ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2019


თ.თ

ასეა,როცა მოგონებებს შლიან წვიმები,
შენ,ჩუმდები და მე ტკივილზე ლაპარაკს ვიწყებ.
ფიქრგაბნეული ღამეები ერთურთს მიება,
და მე ვერ ვხვდები,რატომ ვერ ვგრძნობ ფეხებ ქვეშ მიწას.
შენ,შეიცვალე-სულ დაკარგეს შენმა თვალებმა,
ის ეშმაკები,ის სხივები მე რომ მათრობდა,
ხო,შენ აღარ ხარ ნიავივით მხნე და თავნება,
და მაინც არ მსურს არავისთვიშ შენი დათმობა...
შენ მაინც ჩემი ყველა ფიქრის ეპილოგი ხარ,
და ყველა ბრაზის დამთრგუნველი,იმედი ხვალის,
ქარი ქუჩებში მიმობნეულ ფოთლებს მოხიკავს,
და არ დარჩემა ჩემი ჩრდილი და ჩემი კვალიც
ისე მარტივად წაიშლება გამოჩნდა როგორც,
შენ ნუ იდარდებ ასე არსად განვმეორდები.
და სხვას არავის არ ერქმევა ეს \"ჩემი გოგო\"
და სხვა ვერ შეძლებს ჩემს მკლავებთან ისე მორგებას
როგორც შენ,ჩვენ ხომ ერთმანეთი ამოვიჩემეთ,
ან უფრო სწორად ერთმანეთმა ამოგვიჩემა,
ირგვლივ მყოფები გამუდმებით იმას გვირჩევენ,
რომ ჩვენი გზების გადაკვეთა არ შეიძლება...
მე მაინც აქ ვარ,მინდა ამ გზით მანამ ვიარო,
ვიდრე ღიმილი შემიძლია და ვიდრე ვსუნთქავ,
ეს დედამოწა უჩემოდაც რომ იტრიალებს
მეც კარგად ვიცი,მაგრამ სანამ ვიღაცას უთქვამს-
მე უნდა გითხრა,რომ უზომოდ მაბედნიერებს,
შენ რომ არსებობ,და ჩემს გულში ჩემი რომ გქვია,
დავდივარ ასე -ვითომ მხნედ და სულით მშიერი,
თუ გამაჩერებს,მხოლოდ შენგან ნასროლი ტყვია...
არ ვიცი,იქნებ მომობეზრო,აღარ გინდოდე,
ჩემმა თვალებმაც კი დაკარგონ ნდობა და ფერი,
მაგრამ გახსოვდეს გვირილებით სავსე მინდორზე,
ერთი სულელი შენს სილუეტს ყოველ წამს ელის...
და როცა ისევ მოგონებებს წაშლის წვიმები,
მე დავდუმდები და გიჟივით დავიწყებ ლოდინს,
დაველოდები თაკარა მზის ამობრწყინებას,
და შენ იქ მოხვალ,მე ამის მწამს და სულ არ ვბოდავ.
ჩვენ სხვა გზა არ გვავს,ჩვენი გზები ერთმანეთს კვეთენ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს