხვიე და ტახტზე ფთხილად ჩამოვჯექი. სიცივისგან მოვიკეცე. თავი პლედში ჩავხარე და ჩემს თავს ვეკითხები: რატომ ვარ ასე მშვიდად? ამ ადამიანთან, რატომ არაფრის მეშინია? ვფიქრობ და ვერც ვბრაზდები საკუთარ თავზე. სიცივისგან უკვე კანკალს ვიწყებ, ადგილსაც ვერ ვპოულობ მინდა გაბრიელი, მალე დაბრუნდეს. ნეტავ სად წავიდა? ხომ არ დაიკარგა? მისი ნაბიჯების ხმა უკვე მესმის. ის მიახლოვდება და კარებს აღებს. შემოვიდა თუ არა თავი პლედში ჩავხარე. არ მინდა ჩემი სიმშვიდე ჩემს სახეზე წაიკითხოს.
*  *  *
- ცეცხლის დანთება იცი?
- კი მამამ მასწავლა. პირველად ნაქირავებში, რომ გადავედით იქ გათბობა არ იყო და ამიტომ ასე ვთბებოდით ზამთრობით.
- არ გინდა დამეხმარო?
- სიამოვნებით, მაგრამ ხელები ძალიან გაყინული მაქვს.
- მართალია აქ, ძალიან ცივა, მაგრამ სამაგიეროდ ის ჰაერია, რაც ახლა შენ გჭირდება. აქ, ამოსვლის შემდეგ ვმშვიდდებოდი,  მეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
- ანუ აქ ჩემთვის ვართ?
- კი, ეს ეხლა ყველაზე მეტად შენ გჭირდება.
- ბოლოს აქ როდის იყავი?
- დედაშენის ქორწლის შემდეგ აქ ამოვედი.
- ანუ აქ ჩემს გამო...
- მოდი ცეცხლი უკვე დავანთე.
- უკვე საკმაოდ გვიანია.
- დილის 5 საათია. მიდი დაიძინე გათენდება და წავალთ.
- ეს რა არის? გიტარა აქაც გაქვს?
- კი ეს გიტარა პირველად ვიყიდე. სწორედ ამ გიტარაზე ავაწყე პირველი აკორდები.
- რომელი სიმღერა იყო, რომელიც გიტარაზე პირველად შეასრულე?
- აი ეს მელოდია იყო, რომელიც პირველად გიტარაზე შევასრულე.
- ძალიან ლამაზია.
- სწორედ ახლა, ახალ სიმღერზე ვმუშაობ. დასრულების თანავე ბარშიც გავაჟღერებ.
- მანახე ამ ალბომში წერ?
- ეგ ჯერ ჭუჭყიანი ტექტია. არ შეიძლება! მიდი დაიძინე უკვე გვიანია.
- მოიცადე შენგან პასუხი კიდე არ მიმიღია.
- რაზე მეკითხები?ა, ხო საქმეში ვარ.
- მადლობა.
- კარგი გეყოფა ამდენი ჩახუტება და დაიძინე.
- შენც ხო აქ იქნები?
- მე ადამიანების მიტოვება არ მიყვარს.
- კარგი რა, როგორ არ იღლები?
*  *  *
    ახლა ყველაზე მშვიდად შემიძლია დავიძინო, როგორც დედოფალმა მოვიარე სასახლე, ახლა სამოთხეში ვიძინებ. ადამიანთან ერთად, რომელიც პირობას არ ტეხავს და ჩემს გვერდითაა. გაბრიელი ღუმელთან სკამზე ჩამოჯდა და მე მიყურებს. უბრალოდ უხმოდ, უსიტყვოდ მიყურებს და არაფერს ამბობს. ეღიმება ხელებთ მანიშნებს, რომ უკვე გვიანია და უნდა დავიძინო. მე თვალებს ვხუჭავ და მაინც ვგრძნობ, რომ ჯიუტად ისევ მე მიყურებს. მშვიდი ცეცხლის ხმა ყურში ჩამესმის. პლედი ისევ მჭიდროს მოვიხვიე წელზე და ვცდლობ არ ვიფიქრო, რომ მარტოსული ვარ. ვცდილობ არ ვიფიქრო დედაჩემის ცივ გამოხედვაზე. არ მინდა ვიფიქრო, მამაჩემის ღიმილზე, რომელიც იმ სახლის კედლების მიღმა დავტოვე. ადამიანი მიწად იბადება და მიწად იქცევაო. თვალები დახუჭული მაქვს და წარმოვიდგენ ჩემს თავს ასე. არა! სისულელეა და ისევ კარგ რამეზე ვიწყებ ფიქრს. მახსენდება მელოდია, რომელიც გაბრიელმა რამოდენიმე წუთის წინ გიტარაზე შეასრულა. მისი ხმა მისი ტკბილი ხმა მეუბნებოდა, რომ შენია შენ გეძღვნება, მაგრამ ვინ იცის გაბრიელმა, ვის გამო აიღო ხელში პირველად გიტარა. ვის გამო დაუკრა ეს მელოდი. გაბრიელმა მუსიკას არც ისე გვიან, მაგრამ დამოუკიდებლად ძალიან მალე აითვისა. ეს მე ბარში გავიგე მისი ბენდისგან. გაბრიელმა დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა. სიმღერებსაც კი თვითონ წერს. ამ ბიჭს ყველაფერი აქვს, რაც მე მოსწონს ადამიანში. გარდა იმისა, რომ ძალიან თავხედია და მეტისმეტად პირდაპირი. მე ალბათ ასეთი პირდაპირი, რომ ვიყო შეფი, დიდი ხნის წინ გამაგდებდა სამსახურიდან. რა ძნელია ჩაძინებამდე ფიქრები. ერთდროულად შემოგაწვება ყველაფერი და ბოლოს, როდის ჩაგეძინება არც გახსოვს. რამოდენიმე საათში გათენდა. მე ზურგით კედლისკენ ვარ გადაბრუნებული. ხელი ოდნავ გავამოძრავე და ვგრძნობ, რომ კიდევ ვიღაცის ხელია. გაბრიელს ხელები, ზუსტად ისე შემოუხვევია ჩემზე, როგორც მე მგზავრობის დროს. ჩემი პლედი სულ მას დაუფარებია და ძალიან ტკბილად ჩასძინებია. მინდა წამოვხტე, ვიყვირო, მაგრამ სურნელი, მისი სურნელი არ მაძლევს ამის საშუალებას. ისე ღრმად ჩასძინებია ჩემს გაფართხალებაზეც კი არ ეღვიძება. გარეთ ალიონია უკვე ნელ- ნელა მზე იყურება. ყურში სასიამოვნო ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმის. ღუმელი ჩამქრალა, თუმცა სიცივეს ვერ ვგრძნობ. ყველანაირად ვცდილობ მის გაღვიძებას. ის კი ხელებს უფრო მჭიდროდ მიჭერს წელზე. ახლა უკვე ვცდილობ დავუყვირო. დავუძახე, ვერც ვტრიალდები, ძალიან პატარა ადგილია და ამის საშუალებას გაბრიელი არ მაძლევს. უკვე ყვირილს ვიწყებ:_ გაბრიელ! ადექი უკვე მოვედით!
*  *  *
- საად? უკვე ჩავდივართ?
- კი გაბრიელ, ავტობუსი დიდი ხანია ბოლო გაჩერებაზე დგას.
- მაპატიე... ღამე ძალიან შემცივდა, თანაც ძალიან მეძინებოდა. თავიდან პატარა ადგილი დავიკავე, მაგრამ შემდეგ შენ, ჩემს გადაგდებას ცდილობდი.
- აბა რა გეგონა? შენ მე პლედი წამართვი და სულ შენ დაიფარე.
- ხვდები, რომ ძალიან სისულელეზე ვკამათობთ?
- მაგაში გეთანხმები. აბა წავიდეთ?
- კი მე მამიდასთან დამტოვე. გამოვიცვლი და ბარში წავალ.
- ხო მეც სახლში უნდა ავიარო. ჩემს სხეულზე ისევ შენი ნაფერები ხელებია.
- ეს ჩემი ბრალი არაა.
- კარგი ხო წამოდი.
- ნია რას აკეთებ?
- ხელს გკიდებ. აქ, გასვლის მეშინია.
- რატომ? ახლა ხომ დღეა?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და ხელი არ გამიშვა.
*  *  *
  ახლა ყველფერი სხვაგვარად არის. გათენდა და თითქოს გაბრიელში ეშმაკი იღვიძებს. ეს მგონი მხოლოდ ღამით არის მზრუნვალი ადამიანი. მოტოცკლზე დავჯექი თუ არა მითხრა, რომ ხელები, შეგიძლია ამას მოკიდოო. მეც ვუპასუხე: ასე მირჩევნია და გზა ქალაქამდე ასე გავაგრძელეთ. ამის შესახებ გუშინვე ვიცოდი, მაგრამ მე, მაინც წელზე მოხვევა ვარჩიე. ქალაქამდე მშვიდად ვიმგზავრეთ. აი, როგორც კი ქალქში შევედით ხალხი ისეთი ოდენობით იყო თითქოს ადრინდელივით პურის რიგში იდგნენ და არ უცდიდნე  ერთმანეთს. ავტობუს გაჩერებაზე, ორი ქალი, ერთმანეთში ჩხუბობენ. ისინი კამათობენ, რომ მასზე პირველი მოვიდა. ბავშვები უფროსების გარეშე გზაზე მოულოდნელად გადარბიან. ასეთ დროს ქალაქში სრული ქაოსია. უბრალოდ ასეთ დროს, აქ, არ უნდა გაიარო და ეს, როგორც წესი დილის სამსახურში წასვლისას ხდება. ვხედავ კაფიდან კაცი, კლიანტს გაეკიდა ფული არ გადაუხადა და კაცი თავის ფულს ითხოვს. აი, გზის პირზე, ქალს და ბავშვს ვხედავ. ბავშვი გამწარებული ყვირის დედას. დედამისი კი თავს ტელეფონიდან არ იღებს. ბავშვი პატარაა, შეიძლება გზისკენ გაიქცეს. არა! ამას არავინ უყურებს,  არავინ ყურადღებას არ აქცევ. ეს ჩვენი ქალაქია. აქ, ყველაფერი უწესრიგოდ ხდება. გაბრიელმა მამიდას სახლში დამტოვა და მითხრა, რომ ამჯერად არსად გავიქცე. ეს გაფთხილება უკვე ჩვევად ექცათ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. მამიდაც ხშირად მიმეორებს ამას. სახლში, რომ შევედი სიმშვიდე იყო. ტყუპებს ასეთ დროს სძინავთ, ბიძია სამსახურშია, ხოლო მამიდა კი სავარჯიშოდ არის გასული ტბაზე. მე ეგრევე აბანოში შევდივარ. წყილის წვეთები, როგორც კი სახეზე მომხვდა გამახსენა გუშინდელი ღამე. დედაჩემი გამახსენდა. გაბრიელის მოულოდნლი გამოჩენა გამახსენდა და კოტეჯი, რომელსაც  ,,სიმშვიდის სახლს“ დავრქმევდი. მე მგონი ნებისმიერი ვინც არ უნდა ავიდეს იქ, ყველა სიმშვიდეს იპოვის. წყლის ყვეთები ახლა წელზე მხვდება და მახსენდება ჩემი დილა და გაბრიელი ხელები. ჩემი ხელები, წელზე შემოვიხვიე და თითქოს არ მინდა ჩამოირეცხოს. არ მინდა ის შეგრძბა ჩემში გაქრეს. გული მოულოდნელად ამიჩარდა, თავბრუ დამეხვა. განა რა არის ეს? ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. გამოვედი აბანოდან და ჩემს ოთახში შევდივარ. უკვე რამოდენიმე წუთია სამოსს ვარჩევ და ვერ ავარჩიე. ჩემს ოთახში მამიდა შემოდის და მეუბნეება:
*  *  *
- ეს შვინდისფერი კაბა ჩაიცვი ძალიან მოგიხდება.
- კი, მაგრამ დღეს ცოტა წვიმიანი დღეა.
- ჩაიცვი და მერე ჩემს ოთახში შემოდი. მოსაცმელს მოგცემს.
- არა, იყოს პიჯაკი მაქვს. ცოტა ძველია, მაგრამ...
- გინდა შუა კვირაში საყიდლებზე წავიდეთ? რამე ვიყიდოთ შენთვის.
- თვის ბოლოს იყოს ხელფასს ავიღებ. მალე სასწავლო წელიც იწყება და კარგად უნდა გამოვიყურებოდე. მამიდა შეიძლება რაღაც გკითხო?
- მიდი მკითხე რაც გინდა.
- მამიდა რისი ბრალია, როცა მოულოდნელად გული გიჩქარდება და თავბრუ გეხვევა?
- შვილო ავად ხარ? წამოდი ექიმთან წავიდეთ.
- არა, მამიდა ავად არ ვარ.
- აბა, მოიცა შენ რა შეყვარებულიხარ?
- არა, რა შეყვარებული. არც შეყვარებული არ ვარ.
- აბა, მაშინ ვიღაცით ძალიან აღრფთოვანებული ხარ. მეც ეგრე ვიყავი თავიდან ბიძაშენზე.
- მერე რა მოხდა?
- რა მოხდა და ყველაფერს იმას აკეთებდა, რაც ძალიან მიყვარდა.
- როგორ გავს...
- რამე თქვი?
- არაფერი მამიდა. ამას ჩავიცმევ და მალე ბარში უნდა წავიდე.
- ჯერ ისაუზმე და მერე წადი. ხოდა კიდევ  ეგ ბიჯაკი, არ ჩაიცვა მეტისმეტად ძველია და ეფექტს ვერ მოახდენ. სამზარეულოში ჩადი და მეც მალე ჩამოვალ.
- ტყუპებო, თქვენ ასე ადრე რატომ გღვიძავთ?
- დღეს ბებიასთან მივდივართ. დედა მთელ დღეს სალონში მარი დეიდასთან ერთად ატარებს.
- მართლა... მოდი მაშინ კარგად უნდა შეჭამოთ. მე კვერცხი არ მიყვარს.
- მე კიდევ რძე.
- გოგოებო, ასე ვერ შევთანხმდებით. ამ მაგიდაზე, რაც დევს ყველაფერი იჭმევა. მოდი ერთად დავერიოთ!
- აქ, რა ხდება? მე არაფერს მიტოვებთ?
- კი, როგორ არა ხიზილალა დაგიტოვეთ.
- ეგ მე, რომ არ მიყვარს.
- დედა შეჭამე და მიხვდები ჩვენ  რძეს, როგორ ვსვავთ...
- ალისა ეს რა სიტყვიბია?
- მე უნდა წავიდე.
- აი, გამომართვი მგონი ეს ძალიან მოუხდება ხო?
- კი ძალიან ლამაზია მადლობა.
- ფთხილად იარე.
- მადლობა მამიდა!
*  *  *
  გზა სამსახურამდე ძალიან სწრაფად გავიარე. რესტორნის შესასვლელში ძალიან ბევრი ხალხია. შორიახლოს სასწრაფოს მანქანა დგას. ეს სურათი ბოლო რამოდენიმე დღეა ძალიან ცუდად მხვდება, თუმცა ახლა არ მგონია ვინმე ჩემნიანად იყოს ავად. იქნევ შეფმა, ბევრი დალია და ისევ ცუდად გახდა, ან იქნებ, რომელიმე კლიანტია ცუდად. მინდა რესტორანში შიგნით შევიდე, მაგრამ ხალხი, ამის საშუალებას არ მაძლევენ. ,,დედა მოუკლეს! საწყალ გოგოს დედა მოუკლეს“. მხოლოდ ეს სიტყვები გავარჩიე ამდენ ხალხში. ,,მარიამ შვილო, გონს მოდი... მარიამ!“ ამ სიტყვებმა თავში ძალიან მწარედ გამიელვა. დიდი სისწრაფით მაქანისკენ გავიქეცი და ხელებში ჩემი მეგობარი მარიამი შემრჩა. ის კლიანტს ემსახურებოდა, როდესაც ტელეფონით დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ახლა მარიამი, უგონოდაა და სასწრაფოს ის, საავადმყოფოში გადაყჰავს. მარიამი ჩემს მსგავსად მხოლოდ დედამ გაზარდა პატარა იყო მამამ მიატოვა და ისიც  ჩემს მსგავსად დედისთვის მუშაობდა რესტორანში. ადგილს ვერ ვპოულობ, მინდა მარიამთან ახლოს  მივიდე, მაგრამ ხალხი, კვლავ ხალხი არ მაძლევს ამის საშუალებას. გასასვლელში ბიძიას მანქანს ვხედავ. ის, თომასთან ერთად დგას.  ბიძიასკენ წავედი ის ჩვენებას ახლო მახლო მდგომ ქალს ართმევს.
*  *  *
- ბიძია რა ხდება? მარიამის დედა ვინ მოკლა? ან, თქვენ  აქ რატომ ხართ?
- შვილო ერთიდაიგივე უბანში, ორი ადამიანია გარდაცვლილი. ეჭვია, რომ მკვლელი ერდიდაიგივეა.
- მამაჩემიც მან მოკლა?
- ნია ეს შენ საიდან იცი?
- გავიგონე მამიდას, რომ ესაუბრებოდი. შეიძლება მკვლელი აქ იყოს ჩვენთან ერთად?
- შეიძლება.
- უნდა შევაჩეროთ! ასე შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს და როდემდე?
- შვილო შენ არ ჩაერიო. ამას ჩვენ მივხედავთ.
- აქ, რა ხდება? მამა, კიდევ ვინმეს ცხოვრებაში ჩაყავი ცხვირი?
- გაბრიელ შვილო, ეხლა ამის დრო არ არის.
- მოიცადე მართლა რა მოხდა?
- მარიამის დედა მოკლეს. თვითონ მარიამი კი სასწრაფომ წაიყვანა. მასთან მინდა წამიყვანეთ!
- წამოდი მე წაგიყვან.
- თომა, ესენი როდის აქეთია დამეგობრდნენ?
- შენ დასაწყისში უნდა გენახა ძმაო, ერთმანეთს ჭამდნენ. ჩემი შვილი არასერიოზულია მეშინია გოგოს, გული არ ატკინოს.
- წამოდი შეფი ვნახოთ.
- დღეს რესტორან კეტავს.
- აბა რა იქნება. ერთი კვირაა საშინელებები ესმის მის ბავშვებზე.
*  *  *
  წყეული სავადმყოფოს თეთრი კედლები. და კვლავ სიცივე ჩემს სხეულში. არ ვიცი, როდესაც გონს მოვა, როგორ უნდა ვანუგეშო. ჯერ მე ვერ გავიაზრე უმამობა. ის, როგორ უნდა დავამშვიდო? რა უნდა ვუთხრა? ის, რომ უდედობა არაფერია? თუ ცხოვრება, რომ გრძელდება? ყველაზე საშინელი რამ ახლა უნდა მოხდეს. მარიამი გონს მოვა კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ დედა მოუკლეს და კიდევ ერთხელ დაიმარხავს თავის თავს. კიდევ ერთხელ დაიდანაშაულებს საკუთარ თავს. ექიმი გამოვიდა და თქვა, რომ დამამშვიდებელი გაუკეთეს და ახლა სძინავს. მისი რეაქცია ბუნებრივია. უდედობა იგრძნო და გონება დაკარგა. ეს რამოდენიმე საათიანი ძილი, რომ რამეს შველიდეს. ახლა ჩვენ, აქ, არ ვიქნებოდით. სახლში დავწყვებოდით და მშვიდად დაველოდებოდით ხვალინდელ დღეს. გათენდება დღე და მივიწყებას მიეცემა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე. საშინელებაა, როცა კვდებიან, მაგრამ კიდევ უფრო საშინელებაა, როცა ვიღაც სხვა,  თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ სიცოცხლეს ართმევენ.  დერეფნის ბოლოს ქალი და ბატონი შევნიშნე. ის დედაჩემია. დავინახე თუ არა მათკენ გავიქეცი.
*  *  *
- მკვლელი დანიშნულების ადგილზეა. ჯერ მამა მომიკალი მერე ჩემი მეგობარს დედა მოუკალი. ვინ ხარ? რა ადამიანი ხარ? როგორ შეგიძლია ისუნთქო მაშინ, როდესაც ხელები სისხლში გაქვს გასვრილი.
- მე არავინ მომიკლავს! მე მკვლელი არ ვარ! ჩემი შვილი მე არ მომიკლავს!!!
- რას ამბობს ეს ქალი?
- პაციანტს პალატაში შევიყვანთ.
- მე მკვლელი არ ვარ! მე არავინ არ მომიკლავს!
- ვერაფერი გავიგე.
- შვილო, აქ ექიმთან მოვედით. დამამშვიდებლები გაუთავდა და რეცეპტზე ვართ მოსულები. სალომე მკვლელი არაა. უბრალოდ სულ ამას იმეორებ. ამბობს, რომ საკუთარი შვილი, მას არ მოკლავს.
- ბატონო! თქვენი ცოლი გკითხულობთ.
- კარგი ახლავე მოვალ...
*  *  *
  დედაჩემს მე მკვდარი ვგონივარ. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და გონია, რომ მკვლელი თავად არის. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დედაჩემი ფსიქოლოგიურად ავადაა. ექიმმა მითხრა, რომ ესე ბოლო რამოდენიმე კვირაა,რაც ასეა. დაახლობით იმ დღიდან, როდესაც პირველად მივედი მის სახლში. ახლა აქ, მარიამის ახლობლები მოცვივდნენ. ის ადამიანებიც, ვინც წლების განმავლობაში არ უნახავს. მარიამი ისევ უგონოდაა, ის საღამომდე გონს არ მოვა. ახლა უმოქმედება არ შემიძლია ყოფნა. გაბრიელს მოვკიდე ხელი და ეზოში გამოვედით.
*  *  *
- საქმე უნდა მოვიპაროთ.
- რაა? ამას სერიოზულად ამბობ?
- კი სერიოზულად ვამბობ. მკვლელი  არ გაჩერდება და კიდევ ვინმეს მოკლავს.
- მოიცადე ამას, როგორ გავაკეთებთ. არც გაბრიელია სულელი და არც მამაჩემი?
- მე ვიცი მათი საიდუმლო ადგილი.
- ეგ საიდან?
- მამამ მითხრა. ისინი საიდუმლოდ ოფისის სარდაფში მუშაობენ.
- და გასაღები სადაა?
- ერთი შენს საბავშვო ეტლშია, მეორე კი თან აქვთ.
- კაი ერთი და ამ ორიდან, რომელი უფრო მარტივი მოსაპოვებელია?
- ეტლი უნდა ვიპოვოთ.
- არ გამოვა დღეს დედაჩემი სახლშია.
- არაა სახლში. მამიდასთან ერთად სალონშია.
- შენ ყველაფერი გცოდნია. მაშინ წავედი!
- ისევ მოტოციკლით?
- თუ არ გინდა შეგიძლია ტაქს გამოყვე.
- მე ვთქვი, რომ არ მინდა?
- გოგო! დღეს რაღაც ძალიან მომწონხარ. ეგ კაბაც ძალიან გიხდება.
*  *  *
  სხვის სახლში შეპარვა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გაბრიელის ეტლის მოძებნა იყო. ის ეტლი, საწყობში ყუთებს შორის იყო გაჭედილი. ძალიან რთულია იქამდე მისასვლელი გზა. აქაურობა სულ ყუთებითაა სავსე. გაბრიელი ცდილობს ეტლი უსაფრთხოდ გამოიღოს. აი, როგორც იქნა ეტლს მიუახლოვდა და ყუთები თავზე ეცემა. მე გამწარებული მის სახელს ვყვირი. მასთან ახლოს მივედი და ცარიელი ყუთები გვერზე გადავყარე.
*  *  *
- კარგად ხარ?
- არა! არა ვარ კარგად. ეს რა აიჩემე? გამომართვი აი, ეტლი აქ არის. ვინ იცის იქნებ გასაღები გადმოვარდა კიდეც.
- ვერ გადმოვარდებოდა. ეტლს ქვემოთ აქვს დამაგრებული.
- საღოლ მამაჩემს... სამალავიც კარგად შეუღჩევია.
- გასაღები ვიპოვე! აქ არის. წავედით!
-  მე ასე ვერ წამოვალ. წყალი უნდა გადავივლო. შენ, აქ, იჯექი და დამელოდე.
- ეს შენი ოთახია?
- იცოდე არაფერს არ შეეხო.
*  *  *
  ზუსტად ასეთი წარმომედგინა გაბრიელის ოთახი. ერთ კედეზე, მისი სურათია სავარაუდოდ მისი კონცერტიდანაა. მეორე მხარეს, კუთხეში, იამახა დგას ეტყობა, რომ უკრავს და მუსუკასაც წერს. აქ, ყველანაირი მოსწობილობებია ამისთვის. საუკეთესო კომპიუტერი, ყურსასმენები და მიკროფონიც აქვს. საწოლიც მუქ ფერებშია. აქაურობა ძალიან მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქაღალდეა. საწოლთან გადაშლილი წიგნი დევს მართალია მითხრა არაფერს არ შეეხოვო, მაგრამ წიგნის ყდას, როგორც კი დავხედე დავინახე, რომ იცის ,,მონანიებას“ კითხულობს. მესმიამოვნა, რადგან ერთიდაიგივე გემოვნება გვაქვს. გაბრიელი სააბაზანოდან ჩემს სახელს ყვირის. ცოტა სააბაზანოს კარს მივუახლოვდი და ვცდილობ გავიგო რა უნდა.
*  *  *
- ნია შეგიძლია კარადიდან პირსახოცი შემომაწოდო?
- გამოდი და შენ თვითონ აიღე.
- კარგი მაშინ.
- რას აკეთებ? გაგიჟდი?
- როგორც შენ მითხარი ისე მოვიქეცი.
- ავადმყოფი ხარ.
- შეგიძლია შემოიხედო უკვე ჩავიცვი.
- წამოდი დრო ცოტა გვაქვს. ყველაფერი ბიძიას მოსვლამდე უნდა მოვასწროთ.
*  *  *
  ბიძიას ოფისში მივედით თუ არა დაცვა გვეკითხება:_ ვინ ხართ? გაბრიელი ჩემს წინ წაიწია და თქვა, რომ მამას კაბინეტში, რაღაც უნდა დაუტოვოს. გზა ასე მის კაბინეტამდე გავაგრძელეთ შემდეგ კი კიბეებით სარდაფისკენ წავედით, როგორც კი ჩავედით კარები გავაღე. გაბრიელს ვუთხარი, რომ გასასვლელში დამელოდოს, რაც საჭიროა ყველაფერს ავიღებთ და წავალთ. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, მაგრამ აქ, ყველაფერი არეულია. სარდაფის შუაგულს დიდი მგვალი მაგიდაა. მაგიდაზე, უამრავი ფურცლები ყრია. რამოდენიმე კომპიუტერს სშორის დიდი თეთრი დაფაა. ამ დაფაზე, მგონი ჩემი მთელი ოჯახია. დაფაზე მთავარი წარწერა ასეთია. ,,ყველაფერი კი არ სრულდება ყველაფერი ახლა იწყება!“ მამაჩემის, დედაჩემის, შეფის და ყველა იმ ბავშვის ფოტოა, ვინც ჩემთან ერთად მუშაბს. დაფას სურათები გადავუღე თუ არა გაბრიელი მეძახის, რომ ვიღაც მოდის. კარები ჩავკეტეთ და კიბეების ქვემოთ დავიმალეთ. გაბრიელი პირზე ხელს მაფარებს მე კი მას, რადგან ერთი შეცდომაც და გამოგვიჭერენ. სარდაფის კარებს გაბრიელი და თომა უახლოვდებიან თან გზაში საუბრობენ.
*  *  *
- საინტერესოა შეფი, მის კაბინეტში რას მალავს?
- რა უნდა დამალოს ძმაო. ბოლოს, რომ მანდ ვიყავი კარადებიც კი ცარელა ჰქონდა მხოლოდ მისი გარდაცვლილი ცოლის სურათი ედო წინ.
- საინტერესო კაცი ჩანს. დავიჯერო ასე სკამზე ძინავს ყოველღამე?
- წამოდი ძმაო, შევიდეთ თორე ასე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდება.
- დანარჩენები სად არიან?
- მალე მოვლენ.
*  *  *
  სარდაფში შევიდნენ თუ არა ჩვენ იქაურობა დავტოვეთ. ოფისის ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და ვცდილობ ყველაფერი გავაანალიზო. მამაჩემი მოკლეს მაშინ, როდესაც მე ქალაქიდან გასული ვიყავი. მარიამის დედა მოუკლეს მაშინ, როდესაც ის, ბებიასთან ერთად იყო. ბიძაჩემის თქმით მკვევლი ერთი და იგივეაა. სურათებს თვალი გადავხედე და შევამჩნიე, რომ შეფს ბავშვთან, ბიჭთთან ერთად აქვს სურათები გადაღებული. აქ მინიშნებაა, რომ ეს შეფის შვილია. საინტერესოა შეფს, არასდრს უხსენებია, რომ შვილი ჰყავდა. ის მხოლოდ მის გარდაცლილ ცოლს ახსენებდა გამუდმებით. თუ შეფს შვილი ჰყავს ახალა სად არის? მამაჩემის მკვლელის ვინაობის დადგენას ვციდილობდი და ახლა უფრო მეტი საფიქრალი გამიჩნდა. ფაქტია, რომ შეფი ბავშვების მიმართ მეტისმეტად კეთილია თუ არ ჩავთვლით მის მკაცრ ხასიათს.  სურათებზე დაკვირვებაში აღმოვაჩინე ისიც, რომ მამაჩემი გვიან ღამით ჩემი გაუჩინარებიდან ერთი საათის შემდეგ მოუკლავთ. მკვლელს საუკეთესო დრო შეურჩევია მკვლელობისთვის, რადგან ასეთ დროს მოსახლეობას სძინავს. თავი არ ამიწევია ტელეფონიდან ისე ვაკვირდები სურათებს.
*  *  *
- გამაგებინე მაგ პატარა ტელეფონში რას ხედავ?
- შენ იცოდი, რომ შეფს შვილი ჰყავდა?
- კი პირველი ქორწინებიდან. სასამართლო ვერ მოიგო და მეუროება ჩამოართვეს.
- ახლა სად არის ეს ბავშვი?
- არავინ იცის. სწორედ მაგას ეძებენ ახლა.
- ეს ყველაფერი შენ საიდან იცი?
- ხო გეუბნები ეს ყველაფერი სხვის ცხორებაში ჩიჩქინს ნიშნავს.
- შეფს კაბინეტში უნდა შევიდეთ.
- საკმარისია! დღეს ამდენი ადრენალინი.
- არა, წამოდი ამჯერად ყველაფერი მარტივად იქნება.
- შენთან ერთად არაფერია მარტივი.
- ხოდა წამოდი.
*  *  *
- ვაა! პატარა გაბრიელს გაუმარჯოს. ვინა ეგ გოგო? შენი ახალი ნაშაა?
- ბიძია! ეხლა ამის დრო არ არის, თანაც მას შენც იცნობ.
- შემომხედე... მოიცადე, შენ ის უშნო გოგო არ ხარ? ჩემი დიშვილი.
- გამარჯობა რატი ბიძია.
- ბიძია არა ის კიდე. მოიცადე მოდი უნდა ჩაგეხუტო.
- ასე გამგუდავთ.
- რამხელა გაზრდილხარ უკვე ქალი ხარ.
- მე კი გავიზარდე, მაგრამ მგონი თქვენ, ჯერ კიდევ ვერა.
- აქ, რას აკეთებთ? ა, მოიცადე გაიგეთ, რომ აქ, მოსვლას ვაპირებდი და ჩემს სანახავად მოხვედით?
- კი! ასე იყო, მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ გვეჩქარება.
- ბიძია ნია, მართალია სხვა დროს ვისაუბროთ.
- სად გარბიან? ეს ბავშვები, კი არადა სიმაღლეში უკვე გამასწრეს...
*  *  *
    ყველაზე მარტივი აქ შესვლა მეგონა, მაგრამ არა! შეფს, თითქმის ყველა კარი ჩაუკეტია. მხოლოდ სამზარეულოს მხარეს იყო ერთი ფანჯარა ღია. ფანჯრის სიმაღლე ჩემთვის ძალიან მაღალი იყო და  ამიტომ გაბრიელს ვთხოვე დახმარება.
*  *  *
- ნია, ასე ნუ მექაჩები ორივე წავიქცევით.
- მიდი სულ ცოტაც და გადავძვრები.
- საინტერესოა იქიდან, როგორ გამოვალთ?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და დამეხმარე.
- ასეთი მზიმე, რატომ ხარ?
- აი გადავედი! ახლა შენი ჯერია. ხელი მომეცი...
- რა იყო?
- არაფერია უბრალოდ  ჩემთან ძალიან ახლოს ხარ.
- ახლა საით?
- ჩუმად იყავი და მე გამომყევი.
- ნია რატო ჩურჩულოებ? აქ არავინაა.
- შეიძლება შეფი შენობაშია. აი, აქეთ მისი ოთახია.
- და გასაღები?
- გასაღები მე მაქვს. ერთხელ მანდო და მომცა მის შემდეგ გამორთმევა დაავიწყდა მე კი მისთვის დაბრუნება.
- აი, ეს ოთახია.
- ახლა რას ვაპირებთ?
- ღმერთო ჩემო!!! ეს რა არის?
- აქ, ყველა იმ ბავშვის ფოტოა, ვინც აქ, მუშაობს. ესენი კი მისი ოჯახის წევრები არიან.
- გაბრიელ, შენც იმას ხედავ, რასაც მე?
- კი ნია, მამაშენის და მარიამის, დედის სურათია გადახაზულია.


გაგძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები